სალექციო ბლოკ-კურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

სიახლეები 7 დეკემბერი 2015

1 დეკემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით, IDFI-ს ორგანიზებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სალექციო ბლოკ-კურსი “საქართველოს კაპიტალის ბაზრის რეგულირება - ტრანსფორმაცია და მდგრადობა”. ღონისძიება ჩატარდა პროექტ “სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება”-ს ფარგლებში. პროექტი ხორციელდება IDFI-ს მიერ ბრემენის უნივერსიტეტთან პარტნიორობით და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით.

 

ბლოკ-კურსს უძღვებოდა ბრემენის უნივერსიტეტის მკვლევარი - ნიკოლოზ ქოიავა. სალექციო ბლოკ-კურსის პირველ დღეს მკვლევარმა განიხილა კაპიტალის ბაზრის საჭიროება და მისი რეგულირების აუცილებლობა. ქოიავამ ყურადღება გაამახვილა ტრანსფორმაციული ქვეყნებისათვის კაპიტალის ბაზრის მნიშვნელობაზე და ისაუბრა ინფორმაციულ ასიმეტრიულობაზე, როგორც რეგულაციური ჩარევის განმაპირობებელ ძირითად პრობლემაზე. მან ასევე განიხილა ფინანსურ ანგარიშგებასა და ბაზრის რეაქციას შორის კავშირი და სტუდენტებს კაპიტალის ბაზრის ინსტიტუციური მოწყობის მოდელი გააცნო.

 

სალექციო ბლოკ-კურსის მეორე დღეს ნიკოლოზ ქოიავამ ისაუბრა იდეალური სისტემის უტოპიაზე. მკვლევარმა განიხილა საბაზრო ეკონომიკური წონასწორობის ნეოკლასიკური თეორია და ამ მოდელის ტრანსფორმაცია და ინსტიტუციური გარდაქმნები. მკვლევარმა შეაფასა მარეგულირებელი სისტემის კომპონენტების მდგრადობა, თანმიმდევრულობა და თავსებადობა, რის შემდეგაც განიხილა კაპიტალის ბაზრის რეგულაცია, როგორც თავსებადი კომპონენტებისგან შემდგარი მდგრადი და თანმიმდევრული სისტემა.

 

ბლოკ-კურსის მესამე დღე კაპიტალის ბაზრის რეგულირების ერთიანი ჩარჩოს განხილვას დაეთმო. ქოიავამ ისაუბრა კაპიტალის ბაზარზე მოქმედ გარე ფაქტორებსა და კაპიტალის ბაზრის ინფორმაციულ უზრუნველყოფაზე. ლექციის ფარგლებში განხილული იყო სამართლებრივი ჩარჩო, დომინანტი დაფინანსების წყარო და სოციალურ-ეკონომიკური გარემო, როგორც კაპიტალის ბაზარზე მოქმედი ძირითადი გარე ფაქტორები.

 

სალექციო ბლოკ-კურსის ბოლო დღეს ქოიავამ საქართველოში კაპიტალის ბაზრის მოწყობასა და რეფორმაზე ისაუბრა. მკვლევარმა სტუდენტებს გააცნო კაპიტალის ბაზრის ქრონოლოგიური ტრანსფორმაცია და შედარებითი ანალიზის საფუძველზე, საქართველოს კაპიტალის ბაზრის ინსტიტუციური მოწყობა შეაფასა.

 

ოთხდღიანი სალექციო კურსის შემდგეგ, ღონისძიებაში მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ IDFI-ს, ბრემენის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების ერთობლივი სერტიფიკატი. სამი აქტიური სტუდენტი ასევე დასაჩუქრდა ქართულენოვანი სახელმძღვანელოებით.

 

 

ფოტოალბომი

ასევე იხილეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოალბომი.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024