კარგი მმართველობის გაძლიერება საქართველოში (3G)

პროექტები | დასრულებული პროექტები 1 იანვარი 2019

პროექტის სახელწოდება: კარგი მმართველობის გაძლიერება საქართველოში (3G)
დონორი ორგანიზაცია: Luminate, გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია
გრანტის ოდენობა: 390,000 აშშ დოლარი
გრანტის ხანგრძლივობა: იანვარი 1, 2019 – აპრილი 30, 2022

 

პროექტის აღწერა

 

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში საჯარო დაწესებულებებზე სამოქალაქო ზედამხედველობის გაზრდას, და ხელისუფლების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას.

 

IDFI გეგმავს მონიტორინგი გაუწიოს რამდენად ეფექტური, გამჭვირვალე, ეთიკური და ანგარიშვალდებულია საჯარო მმართველობასთან და საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობა, მოამზადოს საგამოძიებო და ანალიტიკური ნაშრომები, და გაზარდოს ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და აქტივისტების სადამკვირვებლო დაანალიტიკური უნარები.

 

თავდაპირველად, პროექტი იმუშავებს თბილისის მასშტაბით,  მეორე და მესამე წლის განმავლობაში მოიცავს მთელ ქვეყანას. 

 

პროექტი მოიცავს შემდეგ აქტივობებს:


- ანტიკორუფციული დღის წესრიგის წახალისება, საჯარო მონაცემებზე ხელმისაწვდომობის, ხელისუფლების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ფისკალური პოლიტიკის განხორციელების შესახებ მონიტორინგის ანგარიშებისა და სიღრმისეული ანალიტიკური ნაშრომების მომზადებით;

 

- IDFI-ის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ხელისუფლების მონიტორინგისთვის ღია მონაცემებისა და არსებული ინტერნეტ და ინტერნეტმიღმა/ტრადიციული რესურსებისა და მექანიზმების გამოყენების შესახებ პრაქტიკული სახელმძღვანელოს მომზადება;

 

- პროექტის სამიზნე ჯგუფებისთვის (ჟურნალისტები, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები) პრაქტიკული ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების გამართვა;

 

- გადამზადებული ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და აქტივისტების ჩართულობით მონიტორინგის განხორციელება.

 

პროექტის ბიუჯეტი

 

ხელშეკრულება

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024