IDFI-ის ტრენინგი სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტებისთვის

სიახლეები | ტრენინგები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 5 აპრილი 2022

2022 წლის 1-3 აპრილს IDFI-მ  ხელისუფლების მონიტორინგისა და მონაცემების მოძიების მეთოდების შესახებ ორდღიანი ტრენინგი ჩაატარა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან - ჯამში 16 მონაწილე.  

 

ბოლო პერიოდში, კორუფციული სქემების აღმოჩენის, ასევე ელიტური კორუფციის პრევენციაში ჟურნალისტებმა და სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფებმა კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.

 

საკითხის აქტუალობა თავად ჟურნალისტებისა და აქტივისტების მხრიდან გამოჩენილი ინტერესის დამსახურებით გაიზარდა.

 

ინსტიტუტმა პრაქტიკული ტრენინგი სწორედ ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და აქტივისტების შესაძლებლობების გაზრდისა და მათი ზედამხედველობითი უნარების გაუმჯობესების მიზნით გამართა.

 

ტრენიგი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მასალას, რჩევებსა და რეკომენდაციებს - როგორ აღმოაჩინონ და გადაამოწმონ საეჭვო გარემოებები სახელმწიფო შესყიდვებში, გააკონტროლონ ბიუჯეტის მიზნობრივი განკარგვა, მოიპოვონ საჯარო მონაცემები ხელისუფლების საქმიანობის შესახებ და ა.შ. გარდა ამისა, ტრენინგის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ბენეფიციარ მესაკუთრეთა გამჭვირვალობის კონტექსტში აქტუალურ საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ, ასევე, მონაცემთა/გამომძიებელი ჟურნალისტებისა და სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფებისთვის განკუთვნილ საერთაშორისო პლატფორმებს გაცნობოდნენ.

 

ტრენინგი გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია Luminate-ის მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობა მთელი საქართველოს მასშტაბით, ღია კონკურსის შედეგად შერჩეულმა მონაწილეებმა მიიღეს. კონკურსის შედაგად, IDFI-მ, სულ 187 განაცხადი მიიღო. მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმებს შორის იყო მოტივაცია და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების დასაბუთება. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

 

ტრენინგს უძღვებოდნენ IDFI-ის ადგილობრივი მმართველობის / ინტერნეტისა და ინოვაციების მიმართულებების ხელმძღვანელი, თეონა ტურაშვილი, კვლევითი მიმართულებების ხელმძღვანელი, გოგა თუშურაშვილი და IDFI-ის ანალიტიკოსები - მარიამ გოგიაშვილი და გვანცა ნიკურაძე.

 

 

ღონისძიების ფოტო გალერეა იხილეთ აქ 

 

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

სათამაშო ბიზნესი და ახალი წამახალისებელი რეგულაციები

03.11.2026

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026
განცხადებები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026
ბლოგპოსტები

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2026: დემოკრატიული მმართველობის სისტემური უკუსვლა საქართველოში

29.10.2026

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024