მთავრობის ზედამხედველობის საკითხი ქართული მედიის და აქტივისტების ყურადღების ცენტრში

სიახლეები | ტრენინგები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | სტატია 17 ივნისი 2019

2019 წლის ივნისში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინტიტუტმა (IDFI) მთავრობის ზედამხედველობის მექანიზმებისა და მეთოდების შესახებ 30-ზე მეტი ჟურნალისტისა და აქტივისტისთვის ორი პრაქტიკული ტრენინგი ჩაატარა (თბილისში). ტრენინგი გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია - Luminate-ის მხარდაჭერით გაიმართა.

 

IDFI-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მისიაა საქართველოში კარგი მმართველობის ხელშეწყობა. ამ კონტექსტში, პირველი და უმთავრესი ჩვენთვის სწორედ მიდიის მიმართ ნდობის ფაქტორია. ფაქტობრივად, ჟურნალისტებისთვის ყველა საჭირო უნარ-ჩვევების შეძენა და მათთან პარტნიორობის დამყარება, შემდგომში მთავრობის ეფექტური ზედამხედველობის მიზნით, ჩვენთვის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მიერ შემუშავებული პრაქტიკული ტრენინგები ემსახურება აქტივისტებისა და ჟურნალისტებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას, რათა მათ შეძლონ სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგი, სახელმწიფო ბიუჯეტისა და სხვა ფინანსური მონაცემების დამუშავება, სამთავრობო თუ სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმების გამოყენება, სადამკვირვებლო საქმიანობის წარმოება, აგრეთვე, ანალიტიკური სტატიების მომზადება.“ - აცხადებს IDFI-ის პროგრამების დირექტორი, ლევან ავალიშვილი.

 

დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ტრენინგის მიმდინარეობისას, ჩვენ გავეცანით იმ საინტერესო ელექტრონულ წყაროებსა და ვებგვერდებს, რომლებიც შემდგომში ანალიტიკური სტატიების მომზადების პროცესში დაგვეხმარება. მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ისევე როგორც მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე ინდივიდს, აქვს უფლება, გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია, ხოლო სახელმწიფო ინტიტუტები ვალდებულნი არიან, ათი დღის ვადაში, შესაბამისი პასუხი მიაწოდონ მოქალაქეებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ სამომავლოდ IDFI საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის ფორმის შევსებასა და კორუფციის შესაძლო ფაქტების გამოვლენაში დაგვეხმარება.“ - აღნიშნა ტრენინგის ერთ-ერთმა მონაწილემ, ლაშა გოგებაშვილმა.

 

ტრენინგი ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა და მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც, მათ შორის, ღია მონაცემებზე დაყრდნობით, საეჭვო გარემოებების გამოვლენის შესწავლასა და საბიუჯეტო საკითხებზე საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ წერილის მომზადებას, რომელიც სამომავლოდ სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებული საინტერესო ტენდენციების გაანალიზებაში დაგვეხმარება,“- აცხადებს ტრენინგის კიდევ ერთი მონაწილე.

 

ტრენინგს უძღვებოდნენ IDFI-ის მედიის, ინტერნეტისა და ტელეკომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელი - თეონა ტურაშვილი; IDFI-ის ანალიტიკოსი - მარიამ გოგიაშვილი და IDFI-ის ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი - გოგა თუშურაშვილი.


თეონა ტურაშვილმა 2019 წლის 6 მაისს გამოცხადებულ ანალიტიკური სტატიების კონკურსში მონაწილეობასა და შერჩევის კრიტერიუმებზე ისაუბრა. კონკურსი, სახელწოდებით „ჟურნალისტები კარგი მმართველობისთვის“, ხორციელდება Luminate-ის მხარდაჭერით.

 

კონკურსის მთავარ მიზანია აქტივისტებსა და ჟურნალისტებს შორის მთავრობის ზედამხედველობის გაძლიერებისკენ მიმართული ქმედებების წახალისება. კონკურსისთვის წარდგენილი სტატია უნდა შეესაბამებოდეს საჯარო სექტორში არსებულ შესაძლო გადაცდომებსა თუ საეჭვო გარემოებებს, მათ შორის, საჯარო ფინანსების არამიზნობრივ განკარგვას, კორუფციის შესაძლო შემთხვევებს, საჯარო მოხელეების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ნეპოტიზმის ფაქტებს, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში უხეშ დარღვევებს, ინტერესთა კონფლიქტს და ა.შ.

 

გარდა ამისა, ტრენინგის მონაწილეებს საშუალება მიეცათ უშუალოდ მონაცემებზე მომუშავე ჟურნალისტების პრაქტიკულ ინსტრუმენტებსაც გაცნობოდნენ, რომლებიც მათ საგამოძიებო სტატიების მომზადებაში ეხმარებათ. 

 

ტრენინგის დასასრულს, ტრენერებმა და მონაწილეებმა სადამკვირვებლო საქმიანობის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობისა და პროცესებში მათი ჩართულობის შესახებ ისაუბრეს.

 

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024