ჟურნალისტები და აქტივისტები დემოკრატიული მმართველობისთვის - ანალიტიკური სტატიების კონკურსი

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ანალიტიკური და საგამოძიებო სტატიების კონკურსს თემაზე: ჟურნალისტები დემოკრატიული მმართველობისთვის.

  

კონკურსის მიზანია: ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ ხელისუფლების საქმიანობის კონტროლის წახალისება.

 

კონკურსში მონაწილეობის პირობები და შეფასების კრიტერიუმები: 

 

1. საკონკურსო ანალიტიკური სტატია, წარმოდგენილი ქართულ ენაზე, უნდა ეხებოდეს საქართველოს საჯარო სექტორში არსებულ შესაძლო გადაცდომებსა და საეჭვო გარემოებებს. სტატიის კონკრეტული თემები შეიძლება იყოს: 

 

- საჯარო დაწესებულებებში, მათ შორის, სახელმწიფო საწარმოებში, ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებში შესაძლო გადაცდომები;

 

 - საჯარო ფინანსების არასწორი და უკანონო განკარგვა;

 

 - სავარაუდო კორუფციული დანაშაულის ფაქტები; 

 

 - საჯარო მოხელეთა მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა;

 

 - დარღვევები სახელმწიფო შესყიდვების სფეროში;

  

 - ნეპოტიზმი და ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევები;

 

 - საზოგადოების ინტერესების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედება.

 

2. ერთ მონაწილეს შეუძლია რამდენიმე სტატიის გამოგზავნა (სხვადასხვა თემებზე);

 

3. ანალიტიკური სტატიის ძირითადი ნაწილი უნდა ეფუძნებოდეს საჯარო მონაცემების დამუშავებასა და მათ ანალიზს;

 

4. ანალიტიკური სტატია საქართველოში აქტუალური საკითხების შესახებ ავტორის მიგნებას და ანალიზს უნდა გვთავაზობდეს.

   

5. სტატიის სავარაუდო სტრუქტურაა: 

 

- სათაური

 

- თავფურცელი, სადაც მითითებული იქნება პირადი ინფორმაცია (კონკურსანტის სახელი, გვარი)

 

- მთავარი მიგნებები

 

- შესავალი

 

- ძირითადი ნაწილი

 

- დასკვნა

 

- გამოყენებული ლიტერატურა/დანართები.

 

6. სტატიის ტექნიკური მახასიათებლებია: 

 

- ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ვორდის დოკუმენტში;

 

- გვერდების რაოდენობა: 2-5 გვერდი (ტექსტი, გრაფიკებისა და დანართების გარეშე);

 

- ფონტი: Sylfaen, ზომა - 12;

 

- დაშორება - 1.15;

 

- გვერდის მინდორი:  Normal.

 

7. თუ ნაშრომის მოსამზადებლად გამოითხოვეთ საჯარო ინფორმაცია, სტატიას თან უნდა დაერთოს მიღებული დოკუმენტებიც;

 

8. სტატიაში მოცემული ანალიზი უნდა ეკუთვნოდეს ავტორს. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან.

 

9. არ მიიღება სტატიები, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია.

 

 

როგორ მოვემზადო უკეთ კონკურსისთვის?

 

კონკურსით დაინტერესებულ ჟურნალისტებსა და აქტივისტებს IDFI გთავაზობთ დამატებით პრაქტიკულ ტრენინგს, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას გაიგოთ მეტი ხელისულების საქმიანობის კონტროლისთვის საჭირო მეთოდებისა და მექანიზმების შესახებ. 

 

ტრენინგის დეტალების გაცნობა და დარეგისტრირება შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2DwnTtA 

 

რეგისტრაცია შესაძლებელია 21 მაისამდე!

 

როგორ მოვიძიო ინფორმაცია ანალიტიკური სტატიისთვის?

 

- იხილე საჯარო დაწესებულებების ვებგვერდებზე გამოქვეყნებულ ინფორმაცია და ანგარიშები; 

 

- გაეცანი საქართველოს ღია მონაცემების პლატფორმაზე (DataLab – www.datalab.ge ) მოცემულ მონაცემთა ბაზებს;

 

- თავად გამოითხოვე საჯარო ინფორმაცია ცალკეული საჯარო დაწესებულებიდან. 

 

საკონკურსო პრიზები:

 

- I ადგილი - 300 დოლარი;

 

- II ადგილი - 200 დოლარი;

 

- III მესამე ადგილი - 150 დოლარი

 

- საუკეთესო 3 სტატია გამოქვეყნდება IDFI-ის ვებ (www.IDFI.ge)  და სოციალურ (Facebooks; Twitter ) გვერდებზე საავტორო უფლებების დაცვით. 

 

კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2019 წლის 9 სექტემბერი.

 

ნაშრომების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge გამოგზავნისას მეილის სათაურში (Subject-ველი) მიუთითეთ - სტატიების კონკურსი.

  

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე:  

 

ტელ: +995 32 2 921514 და/ან +995 599 500 137; ელ-ფოსტა: contest@idfi.ge 

 

 

კონკურსი იმართება გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაციის, Luminate-ის ფინანსური მხარდაჭერით.