ელ-ფოსტა:
Security code:
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
ქარ
ENG
ჩვენ შესახებ
ჩვენი ისტორია
წესდება
ხედვა და მისია
სტრატეგია
სამეთვალყურეო საბჭო
გუნდი
დონორები
მემორანდუმები
ვაკანსიები
კონკურსები
საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
პროექტები
დაფინანსება
შემოწირულობა
კოალიციური საქმიანობა
IDFI და საზოგადოება "მემორიალი"
ტრენინგები
წლიური ანგარიშები
ფინანსური აუდიტის ანგარიშები
სამოქალაქო კონტროლის ცხელი ხაზი
რეგიონული და გლობალური საქმიანობა
პუბლიკაციები
პუბლიკაციები თემატური მიმართულებების მიხედვით
ღია მმართველობა
კორუფციასთან ბრძოლა
ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა
მედია და გამოხატვის თავისუფლება
კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები
ადგილობრივი მმართველობა
ინტერნეტი და ინოვაციები
მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები
პუბლიკაციის სახეობა
სტატია
კვლევა
ანალიზი
ანგარიში
ბლოგპოსტი
პოლიტიკის დოკუმენტი
ვიზუალიზაცია
სახელმძღვანელო
მედიაცენტრი
პრესრელიზი
ფოტო გალერეა
მულტიმედია
IDFI მედიაში
საინფორმაციო ბიულეტენი
განცხადებები
სიახლეები
სამართლებრივი ბაზა
IDFI-ს სასამართლო პრაქტიკა
ეროვნული სასამართლო პრაქტიკა
საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკა
ეროვნული სამართლებრივი აქტები
ხშირად დასმული შეკითხვები
ელექტრონული რესურსები
მდგრადი განვითარების მიზნები
სასამართლო სტატისტიკა
საპარლამენტო გზამკვლევი
თანამდებობის პირთა შემოსავლები
ღია მმართველობის პარტნიორობა
FOI ოფიცრების ბაზა
გამოკითხვები
FOI სტატისტიკა
ვებ-გვერდების მონიტორინგი
კიბერ უსაფრთხოება
ჩვენი ვებ გვერდები
საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა
ონლაინ პლატფორმა
დამოუკიდებლობა.com
საარქივო დოკუმენტების ბაზა
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი
გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების რეიტინგი
HistoryProject
ღია არქივები
ანტიკორუფციული ჰაბი
საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის პლატფორმა
ვიზუალიზაცია
ჩვენ შესახებ
ჩვენი ისტორია
წესდება
ხედვა და მისია
სამეთვალყურეო საბჭო
გუნდი
დონორები
პარტნიორები
მემორანდუმები
ვაკანსიები
კონკურსები
საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
პროექტები
დაფინანსება
შემოწირულობა
კოალიციური საქმიანობა
IDFI და საზოგადოება "მემორიალი"
ტრენინგები
წლიური ანგარიშები
ფინანსური აუდიტის ანგარიშები
სამოქალაქო კონტროლის ცხელი ხაზი
რეგიონული და გლობალური საქმიანობა
პუბლიკაციები
პუბლიკაციები თემატური მიმართულებების მიხედვით
ღია მმართველობა
კორუფციასთან ბრძოლა
ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა
მედია და გამოხატვის თავისუფლება
კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები
ადგილობრივი მმართველობა
ინტერნეტი და ინოვაციები
მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები
პუბლიკაციის სახეობა
სტატია
კვლევა
ანალიზი
ანგარიში
ბლოგპოსტი
პოლიტიკის დოკუმენტი
ვიზუალიზაცია
სახელმძღვანელო
მედიაცენტრი
პრესრელიზი
ფოტო გალერეა
მულტიმედია
IDFI მედიაში
საინფორმაციო ბიულეტენი
განცხადებები
სიახლეები
სამართლებრივი ბაზა
IDFI-ს სასამართლო პრაქტიკა
ეროვნული სასამართლო პრაქტიკა
საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკა
ეროვნული სამართლებრივი აქტები
ხშირად დასმული შეკითხვები
კონკურსები
ბოლო ვადა :
10 ოქტომბერი 2023
კონკურსის დასახელება :
კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, აცხადებს მიღებას კორუფციასთან ბრძოლის უფასო სასერტიფიკატო პროგრამაზე. პროგრამის მიზანი პროგრამის მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას ანტიკორუფციულ თემატიკასთან დაკავშირებით და შეიძენენ კორუფციის ფაქტებზე ეფექტური რეაგირების უნარ-ჩვევებს. ვისთვის არის განკუთვნილი პროგრამა? პროგრამა განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოში ავტორიზებული სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის, საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებული პირებისთვის. პროგრამის აღწერა და სასწავლო გეგმა კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა არის საერთაშორისო პროგრამის ნაწილი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის საფუძველზე 2019-2022 წლების განმავლობაში წარმატებით განხორციელდა ,,კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის’’ პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ეტაპი. პროგრამა გაიარეს მკაცრი კონკურენციის საფუძველზე შერჩეულმა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა, და საჯარო და კერძო უწყებების წარმომადგენელმა პრაქტიკოსებმა. ამჟამად, გამოცხადებულია განაცხადების მიღება კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მეხუთე ეტაპის ფარგლებში, რომელიც შედგება საბაკალავრო და სამაგისტრო საგნებისგან. საბაკალავრო საფეხურის საგნებია: - კარგი მმართველობა და კორუფცია (შემოდგომის სემესტრი) - კორუფცია და პოლიტიკა (გაზაფხულის სემესტრი) საბაკალავრო საგნები განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოში ავტორიზებული სხვა უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის. სამაგისტრო საფეხურის საგნებია: - ანტიკორუფციული პოლიტიკის მართვა საჯარო და კერძო დაწესებულებებში (შემოდგომის სემესტრი) - კორუფციასთან ბრძოლა, საერთაშორისო აქტორები, ანტიკორუფციული პლატფორმები (გაზაფხულის სემესტრი) სამაგისტრო საგნები განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოში ავტორიზებული სხვა უმაღლესი სასწავლებლების მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებული პირებისთვის. სწავლის ხანგრძლივობა: თითოეული საგნის სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს ერთ აკადემიურ სემესტრს (15 კვირა). სრული კურსის ხანგრძლივობაა 2023-2024 წლების ორი აკადემიური სემესტრი. ლექციები ჩატარდება კვირაში ერთხელ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. სწავლების ენა: ქართული (სავალდებულო ლიტერატურა წარმოდგენილია ქართულ ენაზე, ხოლო დამატებითი-ქართულ და ინგლისურ ენებზე). სწავლა მიმდინარეობს ინტერაქტიულ რეჟიმში, ლექცია-სემინარის ფორმატში, და მოიცავს თეორიისა და პრაქტიკის ნაზავს. მონაწილეები იმუშავებენ პრაქტიკულ შემთხვევებზე, მონაწილეობას მიიღებენ საკითხების განხილვებში და მოამზადებენ ესეებს. ტრენერები სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში ტრენერები იქნებიან როგორც ქართველი პრაქტიკოსი ლექტორები, ასევე მომხსენებლის სტატუსით ჩაერთვებიან ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტები. სერტიფიკატი პროგრამის მონაწილე, რომელიც გაივლის ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის ორივე საგანს მიიღებს სრული კურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის შესაბამისი საფეხურის სტუდენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან სასერტიფიკატო პროგრამის საგნებს, სერტიფიკატთან ერთად მიიღებენ სასწავლო კრედიტს (6 ECTS), რომელიც ჩაეთვლებათ შესაბამისი პროგრამის ნაწილად. სტაჟირება პროგრამის საუკეთესო მონაწილე (მონაწილეები), კურსის დასრულების შემდგომ და შესაბამისი აკადემიური მოსწრების საფუძველზე, 3 თვის განმავლობაში სტაჟირებას გაივლის (გაივლიან) IDFI-ში. კურსდამთავრებულების ქსელი პროგრამის დასასრულს, წარმატებულ კურსდამთავრებულებს შეეძლებათ გაერთიანდნენ კურსდამთავრებულთა ქსელში (ე.წ. Alumni Network), რომელიც აერთიანებს პროგრამის მონაწილეებს, და მომავალში შესთავაზებს საერთო ინიციატივებსა და ცოდნის გაღმავებისა და პაქტიკაში გამოყენების სხვადასხვა შესაძლებლობებს. პროგრამაში რეგისტრაციისთვის დაინტერესებულმა პირებმა (სტუდენტები; საჯარო სამსახურის, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები) 2023 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში (Subject) მიუთითოთ „სასერტიფიკატო პროგრამა“. პროგრამის მონაწილეები საწყის ეტაპზე შეირჩევიან განაცხადის საფუძველზე. მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას. გასაუბრების დროს შეფასდება მონაწილეთა მზაობა, რათა ბოლომდე შეასრულონ პროგრამის მიერ წაყენებული მოთხოვნები. შერჩევის კრიტერიუმები: პროგრამის მონაწილეების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: ● მოტივაცია; ● კომუნიკაბელურობა; ● გუნდური მუშაობის და პრეზენტაციის უნარი; ● სასურველია ინგლისური ენის საშუალო (Intermediate Level) დონეზე ცოდნა. Teona კურსები დაიწყება 2023 წლის ოქტომბრის ბოლოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტები სასერტიფიკატო პროგრამით გათვალისწინებულ საგნებს ირჩევენ სემესტრული სასწავლო ბადის დაგეგმარების შესაბამისად, ფაკულტეტზე არსებული პირობების დაცვით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ტელ: +995 32 2 921514 ელ-ფოსტა: contest@idfi.ge
ბოლო ვადა :
7 სექტემბერი 2023
კონკურსის დასახელება :
.
ბოლო ვადა :
23 ივლისი 2023
კონკურსის დასახელება :
ანალიტიკური სტატიების ყოველწლიურ კონკურსს თემაზე: მონაცემები ცვლილებებისთვის
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ანალიტიკური სტატიების ყოველწლიურ კონკურსს თემაზე: "მონაცემები ცვლილებებისთვის" კონკურსის მიზანია: ღია მონაცემების დამუშავებისა და მონაცემებზე დაყრდნობით ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგის წახალისება. კონკურსში მონაწილეობის პირობები და შეფასების კრიტერიუმები: 1. საკონკურსო ანალიტიკური სტატია უნდა ეხებოდეს საქართველოში საჯარო პოლიტიკისა და საჯარო ფინანსების საკითხებს, ხოლო შესაძლო თემები შეიძლება იყოს: საჯარო ფინანსების განკარგვა, ხელისუფლების საქმიანობის შეფასება ევროკავშირის წევრის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად, საჯარო ადმინისტრირება, ადგილობრივი თვითმმართველობა, სოციალური საკითხები, ჯანდაცვა, დანაშაულის სტატისტიკა, განათლება, გარემო, ადგილობრივი თვითმმართველობა, ეკონომიკა, ფინანსები და ა.შ. 2. ერთ მონაწილეს შეუძლია რამდენიმე სტატიის გამოგზავნა (სასურველია სხვადასხვა თემებზე). 3. ანალიტიკური სტატიის ძირითადი ნაწილი უნდა ეფუძნებოდეს საჯარო მონაცემების დამუშავებასა და მათ ანალიზს. 4. ანალიტიკური სტატია საქართველოში აქტუალური საკითხების შესახებ ავტორის მიგნებას და ანალიზს უნდა გვთავაზობდეს. 5. სასურველია, სტატიის მომზადებისას ასევე გამოიყენოთ IDFI-ის მიერ შექმნილ საქართველოს ღია მონაცემების ლაბორატორიაზე (www.datalab.ge) გამოქვეყნებული მონაცემთა ბაზები. 6. სასურველია სტატიაში ასევე გამოყენებული იყოს ვიზუალური ნაშრომებიც (მაგ, გრაფიკები, დიაგრამები, ინფოგრაფიკა, ა.შ.). 7. წარმოდგენილი სტატია უნდა იყოს ქართულ ენაზე. 8. სტატიის სავარაუდო სტრუქტურაა: - სათაური - თავფურცელი, სადაც მითითებული იქნება პირადი ინფორმაცია (კონკურსანტის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი) - მთავარი მიგნებები - შესავალი - ძირითადი ნაწილი - დასკვნა - გამოყენებული ლიტერატურა/დანართები. 9. სტატიის ტექნიკური მახასიათებლებია: - ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ვორდის დოკუმენტში - გვერდების რაოდენობა: 2-5 გვერდი (ტექსტი, გრაფიკებისა და დანართების გარეშე) - ფონტი: Calibri, ზომა - 12 - დაშორება - 1.15 - გვერდის მინდორი: Normal 10. თუ ნაშრომის მოსამზადებლად გამოითხოვეთ საჯარო ინფორმაცია, სტატიას თან უნდა დაერთოს მიღებული დოკუმენტებიც. 11. სტატიაში მოცემული ანალიზი უნდა ეკუთვნოდეს ავტორს. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან. 12. არ მიიღება სტატიები, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია. როგორ მოვიძიო ინფორმაცია ანალიტიკური სტატიისთვის? - გაეცანი საქართველოს ღია მონაცემების პლატფორმაზე (DataLab – www.datalab.ge) მოცემულ მონაცემთა ბაზებს; - იხილე საჯარო დაწესებულებების ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაცია; - თავად გამოითხოვე საჯარო ინფორმაცია ცალკეული საჯარო დაწესებულებიდან. საკონკურსო პრიზები: - I ადგილი - 1,200 ლარი; - II ადგილი - 1000 ლარი; - III მესამე ადგილი - 800 ლარი - საუკეთესო 3 სტატია გამოქვეყნდება IDFI-ის ვებ (www.IDFI.ge) და სოციალურ (Facebook; Twitter) გვერდებზე საავტორო უფლებების დაცვით. კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2023 წლის 23 ივლისი. ნაშრომების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge გამოგზავნისას მეილის სათაურში მიუთითეთ „მონაცემები ცვლილებებისთვის". კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე: ტელ: +995 32 2 921514 ელ-ფოსტა: contest@idfi.ge კონკურსი იმართება პროექტის - ღია მონაცემების სტანდარტების ამაღლება და გამოყენების წახალისება საქართველოში - II ეტაპი - ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო მედიის მხარდაჭერის (IMS - International Media Support)) მიერ.
ბოლო ვადა :
20 თებერვალი 2023
კონკურსის დასახელება :
კონკურსი დიზაინერისა და ვებდეველოპერის შესარჩევად
ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), აცხადებს კონკურსს ვებდეველოპერისა და დიზაინერის შესარჩევად. ვებდეველოპერისა და დიზაინერის ერთობლივი მუშაობით უნდა განახლდეს ორგანიზაციის არსებული ვებგვერდი www.idfi.ge . ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც კომპანიებს, ისე კერძო პირებს (ვებდეველოპერებსა და დიზაინერებს ცალ-ცალკე ან ერთად). კომპანიების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა იყოს გამიჯნული ვებდეველოპმენტისა და დიზაინის შექმნისთვის მოთხოვნილი თანხა. ვებ დიზაინერმა უნდა შეასრულოს შემდგომი სამუშაო: - განაახლოს ვებგვერდის სანავიგაციო სისტემა, რაც გულისხმობს კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების განახლებას და გამარტივებას. - შექმნას ძირითადი გვერდის და ყველა ქვეგვერდის განახლებული UX/UI დიზაინი - შექმნას ვებგვერდზე მოცულობითი ტექსტური მასალების ვიზუალი რომელიც მოიცავს სხავდასხვა ემელემტებს: ჩარტები, გრაფიკები, დიდ ტექსტში ნავიგაცია. ტექსტი და ვიზუალური მასალები გამოქვეყნდება ღია/ HTML ფორმატში. - შექმნას ვებგვერდის მობილური ვერსიის დიზიანი ვებდეველოპერმა უნდა შეასრულოს შემდგომი სამუშაო: - უნდა განაახლოს ვებგვერდის php ვერსია (ამჟამად www.idfi.ge იყენებს PHP Version 5.4.37 - ს. ეს ვერსია უნდა შეიცვალოს PHP 7.4.33.) შესაბამისად უნდა განახლდეს Database server - ის და phpMyAdmin - ის ვერსიები. - ააწყოს ვებგვერდი განახლებული დიზაინის მიხედვით და განაახლოს მართვის პანელი. - გაამარტივოს ვებგვერდზე ძებნის ფუნქცია პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა: პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა უნდა განხორციელდეს 6 თვის განმავლობაში. მხარდაჭერა მოიცავს ე.წ. BUG-ების აღმოფხვრას და ინციდენტებზე რეაგირებას. პროექტის ხანგრძლივობა:არაუმეტეს 60 კალენდარული დღისა მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს: 1. პროექტის განხორციელების ხედვა, გეგმა და ვადები 2. მომსახურების ზუსტი ხარჯთაღრიცხვა; 2. პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერის დეტალური პირობები; 3. ინფორმაცია მსგავსი პროექტის განხორციელების შესახებ. გთხოვთ, სატენდერო განაცხადები გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე - contest@idfi.ge. კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე (+995 32 2 921514); (m.gugava@idfi.ge) გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ IDFI-ის ვებგვერდის განახლება შეთავაზებების მიღების ბოლო ვადაა 20 თებერვალი, 18:00 საათამდე
ბოლო ვადა :
23 ნოემბერი 2022
კონკურსის დასახელება :
ტენდერი აუდიტის ჩატარებისთვის აუდიტორული კომპანიის შესარჩევად
ა(ა)იპ "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" აცხადებს ტენდერს ფინანსური ანგარიშგების აუდიტის და შეთანხმებული პროცედურების შესაბამისად პროექტული აუდიტის ჩატარებისთვის აუდიტორული კომპანიის შესარჩევად. ფინანსური ანგარიშგების აუდიტი უნდა მოიცავდეს პერიოდს 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით დასრულებული წლისთვის. შეთანხმებული პროცედურების შესაბამისად პროექტული აუდიტი უნდა მოიცავდეს პერიოდს 2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით. როგორც ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, ისე შეთანხმებული პროცედურების შესაბამისად პროექტული აუდიტი უნდა ჩატარდეს აუდიტის საერთაშორისო სტანდარების (ასს) შესაბამისად. სატენდერო წინადადების მომზადებისთვის ორგანიზაციის წარსულში ჩატარებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ორგანიზაციის ვებ-გვერდზე, შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3pacPJJ, აგრეთვე შეთანხმებული პროცედურების შესაბამისად ჩასატარებელი აუდიტის პირობები (დონორ ორგანიზაციასთან გაფორმებული პროექტის ხელშეკრულება და ბიუჯეტი) შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3rjD7fo აუდიტორული კომპანია უნდა წარმოადგენდეს მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანიას და მას ასევე უნდა ჰქონდეს არაკომერციული ორგანიზაციების ოფიციალურ ფინანსურ ანგარიშებზე აუდიტორული დასკვნის მომზადების და გაცემის ავტორიზაცია. აუდიტორული დასკვნა უნდა გაიცეს როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე. გთხოვთ, სატენდერო განაცხადები გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე - contest@idfi.ge გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ ფინანსური ანგარიშგებისა და შეთანხმებული პროცედურების შესაბამისად აუდიტი. სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2022 წლის 23 ნოემბერი, 18:00 საათი. კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: n.vepkhvadze@idfi.ge
ბოლო ვადა :
21 ნოემბერი 2022
კონკურსის დასახელება :
ზამთრის სკოლა - კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით, აცხადებს ზამთრის სკოლის „კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების“ მონაწილეთა შესარჩევ კონკურსს. სად და როდის გაიმართება სკოლა? ზამთრის სკოლა ჩატარდება 2022 წლის 10-15 დეკემბრის პერიოდში, გუდაურში, სასტუმრო მარკო პოლოში. IDFI სრულად დაფარავს ზამთრის სკოლის ხარჯებს. დარგის ექსპერტები, სკოლის ფარგლებში, განიხილავენ შემდეგ საკითხებს: - კონსტიტუციონალიზმი: ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და ადამიანის უფლებები; - ადამიანის უფლებათა დაცვის საზედამხედველო დამოუკიდებელი სამართლებრივი ინსტრუმენტები; -ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული და საერთაშორისო სასამართლოები: სამართლიანი სასამართლოს უფლება; - პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, პერსონალური მონაცემები და გამოხატვის თავისუფლება; - მედიის თავისუფლება საქართველოში: პრაქტიკული და სამართლებრივი გამოწვევები; - ფარული ელექტრონული თვალთვალის ტექნიკური და სამართლებრივი სისტემა საქართველოში. ვის შეუძლია მონაწილეობა? ზამთრის სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის ფაკულტეტების ბაკალავრიატის მე-4 კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს; ასევე საჯარო სამსახურში დასაქმებულ მეოთხე და მესამე და მეორე რანგის მოხელეებს. ხარჯები: IDFI სრულად დაფარავს პროექტის ხარჯებს. კერძოდ, უზრუნველყოფილი იქნება მონაწილეების ტრანსპორტირება თბილისი-გუდაური და გუდაური თბილისი; სასტუმროში განთავსება და კვება. როგორ გამოგზავნოთ განაცხადი? დაინტერესებულმა პირებმა 2022 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით უნდა შეავსონ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა. ასევე, განმცხადებლის CV (რეზიუმე) უნდა გამოიგზავნოს ზამთრის სკოლის ელექტრონულ ფოსტაზე - winterschool@idfi.ge. შენიშვნა: ზამთრის სკოლის შესარჩევი კონკურსის ფარგლებში IDFI-სთან კომუნიკაცია უნდა მოხდეს ელექტრონულ სარეგისტრაციო ფორმაში მითითებული ელექტრონული ფოსტით. დამატებითი დოკუმენტები: განმცხადებელი უფლებამოსილია წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია (მაგ. აკადემიური ნაშრომი) ან განმარტებები მოტივაციის თაობაზე (მაგალითად: სამოტივაციო წერილი) რომელიც კონკურსანტის აზრით ადასტურებს მისი კანდიდატურის თავსებადობას ზამთრის სკოლის მოთხოვნებთან. შენიშვნა: დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა არ არის სავალდებულო, თუმცა დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტები ჩაითვლება განაცხადის განუყოფელ ნაწილად და გამოყენებული იქნება კანდიდატის შეფასებისთვის კონკურის II ეტაპზე; დამატებითი დოკუმენტები იგზავნება მხოლოდ ზამთრის სკოლის ელექტრონულ ფოსტაზე რეზიუმესთან ერთად. კონკურსის ეტაპები და გამარჯვებულთა გამოვლენა: მონაწილეების შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტებისა და გასაუბრების საფუძველზე. - ეტაპი I: წარმოდგენილი განაცხადის ფორმალური შესაბამისობის შემოწება კონკურსის მოთხოვნებთან; - ეტაპი II: განაცხადთა შეფასება და გადარჩევა; (შეფასების კრიტერიუმებია: ზამთრის სკოლის მიზნებთან და თემატიკასთან კონკურსანტის კვალიფიკაციის/ინტერესების თავსებადობა; კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი განაცხადის რელევანტურობა და კანდიდატის მოტივაცია; - ეტაპი III: გასაუბრება და გამარჯვებული კანდიდატების და სარეზერვო კანდიდატების გამოვლენა. კონკურსის III ეტაპზე გადასულ მონაწილეებს შესაძლოა მოეთხოვოთ CV-ში მითითებული გამოცდილების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი, ანდა ზამთრის სკოლაში მონაწილეობის შესაძლებლობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენა. განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 21 ნოემბერი. ელექტრონული ფოსტის “subject” ველში მიუთითეთ “კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ზამთრის სკოლა”. კითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ ზამთრის სკოლის ელ-ფოსტაზე: winterschool@idfi.ge.
ბოლო ვადა :
7 ნოემბერი 2022
კონკურსის დასახელება :
ანალიტიკური სტატიების კონკურსი - მონაცემები ცვლილებებისთვის
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ანალიტიკური სტატიების ყოველწლიურ კონკურსს თემაზე: "მონაცემები ცვლილებებისთვის". კონკურსის მიზანია: ღია მონაცემების დამუშავებისა და მონაცემებზე დაყრდნობით ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგის წახალისება. კონკურსში მონაწილეობის პირობები და შეფასების კრიტერიუმები: 1. საკონკურსო ანალიტიკური სტატია უნდა ეხებოდეს საქართველოში საჯარო პოლიტიკისა და საჯარო ფინანსების საკითხებს, ხოლო შესაძლო თემები შეიძლება იყოს: საჯარო ფინანსების განკარგვა, ხელისუფლების საქმიანობის შეფასება/ხარჯები Covid-19 პანდემიასთან ბრძოლაში, საჯარო ადმინისტრირება, ადგილობრივი თვითმმართველობა, სოციალური საკითხები, ჯანდაცვა, დანაშაულის სტატისტიკა, განათლება, გარემო, ადგილობრივი თვითმმართველობა, ეკონომიკა, ფინანსები და ა.შ. 2. ერთ მონაწილეს შეუძლია რამდენიმე სტატიის გამოგზავნა (სასურველია სხვადასხვა თემებზე). 3. ანალიტიკური სტატიის ძირითადი ნაწილი უნდა ეფუძნებოდეს საჯარო მონაცემების დამუშავებასა და მათ ანალიზს. 4. ანალიტიკური სტატია საქართველოში აქტუალური საკითხების შესახებ ავტორის მიგნებას და ანალიზს უნდა გვთავაზობდეს. 5. სასურველია, სტატიის მომზადებისას ასევე გამოიყენოთ IDFI-ის მიერ შექმნილ საქართველოს ღია მონაცემების ლაბორატორიაზე (www.DataLab.ge) გამოქვეყნებული მონაცემთა ბაზები. 6. სასურველია სტატიაში ასევე გამოყენებული იყოს ვიზუალური ნაშრომებიც (მაგ, გრაფიკები, დიაგრამები, ინფოგრაფიკა, ა.შ.). 7. წარმოდგენილი სტატია უნდა იყოს ქართულ ენაზე. 8. სტატიის სავარაუდო სტრუქტურაა: - სათაური - თავფურცელი, სადაც მითითებული იქნება პირადი ინფორმაცია (კონკურსანტის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი) - მთავარი მიგნებები - შესავალი - ძირითადი ნაწილი - დასკვნა - გამოყენებული ლიტერატურა/დანართები. 9. სტატიის ტექნიკური მახასიათებლებია: - ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ვორდის დოკუმენტში - გვერდების რაოდენობა: 2-5 გვერდი (ტექსტი, გრაფიკებისა და დანართების გარეშე) - ფონტი: Calibri, ზომა - 12 - დაშორება - 1.15 - გვერდის მინდორი: Normal 10. თუ ნაშრომის მოსამზადებლად გამოითხოვეთ საჯარო ინფორმაცია, სტატიას თან უნდა დაერთოს მიღებული დოკუმენტებიც. 11. სტატიაში მოცემული ანალიზი უნდა ეკუთვნოდეს ავტორს. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან. 12. არ მიიღება სტატიები, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია. როგორ მოვიძიო ინფორმაცია ანალიტიკური სტატიისთვის? - გაეცანი საქართველოს ღია მონაცემების პლატფორმაზე (DataLab – www.datalab.ge) მოცემულ მონაცემთა ბაზებს; - იხილე საჯარო დაწესებულებების ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაცია; - თავად გამოითხოვე საჯარო ინფორმაცია ცალკეული საჯარო დაწესებულებიდან. საკონკურსო პრიზები: - I ადგილი - 1,000 ლარი; - II ადგილი - 800 ლარი; - III მესამე ადგილი - 600 ლარი - საუკეთესო 3 სტატია გამოქვეყნდება IDFI-ის ვებ (www.IDFI.ge) და სოციალურ (Facebooks; Twitter) გვერდებზე საავტორო უფლებების დაცვით. კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2022 წლის 7 ნოემბერი. ნაშრომების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge გამოგზავნისას მეილის სათაურში (Subject-ველი) მიუთითეთ „მონაცემები ცვლილებებისთვის“. კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე: ტელ: +995 32 2 921514 ელ-ფოსტა: contest@idfi.ge კონკურსი იმართება პროექტის -ღია მონაცემების სტანდარტების ამაღლება და გამოყენების წახალისება საქართველოში - ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო მედიის მხარდაჭერის (IMS - International Media Support) მიერ.
ბოლო ვადა :
14 სექტემბერი 2022
კონკურსის დასახელება :
სასერთიფიკატო კურსი-დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა:ისტორია,თეორიები და გაბათილების საშუალებები
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და საქართველოს უნივერსიტეტის (UG) თანამშრომლობით, 2022-2023 წლების სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან დაგეგმილია ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის “დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა: ისტორია, თეორიები და გაბათილების საშუალებების” გაგრძელება. მთლიანობაში, პირველი წლის განმავლობაში სასერთიფიკატო პროგრამა 13 სტუდენტმა გაიარა, ხოლო 4 სტუდენტი სხვადასხვა მიზეზის გამო კურსს სექტემბერში გაივლის. გარდა 17 სტუდენტისა, პროგრამაში საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართვის მაჩვენებელი მაღალი იყო: 20 -ზე მეტა სტუდენტმა აირჩია მოდულები, როგორც საგნები, ხოლო იმავე რაოდენობის სტუდენტი დაესწრო კურსის ფარგლებში შემოთავაზებულ სემინარებსა და კონფერენციებს. აკადემიური პროგრამა - დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა: ისტორია, თეორიები და გაბათილების საშუალებები, რომელიც არის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და საქართველოს უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი, 2021 წლის 20 სექტემბრიდან დაიწყო. Სულ პროგრამაში მონაწილეობის სურვილი 78 აპლიკანტმა გამოთქვა . Რეზიუმეებისა და სამოტივაციო წერილების განხილვის საფუძველზე 35 აპლიკანტი გადავიდა გასაუბრების ეტაპზე, რომელიც 13-15 სექტემბერს გაიმართა. Საბოლოოდ პროგრამაში მონაწილეობისთვის 19 სტუდენტი იქნა შერჩეული საქართველოს უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებებისა და მედიის სკოლის სტუდენტებთან ერთად, თუმცა ორმა მათგანმა პირადი მიზეზების გამო კურსზე დასწრება ვერ შეძლო და პირველ წელს კურსი 17-მა სტუდენტმა დაასრულა. Მონაწილეები წარმოადგენდნენ სხვადასხვა ქართულ უნივერსიტეტს, ადგილობრივ მედია საშუალებას, სამოქალაქო საზოგადოებას და საჯარო სამსახურს. გარდა ამისა, პროგრამაში ჩართული იყვნენ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები, რომელთაც საშუალება ჰქონდათ მოეგროვებინათ 6 აკადემიური კრედიტი სხავდასხვა მოდულის არჩევისა და გავლის საშუალებით. მთლიანობაში, სხვადასხვა მოდული 20-ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა. აკადემიური პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს ორი სემესტრის განმავლობაში საშუალება მიეცათ დასწრებოდნენ 6 მოდულს და რამდენიმე მოკლე ტრენინგ-სემინარს დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევის, ისტორიის, მისი საჯარო ზემოქმედებისა და გაუქმების გზებზე. მონაწილეებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა შეემუშავებინათ კვლევითი პროექტები და წარედგინათ ისინი საერთაშორისო აკადემიურ კონფერენციაზე, რომელიც გაიმართა 2022 წლის 3-4 ივლისს. პროგრამა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა: ისტორია, თეორიები და გაბათილების საშუალებები, ორ აკადემიურ სემესტრზეა გათვლილი და მოიცავს 6 სასწავლო კურსს. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს უნივერსიტეტის და სხვა უნივერსიტეტების სოციალურ მეცნიერებათა/ ჰუმანიტარული სკოლის დამამთავრებელი საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს, ასევე საჯარო და არასამთავრობო სექტორში მომუშავე პირებს, ისევე როგორც მედიის წარმომადგენლებს. საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტების შემთხვევაში სალექციო კურსები ხელმისაწვდომი იქნება ასარჩევ საგნებს შორის, ხოლო თითოეული გავლილი კურსი, 6 სასწავლო კრედიტის საპირწონეა. ყველა მონაწილე, რომელიც წარმატებით გაივლის, სულ ცოტა 4 სასწავლო კურსს, მიიღებს პროგრამის გავლის დამადასტურებელ ორენოვან სერთიფიკატს. გარდა სტანდარტული სალექციო კურსებისა, მონაწილეები შეძლებენ ასევე საჯარო ლექციებზე, სპეციალურ სემინარებზე დასწრებასა და საერთაშორისო აკადემიურ კონფერენციაში მონაწილეობის მიღებას. მონაწილეების მიერ მომზადებული 10 საუკეთესო ესე/პროექტი, პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, გამოქვეყნდება/გავრცელდება საქართველოს უნივერსიტეტისა და IDFI-ის ვებგვერდებსა და სოციალურ გვერდებზე (Facebook და Twitter). *სწავლების ენა: ქართული, თუმცა საკითხავი მასალის დიდი ნაწილი წარმოდგენილია ინგლისურად. პროგრამაში რეგისტრაციისთვის დაინტერესებულმა პირებმა (სტუდენტები (გარდა საქართველოს უნივერსიტეტის); საჯარო სამსახურის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები) 2022 წლის 14 სექტემბრამდე უნდა გამოაგზავნონ აპლიკაცია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/pcacP7H4o1pQaK8X8 პროგრამის მონაწილეები საწყის ეტაპზე შეირჩევიან განაცხადის საფუძველზე. მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას. მოკლე გასაუბრების დროს შეფასდება მონაწილეთა მზაობა, რომ ბოლომდე შეასრულონ პროგრამის მოთხოვნები. შერჩეულ მონაწილეებს სრულად დაუფინანსდებათ სწავლის საფასური. შერჩევის კრიტერიუმები: მოტივაცია (30); გუნდური მუშაობის და პრეზენტაციის უნარი (30); ინგლისური ენის საშუალო (Intermediate Level) დონეზე ცოდნა (25). კურსის საკუთარ საქმიანობაში ასახვის გეგმა/შესაძლებლობა (15) დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: n.gozalishvili@idfi.ge
ბოლო ვადა :
31 აგვისტო 2022
კონკურსის დასახელება :
კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) “ორგანიზაციული მხარდაჭერის” გრანტის ფარგლებში, აცხადებს მიღებას კორუფციასთან ბრძოლის უფასო სასერტიფიკატო პროგრამაზე. პროგრამის მიზანი პროგრამის მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას ანტიკორუფციულ თემატიკასთან დაკავშირებით და შეიძენენ კორუფციის ფაქტებზე ეფექტური რეაგირების უნარ-ჩვევებს. ვისთვის არის განკუთვნილი პროგრამა? პროგრამა განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოში ავტორიზებული სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის, საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებული პირებისთვის. პროგრამის აღწერა და სასწავლო გეგმა კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა არის საერთაშორისო პროგრამის ნაწილი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის საფუძველზე 2019-2022 წლების განმავლობაში წარმატებით განხორციელდა ,,კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის’’ პირველი, მეორე და მესამე ეტაპი. პროგრამა გაიარეს მკაცრი კონკურენციის საფუძველზე შერჩეულმა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა, და საჯარო და კერძო უწყებების წარმომადგენელმა პრაქტიკოსებმა. ამჟამად, გამოცხადებულია განაცხადების მიღება კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მეოთხე ეტაპის ფარგლებში, რომელიც შედგება საბაკალავრო და სამაგისტრო საგნებისგან. საბაკალავრო საფეხურის საგნებია: - კარგი მმართველობა და კორუფცია (შემოდგომის სემესტრი) - კორუფცია და პოლიტიკა (გაზაფხულის სემესტრი) საბაკალავრო საგნები განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოში ავტორიზებული სხვა უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის. სამაგისტრო საფეხურის საგნებია: - ანტიკორუფციული პოლიტიკის მართვა საჯარო და კერძო დაწესებულებებში (შემოდგომის სემესტრი) - კორუფციასთან ბრძოლა, საერთაშორისო აქტორები, ანტიკორუფციული პლატფორმები (გაზაფხულის სემესტრი) სამაგისტრო საგნები განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოში ავტორიზებული სხვა უმაღლესი სასწავლებლების მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებული პირებისთვის. სწავლის ხანგრძლივობა: თითოეული საგნის სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს ერთ აკადემიურ სემესტრს (15 კვირა). სრული კურსის ხანგრძლივობაა 2022-2023 წლების ორი აკადემიური სემესტრი. ლექციები ჩატარდება კვირაში ერთხელ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. დღეს არსებული მდგომარეობით, ლექციები ჩატარდება დასწრებული ფორმით, თუმცა კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე, შესაძლებელია მოხდეს პროგრამის გაგრძელება ელექტრონული ან ჰიბრიდული ფორმითაც. სწავლების ენა: ქართული (სავალდებულო ლიტერატურა წარმოდგენილია ქართულ ენაზე, ხოლო დამატებითი-ქართულ და ინგლისურ ენებზე). სწავლა მიმდინარეობს ინტერაქტიულ რეჟიმში, ლექცია-სემინარის ფორმატში, და მოიცავს თეორიისა და პრაქტიკის ნაზავს. მონაწილეები იმუშავებენ პრაქტიკულ შემთხვევებზე, მონაწილეობას მიიღებენ საკითხების განხილვებში და მოამზადებენ ესეებს. ტრენერები სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში ტრენერები იქნებიან როგორც ქართველი პრაქტიკოსი ლექტორები, ასევე მომხსენებლის სტატუსით ჩაერთვებიან ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტები. სერტიფიკატი პროგრამის მონაწილე, რომელიც გაივლის ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის ორივე საგანს მიიღებს სრული კურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის შესაბამისი საფეხურის სტუდენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან სასერტიფიკატო პროგრამის საგნებს, სერტიფიკატთან ერთად მიიღებენ სასწავლო კრედიტს (6 ECTS), რომელიც ჩაეთვლებათ შესაბამისი პროგრამის ნაწილად. სტაჟირება პროგრამის საუკეთესო მონაწილე (მონაწილეები), კურსის დასრულების შემდგომ და შესაბამისი აკადემიური მოსწრების საფუძველზე, 3 თვის განმავლობაში სტაჟირებას გაივლის (გაივლიან) IDFI-ში. კურსდამთავრებულების ქსელი პროგრამის დასასრულს, წარმატებულ კურსდამთავრებულებს შეეძლებათ გაერთიანდნენ კურსდამთავრებულთა ქსელში (ე.წ. Alumni Network), რომელიც აერთიანებს პროგრამის მონაწილეებს, და აკავშირებს მათ ანალოგიური პროგრამის უცხოელ კურსდამთავრებულებს. კურსდამთავრებულთა ქსელი გეგმავს საერთო კვლევებს, გაცვლით პროგრამებს და სხვა შესაბამის აქტივობებს. პროგრამაში რეგისტრაციისთვის დაინტერესებულმა პირებმა (სტუდენტები; საჯარო სამსახურის, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები) 2022 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში (Subject) მიუთითოთ „სასერტიფიკატო პროგრამა“. პროგრამის მონაწილეები საწყის ეტაპზე შეირჩევიან განაცხადის საფუძველზე. მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას. გასაუბრების დროს შეფასდება მონაწილეთა მზაობა, რათა ბოლომდე შეასრულონ პროგრამის მიერ წაყენებული მოთხოვნები. შერჩევის კრიტერიუმები: პროგრამის მონაწილეების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: ● მოტივაცია; ● კომუნიკაბელურობა; ● გუნდური მუშაობის და პრეზენტაციის უნარი; ● სასურველია ინგლისური ენის საშუალო (Intermediate Level) დონეზე ცოდნა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტები სასერტიფიკატო პროგრამით გათვალისწინებულ საგნებს ირჩევენ სემესტრული სასწავლო ბადის დაგეგმარების შესაბამისად, ფაკულტეტზე არსებული პირობების დაცვით. ინიციატივის ფინანსური მხარდამჭერია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida). დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: დავით მაისურაძე, კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის კოორდინატორი. ტელ: 577 11 45 22 ელ-ფოსტა: contest@idfi.ge
ბოლო ვადა :
17 ივლისი 2022
კონკურსის დასახელება :
ილუსტრაციების კონკურსი თემაზე - ომის მეხსიერება ქალაქში
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ილუსტრაციების კონკურსს თემაზე- "ომის მეხსიერება ქალაქში". კონკურსის მიზანია: 2008 წლის ომთან დაკავშირებით, შიდა ქართლში, ახალგაზრდა თაობის მეხსიერებისა და ემოციების გაზიარების საშუალებით, ზოგადი ცნობიერების ამაღლება. ქალაქ გორის გარშემო ფიზიკურ სივრცეში ახალგაზრდების შექმნილი ნამუშევრის დატანით, ომის მეხსიერების თემაზე ჯანსაღი და ინფორმირებული დისკუსიის წახალისება. გამარჯვებული ილუსტრაციის საფუძველზე შეიქმნება გრაფიტი, რომელიც განთავსდება ქალაქ გორში. ილუსტრაციის თემატიკა: საკონკურსო ნამუშევარი უნდა ეხებოდეს 2008 წლის ომის თემატიკასა და მეხსიერებას. ნამუშავარი შესაძლოა ასახავდეს მოგონებებს, სოლიდარობის მაგალითებს ადგილობრივებს შორის, მოსახლეობის გადაადგილებას და მსგავსი შინაარსის სხვა თემებს. ილუსტრაცია უნდა იყოს ორიგინალური, მარტივად აღქმადი და ინფორმატიული. ფორმა: გრაფიკული დიზაინი, სკეტჩი, ნახატი, კომიქსი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად: მონაწილემ უნდა გამოაგზავნოს ერთი ან რამდენიმე ილუსტრაცია 2008 წლის ომის თემაზე. ნამუშევრები უნდა იყოს შესრულებული ვერტიკალურ ფორმატში (4x6). კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ გორში ან გორის რაიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს (მოსწავლე/სტუდენტი/ახალი კურსდამთავრებული). ნამუშევარი არ უნდა შეიცავდეს ძალადობის აღმნიშვნელ და შეურაცხმყოფელ ელემენტებს; პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას, მოხსნან კონკურსანტი კონკურსიდან; ფაილი გამოგზავნილი უნდა იყოს JPG ფორმატში; ფაილი უნდა იყოს გარჩევადობის მაღალი ხარისხით; თუკი ილუსტრაცია მოიცავს ტექსტებს, ტექსტი უნდა იყოს ქართულ ან ქართულ და ინგლისურ ენაზე; კონკურსში მონაწილეობა შეუძლია, როგორც პროფესიონალს, ასევე მოყვარულს; საკონკურსო პრიზები: კონკურსის ორი შერჩეული ილუსტრაციის ავტორი მიიღებს ჯილდოს ₾600 და ₾400 ლარის ოდენობით. პირველ ადგილზე გასული კონკურსანტის მიერ შექმნილი ილუსტრაცია კი განთავსდება ქალაქ გორში, გრაფიტის სახით. საუკეთესო ილუსტრაციები ასევე გამოქვეყნდება IDFI-ის ვებ (www.IDFI.ge) და სოციალურ (Facebook; Twitter) გვერდებზე საავტორო უფლებების დაცვით. ამ კონკურსზე ნამუშევრის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ: 1. ფლობთ საავტორო უფლებებს, გამოგზავნილი ნამუშევარი თქვენი შექმნილია; 2. კონკურსის ორგანიზატორებს ანიჭებთ უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენონ თქვენ მიერ გამოგზავნილი ილუსტრაცია ვებგვერდზე, გამოფენაზე, პუბლიკაციასა და ნებისმიერ სხვა მასალაში (ავტორის მითითებით). ორგანიზაციას არ აქვს ნამუშევრების კომერციული მიზნებისთვის გამოყენების უფლება. ნამუშევრებს შეაფასებს თემაზე მომუშავე კომპეტენტური ადამიანების ჯგუფი, შეფასების შემდეგი კრიტერიუმებით: 1. კონკურსის თემასთან შესაბამისობა 2. ორიგინალურობა 3. აღქმადობა ფართო აუდიტორიისთვის 4. შინაარსის მხრივ ინფორმატიულობის ხარისხი 5. ნამუშევრის ხარისხი კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 17 ივლისი. ილუსტრაციების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge. გამოგზავნისას მეილის სათაურში (Subject-ველი) მიუთითეთ: "ომის მეხსიერება ქალაქში" კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე: ელ-ფოსტა: n.gozalishvili@idfi.ge კონკურსი იმართება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და Zinc Network-ის მხარდაჭერილი პროექტის: “ახალი იდენტობა ქალაქ გორისთვის” ფარგლებში. ასევე, კონკურსის მხარდამჭერია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო, Sida.
ბოლო ვადა :
10 ივნისი 2022
კონკურსის დასახელება :
კონკურსი საპროექტო განაცხადების მისაღებად
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) პროექტების “მდგრადი ადამიანური რესურსების განვითარება კორუფციასთან საბრძოლველად“ და “ორგანიზაციული მხარდაჭერა“ ფარგლებში აცხადებს პროექტების კონკურსს საქართველოს მოქალაქეებით დაკომპლექტებული ჯგუფებისგან საპროექტო განაცხადების მისაღებად. კონკურსის მიზანია კორუფციასთან მებრძოლი საინიციატივო ჯგუფების მხარდაჭერა საქართველოში ანტიკორუფციული რეფორმის ხელშეწყობის მიზნით. კონკურსში მონაწილეობის პირობები: კონკურსის ფარგლებში განაცხადის შემოტანა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებისგან დაკომპლექტებულ ჯგუფებს (თითოეული ჯგუფი უნდა შედგებოდეს მინიმუმ ორი პირისგან), რომლის წევრებიც რეგისტრირებული არიან კორუფციასთან ბრძოლის ჰაბის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://anticorruptionhub.net/. წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: - უკავშირდებოდეს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შემოწმების, შევსების ან მართვის უკეთესი პრაქტიკის დანერგვის საკითხებს; აფასებდეს ადგილობრივ დონეზე ანტიკორუფციულ გარემოს, მათ შორის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნების შესაბამისად ადგილობრივ დონეზე კორუფციული შემთხვევების გამოვლენისა და მასზე რეაგირების ფაქტებს; აანალიზებდეს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის საჭიროებას და ასეთი სააგენტოს შექმნის შემთხვევაში მის შესაძლო გავლენას საქართველოზე ან/და განიხილავდეს საქართველოში ანტიკორუფციული რეფორმის/პოლიტიკის სახელმწიფო დონეზე კოორდინაციის საკითხს; - ნათლად იყოს დასაბუთებული პროექტში დასმული საკითხის/პრობლემის აქტუალობა და გამოკვეთილი იყოს არსებული გამოწვევები; - საკითხის გადასაჭრელად შემოთავაზებული სამოქმედო გეგმა/აქტივობები იყოს კონკრეტული, რეალისტური და კარგად სტრუქტურირებული. პროექტების შერჩევა პროექტების კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება 3 პროექტი. თითოეული პროექტის განხორციელებისათვის გაიცემა 3000 (სამი ათასი) ლარი. პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს. საპროექტო განაცხადების წარდგენა ხდება ქართულ ენაზე. განაცხადები მიიღება ელექტრონული სახით შემდეგ ელ.ფოსტაზე: contest@idfi.ge. გთხოვთ, ელ.ფოსტის გამოგზავნისას დასახელებაში მიუთითოთ „პროექტების კონკურსი“. პროექტების კონკურსში მონაწილე ჯგუფებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები: - საპროექტო განაცხადი - გუნდის წევრთა რეზიუმეები (CV). საპროექტო განაცხადში მითითებული უნდა იყოს შემდეგი საკითხები: - მონაწილეთა სახელი და გვარი, საკონტაქტო ელ-ფოსტა, პროექტის სახელწოდება. - პრობლემის აღწერა (მოკლედ აღწერეთ რა საკითხზე/პრობლემაზე აპირებთ მუშაობას პროექტის ფარგლებში? რატომ არის მნიშვნელოვანი ამ პროექტის განხორციელება? რა გაკეთებულა დღემდე ამ საკითხის მოსაგვარებლად?). - განსახორციელებელი აქტივობების მიზანი და ამოცანები, აქტივობების აღწერა (მოკლედ აღწერეთ თქვენი ძირითადი მიდგომა და მეთოდები, რომელთა საშუალებითაც გეგმავთ დასახული მიზნის და ამოცანების შესრულებას. რა აქტივობები გაქვთ დაგეგმილი პროექტის ფარგლებში?). - აქტივობების განმახორციელებელი გუნდი (ჩამოთვალეთ გუნდის წევრები. მიუთითეთ მათი მოკლე ბიოგრაფია). კონკურსში გამარჯვებული ჯგუფები ვალდებულები იქნებიან პროექტის განხორციელების შემდეგ წარმოადგინონ პროექტის განხორციელების შედეგად შექმნილი, არაუმეტეს 10 გვერდის მოცულობის მქონე, პუბლიკაცია, სადაც მითითებული იქნება კვლევის მიგნებები. პროექტის შედეგად შექმნილი პუბლიკაცია გამოქვეყნდება „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) და კორუფციასთან ბრძოლის ჰაბის ოფიციალურ ვებგვერდებზე. წარმოდგენილი საპროექტო განაცხადები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად: - პროექტის აღწერა და დასახული მიზნები (60%) - გუნდის გამოცდილება (40%) წარმოდგენილ საპროექტო განაცხადებს IDFI გამოიყენებს მხოლოდ კონკურსის მიზნებისთვის და მათ არ გადასცემს სხვა ორგანიზაციებს/პირებს. გამონაკლისი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ ამას მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობა ან/და პროექტების დამფინანსებელი დონორი ორგანიზაციები. სხვა დონორებთან კოორდინაციის მიზნით, პროექტების კონკურსში დაფინანსებული პროექტების შესახებ მოკლე ინფორმაცია გავრცელდება იმ ქართულ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომლებიც მხარს უჭერენ არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში. კონკურსის ვადები კონკურსის შესახებ განცხადების გამოქვეყნება: 27 მაისი, 2022 საპროექტო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 10 ივნისი, 2022 საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსთან დაკავშირებული შეკითხვები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ელ ფოსტაზე: contest@idfi.ge.
ბოლო ვადა :
7 თებერვალი 2022
კონკურსის დასახელება :
კონკურსი - პროექტის შემფასებელი
პროექტის „PAR-ის მხარდაჭერა სამოქალაქო მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ ფარგლებში, ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს კონკურსს პროექტის შემფასებლის შესარჩევად. პროექტის შესახებ: „PAR-ის მხარდაჭერა სამოქალაქო მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინციატივაა, რომელსაც ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად. პროექტის ხანგრძლივობა: 10 ოქტომბერი 2019 – 10 იანვარი 2022. პროექტის მიზანი: ხელი შეუწყოს საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებას, PAR-ის სამოქმედო გეგმის მონიტორინგისა და გადახედვის პროცესში ინოვაციების, შესაძლებლობების გაძლიერების, დაინტერესებულ მხარეთა დიალოგისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გზით. პროექტთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ. პროექტის შემფასებლის ამოცანა: პროექტის შემფასებლის ამოცანაა, პროექტის ინდიკატორებსა და აქტივობებზე დაყრდნობით ინგლისურ ენაზე მოამზადოს პროექტის გავლენის შეფასება - რამდენად იქნა მიღწეული პროექტის მიზნები და ამოცანები და რამდენად მდგრადია პროექტის შედეგები. პროექტის შეფასებისას გამოყენებული იქნება სამაგიდე კვლევის მეთოდი (პროექტის ფარგლებში შემუშავებული კვლევების, ანგარიშებისა და სხვა მასალების ანალიზი), ასევე ინტერვიუები იმ პირებთან, რომლებზეც უშუალოდ აისახა პროექტის შედეგები. ვადები: პროექტის შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული ძირითადი სამუშაოები (მასალების ანალიზი და ინტერვიუები) უნდა დასრულდეს 7 მარტამდე, ხოლო საბოლოო ანგარიშის წარდგენის ვადაა 30 მარტი. ანგარიშის სტრუქტურა: შეფასების ანგარიში უნდა მოიცავდეს შემდეგ ნაწილებს: - სარჩევი; - პროექტის შინაარსის მოკლე აღწერა; - შეფასების მეთოდოლოგიის მოკლე აღწერა; - პროექტის მიღწევების აღწერა; - პროექტის გამოწვევების აღწერა; - რეკომენდაციები პროექტის მდგრადობის უზრუნველსაყოფად; - დასკვნა/მოკლე შეჯამება. შერჩევის კრიტერიუმები: კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს: - კვლევითი მეთოდების ცოდნა და მათი გამოყენების მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება; - ინგლისური და ქართული ენების სრულყოფილი ცოდნა; - საჯარო სამართლის რეფორმასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნა. IDFI უპირატესობას მიანიჭებს კანდიდატებს, რომელთაც აქვთ მსგავსი შინაარსის ან/და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების შეფასების გამოცდილება. წარსადგენი დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია: - დეტალური CV; - შესრულებული ანგარიშის ნიმუში; - შეფასებისას გამოსაყენებელი მეთოდოლოგიის მოკლე აღწერა. გთხოვთ, განაცხადები გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე - contest@idfi.ge . გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ PAR პროექტის შემფასებლის კონკურსი. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 7 თებერვალი.
ბოლო ვადა :
30 იანვარი 2022
კონკურსის დასახელება :
ანალიტიკური სტატიების კონკურსი თემაზე: მამხილებლები კორუფციის წინააღმდეგ
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ანალიტიკური სტატიების კონკურსს თემაზე: "მამხილებლები კორუფციის წინააღმდეგ“ კონკურსის მიზანია: საჯარო მონაცემების დამუშავებისა და გამოყენების გზით საჯარო დაწესებულებებში მამხილებლების ქმედებების წახალისება კორუფციის რისკების პრევენციის მიზნით. კონკურსში მონაწილეობის პირობები და შეფასების კრიტერიუმები: 1. საკონკურსო ანალიტიკური სტატია უნდა ეხებოდეს საქართველოში, საჯარო სამსახურში არსებულ მხილების არხებს, მხილების ფორმებს და მამხილებლების დაცვის შესაბამის ფორმალურ თუ მატერიალურ შესაძლებლობებს. 2. კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა აქვთ არანაკლებ ორი ან მეტი ადამიანისგან შემდგარ პირთა ჯგუფებს. სტატიის ავტორები, სტატიის წარდგენის დროს დარეგისტრირებული უნდა იყვნენ კორუფციასთან ბრძოლის ჰაბის ოფიციალურ ვებგვერდზე: anticorruptionhub.net 3. სასურველია, სტატიის ძირითადი ანალიტიკური ნაწილი ეფუძნებოდეს მხილებასთან დაკავშირებული საჯარო მონაცემების დამუშავებასა და მათ ანალიზს. 4. ანალიტიკური სტატია უნდა გვთავაზობდეს საქართველოში აქტუალური საკითხების შესახებ ავტორების მიგნებას, ანალიზსა და რეკომენდაციას. 5.სასურველია, სტატია შეიცავდეს ავტორების ინოვაციურ მიგნებას მხილების ინსტიტუტის ცნობადობის გაზრდისათვის. 6.სასურველია, მონაცემთა დამუშავების მიზნით, ვიზუალური გრაფიკული სიმბოლოების (დიაგრამები, ფოტოები, ა.შ.) გამოყენება. 7. ანალიტიკური სტატია დაწერილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. 8. სტატიის სავარაუდო სტრუქტურა: - სათაური - თავფურცელი, სადაც მითითებულ იქნება პირადი ინფორმაცია (კონკურსანტის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, სტატიის მომზადების თარიღი). - ავტორთა მთავარი მიგნებები - შესავალი - ძირითადი ნაწილი - დასკვნა - გამოყენებული ლიტერატურა/დანართები 9. სტატიის ტექნიკური მახასიათებლები: -ნაშრომი წარმოდგენილ უნდა იყოს ვორდის დოკუმენტით -გვერდების საშუალოდ რაოდენობა: 4-7 გვერდი (სრული ტექსტი, გრაფიკებისა და დანართების გარეშე) -ფონტი: Sylfaen, ზომა - 11 - დაშორება 1,15 - გვერდის სტრუქტურა: Normal 10. იმ შემთხვევაში, თუ სტატიის მოსამზადებლად მონაწილეებმა გამოითხოვეს საჯარო ინფორმაცია, სტატიას თან უნდა დაერთოს მიღებული დოკუმენტები, დანართების სახით. 11. სტატიაში მოცემული მოსაზრებები და ანალიზი უნდა ეკუთვნოდეს ავტორებს. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან. 12. უკვე გამოქვეყნებული სტატიები არ მიიღება. როგორ მოვიძიო ინფორმაცია ანალიტიკური სტატიისთვის? - გაეცანით საქართველოს ღია მონაცემების პლატფორმაზე (DataLab – www.datalab.ge) გამოქვეყნებულ მონაცემთა ბაზებს; - იხილეთ საჯარო დაწესებულებების ვებგვერდებზე გამოქვეყნებული და ხელმისაწვდომი ინფორმაცია; - გამოითხოვეთ საჯარო ინფორმაცია ცალკეული (კონკრეტული) საჯარო დაწესებულებიდან. საკონკურსო პრიზები: - 1-ლი ადგილი - 2000 ლარი - მე-2 ადგილი - 1500 ლარი - მე-3 ადგილი - 1000 ლარი - საუკეთესო სამი სტატია გამოქვეყნდება IDFI-ის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.IDFI.ge), ანტიკორუფციული ჰაბის ოფიციალურ ვებგვერდზე (anticorruptionhub.net) და სოციალურ გვერდებზე (Facebooks; Twitter) საავტორო უფლებების სრული დაცვით. კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2022 წლის 30 იანვარი. ნაშრომების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge. გამოგზავნისას ელ-ფოსტის სათაურში (Subject-ველი) მიუთითეთ „მამხილებლები კორუფციის წინააღმდეგ“. კონკურსი ტარდება პროექტის - მდგრადი ადამიანური რესურსების განვითარება კორუფციასთან საბრძოლველად - ფარგლებში კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე: ტელ: +995 32 2 921514 ელ-ფოსტა: contest@idfi.ge
ბოლო ვადა :
8 დეკემბერი 2021
კონკურსის დასახელება :
ტენდერი პროექტული აუდიტის ჩატარებისთვის აუდიტორული კომპანიის შესარჩევად
ა(ა)იპ "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" აცხადებს ტენდერს ფინანსური ანგარიშგების აუდიტის და შეთანხმებული პროცედურების შესაბამისად პროექტული აუდიტის ჩატარებისთვის აუდიტორული კომპანიის შესარჩევად. ფინანსური ანგარიშგების აუდიტი უნდა მოიცავდეს პერიოდს 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით დასრულებული წლისთვის. იგივე პერიოდს უნდა მოიცავდეს შეთანხმებული პროცედურების შესაბამისად პროექტული აუდიტიც. როგორც ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, ისე შეთანხმებული პროცედურების შესაბამისად პროექტული აუდიტი უნდა ჩატარდეს აუდიტის საერთაშორისო სტანდარების (ასს) შესაბამისად. სატენდერო წინადადების მომზადებისთვის ორგანიზაციის წარსულში ჩატარებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ორგანიზაციის ვებ-გვერდზე, შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3pacPJJ , აგრეთვე შეთანხმებული პროცედურების შესაბამისად ჩასატარებელი აუდიტის პირობები (დონორ ორგანიზაციასთან გაფორმებული პროექტის ხელშეკრულება და ბიუჯეტი) შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3rjD7fo აუდიტორული კომპანია უნდა წარმოადგენდეს მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანიას და მას ასევე უნდა ჰქონდეს არაკომერციული ორგანიზაციების ოფიციალურ ფინანსურ ანგარიშებზე აუდიტორული დასკვნის მომზადების და გაცემის ავტორიზაცია. როგორც ფინანსური ანგარიშგების აუდიტის, ისე შეთანხმებული პროცედურების შესაბამისად აუდიტის დასრულების ბოლო ვადაა 2022 წლის 20 მარტი. აუდიტორული დასკვნა უნდა გაიცეს როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე. გთხოვთ, სატენდერო განაცხადები გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე - contest@idfi.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ ფინანსური ანგარიშგებისა და შეთანხმებული პროცედურების შესაბამისად აუდიტი. სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის 8 დეკემბერი, 18:00 საათი. კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: d.dolidze@idfi.ge
ბოლო ვადა :
1 ნოემბერი 2021
კონკურსის დასახელება :
ზამთრის სკოლა სტუდენტებისთვის - კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით, აცხადებს მიღებას ზამთრის სკოლისთვის „კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები“. ზამთრის სკოლის მიზანია სტუდენტების ცოდნის გაღრმავება კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით, ასევე არსებული გამოწვევების შესახებ დისკუსიების წახალისება. ზამთრის სკოლა ჩატარდება 9-14 დეკემბერს გუდაურში, სასტუმრო „მარკო პოლოში.“ პროგრამით გათვალისწინებულია ტრენინგების ჩატარება შემდეგ საკითხებზე: - კანონის უზენაესობა - ცნება და ძირითადი ელემენტები; - ინფორმაციის თავისუფლება; - ადამიანის უფლებათა დაცვის შიდა სახელმწიფოებრივი მექანიზმები; - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმები, ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი; - გამოხატვის თავისუფლება. ზამთრის სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს. დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა გამოგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი (არა უმეტეს 500 სიტყვისა) 1 ნოემბერის ჩათვლით შემდეგ ელ. ფოსტაზე: winterschool@idfi.ge სტუდენტები შეირჩევიან წარმოდგენილი განაცხადებისა და გასაუბრების საფუძველზე.
ბოლო ვადა :
18 ოქტომბერი 2021
კონკურსის დასახელება :
სტატიების კონკურსი თემაზე საჯარო მმართველობის რეფორმა საქართველოში
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ანალიტიკური სტატიების კონკურსს თემაზე საჯარო მმართველობის რეფორმა საქართველოში კონკურსის მიზანია საჯარო მმართველობის რეფორმის შესახებ ცნობიერების ამაღლება და პრობლემურ საკითხებზე დისკუსიების წახალისება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ პირებს, რომლებსაც აქვთ მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი საჯარო მმართველობის/ადმინისტრირების, სამართალმცოდნეობის, ფინანსების მართვის ან სხვა რელევანტური მიმართულებით. კონკურსში მონაწილეობის პირობები და შეფასების კრიტერიუმები: 1. საკონკურსო ანალიტიკური სტატია უნდა ეხებოდეს საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის სტრატეგიული დოკუმენტებით გათვალისწინებულ საკითხებს, ხოლო შესაძლო თემები შეიძლება იყოს: საჯარო ფინანსების მართვა, პოლიტიკის შემუშავება და მონიტორინგი, ანგარიშვალდებულებსა და გამჭვირვალობა, ადგილობრივი თვითმმართველობა, საჯარო სერვისები. 2. ერთ მონაწილეს შეუძლია რამდენიმე სტატიის გამოგზავნა (სხვადასხვა თემაზე). 3. ანალიტიკური სტატია საქართველოში აქტუალური საკითხების შესახებ ავტორის მიგნებას და ანალიზს უნდა გვთავაზობდეს. 4. სასურველია, სტატიის მომზადებისას ასევე გამოიყენოთ IDFI-ის მიერ შექმნილი www.PARtracker.ge და მასზე განთავსებული ინფორმაცია (მონიტორინგის ანგარიშები) 5. სასურველია სტატიაში გამოყენებული იყოს გრაფიკები/დიაგრამები/ინფოგრაფიკა, ა.შ. 6. წარმოდგენილი სტატია უნდა იყოს ქართულ ენაზე. 7. სტატიის სავარაუდო სტრუქტურაა: - სათაური - თავფურცელი, სადაც მითითებული იქნება პირადი ინფორმაცია (კონკურსანტის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი) - მთავარი მიგნებები - შესავალი - ძირითადი ნაწილი - დასკვნა - გამოყენებული ლიტერატურა/დანართები. 8. სტატიის ტექნიკური მახასიათებლებია: - ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ვორდის დოკუმენტში - გვერდების რაოდენობა: 2-5 გვერდი (ტექსტი, გრაფიკებისა და დანართების გარეშე) - ფონტი: Sylfaen, ზომა - 11 (სქოლიო 9) - დაშორება - 1.15 - გვერდის მინდორი: Normal 9. თუ ნაშრომის მოსამზადებლად გამოითხოვეთ საჯარო ინფორმაცია, სტატიას თან უნდა დაერთოს მიღებული დოკუმენტებიც. 10. სტატიაში მოცემული ანალიზი უნდა ეკუთვნოდეს ავტორს. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან. 11. არ მიიღება სტატიები, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია. საკონკურსო პრიზები: - I ადგილი - 2000 ლარი; - II ადგილი - 1,500 ლარი; - III მესამე ადგილი - 1000 ლარი - საუკეთესო 3 სტატია გამოქვეყნდება IDFI-ის ვებ (www.IDFI.ge) და სოციალურ (Facebooks; Twitter) გვერდებზე საავტორო უფლებების დაცვით. კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2021 წლის 18 ოქტომბერი. ნაშრომების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge გამოგზავნისას მეილის სათაურში (Subject) მიუთითეთ სტატია საჯარო მმართველობის რეფორმაზე. კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე: ტელ: +995 32 2 921514 ელ-ფოსტა: contest@idfi.ge
ბოლო ვადა :
19 სექტემბერი 2021
კონკურსის დასახელება :
კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, ღია საზოგადოების მხარდაჭერის ფონდის (FPOS) მხარდაჭერით, აცხადებს მიღებას კორუფციასთან ბრძოლის უფასო სასერტიფიკატო პროგრამაზე. პროგრამის მიზანი პროგრამის მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას ანტიკორუფციულ თემატიკასთან დაკავშირებით და შეიძენენ კორუფციის ფაქტებზე ეფექტური რეაგირების უნარ-ჩვევებს. ვისთვის არის განკუთვნილი პროგრამა? პროგრამა განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოში ავტორიზებული სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის, საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებული პირებისთვის. პროგრამის აღწერა და სასწავლო გეგმა კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა არის საერთაშორისო პროგრამის ნაწილი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის საფუძველზე 2019-2021 წლების განმავლობაში წარმატებით განხორციელდა ,,კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის’’ პირველი და მეორე ეტაპი. პროგრამის პირველი და მეორე ეტაპი გაიარეს მკაცრი კონკურენციის საფუძველზე შერჩეულმა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა, და საჯარო და კერძო უწყებების წარმომადგენელმა პრაქტიკოსებმა. ამჟამად, გამოცხადებულია განაცხადების მიღება კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მესამე ეტაპის ფარგლებში, რომელიც შედგება საბაკალავრო და სამაგისტრო საგნებისგან. საბაკალავრო საფეხურის საგნებია: - კარგი მმართველობა და კორუფცია (შემოდგომის სემესტრი) - კორუფცია და პოლიტიკა (გაზაფხულის სემესტრი) საბაკალავრო საგნები განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოში ავტორიზებული სხვა უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის. სამაგისტრო საფეხურის საგნებია: - ანტიკორუფციული პოლიტიკის მართვა საჯარო და კერძო დაწესებულებებში (შემოდგომის სემესტრი) - კორუფციასთან ბრძოლა, საერთაშორისო აქტორები, ანტიკორუფციული პლატფორმები (გაზაფხულის სემესტრი) სამაგისტრო საგნები განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოში ავტორიზებული სხვა უმაღლესი სასწავლებლების მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებული პირებისთვის. სწავლის ხანგრძლივობა: თითოეული საგნის სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს ერთ აკადემიურ სემესტრს (16 კვირა). სრული კურსის ხანგრძლივობაა 2021-2022 წლების ორი აკადემიური სემესტრი. ლექციები ჩატარდება კვირაში ერთხელ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. სწავლების ენა: ქართული (სავალდებულო ლიტერატურა წარმოდგენილია ქართულ ენაზე, ხოლო დამატებითი-ქართულ და ინგლისურ ენებზე). სწავლა მიმდინარეობს ინტერაქტიულ რეჟიმში, ლექცია-სემინარის ფორმატში, და მოიცავს თეორიისა და პრაქტიკის ნაზავს. მონაწილეები იმუშავებენ პრაქტიკულ შემთხვევებზე, მონაწილეობას მიიღებენ საკითხების განხილვებში და მოამზადებენ ესეებს. ტრენერები სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში ტრენერები იქნებიან როგორც ქართველი პრაქტიკოსი ლექტორები, ასევე მომხსენებლის სტატუსით ჩაერთვებიან ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტები. სერტიფიკატი პროგრამის მონაწილე, რომელიც გაივლის ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის ორივე საგანს მიიღებს სრული კურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის შესაბამისი საფეხურის სტუდენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან სასერტიფიკატო პროგრამის საგნებს, სერტიფიკატთან ერთად მიიღებენ სასწავლო კრედიტს (6 ECTS), რომელიც ჩაეთვლებათ შესაბამისი პროგრამის ნაწილად. სტაჟირება პროგრამის 2 საუკეთესო მონაწილე, კურსის დასრულების შემდგომ და შესაბამისი აკადემიური მოსწრების საფუძველზე, 3 თვის განმავლობაში სტაჟირებას გაივლის IDFI-ში. კურსდამთავრებულების ქსელი პროგრამის დასასრულს, წარმატებულ კურსდამთავრებულებს შეეძლებათ გაერთიანდნენ კურსდამთავრებულთა ქსელში (ე.წ. Alumni Network), რომელიც აერთიანებს პროგრამის მონაწილეებს, და აკავშირებს მათ ანალოგიური პროგრამის უცხოელ კურსდამთავრებულებს. კურსდამთავრებულთა ქსელი გეგმავს საერთო კვლევებს, გაცვლით პროგრამებს და სხვა შესაბამის აქტივობებს. პროგრამაში რეგისტრაციისთვის დაინტერესებულმა პირებმა (სტუდენტები; საჯარო სამსახურის, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები) 2021 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში (Subject) მიუთითოთ „სასერტიფიკატო პროგრამა“. პროგრამის მონაწილეები საწყის ეტაპზე შეირჩევიან განაცხადის საფუძველზე. მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას. გასაუბრების დროს შეფასდება მონაწილეთა მზაობა, რათა ბოლომდე შეასრულონ პროგრამის მიერ წაყენებული მოთხოვნები. შერჩევის კრიტერიუმები: პროგრამის მონაწილეების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: ● მოტივაცია; ● კომუნიკაბელურობა; ● გუნდური მუშაობის და პრეზენტაციის უნარი; ● სასურველია ინგლისური ენის საშუალო (Intermediate Level) დონეზე ცოდნა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტები სასერტიფიკატო პროგრამით გათვალისწინებულ საგნებს ირჩევენ სემესტრული სასწავლო ბადის დაგეგმარების შესაბამისად, ფაკულტეტზე არსებული პირობების დაცვით. ინიციატივის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების მხარდაჭერის ფონდი (OSF). დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: დავით მაისურაძე, კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის კოორდინატორი ტელ: 577 11 45 22 ელ-ფოსტა: contest@idfi.ge
ბოლო ვადა :
6 სექტემბერი 2021
კონკურსის დასახელება :
სასერტიფიკატო კურსი - დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა: ისტორია, თეორიები და გაბათილების საშუალებები
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და საქართველოს უნივერსიტეტის (UG) თანამშრომლობით, 2020-2021 წლების სასწავლოს წლის შემოდგომის სემესტრიდან დაგეგმილია ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის განხორციელება. პროგრამა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა: ისტორია, თეორიები და გაბათილების საშუალებები, ორ აკადემიურ სემესტრზეა გათვლილი და მოიცავს 6 სასწავლო კურსს. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს უნივერსიტეტის და სხვა უნივერსიტეტების სოციალურ მეცნიერებათა/ ჰუმანიტარული სკოლის დამამთავრებელი საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს, ასევე საჯარო და არასამთავრობო სექტორში მომუშავე პირებს. საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტების შემთხვევაში სალექციო კურსები ხელმისაწვდომი იქნება ასარჩევ საგნებს შორის, ხოლო თითოეული გავლილი კურსი, 6 სასწავლო კრედიტის საპირწონეა. ყველა მონაწილე, რომელიც წარმატებით გაივლის, სულ ცოტა 4 სასწავლო კურსს, მიიღებს პროგრამის გავლის დამადასტურებელ ორენოვან სერთიფიკატს. გარდა სტანდარტული სალექციო კურსებისა, მონაწილეები შეძლებენ ასევე საჯარო ლექციებზე, სპეციალურ სემინარებზე დასწრებასა და საერთაშორისო აკადემიურ კონფერენციაში მონაწილეობის მიღებას. მონაწილეების მიერ მომზადებული 10 საუკეთესო ესე/პროექტი, პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, გამოქვეყნდება/გავრცელდება საქართველოს უნივერსიტეტისა და IDFI-ის ვებგვერდებსა და სოციალურ გვერდებზე (Facebook და Twitter). *სწავლების ენა: ქართული , თუმცა საკითხავი მასალისდიდი ნაწილი წარმოდგენილია ასევე ინგლისურად. პროგრამაში რეგისტრაციისთვის დაინტერესებულმა პირებმა (სტუდენტები (გარდა საქართველოს უნივერსიტეტის); საჯარო სამსახურის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები) 2021 წლის 6 სექტემბრამდე უნდა გამოაგზავნონ აპლიკაცია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/iUqhmMQB45K7aNj29 პროგრამის მონაწილეები საწყის ეტაპზე შეირჩევიან განაცხადის საფუძველზე. მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას. მოკლე გასაუბრების დროს შეფასდება მონაწილეთა მზაობა, რომ ბოლომდე შეასრულონ პროგრამის მოთხოვნები. შერჩეულ მონაწილეებს სრულად დაუფინანსდებათ სწავლის საფასური. შერჩევის კრიტერიუმები: · მოტივაცია; · გუნდური მუშაობის და პრეზენტაციის უნარი; · სასურველია ინგლისური ენის საშუალო (Intermediate Level) დონეზე ცოდნა. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: n.gozalishvili@idfi.ge პროგრამის აღწერა და ლექტორების კომპეტენცია.
ბოლო ვადა :
5 სექტემბერი 2021
კონკურსის დასახელება :
კონკურსი/ტენდერი ვებდეველოპერისა და დიზაინერის შესარჩევად
პროექტის „ღია მმართველობის პრინციპების ხელშეწყობა საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში“ ფარგლებში (რომელიც წარმოადგენს ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფართო ინიციატივის ნაწილს), ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), აცხადებს ტენდერს ვებდეველოპერისა და დიზაინერის შესარჩევად. ვებდეველოპერისა და დიზაინერის ერთობლივი მუშაობით უნდა შეიქმნას ელექტრონული მონიტორისთვის (მოდელი: Prestigio Digital Signage 43) დიზაინი, პარლამენტის ოფიციალური ვებ-გვერდისგან დამოუკიდებელად ფუნქციონირებადი პროგრამა/აპლიკაცია და მოხდეს პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება. ელექტრონული მონიტორი განთავსდება საქართველოს პარლამენტის მოქალაქეთა მისაღებში. პარლამენტის ვიზიტორთა ცნობიერების გაზრდის მიზნით, ელექტრონულ მონიტორში განთავსდება ინფორმაცია მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებისა და პარლამენტის საქმიანობის შესახებ. ელექტრონული მონიტორი არის სენსორული ეკრანით (touch screen), რომელშიც ჩაშენებულია კომპიუტერი (Android-ის და Windows სისტემებით) და მისი დახმარებით მომხმარებელს შეუძლია მონიტორის ყველა ფუნქციის გამოყენება და მენიუში ოპერირება. ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც კომპანიებს, ისე კერძო პირებს (ვებდეველოპერებსა და დიზაინერებს ცალ-ცალკე ან ერთად). კომპანიების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა იყოს გამიჯნული ვებდეველოპმენტისა და დიზაინის შექმნისთვის მოთხოვნილი თანხა. შერჩეულ დეველოპერსა და დიზაინერს გაეგზავნება ელექტრონული მონიტორის დეტალური კონცეფცია. გთხოვთ, სატენდერო განაცხადები გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე - contest@idfi.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ ელექტრონული მონიტორის დიზაინი და პროგრამირება განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის 5 სექტემბერი, 18:00 საათი. სისტემის კოდი და საავტორო უფლებები: სისტემის დეველოპმენტის შემდგომ, მისი საწყისი კოდი გადაეცემა აპლიკაციის მფლობელს, მესამე პირზე გადაცემის შეზღუდვის გარეშე. კოდის გადაცემისას კომპანია ვალდებულია, თან დაურთოს ტექნიკური აღწერილობა, რომელიც განსაზღვრავს კოდს და ბაზის სტრუქტურას, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, მესამე მხარეს გაუწიოს შესაბამისი კონსულტაცია. პროექტის ხანგრძლივობა: არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა; პროექტი უნდა მოიცავდეს: ამოცანის დეტალების ანალიზსა და გვერდის დიზაინის შეთანხმებას, დეველოპმენტს, ტესტირებასა და ToT ტრენინგს. მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს: 1. პროექტის განხორციელების გეგმა; 2. დეტალურად აღწერილი პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა; 3. ინფორმაცია მსგავსი პროექტის განხორციელების შესახებ; 4. ინფორმაცია ინფორმაციული სისტემების პროექტების განხორციელების მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილების შესახებ; 5. სასურველია ელექტრონული მმართველობის პროექტების განხორციელების გამოცდილების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა. პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა: პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა უნდა განხორციელდეს უსასყიდლოდ 6 თვის განმავლობაში. მხარდაჭერა მოიცავს დეფექტების BUG-ების აღმოფხვრას და ინციდენტებზე რეაგირებას. ინციდენტებზე რეაგირების პირობებია: ტელეფონით ან/და ელ. ფოსტით. ინციდენტებზე რეაგირების დრო 1 საათი. აღნიშნულ დროში უნდა აცნობოს სისტემის მფლობელს პრობლემის მოგვარების დროის ხანგრძლივობა (რა დროში აღმოფხვრის პრობლემას). დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ მითითებულ ელ-ფოსტაზე.
ბოლო ვადა :
29 აგვისტო 2021
კონკურსის დასახელება :
კონკურსი/ტენდერი აჭარის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის ადაპტირებისთვის
ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფარგლებში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ტენდერს აჭარის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის SCA.GE-ს ადაპტირებისთვის. ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ, დამკვეთთან და აჭარის უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით, უნდა განახორციელოს აჭარის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის (SCA.GE) ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირების კონცეფციაზე დაყრდნობით და Web Content Accessibility Guidelines (WCAG) 2.1-ის A დონის (Level A) შესაბამისად (კონცეფცია იხ. დანართის სახით). აღნიშნული ვებგვერდი ადაპტირების შემდგომ უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: - ვებგვერდზე განთავსებულ არატექსტური შინაარსის ინფორმაციას უნდა ჰქონდეს ტექსტური ალტერნატივის განთავსების ფუნქცია (ასეთის არარსებობის შემთხვევაში) - ვებგვერდს უნდა ჰქონდეს ტექსტისა და ფონის ფერის შეცვლის ფუნქცია, ფონტის ცვლილების, ტექსტისა და ვებგვერდის ზომის შეცვლის ფუნქცია - ვებგვერდზე განთავსებულ წინასწარ ჩაწერილ მედია კონტენტის აუდიო ნაწილს უნდა ჰქონდეს სუბტიტრების დამატების (საბჭოს მხრიდან) და ჩართვის (მომხმარებლის მხრიდან) ფუნქცია. - ვებგვერდს უნდა ჰქონდეს ტექსტის წაკითხვის ფუნქცია. კერძოდ, ვებგვერდი ადაპტირებული უნდა იყოს იმგვარად, რომ სპეციალური წამკითხველი პროგრამით შესაძლებელია ტექსტის და არატექსტური შინაარსს მედა კონტენტის წაკითხვა. ვებგვერდზე უნდა განთავსდეს წამკითხველის საინსტალაციო ფაილ(ებ)ი, რომლის ჩამოტვირთვას და დაინსტალირებას საჭიროების შემთხვევაში შეძლებს ვებგვერდის მომხმარებელი - ვებგვერდზე ნებისმიერი ოპერაციის განხორციელება და მისი ფუნქციონალების გამოყენება შესაძლებელი უნდა იყოს როგორც მაუსის, ისე კლავიატურის ღილაკების საშუალებით - მიმწოდებლის მიერ უნდა მომზადდეს და ვებგვერდზე განთავსდეს ვებგვერდის ხელმისაწვდომობის სარგებლობის ინსტრუქცია - როგორც ადაპტირებით სარგებლობის ნიშნები, ისე ვებგვერდის ხელმისაწვდომობის სარგებლობის ინსტრუქცია განთავსებული უნდა იყოს ვებგვერდის თვალსაჩინო ნაწილში - ვებგვერდი მაქსმალურად თავსებადი უნდა იყოს ყველა ძირითად ბრაუზერთან და მოწყობილობასთან (devices - როგორც პლანშეტი, ისე სმარტფონი და სხვა), აგრეთვე, ფართოდ გამოყენებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამხმარე ტექნოლოგიებთან (assistive technologies). მსგავსი მეთოდოლოგიით ადაპტირებული ვებგვერდის მაგალითები: cesko.ge, parliament.ge. ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს (როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთად). გთხოვთ, სატენდეროგანაცხადებიგამოაგზავნოთელექტრონულიფოსტისსაშუალებითმისამართზე - contest@idfi.ge დაელ-ფოსტისსათაურშიმიუთითოთ SCA Web Accessibility. სატენდერო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის 29 აგვისტო ტექნიკური მოთხოვნები: თუ სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით აუცილებელია ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფა, მაშინ სისტემის მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი დამხმარე სისტემების ლიცენზიების მიწოდება. უსაფრთხოების მხრივ, დაცული უნდა იყოს მაღალი სტანდარტები. მიმწოდებელმა პროექტის დასრულების შემდეგ უნდა მოახდინოს ტესტირების შედეგად გამოვლენილი სისუსტეების ფიქსირება და განმეორებითი ტესტირებისას პირველი ტესტირების შედეგად გამოვლენილი ხარვეზები უნდა იყოს აღმოფხვრილი. საავტორო უფლებები: სისტემის დეველოპმენტის შემდგომ, მისი საწყისი კოდი გადაეცემა აჭარის უმაღლეს საბჭოს, მესამე პირზე გადაცემის შეზღუდვის გარეშე. კოდის გადაცემისას იურიდიული/ფიზიკური პირი ვალდებულია, თან დაურთოს ტექნიკური აღწერილობა, რომელიც განსაზღვრავს კოდს და ბაზის სტრუქტურას, ასევე, მესამე მხარეს გაუწიოს შესაბამისი კონსულტაცია (სამუშაო შეხვედრის ან ტრენინგის სახით, ვებგვერდის შესაბამისი ფუნქციების მართვის თაობაზე). პროექტის ხანგრძლივობა: 60 კალენდარული დღე პროექტი უნდა მოიცავდეს: ამოცანის დეტალების ანალიზს, გვერდის დიზაინისა და ფუნქციონალების შეთანხმებას, დეველოპმენტს, ტესტირებასა და უმაღლესი საბჭოს შესაბამისი თანამშრომლებისთვის საკონსულტაციო შეხვედრას. მონაწილე იურიდიულმა/ფიზიკურმა პირმა უნდა წარმოადგინოს: 1. პროექტის განხორციელების გეგმა 2. დეტალურად აღწერილი პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა 3. ინფორმაცია მსგავსი ორი პროექტის განხორციელების შესახებ 4. ინფორმაცია ინფორმაციული სისტემების პროექტების განხორციელების მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილების შესახებ 5. სასურველია ელექტრონული მმართველობის პროექტების განხორციელების გამოცდილების შესახებინფორმაციის წარმოდგენა 6. ვებგვერდისთვის განკუთვნილი სამუშაოს ფასი დღგ-ს გარეშე. პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა: პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა უნდა განხორციელდეს უსასყიდლოდ 6 თვის განმავლობაში. მხარდაჭერა მოიცავს დეფექტების (BUG) აღმოფხვრას და ინციდენტებზე რეაგირებას. ინციდენტებზე რეაგირების პირობებია: ტელეფონით ან/და ელ. ფოსტით. ინციდენტებზე რეაგირების დრო 1 საათი. აღნიშნულ დროში უნდა აცნობოს სისტემის მფლობელს პრობლემის მოგვარების დროის ხანგრძლივობა (რა დროში აღმოფხვრის პრობლემას). დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ მითითებულ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის მისაწვდომობის კონცეფცია
პირველი
წინა
1
2
3
ბოლო
შემდეგი
ხედვა და მისია
ჩვენი პროექტები
პუბლიკაციები
წლიური ანგარიშები
საინფორმაციო ბიულეტენი
IDFI მედიაში
კონტაქტი
Scroll