ილუსტრაციების კონკურსი თემაზე - ომის მეხსიერება ქალაქში

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ილუსტრაციების კონკურსს თემაზე- "ომის მეხსიერება ქალაქში".

 

კონკურსის მიზანია: 2008 წლის ომთან დაკავშირებით, შიდა ქართლში, ახალგაზრდა თაობის მეხსიერებისა და ემოციების გაზიარების საშუალებით, ზოგადი ცნობიერების ამაღლება. ქალაქ გორის გარშემო ფიზიკურ სივრცეში ახალგაზრდების შექმნილი ნამუშევრის დატანით, ომის მეხსიერების თემაზე ჯანსაღი და ინფორმირებული დისკუსიის წახალისება. 

 

გამარჯვებული ილუსტრაციის საფუძველზე შეიქმნება გრაფიტი, რომელიც განთავსდება ქალაქ გორში. 

 

ილუსტრაციის თემატიკა:

საკონკურსო ნამუშევარი უნდა ეხებოდეს 2008 წლის ომის თემატიკასა და მეხსიერებას. ნამუშავარი შესაძლოა ასახავდეს მოგონებებს, სოლიდარობის მაგალითებს ადგილობრივებს შორის, მოსახლეობის გადაადგილებას და მსგავსი შინაარსის სხვა თემებს.  ილუსტრაცია უნდა იყოს ორიგინალური, მარტივად აღქმადი და ინფორმატიული.

 

ფორმა: გრაფიკული დიზაინი, სკეტჩი, ნახატი, კომიქსი 

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად:

 

მონაწილემ უნდა გამოაგზავნოს ერთი ან რამდენიმე ილუსტრაცია 2008 წლის ომის თემაზე. 

 

ნამუშევრები უნდა იყოს შესრულებული ვერტიკალურ ფორმატში (4x6).

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ გორში ან გორის რაიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს (მოსწავლე/სტუდენტი/ახალი კურსდამთავრებული).

 

ნამუშევარი არ უნდა შეიცავდეს ძალადობის აღმნიშვნელ და შეურაცხმყოფელ ელემენტებს;

 

პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას, მოხსნან კონკურსანტი  კონკურსიდან;

 

ფაილი გამოგზავნილი უნდა იყოს JPG ფორმატში;

 

ფაილი უნდა იყოს გარჩევადობის მაღალი ხარისხით;

 

თუკი ილუსტრაცია მოიცავს ტექსტებს, ტექსტი უნდა იყოს ქართულ ან ქართულ და ინგლისურ ენაზე;

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია, როგორც პროფესიონალს, ასევე მოყვარულს; 

 

საკონკურსო პრიზები:

 

კონკურსის ორი შერჩეული ილუსტრაციის ავტორი მიიღებს ჯილდოს ₾600 და ₾400 ლარის ოდენობით. პირველ ადგილზე გასული კონკურსანტის მიერ შექმნილი ილუსტრაცია კი განთავსდება ქალაქ გორში, გრაფიტის სახით. 

 

საუკეთესო ილუსტრაციები ასევე გამოქვეყნდება IDFI-ის ვებ (www.IDFI.ge)  და სოციალურ (Facebook; Twitter) გვერდებზე საავტორო უფლებების დაცვით.

 

ამ კონკურსზე ნამუშევრის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ:

 

1. ფლობთ საავტორო უფლებებს, გამოგზავნილი ნამუშევარი თქვენი შექმნილია;

 

2. კონკურსის ორგანიზატორებს ანიჭებთ უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენონ თქვენ მიერ გამოგზავნილი ილუსტრაცია ვებგვერდზე, გამოფენაზე, პუბლიკაციასა და ნებისმიერ სხვა მასალაში (ავტორის მითითებით).

 

ორგანიზაციას არ აქვს ნამუშევრების კომერციული მიზნებისთვის გამოყენების უფლება.

 

ნამუშევრებს შეაფასებს თემაზე მომუშავე კომპეტენტური ადამიანების ჯგუფი,  შეფასების შემდეგი კრიტერიუმებით:

 

1. კონკურსის თემასთან შესაბამისობა

2. ორიგინალურობა

3. აღქმადობა ფართო აუდიტორიისთვის

4. შინაარსის მხრივ ინფორმატიულობის ხარისხი

5. ნამუშევრის ხარისხი

 

კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის  17 ივლისი.

 

ილუსტრაციების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge. გამოგზავნისას მეილის სათაურში (Subject-ველი) მიუთითეთ: "ომის მეხსიერება ქალაქში"  

 

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე:  ელ-ფოსტა: n.gozalishvili@idfi.ge 

 

კონკურსი იმართება  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და Zinc Network-ის მხარდაჭერილი პროექტის: “ახალი იდენტობა ქალაქ გორისთვის” ფარგლებში. ასევე, კონკურსის მხარდამჭერია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო, Sida.