ვაკანსიები

ბოლო ვადა : 31 ივლისი 2021

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნების დღიდან (2009 წელი) ცდილობს, ხელი შეუწყოს ინფორმირებული საზოგადოების ჩამოყალიბებას და დემოკრატიული მმართველობის განვითარებას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. ჩვენი მისიაა: გავაძლიეროთ საზოგადოება და გავხადოთ იგი მეტად ინკლუზიური და ინფორმირებული. ამ მიზნით, ჩვენ ვმუშაობთ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე, ვიცავთ ადამიანის უფლებებს, ხელს ვუწყობთ კარგი მმართველობის დანერგავს და ვამზადებთ ინფორმაციულ ანგარიშებს, ხარისხიან კვლევებს და რეკომენდაციებს; ჩვენ ადვოკატირებას ვუწევთ ახალ ინიციატივებს და არსებული პოლიტიკის, კანონებისა და პრაქტიკის რეფორმებს. ორგანიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ-გვერდი:  ფინანსური და ადმინისტრაციული ოფიცრის ფუნქცია-მოვალეობები:   - დონორებისთვის შუალედური და წლიური ფინანსური ანგარიშების მომზადება (დონორის მიერ მოთხოვნილი ფორმით ხარჯების რეესტრის მომზადება, ხარჯვის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაციის სრული რაოდენობით შეგროვება, დახარისხება, დაჯგუფება, განაწილება და შენახვა);   - წლიური ორგანიზაციული ან/და პროექტული აუდიტების პროცესში აუდიტორული კომპანიის (აუდიტორების) მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის შესაბამისი ფორმით დაჯგუფება და მიწოდება;   - ბუღალტრებისთვის პირველადი დოკუმენტაციის შეგროვების ორგანიზება და მიწოდება;   - საჭიროების შემთხვევაში საგადახდო დავალებების ინტერნეტ ბანკის მეშვეობით მომზადება; - ორგანიზაციის ფინანსურ-ადმინისტრაციული პოლიტიკების მოთხოვნების შესრულება;   - ორგანიზაციის დირექტორის და/ან ფინანსური მენეჯერის დახმარება სხვა ყოველდღიური საქმისწარმოების პროცესში.   საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:   - უმაღლესი განათლება ფინანსური მენეჯმენტის სფეროში;- აღნიშნულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;- საქართველოს საგადასახადო კოდექსის და მოქმედი გადასახადების საბაზისო ცოდნა;- ინგლისური ენის კარგი ცოდნა;- Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა;- ანალიტიკური ფიქრისა და გამართულად წერის უნარები.   გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: vacancies@idfi.ge არაუგვიანეს 2021 წლის 31 ივლისისა. წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ფინანსური და ადმინისტრაციული ოფიცერი.   დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

ბოლო ვადა : 20 ივნისი 2021

    ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.   ფუნქცია-მოვალეობები:   - სოციალური მედიის და ვებგვერდის მართვაში მონაწილეობის მიღება; - ღონისძიებების და პრესკონფერენციების ფოტო გადაღება; - სხვადასხვა ღონისძიებების და შეხვედრებისა ორგანიზებაში მონაწილეობა; - სარეკლამო და პოლიგრაფიულ კომპანიებთან თანამშრომლობა; - საჭიროებისამებრ სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება;   საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:   - უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის ან მარკეტინგის სფეროში; - სოციალური მედიის მართვის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; - ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა; - კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office) - უპირატესად ჩაითვლება შემდეგი პროგრამების საბაზისო ცოდნა: Adobe Illustrator, Adobe Photoshop   გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: vacancies@idfi.ge არაუგვიანეს 2021 წლის, 20 ივნისისა. წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: კომუნიკაციის მენეჯერის ასისტენტი.   დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

ბოლო ვადა : 25 ივლისი 2020

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნების დღიდან (2009 წელი) ცდილობს, ხელი შეუწყოს ინფორმირებული საზოგადოების ჩამოყალიბებას და დემოკრატიული მმართველობის განვითარებას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.   ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ვაკანსიას სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე.   ფუნქცია-მოვალეობები: - ორგანიზაციის სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით განსაზღვრული სტრატეგიული ამოცანების შესრულება;   - აღნიშნული ამოცანების შესრულებისთვის აუცილებელი აქტივობების დაგეგმვა და კოორდინაცია;   - სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის და კანონმდებლობის ანალიზი, ხარვეზების და ნაკლოვანებების გამოვლენა და მათი გაუმჯობესების ადვოკატირება;   - საზოგადოების ეკონომიკური და ფინანსური განათლების მნიშვნელობის და ეკონომიკური და ფინანსური კორუფციის ზიანის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება; აგრეთვე, ორგანიზაციის სოციალურ-ეკონომიკური მიმართულების სტრატეგიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით პარტნიორ ადგილობრივ და/ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საჯარო უწყებებთან თანამშრომლობით ერთობლივი ღონისძიებების (კონფერენციების და სხვ.) დაგეგმვა და განხორციელება;   - ორგანიზაციის სოციალურ-ეკონომიკური სტრატეგიული მიმართულების განვითარების და გაძლიერების მიზნით პოტენციური დონორების მოძიება და მათთან კომუნიკაცია;   - დონორებთან წარსადგენი პროგრამული ანგარიშების მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:   - უმაღლესი განათლება ეკონომიკის / ფინანსების სფეროში; - აღნიშნულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება; - საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური კანონმდებლობის და ტენდენციების საფუძვლიანი ცოდნა; - ინგლისური ენის კარგად ცოდნა; - ანალიტიკური ფიქრისა და გამართულად წერის უნარები.   გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: vacancies@idfi.ge არაუგვიანეს 2020 წლის 25 ივლისისა. წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი.   დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

ბოლო ვადა : 20 ივლისი 2020
თანამდებობა : გრაფიკული დიზაინერი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს კონკურსს გრაფიკული დიზაინერის თანამდებობაზე, რომლის ძირითადი მოვალეობა ინოვაციური, საინფორმაციო, საგანმანათლებლო და სარეკლამო მასალების (მათ შორის ინფოგრაფიკების) დიზაინის მომზადებაა.   ძირითადი მოთხოვნები: - გრაფიკულ პროგრამებში - Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Indesign - მუშაობის გამოცდილება; -ბეჭდვითი და ელექტრონული მასალების დიზაინის მომზადება და კორექტირება; -სოციალური ქსელებისთვის აუცილებელი ვიზუალური მასალის შექმნა; - ვებგვერდების გრაფიკული დიზაინის და ინფოგრაფიკების მომზადების გამოცდილება -შესაბამისი უმაღლესი განათლება; -ამ სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება. დამატებითი მოთხოვნები: - წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - დეტალებზე ორიენტირებული; - კრეატიული და სხარტი აზროვნება; - გუნდური მუშაობის უნარი; - ენერგიული და შრომისმოყვარე.     კანდიდატის ანაზღაურება განისაზღვრება თითოეული დასრულებული პროდუქტის საფუძველზე. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ 2020 წლის 20 ივლისამდე, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიოს ელექტრონული ბმული ელ-ფოსტით, შემდეგ მისამართზე: vacancies@idfi.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.      

ბოლო ვადა : 26 თებერვალი 2020

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.   ადმინისტრაციული ასისტენტის ფუნქცია-მოვალეობები: - სხვადასხვა ღონისძიებების, შეხვედრებისა და თათბირების ორგანიზება;- ოფისში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი და საჭიროებისამებრ, მათი გადამისამართება; - ორგანზიაციის საქმიანობასთან დაკავშირებული კორესპონდენციის აღრიცხვა მიღება/გაგზავნა;- ორგანიზაციის დირექტორის საორგანიზაციო და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;- მცირე ზომის დოკუმენტების თარგმნა საჭიროების შემთხვევაში;- საჭიროებისამებრ სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება   საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:- უმაღლესი განათლება; - საოფისე მომსახურების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; - ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა; - კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).   გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: vacancies@idfi.ge არაუგვიანეს 2020 წლის, 26 თებერვლისა. წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი.   დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.  

ბოლო ვადა : 10 თებერვალი 2020

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე.   ფინანსური მენეჯერის თანაშემწის ფუნქცია-მოვალეობები:   - დონორებისთვის შუალედური და წლიური ფინანსური ანგარიშების მომზადებაში ფინანსური მენეჯერის დახმარება (დონორის მიერ მოთხოვნილი ფორმით ხარჯების რეესტრის მომზადება, ხარჯვის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაციის სრული რაოდენობით შეგროვება, დახარისხება, დაჯგუფება, განაწილება და შენახვა);   - წლიური ორგანიზაციული ან/და პროექტული აუდიტების პროცესში აუდიტორული კომპანიის (აუდიტორების) მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის შესაბამისი ფორმით დაჯგუფება და მიწოდება;   - პროექტის მენეჯერების მიერ მოწოდებული ხელშეკრულებების გადახდის პირობების შემოწმება და დადასტურება;   - საჭიროების შემთხვევაში ფინანსური მენეჯერის მეთვალყურეობის ქვეშ გადარიცხვების ინტერნეტ ბანკის მეშვეობით გამზადება;   - ფინანსური მენეჯერის დახმარება ყოველდღიური საქმისწარმოების პროცესში.   საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:   - უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის სფეროში;- აღნიშნულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;- საქართველოს საგადასახადო კოდექსის და მოქმედი გადასახადების საბაზისო ცოდნა;- ინგლისური ენის კარგად ცოდნა;- Microsoft Excel-ის ძალიან კარგად ცოდნა;- ანალიტიკური ფიქრისა და გამართულად წერის უნარები.   გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: vacancies@idfi.ge არაუგვიანეს 2020 წლის, 10 თებერვლისა.   წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ფინანსური მენეჯერის თანაშემწე.   დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.  

ბოლო ვადა : 10 ნოემბერი 2019

ინფორმაციის თავისუფლების განვიტარების ინსტიტუტი (IDFI) გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია Luminate-ის ფინანსური დახმარებით [2019-2021] აცხადებს ვაკანსიას ასისტენტის/თარჯიმნის პოზიციაზე. პროექტის ასისტენტის ფუნქციები ითვალისწინებს:   - ანალიტიკური სტატიებისა და კვლევითი ანგარიშების თარგმნა ქართულიდან ინგლისურ ენაზე და პირიქით;   - ანალიტიკური სტატიებისა და კვლევითი ანგარიშების რედაქტირება (ქართულ და ინგლისურ ენებზე);   - ანალიტიკური სტატიებისა და კვლევითი ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა;   - საჯარო უწყებების მონაცემების ანალიზი და დამუშავება;   - საჭიროების შემთხვევაში, პროექტით გათვალისწინებული სხვადასხვა ადმინისტრაციული აქტივობების შესრულება.   განათლება და უნარები:   - მაგისტრის ხარისხი შემდეგ სპეციალობებში: ჰუმანიტარული მეცნიერებები/ფილოლოგია, პოლიტიკური მეცნიერებები, სახელმწიფო მართვა, სამართალი, და/ან სამუშაოს შესაბამის სხვა სფეროში;   - შესაბამისი სამუშაო გამოცდილება და უნარ-ჩვევები (მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება);   - აუცილებელია, ინგლისური და ქართული ენების სრულყოფილად ცოდნა;   - ანალიტიკური/საგამოძიებო სტატიების წერის გამოცდილება;   - სასურველია, თარჯიმნად ან/და რედაქტორად მუშაობის გამოცდილების ქონა;   - სასურველია, საჯარო უწყებების ღია მონაცემების ბაზებთან და სხვადასხვა სამთავრობო პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილების ქონა;   - საოფისე პროგრამების ცოდნა;   - გუნდური მუშაობის უნარი;   - ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი. დაინტერესებულმა კანდიდატებმა 2019 წლის 10 ნოემბრამდე უნდა გამოაგზავნონ: CV, სამოტივაციო წერილი და ქართულიდან ინგლისურ ენაზე თარგმნილი მინიმუმ 1 დოკუმენტი შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancies@idfi.ge წერილის სათაურში, გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - პროექტის ასისტენტი/თარჯიმანი. დავეკონტაქტებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.  

ბოლო ვადა : 13 ოქტომბერი 2019

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნების დღიდან (2009 წელი) ცდილობს, ხელი შეუწყოს ინფორმირებული საზოგადოების ჩამოყალიბებას და დემოკრატიული მმართველობის განვითარებას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.   ჩვენი მისიაა: გავაძლიეროთ საზოგადოება და გავხადოთ იგი მეტად ინკლუზიური და ინფორმირებული. ამ მიზნით, ჩვენ ვმუშაობთ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე, ვიცავთ ადამიანის უფლებებს, ხელს ვუწყობთ კარგი მმართველობის დანერგავს და ვამზადებთ ინფორმაციულ ანგარიშებს, ხარისხიან კვლევებს და რეკომენდაციებს; ჩვენ ადვოკატირებას ვუწევთ ახალ ინიციატივებს და არსებული პოლიტიკის, კანონებისა და პრაქტიკის რეფორმებს. ორგანიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.IDFI.ge   უფროსი ანალიტიკოსის ფუნქცია-მოვალეობები: - სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესახებ კვლევითი სტატიების, განცხადებებისა და პოლიტიკის დოკუმენტების მომზადება;   - კომუნიკაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებთან და ადგილობრივ დაინტერესებულ პირებთან;   - კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან;   - საჭიროების შემთხვევაში, IDFI-ის სხვა პროექტების დახმარება ანალიზისა და კვლევის კუთხით.   საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება: - უმაღლესი განათლება სამართლის, ეკონომიკის, პოლიტიკური მეცნიერებების ან სხვა შესაბამის დარგში;   - აღნიშნულ სფეროში მუშაობის 5 წლის გამოცდილება;   - საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და სისტემის საფუძვლიანი ცოდნა;   - ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;   - ანალიტიკური ფიქრისა და გამართულად წერის უნარები.   დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: vacancies@idfi.ge არაუგვიანეს 2019 წლის 13 ოქტომბრისა.   წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: უფროსი ანალიტიკოსი.    დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

ბოლო ვადა : 29 სექტემბერი 2019

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნების დღიდან (2009 წელი) ცდილობს, ხელი შეუწყოს ინფორმირებული საზოგადოების ჩამოყალიბებას და დემოკრატიული მმართველობის განვითარებას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.    ჩვენი მისიაა: გავაძლიეროთ საზოგადოება და გავხადოთ იგი მეტად ინკლუზიური და ინფორმირებული. ამ მიზნით, ჩვენ ვმუშაობთ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე, ვიცავთ ადამიანის უფლებებს, ხელს ვუწყობთ კარგი მმართველობის დანერგავს და ვამზადებთ ინფორმაციულ ანგარიშებს, ხარისხიან კვლევებს და რეკომენდაციებს; ჩვენ ადვოკატირებას ვუწევთ ახალ ინიციატივებს და არსებული პოლიტიკის, კანონებისა და პრაქტიკის რეფორმებს.   ორგანიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.IDFI.ge    კომუნიკაციების მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები:   - მედია საშუალებებთან ურთიერთობა და ორგანიზაციის ღონისძიებების და პუბლიკაციების მედია გაშუქების უზრუნველყოფა;   - ორგანიზაციის ვებ-გვერდის, Facebook, Twitter, LinkedIn, Wikipedia და სხვა სოციალური გვერდების/ბლოგების მართვა;   - მედია ანონსების, პრეს - რელიზის და საჯარო განცხადებების მომზადება;   - პროექტებით გათვალისწინებული საზოგადოების ცნობიერების ამაღლების/პრომო კამპანიების/ღონისძიებების დაგეგმვა განხორციელება;   - პროქტის გუნდთან შეთანხმებით  პრომო, ინფორმაციული და საგანანმანათლებლო მასალების (შინაარსობრივი მხარე) შექმნა, დიზაინერთან ერთად მისი ვიზუალის მომზადება და ბეჭდვის უზრუნველყობა;   - პროქტის გუნდთან შეთანხმებით ვიდეო კლიპების/ფილმების ტექსტის (ასევე მიახლოებითი სცენარი) მომზადება და სარეკლამო კომპანიასთან ერთად მუშაობა საბოლოო პროდუქტის დამზადებამდე;   - ორგანიზაციის და ცალკეული პროექტების საკომუნიკაციო სტრატეგიების და აქტივობების გეგმის შემუშავება და განხორციელება.   საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:   - უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკასა და/ან საზოგადოებასთან ურთიერთობაში;   - აღნიშნულ სფეროში მუშაობის 5 წლის გამოცდილება;   - მედია საშუალებებთან (ასევე დიზაინერებთან, სტამბებთან და სარეკლამო კომპანიებთან) კომუნიკაციის და თანამშრომლობის გამოცდილება;    - ადგილობრივ და საერთაშორისო დონორებთან კომუნიკაციის გამოცდილება;    - ოფიციალური ვებ გვერდის და სხვა სოციალური გვერდების მართვის გამოცდილება;   - ინგლისური ენის ცოდნა;   - კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.   გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: vacancies@idfi.ge არაუგვიანეს 2019 წლის, 29 სექტემბრისა.   წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: კომუნიკაციების მენეჯერი.   დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. 

ბოლო ვადა : 12 აგვისტო 2019

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში დემოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბებას. IDFI-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: www.IDFI.ge   საარქივო და საბჭოთა კვლევების მიმართულებით მომუშავე სტაჟიორის ფუნქციაა საარქივო დოკუმენტების ანალიზი, წარსულის გააზრებასა და მეხსიერების კვლევებთან (Memory Studies) დაკავშირებული სტატიების მომზადება და სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობა. სტაჟიორი იმუშავებს პროექტის მენეჯერის და კოორდინატორის ზედამხედველობის ქვეშ.   ფუნქცია-მოვალეობები:   - ისტორიასა და მეხსიერების კვლევებთან (Memory Studies) დაკავშირებულ სტატიებსა და სამეცნიერო კვლევებში დახმარება;   - საერთაშორისო სტატიების თარგმნა;   - დაგეგმილი ღონისძიებების და სხვადასხვა ადმინისტრაციულ-საორგანიზაციო საკითხებში მონაწილეობა.   საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:   - ჰუმანიტარული მეცნიერებების კურსდამთავრებული ან სტუდენტი შემდეგი მიმართულებებით: ისტორია, მეხსიერების კვლევები, სოციოლოგია;   - აკადემიურად წერის ცოდნა და გამოცდილება;   - ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;   - საბაზისო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.   გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: vacancies@idfi.ge არაუგვიანეს 2019 წლის 12 აგვისტოსი.   წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: არქივები - სტაჟიორი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ბოლო ვადა : 31 ივლისი 2019

პროექტი - ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში სახელმწიფო არქივების ღიაობის ხელშეწყობა - მიზნად ისახავს სახელმწიფო არქივების ღიაობის რეიტინგის შექმნას ყოფილი საბჭოთა კავშირის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, საქართველოს არქივების ღიაობის გაზრდას და საარქივო დოკუმენტებზე დაფუძნებული თანამედროვე კვლევების განვითარებას. ინიციატივის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი (OSI).   პოზიციის მიზანი:   IDFI პროექტის ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის პოზიციაზე, რომელიც იმუშავებს კვლევითი მასალის მომზადებასა და გავრცელებაზე, გასწევს პროექტის ადმინისტრირებას. ანალიტიკოსი იმუშავებს პროექტის მენეჯერის და კოორდინატორის პირდაპირი ზედამხედველობის ქვეშ.    ძირითადი ვალდებულებები:   - ისტორიასა და მეხსიერების კვლევებთან (Memory Studies) დაკავშირებული სტატიების მომზადება და სამეცნიერო კვლევების განხორციელება;- საერთაშორისო სტატიების თარგმნის უზრუნველყოფა (ინგლისურიდან ქართულად და პირიქით);- პოტენციური პარტნიორების ან/და დონორების მოძიება და ხელმძღვანელობისთვის საპროექტო იდეების შეთავაზება;- პროექტის საერთაშორისო პარტნიორებთან კონტაქტი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით და კორესპონდენციის მოწესრიგება-კონტროლი;- დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა.   საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:   - ჰუმანიტარული მეცნიერებების კურსდამთავრებული (სასურველია დასავლური უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი) შემდეგი მიმართულებებით: ისტორია, მეხსიერების კვლევები (Memory Studies), სოციოლოგია;- აკადემიური წერის უნარი და გამოცდილება;- ინგლისური ენის სრულყოფილად და რუსული ენის კარგად ცოდნა;- საბაზისო კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;- სასურველია 3 წლიანი სტაჟი ან/და გამოცდილება შესაბამისი ან დაკავშირებული მიმართულებით აკადემიურ/კვლევით ორგანიზაციაში.   დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე შემდეგი ელ-ფოსტაზე: vacancies@idfi.ge არაუგვიანეს 2019 წლის 31 ივლისისა.   წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: არქივები - ანალიტიკოსი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ბოლო ვადა : 16 ივლისი 2019

PrIME - პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინციატივაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს პროკურატურის შიდა და გარე დამოუკიდებლობის გაზრდას, საქართველოს საპროკურორო და საგამოძიებო სისტემების მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად.   პოზიციის მიზანი   IDFI პროექტის „პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგსა და ჩართულობის გზით“ (PrIME) ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას კვლევითი კოორდინატორის პოზიციაზე, რომელიც ხელს შეუწყობს კვლევითი მასალის, მონიტორინგის ანგარიშებისა და პოლიტიკის ნარკვევების მომზადებასა და ხარისხის უზრუნველყოფას. კვლევითი კოორდინატორი იმუშავებს პროექტის მენეჯერის პირდაპირი ზედამხედველობის ქვეშ.   ძირითადი ვალდებულებები:   - პროკურატურის სტრატეგიის მონიტორინგის ალტერნატიული ანგარიშის მომზადება და ხარისხის უზრუნველყოფა; - პოლიტიკის ნარკვევების მომზადება და ხარისხის უზრუნველყოფა; - პროექტთან დაკავშირებული სასამართლო საქმეების შესწავლა; - პროექტის პარტნიორების მიერ მომზადებული ანალიტიკური მასალის გადახედვა; - პროექტის ფარგლებში მომზადებული ანალიტიკური მასალის შესახებ პრეზენტაციების მომზადება და ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა; - პროექტის პარტნიორებთან და ბენეფიციარებთან კომუნიკაცია; - პროექტის მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება პროექტის აქტივობების ეფექტიანი და შეუფერხებელი განხორციელების მიზნით.   საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება: - უმაღლესი განათლება სამართლის მიმართულებით; - სისხლის სამართლის კანონმდებლობის ცოდნა; - კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობის გამოცდილება; - სამართალდამცავი სისტემის, განსაკუთრებით პროკურატურის საქმიანობისა და ფუნქციების ცოდნა; - პოლიტიკის დოკუმენტების მონიტორინგის გამოცდილება; - ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა; - კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარები; - გუნდური მუშაობის უნარი; - ორგანიზებულობა და მართვის უნარები, სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; - კომპიუტერული უნარები (Outlook, Word, Excel).   გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: vacancies@idfi.ge არაუგვიანეს 2019 წლის 16 ივლისისა.   წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: კვლევითი კოორდინატორი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ბოლო ვადა : 25 თებერვალი 2019
თანამდებობა : ანალიტიკოსი

IDFI აცხადებს კონკურსს ანალიტიკოსის პოზიციაზე, რომლის მთავარი ფუნქცია საჯარო ფინანსებისა და სახელმწიფო შესყიდვების ეფექტურ და გამჭვირვალე განკარგვასთან დაკავშირებული საკითხების ანალიზი/შეფასებაა.   ანალიტიკოსის ფუნქციები ითვალისწინებს:   - საჯარო უწყებების მონაცემების ანალიზი და დამუშავება;    - ანალიტიკური სტატიებისა და კვლევითი ანგარიშების მომზადება შემდეგ საკითხებზე: სახელმწიფო შესყიდვები, საჯარო ფინანსების განკარგვა, სახელმწიფო პროგრამების/პროექტების მიმდინარეობა და ა.შ.;     - საჯარო მმართველობის პრობლემებთან დაკავშირებული ახალი თემების/საკვლევი მასალის მოძიება/ინიცირება;    - საჭიროების შემთხვევაში, პროექტით გათვალისწინებული სხვადასხვა ადმინისტრაციული აქტივობების შესრულება.   განათლება და უნარები:   - მაგისტრის ხარისხი შემდეგ სპეციალობებში: ჟურნალისტიკა, პოლიტიკური მეცნიერებები, ეკონომიკა, სახელმწიფო მართვა, სამართალი და/ან სამუშაოს შესაბამის სხვა სფეროში;   - ანალიტიკური/საგამოძიებო სტატიების წერის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;   - სასურველია საჯარო უწყებების ღია მონაცემების ბაზებთან და სხვადასხვა სამთავრობო პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილების ქონა;   - მნიშვნელოვანია, კარგი წერილობითი კომუნიკაციის უნარი ინგლისურ და ქართულ ენაზე;   - საოფისე პროგრამების ცოდნა;   - გუნდური მუშაობის უნარი;   - ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი;   - დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.   დაინტერესებულმა კანდიდატებმა 25 თებერვლამდე [2019] უნდა გამოაგზავნონ: CV და მაქსიმუმ 3 ანალიტიკური ნაშრომის ბმული შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancies@idfi.ge   წერილის სათაურში, გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ანალიტიკოსი. დავეკონტაქტებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.   ვაკანსია გამოცხადებულია პროექტის „კარგი მმართველობის გაძლიერება საქართველოში“ (3G) ფარგლებში [2019-2021], რომელიც ხორციელდება IDFI-ის მიერ გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია Luminate-ის ფინანსური მხარდაჭერით. 

ბოლო ვადა : 21 მაისი 2018
თანამდებობა : იურისტი/ანალიტიკოსი

ზოგადი ინფორმაცია   ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ევროკავშირის (EU) ფინანსური დახმარებით იწყებენ ორ წლიან პროექტს: საქართველოში სასამართლო რეფორმის ეფექტური განხორციელების ხელშეწყობა.   პროექტის მიზანია მხარი დაუჭიროს მართლმსაჯულების სექტორში რეფორმების განხორციელებას, მონიტორინგის და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების, სასამართლო სისტემასთან კომუნიკაციის გაზრდისა და საზოგადოებრივი ჯგუფების მობილიზაციის გზით.   პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები მოიცავს: - სასაამრთლო სისტემის რეფორმის “მესამე ტალღისა” და პოლიტიკის დოკუმენტების შესრულების მონიტორინგს და დოკუმენტირებას;   - სასამართლოს სისტემის შესახებ საზოგადოების ინფორმირების დონის და განწყობების კვლევას;   - სამოქალაქო ჯგუფების სასამართლოს სისტემის რეფორმის პროცესებში აქტიურ ჩართვას.   IDFI პროექტის ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას იურისტ/ანალიტიკოსის პოზიციაზე, რომელიც გაეხმარება გუნდს პროექტის წარმატებით განხორციელებაში.    იურისტ/ანალიტიკოსის ძირითადი ვალდებულებები მოიცავს: - დამოუკიდებელი ინსპექტორის მუშაობის და დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის მონიტორინგი და ანგარიშების მომზადება;   - სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის, ასევე სხვა შესაბამისი სამოქმედმო გეგმების შესრულების მონიტორინგი და ჩრდილოვანი ანგარიშის მომზადება;   - მონიტორინგის შედეგების გაზიარება და განხილვა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან და სხვა რელევანტურ აქტორებთან;   - სხვა ფუნქციების შესრულება, რომლებიც აუცილებელია პროექტის წარმატებულად განხორციელებისთვის.   საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:   - უმაღლესი განათლება (მაგისტრის ხარისხი) სამართლის მიმართულებით;   - კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება;   - მართლმსაჯულების სისტემის საქმიანობისა და ფუნქციების ცოდნა;   - პოლიტიკის დოკუმენტების მონიტორინგის გამოცდილება;   - ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;   - კომპიუტერული უნარები (Outlook, Word, Excel).   იურისტ/ანალიტიკოსის თვიური ანაზღაურებაა 750 ევრო (GROSS) ეკვივალენტური ოდენობით ლარში. თანხა მოიცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.  გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: vacancies@idfi.ge არაუგვიანეს 2018 წლის 21 მაისისა.   წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: იურისტ/ანალიტიკოსი. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

ბოლო ვადა : 2 აპრილი 2018

ზოგადი ინფორმაცია   PrIME - „პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინციატივაა, რომელსაც ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC) და სტუდია მონიტორთან თანამშრომლობით.   PrIME 26 თვიანი ინიციატივაა (14 მარტი, 2018 – 14 მაისი, 2020), რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს პროკურატურის შიდა და გარე დამოუკიდებლობის გაზრდას, საქართველოს საპროკურორო და საგამოძიებო სისტემების მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად.   პროექტის მიხედვით შემოთავაზებულია ყოვლისმომცველი მიდგომა, რომლისთვისაც IDFI და მისი პარტნიორები ოთხი ძირითადი მიმართულებით იმუშავებენ: მონიტორინგი, ჟურნალისტური გამოძიება, შესაძლებლობების გაძლიერება, ცნობიერების ამაღლება და ადვოკატირება.   პროექტის სპეციფიური მიზნები ორად იყოფა:   1. საქართველოს პროკურატურის ანგარიშვალდებულების გაზრდა (შიდა დამოუკიდებლობა) პროკურატურის სტრატეგიის შესრულების, საერთაშორისო და ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფისთვის;   2. ინსტიტუციებს შორის ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობას, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მედიასა და ფართო საზოგადოებას შორის ისე, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს პროკურატურაში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ.   ადამიანის უფლებათა დაცვისთვის ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით პროექტი შემდეგი შედეგების მიღწევას ისახავს მიზნად:   - საქართველოს პროკურატურის ანგარიშვალდებულების გაზრდა საზოგადოების წინაშე, პროკურატურის სტრატეგიის მონიტორინგის ანგარიშების მომზადების, გახმაურებული საქმეების მონიტორინგის და პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ექსპერტული დისკუსიების ჩატარების გზით;   - ფართო საზოგადოებისა და მედიის ინტერესისა და ცნობიერების ამაღლება პროკურატურისა და იმ საკითხების შესახებ, რომლებიც რეფორმას საჭიროებს;   - პროკურორების შესაძლებლობების გაძლიერება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეების სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისთვის და ასეთი დანაშაულებისთვის ზუსტი კვალიფიკაციის მინიჭებისთვის საჭიროებისამებრ;   - პროკურატურასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგის გაღრმავება ინსტიტუციის შიგნით არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით ღია დისკუსიების ხელშეწყობის მიზნით.   პოზიციის მიზანი   IDFI პროექტის „პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგსა და ჩართულობის გზით“ (PrIME) ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას კვლევითი კოორდინატორის პოზიციაზე, რომელიც ხელს შეუწყობს კვლევითი მასალის, მონიტორინგის ანგარიშებისა და პოლიტიკის ნარკვევების მომზადებასა და ხარისხის უზრუნველყოფას. კვლევითი კოორდინატორი იმუშავებს პროექტის მენეჯერის პირდაპირი ზედამხედველობის ქვეშ.   ძირითადი ვალდებულებები:   - პროკურატურის სტრატეგიის მონიტორინგის ალტერნატიული ანგარიშის მომზადება და ხარისხის უზრუნველყოფა;   - პოლიტიკის ნარკვევების მომზადება და ხარისხის უზრუნველყოფა;   - პროექტთან დაკავშირებული სასამართლო საქმეების შესწავლა;   - პროექტის პარტნიორების მიერ მომზადებული ანალიტიკური მასალის გადახედვა;   - პროექტის ფარგლებში მომზადებული ანალიტიკური მასალის შესახებ პრეზენტაციების მომზადება და ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა;   - პროექტის პარტნიორებთან და ბენეფიციარებთან კომუნიკაცია;   - პროექტის მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება პროექტის აქტივობების ეფექტიანი და შეუფერხებელი განხორციელების მიზნით.   საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:   - უმაღლესი განათლება (მაგისტრის ხარისხი) სამართლის მიმართულებით;   - სისხლის სამართლის კანონმდებლობის ცოდნა;   - კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობის ანალიზის მინიმუმ სამ წლიანი გამოცდილება;   - სამართალდამცავი სისტემის, განსაკუთრებით პროკურატურის საქმიანობისა და ფუნქციების ცოდნა;   - პოლიტიკის დოკუმენტების მონიტორინგის გამოცდილება;   - ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;   - კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარები;   - გუნდური მუშაობის უნარი;   - ორგანიზებულობა და მართვის უნარები, სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;   - კომპიუტერული უნარები (Outlook, Word, Excel).   გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: vacancies@idfi.ge არაუგვიანეს 2018 წლის 2 აპრილისა. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: კვლევითი კოორდინატორი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.    

ბოლო ვადა : 2 აპრილი 2018
თანამდებობა : ფინანსური მენეჯერი

ზოგადი ინფორმაცია   PrIME - „პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინციატივაა, რომელსაც ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC) და სტუდია მონიტორთან თანამშრომლობით.   PrIME 26 თვიანი ინიციატივაა (14 მარტი, 2018 – 14 მაისი, 2020), რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს პროკურატურის შიდა და გარე დამოუკიდებლობის გაზრდას, საქართველოს საპროკურორო და საგამოძიებო სისტემების მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად.   პროექტის მიხედვით შემოთავაზებულია ყოვლისმომცველი მიდგომა, რომლისთვისაც IDFI და მისი პარტნიორები ოთხი ძირითადი მიმართულებით იმუშავებენ: მონიტორინგი, ჟურნალისტური გამოძიება, შესაძლებლობების გაძლიერება, ცნობიერების ამაღლება და ადვოკატირება.   პროექტის სპეციფიური მიზნები ორად იყოფა:   1. საქართველოს პროკურატურის ანგარიშვალდებულების გაზრდა (შიდა დამოუკიდებლობა) პროკურატურის სტრატეგიის შესრულების, საერთაშორისო და ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფისთვის;   2. ინსტიტუციებს შორის ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობას, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მედიასა და ფართო საზოგადოებას შორის ისე, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს პროკურატურაში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ.   ადამიანის უფლებათა დაცვისთვის ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით პროექტი შემდეგი შედეგების მიღწევას ისახავს მიზნად:   - საქართველოს პროკურატურის ანგარიშვალდებულების გაზრდა საზოგადოების წინაშე, პროკურატურის სტრატეგიის მონიტორინგის ანგარიშების მომზადების, გახმაურებული საქმეების მონიტორინგის და პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ექსპერტული დისკუსიების ჩატარების გზით;   - ფართო საზოგადოებისა და მედიის ინტერესისა და ცნობიერების ამაღლება პროკურატურისა და იმ საკითხების შესახებ, რომლებიც რეფორმას საჭიროებს;   - პროკურორების შესაძლებლობების გაძლიერება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეების სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისთვის და ასეთი დანაშაულებისთვის ზუსტი კვალიფიკაციის მინიჭებისთვის საჭიროებისამებრ;   - პროკურატურასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგის გაღრმავება ინსტიტუციის შიგნით არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით ღია დისკუსიების ხელშეწყობის მიზნით.   პოზიციის მიზანი   IDFI პროექტის „პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგსა და ჩართულობის გზით“ (PrIME) ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე, ნახევარ განაკვეთზე. ფინანსური მენეჯერის საქმიანობის ძირითადი მიზანი იქნება პროექტთან დაკავშირებული ფინანსური ოპერაციების შესაბამისობის უზრუნველყოფა ფინანსურ პოლიტიკასთან, რეგულაციებთან და კანონმდებლობასთან.   ძირითადი ვალდებულებები:   - პროექტის ფინანსური ანგარიშების დროულად და სიზუსტით მომზადება დონორისა და IDFI-ის შიდა პოლიტიკასთან/მოთხოვნებთან შესაბამისად;   - პროექტის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით დროული პასუხებისა და უკუკავშირის მიწოდება;   - პროექტის ფინანსური და ადმინისტრაციული დოკუმენტების/ინფორმაციის კონსოლიდირება;   - პროექტის თანამშრომელთა სამუშაო ტაბელის აღრიცხვა;   - პროექტის ანგარიშების პროექტის მენეჯერთან ერთად განხილვა და გამოვლენილი ხარვეზების დროული მოწესრიგება;   - პროექტის მენეჯმენტისთვის თვიური ანგარიშების/ინფორმაციის მომზადება;   - ბიუჯეტის ზედამხედველობის უზრუნველყოფა გრანტთან დაკავშირებული დანახარჯების კონტროლის გზით;   - დანახარჯების ბიუჯეტის ლიმიტის ფარგლებში განხორციელების უზრუნველყოფა პროექტის ბიუჯეტის გადაჭარბებით ხარჯვის კონტროლის მიზნით;   - ქვეგრანტიორების ფინანსური დოკუმენტაციის/ანგარიშების რეგულარული გადახედვა ფინანსური პროცესების შიდა კონტროლის უზრუნველსაყოფად;   - პროექტის საბიუჯეტო ვალდებულებების მუდმივი მონიტორინგი და პროექტის მენეჯმენტისთვის რჩევების მიცემა მნიშვნელოვანი საკითხის არსებობისას;   - პროექტის ფარგლებში გადარიცხვების განხორციელება შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო სტანდარტების და დონორის მოთხოვნების დაცვით;   - პროექტის აუდიტის ფარგლებში გარე აუდიტისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის დროული მომზადება და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება პროექტის დანახარჯების შესახებ;   - დაინტერესებულ მხარეებთან კორესპონდენციის წარმოება;   - პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი შესყიდვების პროცედურის დონორისა და IDFI-ის შიდა სახელმძღვანელოებისა და პოლიტიკის შესაბამისად წარმართვის უზრუნველყოფა;   - IDFI-ის ფინანსურ და ადმინისტრაციულ მენეჯერთან ყველა აქტივობის კოორდინაცია;   - IDFI-ის აღმასრულებელ დირექტორთან და პროექტის მენეჯერთან ანგარიშგება და მათი სხვა დაკავშირებული დავალებების შესრულება.   საკვალიფიკაციო მოთხოვნები:   - უმაღლესი განათლება ფინანსებსა და ბუღალტერიაში;   - არასამთავრობო სექტორში მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;   - ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტებზე მუშაობის გამოცდილება. ევროკავშირის გრანტის განხორციელების ფინანსური რეგულაციების დეტალური ცოდნა;   - საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;   - ბუღალტერიის საერთაშორისო სტანდარტებისა და პრინციპების ცოდნა;   - კომპიუტერული პროგრამები: MS Word, MS Excel, Outlook, ORIS-ის ცოდნა;   - ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;   - ორგანიზებულობა;   - ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;   - დეტალებზე ორიენტირებულობა.    გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ინგლისურ ენაზე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: vacancies@idfi.ge  არაუგვიანეს 2018 წლის 2 აპრილისა.   წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ფინანსური მენეჯერი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.  

ბოლო ვადა : 2 აპრილი 2018

ზოგადი ინფორმაცია   PrIME-„პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინციატივაა, რომელსაც ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC) და სტუდია მონიტორთან თანამშრომლობით.   PrIME 26 თვიანი ინიციატივაა (14 მარტი, 2018 – 14 მაისი, 2020), რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს პროკურატურის შიდა და გარე დამოუკიდებლობის გაზრდას, საქართველოს საპროკურორო და საგამოძიებო სისტემების მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად.   პროექტის მიხედვით შემოთავაზებულია ყოვლისმომცველი მიდგომა, რომლისთვისაც IDFI და მისი პარტნიორები ოთხი ძირითადი მიმართულებით იმუშავებენ: მონიტორინგი, ჟურნალისტური გამოძიება, შესაძლებლობების გაძლიერება, ცნობიერების ამაღლება და ადვოკატირება.   პროექტის სპეციფიური მიზნები ორად იყოფა:   1. საქართველოს პროკურატურის ანგარიშვალდებულების გაზრდა (შიდა დამოუკიდებლობა) პროკურატურის სტრატეგიის შესრულების, საერთაშორისო და ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფისთვის;   2. ინსტიტუციებს შორის ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობას, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მედიასა და ფართო საზოგადოებას შორის ისე, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს პროკურატურაში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ.   ადამიანის უფლებათა დაცვისთვის ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით პროექტი შემდეგი შედეგების მიღწევას ისახავს მიზნად:   - საქართველოს პროკურატურის ანგარიშვალდებულების გაზრდა საზოგადოების წინაშე, პროკურატურის სტრატეგიის მონიტორინგის ანგარიშების მომზადების, გახმაურებული საქმეების მონიტორინგის და პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ექსპერტული დისკუსიების ჩატარების გზით;   - ფართო საზოგადოებისა და მედიის ინტერესისა და ცნობიერების ამაღლება პროკურატურისა და იმ საკითხების შესახებ, რომლებიც რეფორმას საჭიროებს;   - პროკურორების შესაძლებლობების გაძლიერება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეების სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისთვის და ასეთი დანაშაულებისთვის ზუსტი კვალიფიკაციის მინიჭებისთვის საჭიროებისამებრ;   - პროკურატურასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგის გაღრმავება ინსტიტუციის შიგნით არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით ღია დისკუსიების ხელშეწყობის მიზნით.   პოზიციის მიზანი   IDFI პროექტის „პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგსა და ჩართულობის გზით“ (PrIME) ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოს/ასისტენტის პოზიციაზე, რომელიც ხელს შეუწყობს გუნდს ანალიტიკური და ადმინისტრაციული საქმიანობით, პროექტის ხარისხიანად განხორციელების უზრუნველსაყოფად.   ძირითადი ვალდებულებები:   - პროექტის გუნდის ხელშეწყობა პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების (შეხვედრები, კონფერენციები, სამუშაო ჯგუფები, ტრენინგები, და ა.შ.) დაგეგმვასა და ორგანიზებაში;   - პროექტის პარტნიორებთან, დაინტერესებულ მხარეებთან და ბენეფიციარებთან კომუნიკაცია პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე;   - კვლევითი კოორდინატორისა და პროექტის მენეჯერისთვის დახმარების გაწევა პოლიტიკის ნარკვევების მომზადების პროცესში;   - პროკურატურის სტრატეგიის მონიტორინგის ალტერნატიული ანგარიშის მომზადების ხელშეწყობა;   - პროექტის მენეჯერის, კვლევითი კოორდინატორისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.   საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:   - უმაღლესი განათლება სამართლის, ან საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით;   - ადმინისტრაციული საქმიანობის (ოფიციალური მიმოწერა, მომსახურების მომწოდებლებთან ურთიერთობა, შეხვედრების დაგეგმვა, და ა.შ.), როგორც სამუშაოს ძირითადი ფუნქცია ან მისი ნაწილი, ერთწლიანი გამოცდილება;   - კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობისა მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება;   - სასურველია სამართალდამცავი სისტემის, განსაკუთრებით პროკურატურის საქმიანობისა და ფუნქციების ცოდნა;   - სასურველია პოლიტიკის დოკუმენტების მონიტორინგის გამოცდილება;   - ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;   - კომუნიკაციის უნარები და ორგანიზებულობა;   - კომპიუტერული უნარები (Outlook, Word, Excel).   გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: vacancies@idfi.ge არაუგვიანეს 2018 წლის 2 აპრილისა. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ანალიტიკოსი.   დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

ბოლო ვადა : 26 თებერვალი 2018
თანამდებობა : მოხალისე სტაჟიორი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) არის ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში დემოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბებას.   დაარსების დღიდან, IDFI ცდილობს გააძლიეროს საზოგადოება და გახადოს იგი მეტად ინკლუზიური და ინფორმირებული. იგი მუშაობს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე, იცავს ადამიანის უფლებებს, ხელს უწყობს კარგი მმართველობის დანერგავს და ამზადებს ინფორმაციულ ანგარიშებს, ხარისხიან კვლევებსა და რეკომენდაციებს; ორგანიზაცია ასევე ადვოკატირებას უწევს ახალ ინიციატივებს და არსებული პოლიტიკის, კანონებისა და პრაქტიკის რეფორმებს. IDFI-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.idfi.ge   IDFI პროექტის „საზოგადოების გაძლიერება კარგი მმართველობის ხელშეწყობისთვის“ ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას ნახევარ განაკვეთზე მომუშავე სტაჟიორის პოზიციაზე. სტაჟირების ხანგრძლივობა - 3 თვე.   ძირითადი მოვალეობები:   - სხვადასხვა მონაცემების დახარისხება, დაჯგუფება და ექსელში გადატანა;   - ანალიტიკურ სტატიებისა და კვლევების მომზადებაში მონაწილეობა;   - წერითი და/ან ზეპირი თარგმანის შესრულება ქართულიდან ინგლისურ ენაზე და პირიქით;   - სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.   განათლება და უნარები:   - სოციალური მეცნიერებების, ეკონომიკის, სახელმწიფო მართვის, სამართლის, ჟურნალისტიკის ან სხვა შესაბამისი სპეციალობის სტუდენტი;   - საოფისე პროგრამების ცოდნა;   - გუნდური მუშაობის უნარი;   - ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი, დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი;   - ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი ინგლისურ ენაზე (ჩაითვლება უპირატესობად).    სტაჟირების დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი.   დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი (ქართულ ენაზე) შემდეგ ელფოსტაზე: vacancies@idfi.ge არაუგვიანეს 26 თებერვლისა (2018).    წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მოხალისე სტაჟიორი. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.  

პირველი წინა 1 2 ბოლო