სტაჟირება

ვაკანსიის ტიპი
სტაჟირება, ნახევარ განაკვეთზე

 

მდებარეობა

თბილისი

 

სამუშაოს აღწერა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ძლიერი და ინკლუზიური საზოგადოების შექმნისკენ ისწრაფვის. ანალიტიკური ანგარიშების, კვლევებისა და რეკომენდაციების შემუშავების მეშვეობით ჩვენ ვამაღლებთ სამოქალაქო ცნობიერებას და ამ გზით ხელს ვუწყობთ ადამიანის უფლებებსა და კარგ მმართველობას. ორგანიზაცია დემოკრატიული მმართველობის გაძლიერების მიზნით მხარს უჭერს სწორ რეფორმებს, პოლიტიკას, კანონებსა და პრაქტიკებს.

 

ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის გუნდი სპეციალიზებულია კვლევითი პროგრამების წარმართვაში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით და ეძებს ეკონომისტ სტაჟიორს. ჩვენ ვატარებთ მრავალფეროვან კვლევებს, რომლებიც მოიცავს ეკონომიკური გავლენის შეფასებას, სამუშაო ძალის/განათლების ანალიზს, ეროვნული პოლიტიკის საკითხების ეკონომიკურ ანალიზს. ჩვენი კვლევები ზიარდება ანგარიშებისა და პრეზენტაციების სახით სხვადასხვა აუდიტორიასთან, მათ შორის მთავრობასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ბიზნეს ასოციაციებთან და მედიის ყურადღების ცენტრშია. როგორც სტაჟიორს, გექნებათ შესაძლებლობა მჭიდროდ იმუშაოთ ეკონომისტებთან და უფროს მენეჯერებთან, ჩაერთოთ კვლევისა და ანგარიშგების პროცესში.

 

IDFI ეძებს ნიჭიერ სტუდენტებს, რომლებიც ახალი უნარების შეძენაზე არიან ორიენტირებული და არ ეშინიათ მასშტაბურ პროექტებში მიიღონ მონაწილეობა. გპირდებით შესაძლებლობას ჩვენს გუნდთან ერთად რეალურ პროექტებზე იმუშაოთ. იდეალური კანდიდატებად მივიჩნევთ ენთუზიასტს, ენერგიულ ადამიანებს, რომლებსაც ძალიან უნდათ საკუთარი აკადემიური უნარების კვლევებში გამოყენება.

 

თქვენ ისწავლით:

 

-  პროექტის მენეჯმენტს – თქვენ დაგვეხმარებით თვალყური ვადევნოთ პროექტის ეტაპებს და გექნებათ შესაძლებლობა დაამყაროთ ურთიერთობები კლიენტებთან და კოლეგებთან, პროცესში ნახავთ თუ როგორია პროექტის მთლიანი ციკლი.

 

-  კვლევას - ჩვენ ვატარებთ სიღრმისეულ კვლევებს, რომლებიც მოიცავს მონაცემთა შეგროვებას და დამუშავებას, მოდელების შემუშავებას და მეორადი წყაროების ფართო მიმოხილვას. თქვენ ჩართული იქნებით ამ პროცესის თითოეულ ფაზაში, რაც მოგცემთ ღირებულ გამოცდილებას.

 

-  წერას – ჩვენი კვლევების შედეგად მზადდება ანგარიშები, კორპორატიული და საჯარო პრეზენტაციები, ინტერაქტიული მოდელები/ინსტრუმენტები. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა იმუშაოთ ჩვენს ეკონომისტებთან ამ ანგარიშების, პრეზენტაციების და კვლევების შედეგების მიწოდების სხვა საშუალებების მომზადების პროცესში. ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ახალ და ინოვაციურ გზებს მონაცემების ვიზუალიზაციისა და მიგნებების კონტექსტუალიზაციისთვის. თქვენ გექნებათ თავისუფლება პრეზენტაციის ახალი ფორმატების შემუშავებაში და რთული იდეების აღწერაში ისე, რომ მარტივად გასაგები იყოს ფართო საზოგადოებისთვის.

 

თქვენგან ვითხოვთ:


-  საზოგადოების გაუმჯობესებისკენ სწრაფვის, მოძველებული იდეებისა და სტატუს კვოს წინააღმდეგ ბრძოლის მზადყოფნას.

 

-  გამოცდილებას ეკონომიკაში, სტატისტიკაში, მათემატიკაში ან სხვა დაკავშირებულ დარგებში.

 

-  Microsoft Suite Office-ს (განსაკუთრებით Word, PowerPoint და Excel) ფლობას.

 

-  R, SAS, Stata, Python, Eviews-დან რომელიმეს ფლობას.

 

-  დეტალებზე ორიენტირებულობას და მასშტაბიანი პროექტების გამოწვევების დაძლევის უნარს.

 

-  თანამშრომლობის და კრეატიულობის სურვილს და კრიტიკულად აზროვნებას.

 

-  მინიმუმ ერთწლიან ფორმალურ ან არაფორმალურ კვლევით სამუშაო გამოცდილებას.

 

ჩვენ ვაფასებთ ყველა ჩვენს სტაჟიორს და ვმუშაობთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ მიიღებთ გამოცდილებას, რომელიც შეესაბამება თქვენს კარიერულ მიზნებს. ვიმუშავებთ თქვენთან ერთად გრძელვადიანი პროექტის შემუშავებაზე, რომელიც განხორციელდება სტაჟირების განმავლობაში და საშუალებას მოგცემთ ისწავლოთ ეკონომისტებისაგან და ტექნიკური ექსპერტებისგან პროექტის პროცესის ყველა ეტაპზე. თქვენ ასევე მიიღებთ პროფესიონალურ გარემოში მუშაობის გამოცდილებას და გექნებათ შესაძლებლობა გაზარდოთ თქვენი პროფესიული კონტაქტების წრე.

 

IDFI თანაბრად იძლევა დასაქმების შესაძლებლობას. ორგანიზაცია ორიენტირებულია მრავალფეროვნებასა და ინკლუზიურობაზე. ჩვენ ვკრძალავთ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და შევიწროებას, რასის, ფერის, სქესის, რელიგიის, სექსუალური ორიენტაციის, ეროვნული წარმომავლობის, შეზღუდული შესაძლებლობების, გენეტიკური ინფორმაციის, ორსულობის ან ნებისმიერი სხვა მახასიათებლის საფუძველზე, როგორც ეს განსაზღვრულია კანონმდებლობით.

 

როგორ გავაკეთოთ განაცხადი

 

ვაკანსიაზე განაცხადის შესატანად გთხოვთ გამოაგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი, სადაც აღნიშნული იქნება როგორ შეესაბამებით ჩვენს მოთხოვნილებებს და სად მიიღეთ პოზიციისთვის შესაბამისი გამოცდილება.

 

დაინტერესებულმა პირებმა აპლიკაცია უნდა გამოაგზავნონ არაუგვიანეს 18 აპრილისა, 2023, შემდეგ მისამართზე: vacancies@idfi.ge. სათაურში მიუთითეთ “Econ&Soc Policy intern”.