მემორანდუმები

11 ნოემბერი 2022 image

პარტნიორობა ანალიტიკურ ცენტრთან - Strategic Analysis

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) სლოვაკეთის დამოუკიდებელი საკონსულტაციო კომპანიისა და ანალიტიკური ცენტრის - Strategic Analysis-ის ადგილობრივი პარტნიორი გახდა.

15 თებერვალი 2022 image

IDFI - სა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2022 წლის 10 თებერვალს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტსა (IDFI) და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს (BTU) შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

3 თებერვალი 2022 image

IDFI-მ და კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა ასოციაციამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

სახელმწიფო დონეზე ინფორმაციული უსაფრთხოების გაძლიერებასა და კიბერ კულტურის განვითარებაში წვლილის შეტანა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. სწორედ აღნიშნულის ფარგლებში, 2021 წლის 18 ნოემბერს ინსტიტუტმა კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ასოციაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. 

14 ივლისი 2021 image

IDFI-მ და Transitions Online-მა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

დეზინფორმაციის კვლევების მიმართულებით, IDFI აგრძელებს მოქმედების სფეროსა და საერთაშორისო ქსელის გაფართოებას. ამ კუთხით, 2021 წლის 8 ივლისს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტსა (IDFI) და Transitions Online (TOL) შორის. 

28 ივნისი 2021 image

IDFI-მ და Post Bellum-მა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და Post Bellum-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

 

11 ივნისი 2021 image

IDFI-ის და საქართველოს უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2021 წლის 10 ივნისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტსა (IDFI) და საქართველოს უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

30 მარტი 2021 image

IDFI-მ და უკრაინის განმათავისუფლებელი მოძრაობის შესწავლის ცენტრმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

IDFI-მ და უკრაინის განმათავისუფლებელი მოძრაობის შესწავლის ცენტრმა (Центр досліджень визвольного руху / Center for Research of the Liberation Movement) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

 

13 ოქტომბერი 2020 image

IDFI-მ კორუფციასთან მებრძოლთა პროგრამის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან მემორანდუმი განაახლა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI)და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა კორუფციასთან მებრძოლთა საგანმანათლებლო სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში განაახლეს მხარეთა შორის მემორანდუმით გათვალისწინებული პირობები.

15 აგვისტო 2019 image

IDFI-ის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეთა შორის პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებას, კორუფციასთან ბრძოლის საგანმანათლებლო/სასერტიფიკატო პროგრამის დანერგვისა და მუდმივი განვითარებისთვის.

9 სექტემბერი 2016 image

18-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელი მოაწერა გამჭვირვალობის დეკლარაციას

18-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელი მოაწერა გამჭვირვალობის დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მათგანმა პასუხისმგებლობა აიღო, პერიოდულად, როგორც საკუთარ ვებგვერდებზე, ასევე საერთო ონლაინ პლატფორმებზე, გამოაქვეყნოს ინფორმაცია დაგეგმილი და განხორციელებული საქმიანობების, განხორციელების ვადების, დონორების და დაფინანსების რაოდენობის შესახებ.

პირველი წინა 1 2 3 ბოლო