IDFI-მ და კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა ასოციაციამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

სიახლეები | მემორანდუმები | ინტერნეტი და ინოვაციები 3 თებერვალი 2022

სახელმწიფო დონეზე ინფორმაციული უსაფრთხოების გაძლიერებასა და კიბერ კულტურის განვითარებაში წვლილის შეტანა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. სწორედ აღნიშნულის ფარგლებში, 2021 წლის 18 ნოემბერს ინსტიტუტმა კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ასოციაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. კიბერუსაფრთხოების ეროვნული ასოციაცია ქართული არასამთავრობო არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში კიბერუსაფრთხოების გაძლიერებისა და საკითხის ირგვლივ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით მნიშვნელოვან აქტივობებს ახორციელებს.

 

მემორანდუმის ფარგლებში ორგანიზაციები მიზნად ისახავენ მჭიდრო, ხანგრძლივი, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებაზე დაფუძნებული პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას, რომელიც ხელს შეუწყობს კიბერუსაფრთხოებისა და კიბერ ინციდენტების მიმართ ინფორმაციული საზოგადოების მდგრადობის ამაღლებას, ციფრული ტრანსფორმაციის, ციფრული მმართველობის, სანდო და კვალიფიციური მომსახურების, ასევე პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით ინფორმაციული საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

 

გარდა ძირითადი მიზნებისა, ხელმომწერი მხარეები შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებების განხორციელებაზე თანხმდებიან:

კიბერუსაფრთხოებისა და ციფრული მმართველობის კუთხით ცნობიერების ამაღლების კამპანიებისა და ცალკეული აქტივობების განხორციელება, ინფორმაციული საზოგადოების კიბერ კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა,ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობის, მიწოდებისა და პოპულარიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებების გამართვა, ასევე კიბერუსაფრთხოებისა და ციფრული მმართველობის ხელშემწყობი მიმართულებების პოპულარიზაცია. აღნიშნული მიმართულებების ფარგლებში ორგანიზაციები კიბერუსაფრთხოებისა და ციფრული მმართველობის საკითხებზე ინფორმაციული შეხვედრების, სწავლებისა და ტრენინგების ერთობლივ ორგანიზებას გეგმავენ, რისთვისაც ადამიანური და ფინანსური რესურსების გაერთიანების მზადყოფნასაც გამოთქვამენ.

 

მემორანდუმის ფარგლებში მნიშვნელოვანი აქცენტი ზემოჩამოთვლილი მიმართულებების სამართლებრივი გარემოს ანალიზზე გაკეთდება, რის ფარგლებშიც ხელმომწერი ორგანიზაციები კიბერუსაფრთხოებისა და ციფრული მმართველობის საკითხებთან დაკავშირებით ევროკავშირის რეგულაციებისა და დირექტივების, ასევე მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების შესწავლასა და განხილვას გეგმავენ.

 

/public/upload/Analysis/memorandum 18.11.21.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024