IDFI - სა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სიახლეები | მემორანდუმები | ინტერნეტი და ინოვაციები | სტატია 15 თებერვალი 2022

2022 წლის 10 თებერვალს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტსა (IDFI) და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს (BTU) შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმის მთავარ მიზანს ორმხრივად სასარგებლო კვლევებისა და პროექტების წარმოება, ასევე მხარდაჭერისა და თანამშრომლობის სხვადასხვა მექანიზმების შემუშავება წარმოადგენს. კერძოდ, თანამშრომლობა შეეხება ხელოვნური ინტელექტის (AI) სისტემების განვითარებისა და მისი გამოყენების ხელშეწყობას.

 

მემორანდუმის მიზნებიდან გამომდინარე, ხელმომწერი მხარეები გამოხატავენ მზადყოფნას,  კოორდინირებული ძალისხმევით განახორციელონ ხელოვნურ ინტელექტთან (AI) დაკავშირებული ერთობლივი პროექტები, კომპეტენტურ მკვლევართა ჩართულობით აწარმოონ კვლევები, ხელი შეუწყონ სტუდენტთა სტაჟირებას/დასაქმებას,  ასევე ერთობლივი კონფერენციების, ლექციებისა და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებების გამართვას.

 

აღსანიშნავია, რომ დაარსების დღიდან, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)  აქტიურად თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან. სწორედ ამგვარი თანამშრომლობის ფარგლებში, IDFI-სა და მისი პარტნიორი უნივერსიტეტების ინიციატივით, წლების მანძილზე საფუძველი ჩაეყარა მრავალი აკადემიური სასწავლო კურსის/მოდულის შექმნას, მათ შორის საბჭოთა წარსულის კვლევები,  კარგი მმართველობის, კორუფციისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და ა.შ.

 

 

 

/public/upload/Analysis/IDFI BTU Memorandum.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საერთაშორისო მხარდაჭერის ირიბი აკრძალვა საქართველოში (ახალი ცვლილებები „გრანტების შესახებ” კანონში)

12.06.2025

მარეგულირებლის უფლებამოსილების გაზრდა მედიაზე დამატებითი ზეწოლისათვის არის მიმართული

06.06.2025

IDFI-ის 2024 წლის ანგარიში

05.06.2025

ეკონომიკური ზრდა ნეგატიური პერსპექტივით (Fitch შეფასება)

04.06.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024