სამეთვალყურეო საბჭო
ელენე მეძმარიაშვილი
საბჭოს თავმჯდომარე
ელენე მეძმარიაშვილი პროფესიით ისტორიკოსია. არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის მიმართულების პროფესორი, ამერიკისმცოდნეობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი, ფულბრაიტის მიწვეული მკვლევარი რატგერსის (აშშ) უნივერსიტეტში (2005-2006).
აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის თითქმის 45 წლიანი გამოცდილება. არის 80-ზე მეტი ნაშრომის ავტორი, მათ შორის, წიგნების, სახელმძღვანელოების, სამეცნიერო სტატიების მე-20 საუკუნის მსოფლიო ისტორიის, ისტორიის სწავლების დიდაქტიკის, ქალთა საკითხების, შეერთებულ შტატებში ქართული დიასპორის, ამერიკისმცოდნეობის აქტუალური პრობლემების შესახებ. არის არაერთი მონოგრაფიის, სასწავლო რესურსის რედაქტორი, სამეცნიერო ჟურნალების რედკოლეგიის წევრი.
ელენეს მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ საერთაშორისო პროექტში, მათ შორის, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის, მატრასა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებში, რომელთა მიზანი იყო დემოკრატიული, ტოლერანტული საზოგადოების მშენებლობა საქართველოში. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალრიცხოვანი საერთაშორისო კონფერენციის, კონგრესის, სემინარის, მრგვალი მაგიდის მუშაობაში. არის ისტორიის სწავლების საკითხების საერთაშორისო ექსპერტი.
გარდა სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისა, მეძმარიაშვილი წლების მანძილზე აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში. არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის, კერძოდ, ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის (2002-დან), ისტორიის პედაგოგთა საქართველოს ასოციაციის (1998-დან), საქართველოში ქალთა ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციის - „ქალი ცვალებად სამყაროში“ (1990-იან წლებში) თანადამფუძნებელი და მათი ერთ-ერთი ხელმძღვანელი. არის აგრეთვე რამდენიმე ამერიკული და ევროპული პროფესიული ორგანიზაციის წევრი.
ოლივერ რაისნერი
საბჭოს წევრი
ოლივერ რაისნერი ამჟამად მუშაობს ჟან მონეს პროგრამის ევროპისა და კავკასიის კვლევების ასოცირებულ პროფესორად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. იგი ევროპის კვლევების და კავკასიის კვლევების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს ასწავლის.
მანამდე იგი მუშაობდა ატაშედ/პროექტის მენეჯერად ევროკავშირის წარმომადგენლობაში საქართველოში. მის მოვალეობებში შედიოდა თანამშრომლობის დაგეგმვა, მონიტორინგი და შეფასება მედიის, უმცირესობების, განათლების, კვლევის, შრომისა და სოციალური საკითხების, ახალგაზრდობის და კულტურის, აგრეთვე საპარლამენტო რეფორმის, არჩევნების და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების სფეროში. ასევე, ურთიერთობის კოორდინაცია ამ სფეროებში სტრატეგიულ დონეზე გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, სამინისტროებთან, პარლამენტთან, უნივერსიტეტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან (ევროპის საბჭო, გაერო, ეუთო), არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ევროკომისიის გენერალურ დირექტორატთან. 2003-2005 წლებში იგი მუშაობდა World Vision International საქართველოში ადამიანის უფლებათა პროგრამების მენეჯერად.
რაისნერის კვლევითი ინტერესებია: კავკასიის კვლევების ისტორია მე-18 საუკუნიდან დღემდე, საბჭოთა წარსულის მეხსიერება საქართველოსა და კავკასიაში, კულტურული მემკვიდრეობის საკითხები კავკასიაში, და კონფლიქტების მოგვარება და ევროპიზაცია კავკასიაში. მთლიანობაში, რაისნერი 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და სტატიის ავტორია.

ლელა გაფრინდაშვილი
საბჭოს წევრი
ლელა გაფრინდაშვილი არის კავშირის „ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის“ თავმჯდომარე და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (სოციოლოგიის მიმართულება). მისი აკადემიური და საზოგადოებრივი საქმიანობა დაკავშირებულია საქართველოში ქალთა კულტურის, ქალთა მოძრაობის ისტორიის კვლევასთან, გენდერული/ქალთა/ფემინისტური კვლევის და განათლების ხელშეწყობასთან. იგი არის ამ საკითხებთან დაკავშირებული მრავალი კვლევის და პუბლიკაციის ავტორი.

ტიმოთი ბლაუველთი
საბჭოს წევრი
ტიმოთი ბლაუველთი 2003 წლიდან ასრულებს საქართველოში „ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის“ (ACTR/ACCELS-ის) დირექტორის მოვალეობას. იგი ასევე მუშაობდა და სწავლობდა რუსეთსა და უკრაინაში. იგი ფლობს პოლიტიკური მეცნიერების დოქტორის ხარისხს ნიუ იორკის ბუფალოს უნივერსიტეტიდან.
იგი ასევე არის საბჭოთა და პოსტ საბჭოთა კვლევების ასოცირებული პროფესორი ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2002-2003 წლებში იგი იყო საქართველოში ფულბრაიტის მოწვეული პროფესორი და 2006-2011 წლებში კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ისტორიის შესახებ.
მას გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია საბჭოთა პოლიტიკის, ეროვნული პოლიტიკისა და ეთნიკური მობილიზაციის შესახებ სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალში (Europe-Asia Studies, Communist and Post-Communist Studies, Kritika, War & Society, Ab Imperio, Revolutionary Russia, Central Asian Survey, and Nationalities Papers). იგი ასევე არის თანაავტორი წიგნისა - Gეორგია აფტერ შტალინ:Georgia after Stalin: Nationalism and Soviet Power.

დავით ლოსაბერიძე
საბჭოს წევრი
დავით ლოსაბერიძეს არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. მას სამოქალაქო საზოგადოების სექტორში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება აქვს. მისი ინტერესთა სფეროებია: ადგილობრივი თვითმმართველობა, რეგიონული განვითარება, ნაციონალიზმი, სამოქალაქო საზოგადოება.
იგი რამდენიმე ორგანიზაციის წევრია. 2003 წლიდან იგი არის ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის წევრია (2003-2010 - ტიტულარული წევრი) (ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესი, ევროპის საბჭო). 2013 წლიდან - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.
ლოსაბერიძე აქტიურად არის ჩართული აკადემიურ სფეროში. მას მრავალი წლის მუშაობის გამოცდილება აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში, როგორც მეცნიერ-თანამშრომელსა და ლექტორს. იგი არის 70-ზე მეტი ნაშრომის ავტორი შემდეგ თემებზე: ისტორია, პოლიტოლოგია, სამოქალაქო საზოგადოება, ადგილობრივი თვითმმართველობა, რეგიონული განვითარება. იგი ასევე არის 120-ზე მეტი საგაზეთო სტატიის ავტორი და 50-ზე მეტი მონოგრაფიის რედაქტორი.
დავით ლოსაბერიძე 5 კონცეფციის თანაავტორია: 1. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის კონცეპტუალური მოდელი და მმართველობის სხვადასხვა დონეებს შორის ადმინისტრაციულ, ფინანსურ, ქონებრივ და იურიდიულ უფლებათა განაწილება, 2005; 2. თბილისის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობისა და მართვის კონცეფცია, 2005; 3. საქართველოს კონსტიტუციის ახალი გამოცემის კონცეფცია, 2010; 4. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის სრული კონცეფცია, 2012; 5. თვითმმართველობის დეცენტრალიზაციისა და განვითარების 2013-2014 წლების სამთავრობო სტრატეგიის ძირითადი პრინციპები, 2013.

ნათია კუპრაშვილი
საბჭოს წევრი
ნათია კუპრაშვილი არის ჟურნალისტიკის რესურსცენტრის - JRC თავმჯდომარე და ივანე ჯავახიშვილის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. არის საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი. აქვს ჟურნალისტიკაში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება. არის 3 სახელმძღვანელოსა და 20-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი.