კომუნიკაციების მენეჯერი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნების დღიდან (2009 წელი) ცდილობს, ხელი შეუწყოს ინფორმირებული საზოგადოების ჩამოყალიბებას და დემოკრატიული მმართველობის განვითარებას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. 

 

ჩვენი მისიაა: გავაძლიეროთ საზოგადოება და გავხადოთ იგი მეტად ინკლუზიური და ინფორმირებული. ამ მიზნით, ჩვენ ვმუშაობთ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე, ვიცავთ ადამიანის უფლებებს, ხელს ვუწყობთ კარგი მმართველობის დანერგავს და ვამზადებთ ინფორმაციულ ანგარიშებს, ხარისხიან კვლევებს და რეკომენდაციებს; ჩვენ ადვოკატირებას ვუწევთ ახალ ინიციატივებს და არსებული პოლიტიკის, კანონებისა და პრაქტიკის რეფორმებს.

 

ორგანიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.IDFI.ge 

 

კომუნიკაციების მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები:

 

- მედია საშუალებებთან ურთიერთობა და ორგანიზაციის ღონისძიებების და პუბლიკაციების მედია გაშუქების უზრუნველყოფა;

 

- ორგანიზაციის ვებ-გვერდის, Facebook, Twitter, LinkedIn, Wikipedia და სხვა სოციალური გვერდების/ბლოგების მართვა;

 

- მედია ანონსების, პრეს - რელიზის და საჯარო განცხადებების მომზადება;

 

- პროექტებით გათვალისწინებული საზოგადოების ცნობიერების ამაღლების/პრომო კამპანიების/ღონისძიებების დაგეგმვა განხორციელება;

 

- პროქტის გუნდთან შეთანხმებით  პრომო, ინფორმაციული და საგანანმანათლებლო მასალების (შინაარსობრივი მხარე) შექმნა, დიზაინერთან ერთად მისი ვიზუალის მომზადება და ბეჭდვის უზრუნველყობა;

 

- პროქტის გუნდთან შეთანხმებით ვიდეო კლიპების/ფილმების ტექსტის (ასევე მიახლოებითი სცენარი) მომზადება და სარეკლამო კომპანიასთან ერთად მუშაობა საბოლოო პროდუქტის დამზადებამდე;

 

- ორგანიზაციის და ცალკეული პროექტების საკომუნიკაციო სტრატეგიების და აქტივობების გეგმის შემუშავება და განხორციელება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:

 

- უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკასა და/ან საზოგადოებასთან ურთიერთობაში;

 

- აღნიშნულ სფეროში მუშაობის 5 წლის გამოცდილება;

 

- მედია საშუალებებთან (ასევე დიზაინერებთან, სტამბებთან და სარეკლამო კომპანიებთან) კომუნიკაციის და თანამშრომლობის გამოცდილება; 

 

- ადგილობრივ და საერთაშორისო დონორებთან კომუნიკაციის გამოცდილება; 

 

- ოფიციალური ვებ გვერდის და სხვა სოციალური გვერდების მართვის გამოცდილება;

 

- ინგლისური ენის ცოდნა;

 

- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

 

გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: vacancies@idfi.ge არაუგვიანეს 2019 წლის, 29 სექტემბრისა.

 

წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: კომუნიკაციების მენეჯერი.

 

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.