პროექტი - ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში სახელმწიფო არქივების ღიაობის ხელშეწყობა - მიზნად ისახავს სახელმწიფო არქივების ღიაობის რეიტინგის შექმნას ყოფილი საბჭოთა კავშირის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, საქართველოს არქივების ღიაობის გაზრდას და საარქივო დოკუმენტებზე დაფუძნებული თანამედროვე კვლევების განვითარებას. ინიციატივის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი (OSI).
პოზიციის მიზანი:
IDFI პროექტის ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის პოზიციაზე, რომელიც იმუშავებს კვლევითი მასალის მომზადებასა და გავრცელებაზე, გასწევს პროექტის ადმინისტრირებას. ანალიტიკოსი იმუშავებს პროექტის მენეჯერის და კოორდინატორის პირდაპირი ზედამხედველობის ქვეშ.
ძირითადი ვალდებულებები:
- ისტორიასა და მეხსიერების კვლევებთან (Memory Studies) დაკავშირებული სტატიების მომზადება და სამეცნიერო კვლევების განხორციელება;
- საერთაშორისო სტატიების თარგმნის უზრუნველყოფა (ინგლისურიდან ქართულად და პირიქით);
- პოტენციური პარტნიორების ან/და დონორების მოძიება და ხელმძღვანელობისთვის საპროექტო იდეების შეთავაზება;
- პროექტის საერთაშორისო პარტნიორებთან კონტაქტი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით და კორესპონდენციის მოწესრიგება-კონტროლი;
- დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:
- ჰუმანიტარული მეცნიერებების კურსდამთავრებული (სასურველია დასავლური უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი) შემდეგი მიმართულებებით: ისტორია, მეხსიერების კვლევები (Memory Studies), სოციოლოგია;
- აკადემიური წერის უნარი და გამოცდილება;
- ინგლისური ენის სრულყოფილად და რუსული ენის კარგად ცოდნა;
- საბაზისო კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
- სასურველია 3 წლიანი სტაჟი ან/და გამოცდილება შესაბამისი ან დაკავშირებული მიმართულებით აკადემიურ/კვლევით ორგანიზაციაში.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე შემდეგი ელ-ფოსტაზე: vacancies@idfi.ge არაუგვიანეს 2019 წლის 31 ივლისისა.
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: არქივები - ანალიტიკოსი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.