ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნების დღიდან (2009 წელი) ცდილობს, ხელი შეუწყოს ინფორმირებული საზოგადოების ჩამოყალიბებას და დემოკრატიული მმართველობის განვითარებას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.
ჩვენი მისიაა: გავაძლიეროთ საზოგადოება და გავხადოთ იგი მეტად ინკლუზიური და ინფორმირებული. ამ მიზნით, ჩვენ ვმუშაობთ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე, ვიცავთ ადამიანის უფლებებს, ხელს ვუწყობთ კარგი მმართველობის დანერგავს და ვამზადებთ ინფორმაციულ ანგარიშებს, ხარისხიან კვლევებს და რეკომენდაციებს; ჩვენ ადვოკატირებას ვუწევთ ახალ ინიციატივებს და არსებული პოლიტიკის, კანონებისა და პრაქტიკის რეფორმებს.
IDFI-ის საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს - https://idfi.ge/ge
ანაზღაურებადი სტაჟირება: სამართლებრივი და პროფესიული დახმარების პროგრამის მიმართულებით
ფუნქცია მოვალეობები:
სტაჟიორი მონაწილეობას მიიღებს IDFI-ის მიერ ინფორმაციის თავისუფლების გასაძლიერებლად შემუშავებული სამართლებრივი და პროფესიული დახმარების პროგრამის ფარგლებში სამართალწარმოების დაგეგმვასა და განხორციელებაში.
- საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების მომზადება;
- განცხადებების და სამართალწარმოების სხვა დოკუმენტების პირველადი ვერსიების მომზადება;
- ადმინისტრაციულ და სასამართლოს განხილვებში მონაწილეობის მიღება;
- სამართალწარმოების რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების კლასიფიკაცია წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით.
დატვირთვის შესაბამისად, დასაქმებულს ექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს IDFI-ის მიერ განხორციელებული სხვა აქტივობებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
- უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, ფრანგული ან გერმანული);
- აპლიკანტს უნდა შეეძლოს ძირითადი საოფისე პროგრამებისა და ელექტრონული საკომუნიკაციო სისტემების გამოყენება.
შეფასების კრიტერიუმები:
- ადამიანის ძირითადი უფლებების, მათ შორის, ინფორმაციის თავისუფლების კონსტიტუციური უფლებათა ცოდნა, მათი მნიშვნელობის გააზრება და ამ ცოდნის გამოყენების უნარი (35%)
- ანალიტიკურ-სამართლებრივი აზროვნებისა და წერის უნარი; (35%)
- აპლიკანტის ენთუზიაზმი და მოტივაცია არასამართავრობო სექტორში საქმიანობის მიმართ. (20%)
- წინარე აკადემიური ან/და პროფესიული საქმიანობის გამოცდილება; (10%)
კონკურსის ეტაპები:
- დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადა: 20 იანვარი;
- შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება (შერიჩევა მაქსიმუმ 15 კანდიდატი).
- წერითი დავალება და გასაუბრება:
- გამარჯვებულის გამოვლენა: 31 იანვარი;
- შრომითი ხელშეკრულების გაფორმება;
ანაზღაურება: 700 ლარი;
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი (საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება შემუშავდეს სტაჟიორზე მორგებული სამუშაო გრაფიკი).
სტაჟირების ვადა: სტაჟირების ვადაა 6 თვე. სტაჟირება შეიძლება გაგრძელდეს 3 თვით შეთანხმების საფუძველზე. სტაჟირების ვადის წარმატებით გავლის შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა, სტაჟირების წარმატებით გავლის დამდასტურებელი სერტიფიკატი და რეკომენდაცია. ვადის ამოწურვის შემდგომ, სტაჟიორს შეიძლება მიეცეს IDFI-ში დასაქმების შესაძლებლობა.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ტარას შევჩენკოს ქ. N20
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
CV - რეზიუმე; (გთხოვთ, CV-ის დაურთოთ ან “ლინკად” მიუთითოთ თქვენს მიერ მომზადებული ანალიტიკური/აკადემიური ნაშრომები - არსებობის შემთხვევაში).
სამოტივაციო წერილი: სამოტიავციო წერილი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე (სამოტივაციო წერილი არ უნდა აჭარბებდეს 5000 სიმბოლოს (გამოტოვებების ჩათვლით).
რეკომენდატორი: რეზიუმეში მითითებული უნდა იყოს ერთი ან რამდენიმე რეკომენდატორი, მათი თანამდებობა, კავშირი კანდიდატთან და საკონტაქტო ინფორმაცია;
დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადააა 2022 წლის 20 იანვარი.
გთხოვთ, გამოგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancies@idfi.ge
წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "ვაკანსია: სტაჟირება"