ვაკანსიები

ბოლო ვადა : 16 ივლისი 2019

PrIME - პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინციატივაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს პროკურატურის შიდა და გარე დამოუკიდებლობის გაზრდას, საქართველოს საპროკურორო და საგამოძიებო სისტემების მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად.   პოზიციის მიზანი   IDFI პროექტის „პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგსა და ჩართულობის გზით“ (PrIME) ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას კვლევითი კოორდინატორის პოზიციაზე, რომელიც ხელს შეუწყობს კვლევითი მასალის, მონიტორინგის ანგარიშებისა და პოლიტიკის ნარკვევების მომზადებასა და ხარისხის უზრუნველყოფას. კვლევითი კოორდინატორი იმუშავებს პროექტის მენეჯერის პირდაპირი ზედამხედველობის ქვეშ.   ძირითადი ვალდებულებები:   - პროკურატურის სტრატეგიის მონიტორინგის ალტერნატიული ანგარიშის მომზადება და ხარისხის უზრუნველყოფა; - პოლიტიკის ნარკვევების მომზადება და ხარისხის უზრუნველყოფა; - პროექტთან დაკავშირებული სასამართლო საქმეების შესწავლა; - პროექტის პარტნიორების მიერ მომზადებული ანალიტიკური მასალის გადახედვა; - პროექტის ფარგლებში მომზადებული ანალიტიკური მასალის შესახებ პრეზენტაციების მომზადება და ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა; - პროექტის პარტნიორებთან და ბენეფიციარებთან კომუნიკაცია; - პროექტის მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება პროექტის აქტივობების ეფექტიანი და შეუფერხებელი განხორციელების მიზნით.   საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება: - უმაღლესი განათლება სამართლის მიმართულებით; - სისხლის სამართლის კანონმდებლობის ცოდნა; - კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობის გამოცდილება; - სამართალდამცავი სისტემის, განსაკუთრებით პროკურატურის საქმიანობისა და ფუნქციების ცოდნა; - პოლიტიკის დოკუმენტების მონიტორინგის გამოცდილება; - ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა; - კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარები; - გუნდური მუშაობის უნარი; - ორგანიზებულობა და მართვის უნარები, სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; - კომპიუტერული უნარები (Outlook, Word, Excel).   გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: vacancies@idfi.ge არაუგვიანეს 2019 წლის 16 ივლისისა.   წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: კვლევითი კოორდინატორი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ბოლო ვადა : 25 თებერვალი 2019
თანამდებობა : ანალიტიკოსი

IDFI აცხადებს კონკურსს ანალიტიკოსის პოზიციაზე, რომლის მთავარი ფუნქცია საჯარო ფინანსებისა და სახელმწიფო შესყიდვების ეფექტურ და გამჭვირვალე განკარგვასთან დაკავშირებული საკითხების ანალიზი/შეფასებაა.   ანალიტიკოსის ფუნქციები ითვალისწინებს:   - საჯარო უწყებების მონაცემების ანალიზი და დამუშავება;    - ანალიტიკური სტატიებისა და კვლევითი ანგარიშების მომზადება შემდეგ საკითხებზე: სახელმწიფო შესყიდვები, საჯარო ფინანსების განკარგვა, სახელმწიფო პროგრამების/პროექტების მიმდინარეობა და ა.შ.;     - საჯარო მმართველობის პრობლემებთან დაკავშირებული ახალი თემების/საკვლევი მასალის მოძიება/ინიცირება;    - საჭიროების შემთხვევაში, პროექტით გათვალისწინებული სხვადასხვა ადმინისტრაციული აქტივობების შესრულება.   განათლება და უნარები:   - მაგისტრის ხარისხი შემდეგ სპეციალობებში: ჟურნალისტიკა, პოლიტიკური მეცნიერებები, ეკონომიკა, სახელმწიფო მართვა, სამართალი და/ან სამუშაოს შესაბამის სხვა სფეროში;   - ანალიტიკური/საგამოძიებო სტატიების წერის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;   - სასურველია საჯარო უწყებების ღია მონაცემების ბაზებთან და სხვადასხვა სამთავრობო პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილების ქონა;   - მნიშვნელოვანია, კარგი წერილობითი კომუნიკაციის უნარი ინგლისურ და ქართულ ენაზე;   - საოფისე პროგრამების ცოდნა;   - გუნდური მუშაობის უნარი;   - ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი;   - დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.   დაინტერესებულმა კანდიდატებმა 25 თებერვლამდე [2019] უნდა გამოაგზავნონ: CV და მაქსიმუმ 3 ანალიტიკური ნაშრომის ბმული შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancies@idfi.ge   წერილის სათაურში, გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ანალიტიკოსი. დავეკონტაქტებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.   ვაკანსია გამოცხადებულია პროექტის „კარგი მმართველობის გაძლიერება საქართველოში“ (3G) ფარგლებში [2019-2021], რომელიც ხორციელდება IDFI-ის მიერ გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია Luminate-ის ფინანსური მხარდაჭერით. 

ბოლო ვადა : 21 მაისი 2018
თანამდებობა : იურისტი/ანალიტიკოსი

ზოგადი ინფორმაცია   ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ევროკავშირის (EU) ფინანსური დახმარებით იწყებენ ორ წლიან პროექტს: საქართველოში სასამართლო რეფორმის ეფექტური განხორციელების ხელშეწყობა.   პროექტის მიზანია მხარი დაუჭიროს მართლმსაჯულების სექტორში რეფორმების განხორციელებას, მონიტორინგის და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების, სასამართლო სისტემასთან კომუნიკაციის გაზრდისა და საზოგადოებრივი ჯგუფების მობილიზაციის გზით.   პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები მოიცავს: - სასაამრთლო სისტემის რეფორმის “მესამე ტალღისა” და პოლიტიკის დოკუმენტების შესრულების მონიტორინგს და დოკუმენტირებას;   - სასამართლოს სისტემის შესახებ საზოგადოების ინფორმირების დონის და განწყობების კვლევას;   - სამოქალაქო ჯგუფების სასამართლოს სისტემის რეფორმის პროცესებში აქტიურ ჩართვას.   IDFI პროექტის ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას იურისტ/ანალიტიკოსის პოზიციაზე, რომელიც გაეხმარება გუნდს პროექტის წარმატებით განხორციელებაში.    იურისტ/ანალიტიკოსის ძირითადი ვალდებულებები მოიცავს: - დამოუკიდებელი ინსპექტორის მუშაობის და დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის მონიტორინგი და ანგარიშების მომზადება;   - სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის, ასევე სხვა შესაბამისი სამოქმედმო გეგმების შესრულების მონიტორინგი და ჩრდილოვანი ანგარიშის მომზადება;   - მონიტორინგის შედეგების გაზიარება და განხილვა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან და სხვა რელევანტურ აქტორებთან;   - სხვა ფუნქციების შესრულება, რომლებიც აუცილებელია პროექტის წარმატებულად განხორციელებისთვის.   საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:   - უმაღლესი განათლება (მაგისტრის ხარისხი) სამართლის მიმართულებით;   - კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება;   - მართლმსაჯულების სისტემის საქმიანობისა და ფუნქციების ცოდნა;   - პოლიტიკის დოკუმენტების მონიტორინგის გამოცდილება;   - ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;   - კომპიუტერული უნარები (Outlook, Word, Excel).   იურისტ/ანალიტიკოსის თვიური ანაზღაურებაა 750 ევრო (GROSS) ეკვივალენტური ოდენობით ლარში. თანხა მოიცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.  გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: vacancies@idfi.ge არაუგვიანეს 2018 წლის 21 მაისისა.   წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: იურისტ/ანალიტიკოსი. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

ბოლო ვადა : 2 აპრილი 2018

ზოგადი ინფორმაცია   PrIME-„პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინციატივაა, რომელსაც ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC) და სტუდია მონიტორთან თანამშრომლობით.   PrIME 26 თვიანი ინიციატივაა (14 მარტი, 2018 – 14 მაისი, 2020), რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს პროკურატურის შიდა და გარე დამოუკიდებლობის გაზრდას, საქართველოს საპროკურორო და საგამოძიებო სისტემების მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად.   პროექტის მიხედვით შემოთავაზებულია ყოვლისმომცველი მიდგომა, რომლისთვისაც IDFI და მისი პარტნიორები ოთხი ძირითადი მიმართულებით იმუშავებენ: მონიტორინგი, ჟურნალისტური გამოძიება, შესაძლებლობების გაძლიერება, ცნობიერების ამაღლება და ადვოკატირება.   პროექტის სპეციფიური მიზნები ორად იყოფა:   1. საქართველოს პროკურატურის ანგარიშვალდებულების გაზრდა (შიდა დამოუკიდებლობა) პროკურატურის სტრატეგიის შესრულების, საერთაშორისო და ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფისთვის;   2. ინსტიტუციებს შორის ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობას, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მედიასა და ფართო საზოგადოებას შორის ისე, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს პროკურატურაში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ.   ადამიანის უფლებათა დაცვისთვის ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით პროექტი შემდეგი შედეგების მიღწევას ისახავს მიზნად:   - საქართველოს პროკურატურის ანგარიშვალდებულების გაზრდა საზოგადოების წინაშე, პროკურატურის სტრატეგიის მონიტორინგის ანგარიშების მომზადების, გახმაურებული საქმეების მონიტორინგის და პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ექსპერტული დისკუსიების ჩატარების გზით;   - ფართო საზოგადოებისა და მედიის ინტერესისა და ცნობიერების ამაღლება პროკურატურისა და იმ საკითხების შესახებ, რომლებიც რეფორმას საჭიროებს;   - პროკურორების შესაძლებლობების გაძლიერება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეების სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისთვის და ასეთი დანაშაულებისთვის ზუსტი კვალიფიკაციის მინიჭებისთვის საჭიროებისამებრ;   - პროკურატურასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგის გაღრმავება ინსტიტუციის შიგნით არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით ღია დისკუსიების ხელშეწყობის მიზნით.   პოზიციის მიზანი   IDFI პროექტის „პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგსა და ჩართულობის გზით“ (PrIME) ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოს/ასისტენტის პოზიციაზე, რომელიც ხელს შეუწყობს გუნდს ანალიტიკური და ადმინისტრაციული საქმიანობით, პროექტის ხარისხიანად განხორციელების უზრუნველსაყოფად.   ძირითადი ვალდებულებები:   - პროექტის გუნდის ხელშეწყობა პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების (შეხვედრები, კონფერენციები, სამუშაო ჯგუფები, ტრენინგები, და ა.შ.) დაგეგმვასა და ორგანიზებაში;   - პროექტის პარტნიორებთან, დაინტერესებულ მხარეებთან და ბენეფიციარებთან კომუნიკაცია პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე;   - კვლევითი კოორდინატორისა და პროექტის მენეჯერისთვის დახმარების გაწევა პოლიტიკის ნარკვევების მომზადების პროცესში;   - პროკურატურის სტრატეგიის მონიტორინგის ალტერნატიული ანგარიშის მომზადების ხელშეწყობა;   - პროექტის მენეჯერის, კვლევითი კოორდინატორისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.   საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:   - უმაღლესი განათლება სამართლის, ან საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით;   - ადმინისტრაციული საქმიანობის (ოფიციალური მიმოწერა, მომსახურების მომწოდებლებთან ურთიერთობა, შეხვედრების დაგეგმვა, და ა.შ.), როგორც სამუშაოს ძირითადი ფუნქცია ან მისი ნაწილი, ერთწლიანი გამოცდილება;   - კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობისა მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება;   - სასურველია სამართალდამცავი სისტემის, განსაკუთრებით პროკურატურის საქმიანობისა და ფუნქციების ცოდნა;   - სასურველია პოლიტიკის დოკუმენტების მონიტორინგის გამოცდილება;   - ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;   - კომუნიკაციის უნარები და ორგანიზებულობა;   - კომპიუტერული უნარები (Outlook, Word, Excel).   გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: vacancies@idfi.ge არაუგვიანეს 2018 წლის 2 აპრილისა. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ანალიტიკოსი.   დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

ბოლო ვადა : 2 აპრილი 2018
თანამდებობა : ფინანსური მენეჯერი

ზოგადი ინფორმაცია   PrIME - „პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინციატივაა, რომელსაც ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC) და სტუდია მონიტორთან თანამშრომლობით.   PrIME 26 თვიანი ინიციატივაა (14 მარტი, 2018 – 14 მაისი, 2020), რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს პროკურატურის შიდა და გარე დამოუკიდებლობის გაზრდას, საქართველოს საპროკურორო და საგამოძიებო სისტემების მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად.   პროექტის მიხედვით შემოთავაზებულია ყოვლისმომცველი მიდგომა, რომლისთვისაც IDFI და მისი პარტნიორები ოთხი ძირითადი მიმართულებით იმუშავებენ: მონიტორინგი, ჟურნალისტური გამოძიება, შესაძლებლობების გაძლიერება, ცნობიერების ამაღლება და ადვოკატირება.   პროექტის სპეციფიური მიზნები ორად იყოფა:   1. საქართველოს პროკურატურის ანგარიშვალდებულების გაზრდა (შიდა დამოუკიდებლობა) პროკურატურის სტრატეგიის შესრულების, საერთაშორისო და ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფისთვის;   2. ინსტიტუციებს შორის ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობას, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მედიასა და ფართო საზოგადოებას შორის ისე, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს პროკურატურაში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ.   ადამიანის უფლებათა დაცვისთვის ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით პროექტი შემდეგი შედეგების მიღწევას ისახავს მიზნად:   - საქართველოს პროკურატურის ანგარიშვალდებულების გაზრდა საზოგადოების წინაშე, პროკურატურის სტრატეგიის მონიტორინგის ანგარიშების მომზადების, გახმაურებული საქმეების მონიტორინგის და პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ექსპერტული დისკუსიების ჩატარების გზით;   - ფართო საზოგადოებისა და მედიის ინტერესისა და ცნობიერების ამაღლება პროკურატურისა და იმ საკითხების შესახებ, რომლებიც რეფორმას საჭიროებს;   - პროკურორების შესაძლებლობების გაძლიერება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეების სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისთვის და ასეთი დანაშაულებისთვის ზუსტი კვალიფიკაციის მინიჭებისთვის საჭიროებისამებრ;   - პროკურატურასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგის გაღრმავება ინსტიტუციის შიგნით არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით ღია დისკუსიების ხელშეწყობის მიზნით.   პოზიციის მიზანი   IDFI პროექტის „პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგსა და ჩართულობის გზით“ (PrIME) ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე, ნახევარ განაკვეთზე. ფინანსური მენეჯერის საქმიანობის ძირითადი მიზანი იქნება პროექტთან დაკავშირებული ფინანსური ოპერაციების შესაბამისობის უზრუნველყოფა ფინანსურ პოლიტიკასთან, რეგულაციებთან და კანონმდებლობასთან.   ძირითადი ვალდებულებები:   - პროექტის ფინანსური ანგარიშების დროულად და სიზუსტით მომზადება დონორისა და IDFI-ის შიდა პოლიტიკასთან/მოთხოვნებთან შესაბამისად;   - პროექტის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით დროული პასუხებისა და უკუკავშირის მიწოდება;   - პროექტის ფინანსური და ადმინისტრაციული დოკუმენტების/ინფორმაციის კონსოლიდირება;   - პროექტის თანამშრომელთა სამუშაო ტაბელის აღრიცხვა;   - პროექტის ანგარიშების პროექტის მენეჯერთან ერთად განხილვა და გამოვლენილი ხარვეზების დროული მოწესრიგება;   - პროექტის მენეჯმენტისთვის თვიური ანგარიშების/ინფორმაციის მომზადება;   - ბიუჯეტის ზედამხედველობის უზრუნველყოფა გრანტთან დაკავშირებული დანახარჯების კონტროლის გზით;   - დანახარჯების ბიუჯეტის ლიმიტის ფარგლებში განხორციელების უზრუნველყოფა პროექტის ბიუჯეტის გადაჭარბებით ხარჯვის კონტროლის მიზნით;   - ქვეგრანტიორების ფინანსური დოკუმენტაციის/ანგარიშების რეგულარული გადახედვა ფინანსური პროცესების შიდა კონტროლის უზრუნველსაყოფად;   - პროექტის საბიუჯეტო ვალდებულებების მუდმივი მონიტორინგი და პროექტის მენეჯმენტისთვის რჩევების მიცემა მნიშვნელოვანი საკითხის არსებობისას;   - პროექტის ფარგლებში გადარიცხვების განხორციელება შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო სტანდარტების და დონორის მოთხოვნების დაცვით;   - პროექტის აუდიტის ფარგლებში გარე აუდიტისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის დროული მომზადება და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება პროექტის დანახარჯების შესახებ;   - დაინტერესებულ მხარეებთან კორესპონდენციის წარმოება;   - პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი შესყიდვების პროცედურის დონორისა და IDFI-ის შიდა სახელმძღვანელოებისა და პოლიტიკის შესაბამისად წარმართვის უზრუნველყოფა;   - IDFI-ის ფინანსურ და ადმინისტრაციულ მენეჯერთან ყველა აქტივობის კოორდინაცია;   - IDFI-ის აღმასრულებელ დირექტორთან და პროექტის მენეჯერთან ანგარიშგება და მათი სხვა დაკავშირებული დავალებების შესრულება.   საკვალიფიკაციო მოთხოვნები:   - უმაღლესი განათლება ფინანსებსა და ბუღალტერიაში;   - არასამთავრობო სექტორში მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;   - ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტებზე მუშაობის გამოცდილება. ევროკავშირის გრანტის განხორციელების ფინანსური რეგულაციების დეტალური ცოდნა;   - საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;   - ბუღალტერიის საერთაშორისო სტანდარტებისა და პრინციპების ცოდნა;   - კომპიუტერული პროგრამები: MS Word, MS Excel, Outlook, ORIS-ის ცოდნა;   - ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;   - ორგანიზებულობა;   - ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;   - დეტალებზე ორიენტირებულობა.    გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ინგლისურ ენაზე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: vacancies@idfi.ge  არაუგვიანეს 2018 წლის 2 აპრილისა.   წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ფინანსური მენეჯერი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.  

ბოლო ვადა : 2 აპრილი 2018

ზოგადი ინფორმაცია   PrIME - „პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინციატივაა, რომელსაც ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC) და სტუდია მონიტორთან თანამშრომლობით.   PrIME 26 თვიანი ინიციატივაა (14 მარტი, 2018 – 14 მაისი, 2020), რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს პროკურატურის შიდა და გარე დამოუკიდებლობის გაზრდას, საქართველოს საპროკურორო და საგამოძიებო სისტემების მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად.   პროექტის მიხედვით შემოთავაზებულია ყოვლისმომცველი მიდგომა, რომლისთვისაც IDFI და მისი პარტნიორები ოთხი ძირითადი მიმართულებით იმუშავებენ: მონიტორინგი, ჟურნალისტური გამოძიება, შესაძლებლობების გაძლიერება, ცნობიერების ამაღლება და ადვოკატირება.   პროექტის სპეციფიური მიზნები ორად იყოფა:   1. საქართველოს პროკურატურის ანგარიშვალდებულების გაზრდა (შიდა დამოუკიდებლობა) პროკურატურის სტრატეგიის შესრულების, საერთაშორისო და ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფისთვის;   2. ინსტიტუციებს შორის ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობას, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მედიასა და ფართო საზოგადოებას შორის ისე, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს პროკურატურაში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ.   ადამიანის უფლებათა დაცვისთვის ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით პროექტი შემდეგი შედეგების მიღწევას ისახავს მიზნად:   - საქართველოს პროკურატურის ანგარიშვალდებულების გაზრდა საზოგადოების წინაშე, პროკურატურის სტრატეგიის მონიტორინგის ანგარიშების მომზადების, გახმაურებული საქმეების მონიტორინგის და პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ექსპერტული დისკუსიების ჩატარების გზით;   - ფართო საზოგადოებისა და მედიის ინტერესისა და ცნობიერების ამაღლება პროკურატურისა და იმ საკითხების შესახებ, რომლებიც რეფორმას საჭიროებს;   - პროკურორების შესაძლებლობების გაძლიერება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეების სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისთვის და ასეთი დანაშაულებისთვის ზუსტი კვალიფიკაციის მინიჭებისთვის საჭიროებისამებრ;   - პროკურატურასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგის გაღრმავება ინსტიტუციის შიგნით არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით ღია დისკუსიების ხელშეწყობის მიზნით.   პოზიციის მიზანი   IDFI პროექტის „პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგსა და ჩართულობის გზით“ (PrIME) ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას კვლევითი კოორდინატორის პოზიციაზე, რომელიც ხელს შეუწყობს კვლევითი მასალის, მონიტორინგის ანგარიშებისა და პოლიტიკის ნარკვევების მომზადებასა და ხარისხის უზრუნველყოფას. კვლევითი კოორდინატორი იმუშავებს პროექტის მენეჯერის პირდაპირი ზედამხედველობის ქვეშ.   ძირითადი ვალდებულებები:   - პროკურატურის სტრატეგიის მონიტორინგის ალტერნატიული ანგარიშის მომზადება და ხარისხის უზრუნველყოფა;   - პოლიტიკის ნარკვევების მომზადება და ხარისხის უზრუნველყოფა;   - პროექტთან დაკავშირებული სასამართლო საქმეების შესწავლა;   - პროექტის პარტნიორების მიერ მომზადებული ანალიტიკური მასალის გადახედვა;   - პროექტის ფარგლებში მომზადებული ანალიტიკური მასალის შესახებ პრეზენტაციების მომზადება და ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა;   - პროექტის პარტნიორებთან და ბენეფიციარებთან კომუნიკაცია;   - პროექტის მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება პროექტის აქტივობების ეფექტიანი და შეუფერხებელი განხორციელების მიზნით.   საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:   - უმაღლესი განათლება (მაგისტრის ხარისხი) სამართლის მიმართულებით;   - სისხლის სამართლის კანონმდებლობის ცოდნა;   - კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობის ანალიზის მინიმუმ სამ წლიანი გამოცდილება;   - სამართალდამცავი სისტემის, განსაკუთრებით პროკურატურის საქმიანობისა და ფუნქციების ცოდნა;   - პოლიტიკის დოკუმენტების მონიტორინგის გამოცდილება;   - ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;   - კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარები;   - გუნდური მუშაობის უნარი;   - ორგანიზებულობა და მართვის უნარები, სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;   - კომპიუტერული უნარები (Outlook, Word, Excel).   გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: vacancies@idfi.ge არაუგვიანეს 2018 წლის 2 აპრილისა. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: კვლევითი კოორდინატორი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.    

ბოლო ვადა : 26 თებერვალი 2018
თანამდებობა : მოხალისე სტაჟიორი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) არის ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში დემოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბებას.   დაარსების დღიდან, IDFI ცდილობს გააძლიეროს საზოგადოება და გახადოს იგი მეტად ინკლუზიური და ინფორმირებული. იგი მუშაობს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე, იცავს ადამიანის უფლებებს, ხელს უწყობს კარგი მმართველობის დანერგავს და ამზადებს ინფორმაციულ ანგარიშებს, ხარისხიან კვლევებსა და რეკომენდაციებს; ორგანიზაცია ასევე ადვოკატირებას უწევს ახალ ინიციატივებს და არსებული პოლიტიკის, კანონებისა და პრაქტიკის რეფორმებს. IDFI-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.idfi.ge   IDFI პროექტის „საზოგადოების გაძლიერება კარგი მმართველობის ხელშეწყობისთვის“ ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას ნახევარ განაკვეთზე მომუშავე სტაჟიორის პოზიციაზე. სტაჟირების ხანგრძლივობა - 3 თვე.   ძირითადი მოვალეობები:   - სხვადასხვა მონაცემების დახარისხება, დაჯგუფება და ექსელში გადატანა;   - ანალიტიკურ სტატიებისა და კვლევების მომზადებაში მონაწილეობა;   - წერითი და/ან ზეპირი თარგმანის შესრულება ქართულიდან ინგლისურ ენაზე და პირიქით;   - სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.   განათლება და უნარები:   - სოციალური მეცნიერებების, ეკონომიკის, სახელმწიფო მართვის, სამართლის, ჟურნალისტიკის ან სხვა შესაბამისი სპეციალობის სტუდენტი;   - საოფისე პროგრამების ცოდნა;   - გუნდური მუშაობის უნარი;   - ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი, დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი;   - ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი ინგლისურ ენაზე (ჩაითვლება უპირატესობად).    სტაჟირების დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი.   დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი (ქართულ ენაზე) შემდეგ ელფოსტაზე: vacancies@idfi.ge არაუგვიანეს 26 თებერვლისა (2018).    წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მოხალისე სტაჟიორი. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.  

ბოლო ვადა : 16 თებერვალი 2018
თანამდებობა : გრაფიკული დიზაინერი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)  პროექტის „საზოგადოების გაძლიერება კარგი მმართველობის ხელშეწყობისთვის“ ფარგლებში აცხადებს კონკურსს გრაფიკული დიზაინერის თანამდებობაზე, რომლის ძირითადი მოვალეობა ინოვაციური, საინფორმაციო, საგანმანათლებლო და სარეკლამო მასალების (მათ შორის ინფოგრაფიკების) დიზაინის მომზადებაა.     ძირითადი მოთხოვნები:   - გრაფიკულ პროგრამებში - Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Indesign - მუშაობის გამოცდილება;   -ბეჭდვითი და ელექტრონული მასალების დიზაინის მომზადება და კორექტირება;   -სოციალური ქსელებისთვის აუცილებელი ვიზუალური მასალის შექმნა;   - ვებგვერდების გრაფიკული დიზაინის და ინფოგრაფიკების მომზადების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;   -შესაბამისი უმაღლესი განათლება;   -ამ სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.     დამატებითი მოთხოვნები:   - წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი;   - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;   - დეტალებზე ორიენტირებული;   - კრეატიული და სხარტი აზროვნება;   - გუნდური მუშაობის უნარი;   - ენერგიული და შრომისმოყვარე.   კანდიდატის ანაზღაურება განისაზღვრება თითოეული დასრულებული პროდუქტის საფუძველზე.   დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ 2018 წლის 16 თებერვლამდე, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიოს ელექტრონული ბმული ელ-ფოსტით, შემდეგ მისამართზე: vacancies@idfi.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

ბოლო ვადა : 5 თებერვალი 2017

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) არის ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში დემოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბებას.   დაარსების დღიდან, IDFI ცდილობს გააძლიეროს საზოგადოება და გახადოს იგი მეტად ინკლუზიური და ინფორმირებული. იგი მუშაობს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე, იცავს ადამიანის უფლებებს, ხელს უწყობს კარგი მმართველობის დანერგავს და ამზადებს ინფორმაციულ ანგარიშებს, ხარისხიან კვლევებსა და რეკომენდაციებს; ორგანიზაცია ასევე ადვოკატირებას უწევს ახალ ინიციატივებს და არსებული პოლიტიკის, კანონებისა და პრაქტიკის რეფორმებს. IDFI-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.idfi.ge     IDFI საგრანტო პროექტის „საქართველოში ინტერნეტ თავისუფლების იურიდიული გარანტიების გაუმჯობესება” ფარგლებში ეძებს სრულ განაკვეთზე მომუშავე ინფორმაციული ტექნოლოგიების ანალიტიკოსი / პროექტის ასისტენტი. ამ ინიციატივის მიზანია საქართველოში ინტერნეტ თავისუფლების სტანდარტების გაზრდა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების გამოვლენა. პროექტის განხორციელება: თებერვალი-ივნისი, 2017.     ასისტენტის ძირითადი მოვალეობები:  -ინტერნეტ რეგულაციებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ სტატიების, ანგარიშებისა და სხვა მასალების გაცნობა, თარგმნა და მცირე ანალიზების მომზადება;   -პროექტის ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებების (სამუშაო შეხვედრები, კონსულტაციები) ორგანიზება, დასწრება და მათზე სიახლეების მომზადება (ქართულად და ინგლისურად);   -პროექტის ბენეფიციარებთან ურთიერთობა და მოხსენებითი ანგარიშების მომზადება;   -პროექტით გათვალისწინებული სხვადასხვა ადმინისტრაციული აქტივობების შესრულება.     განათლება და უნარები: - ბაკალავრის ხარისხი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, სოციალურ მეცნიერებებში და/ან სამუშაოს შესაბამის სხვა სფეროში.   - სხვადასხვა ტიპის ღონისძიების დაგეგმვისა და ორგანიზების გამოცდილება;   - ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი ინგლისურ ენაზე;   - სტატიების წერის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);   - საოფისე პროგრამების ცოდნა;   - გუნდური მუშაობის უნარი;   - ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი, დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.     დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელფოსტაზე: vacancies@idfi.ge არაუგვიანეს 5 თებერვლისა (2017). CV-ში აუცილებლად მიუთითეთ აქამდე დაწერილი ან გამოქვეყნებული სტატიები/პუბლიკაციები (არსებობის შემთხვევაში).   წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ინფორმაციული ტექნოლოგიების ანალიტიკოსი / პროექტის ასისტენტი. დავეკონტაქტებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

ბოლო ვადა : 14 ნოემბერი 2016

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) არის ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში დემოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბებას.    დაარსების დღიდან (2009 წელი), IDFI ცდილობს გააძლიეროს საზოგადოება და გახადოს იგი მეტად ინკლუზიური და ინფორმირებული. იგი მუშაობს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე, იცავს ადამიანის უფლებებს, ხელს უწყობს კარგი მმართველობის დანერგავს და ამზადებს ინფორმაციულ ანგარიშებს, ხარისხიან კვლევებსა და რეკომენდაციებს; ორგანიზაცია ასევე ადვოკატირებას უწევს ახალ ინიციატივებს და არსებული პოლიტიკის, კანონებისა და პრაქტიკის რეფორმებს. IDFI-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.idfi.ge    „ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდის“ (OSI) მიერ დაფინანსებული „ორგანიზაციული განვითარების გრანტის“ ფარგლებში, IDFI ეძებს გრანტების მოძიების სპეციალისტს, რომელსაც დაევალება IDFI-ის დაფინანსების მოძიების სტრატეგიის განხორციელება და საგრანტო პროექტების (IDFI-ის სტანდარტებისა და დონორი ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისი) მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა. გრანტის მოძიების სპეციალისტი იქნება IDFI-ის წარმომადგენელი სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებში და ფინანსური მდგრადობის მიღწევის მიზნით, დაევალება მათგან დაფინანსების მოძიების პროცესის წარმატებით წარმართვა IDFI-ის საქმიანობის თითოეული სფეროსთვის (კარგი მმართველობა; მედია, ინტერნეტი და ტელეკომუნიკაციები; ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა, და საბჭოთა კვლევები).   ძირითადი მოვალეობები:   - ორგანიზაციის დაფინანსების მოძიების სტრატეგიის წარმატებით განხორციელება;  - ინსტიტუტის გუნდთან ერთად, დონორებთან დასაკავშირებლად საჭირო კვლევისა (ახალი საგრანტო იდეების ჩამოყალიბება, პარტნიორების მოძიება და ა.შ.) და ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციული მასალების მომზადება, (ორგანიზაციის შესაძლებლობების ანალიზი, მიმდინარე და დასრულებული პროექტების მიმოხილვები და ა.შ.); - არსებულ და პოტენციურ დონორ ორგანიზაციებთან თანმიმდევრული და პროფესიონალური ურთიერთობის ჩამოყალიბება; - ახალი, მაღალხარისხიანი და დონორების მოთხოვნებზე მორგებული საგრანტო წინადადებების შემუშავების პროცესის წარმართვა;-თითოეულ დონორ ორგანიზაციასთან ურთიერთობის ინდივიდუალურად წარმართვა.   განათლება და უნარები:   - ბაკალავრის ხარისხი სამუშაოს შესაბამის სფეროში (საერთაშორისო განვითარება, ბიზნეს ადმინისტრირება ან / და სხვა სოციალური მეცნიერებები). მაგისტრის ხარისხი უპირატესობად ჩაითვლება; - გამარჯვებული საგრანტო პროექტების წერის გამოცდილება; - გამოცდილება კავშირების დამყარებაში და საგრანტო შესაძლებლობების შესახებ ამომწურავი და უახლესი ცოდნა, განსაკუთრებით IDFI-ისთვის საინტერესო სფეროებში (იხ. www.idfi.ge; პუბლიკაციები); - საქართველოში არსებული ისტორიული, კულტურული, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის საფუძვლიანი ცოდნა; - გამოცდილება პროგრამის დიზაინში / საგრანტო წინადადებების შემუშავებაში, მონიტორინგსა და შეფასებაში; - დონორებთან კომუნიკაციის მეთოდების ცოდნა; -მოლაპარაკებისა და წარმომადგენლობის ძლიერი უნარ-ჩვევები; - ძლიერი ანალიტიკური უნარები; - პროგრამის მართვის ცოდნა; - დონორთა თავისებურებებისა და რეგულაციების ცოდნა; - ორმხრივ და მრავალმხრივ დონორებთან სტრატეგიულ დონეზე კომუნიკაციის უნარი; - ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი ინგლისურ ენაზე; - გუნდური მუშაობის უნარი; - ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი, დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.   დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელფოსტაზე: vacancies@idfi.ge არაუგვიანეს 14 ნოემბერისა (2016).   წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: გრანტის მოძიების სპეციალისტი. დავეკონტაქტებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.        

პირველი 1 2 ბოლო შემდეგი