ფინანსური მენეჯერი

ზოგადი ინფორმაცია

 

PrIME - „პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზითევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინციატივაა, რომელსაც ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC) და სტუდია მონიტორთან თანამშრომლობით.

 

PrIME 26 თვიანი ინიციატივაა (14 მარტი, 2018 – 14 მაისი, 2020), რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს პროკურატურის შიდა და გარე დამოუკიდებლობის გაზრდას, საქართველოს საპროკურორო და საგამოძიებო სისტემების მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად.

 

პროექტის მიხედვით შემოთავაზებულია ყოვლისმომცველი მიდგომა, რომლისთვისაც IDFI და მისი პარტნიორები ოთხი ძირითადი მიმართულებით იმუშავებენ: მონიტორინგი, ჟურნალისტური გამოძიება, შესაძლებლობების გაძლიერება, ცნობიერების ამაღლება და ადვოკატირება.

 

პროექტის სპეციფიური მიზნები ორად იყოფა:

 

1. საქართველოს პროკურატურის ანგარიშვალდებულების გაზრდა (შიდა დამოუკიდებლობა) პროკურატურის სტრატეგიის შესრულების, საერთაშორისო და ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფისთვის;

 

2. ინსტიტუციებს შორის ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობას, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მედიასა და ფართო საზოგადოებას შორის ისე, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს პროკურატურაში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა დაცვისთვის ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით პროექტი შემდეგი შედეგების მიღწევას ისახავს მიზნად:

 

- საქართველოს პროკურატურის ანგარიშვალდებულების გაზრდა საზოგადოების წინაშე, პროკურატურის სტრატეგიის მონიტორინგის ანგარიშების მომზადების, გახმაურებული საქმეების მონიტორინგის და პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ექსპერტული დისკუსიების ჩატარების გზით;

 

- ფართო საზოგადოებისა და მედიის ინტერესისა და ცნობიერების ამაღლება პროკურატურისა და იმ საკითხების შესახებ, რომლებიც რეფორმას საჭიროებს;

 

- პროკურორების შესაძლებლობების გაძლიერება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეების სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისთვის და ასეთი დანაშაულებისთვის ზუსტი კვალიფიკაციის მინიჭებისთვის საჭიროებისამებრ;

 

- პროკურატურასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგის გაღრმავება ინსტიტუციის შიგნით არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით ღია დისკუსიების ხელშეწყობის მიზნით.

 


პოზიციის მიზანი

 

IDFI პროექტის „პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგსა და ჩართულობის გზით“ (PrIME) ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე, ნახევარ განაკვეთზე. ფინანსური მენეჯერის საქმიანობის ძირითადი მიზანი იქნება პროექტთან დაკავშირებული ფინანსური ოპერაციების შესაბამისობის უზრუნველყოფა ფინანსურ პოლიტიკასთან, რეგულაციებთან და კანონმდებლობასთან.

 

ძირითადი ვალდებულებები:

 

- პროექტის ფინანსური ანგარიშების დროულად და სიზუსტით მომზადება დონორისა და IDFI-ის შიდა პოლიტიკასთან/მოთხოვნებთან შესაბამისად;

 

- პროექტის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით დროული პასუხებისა და უკუკავშირის მიწოდება;

 

- პროექტის ფინანსური და ადმინისტრაციული დოკუმენტების/ინფორმაციის კონსოლიდირება;

 

- პროექტის თანამშრომელთა სამუშაო ტაბელის აღრიცხვა;

 

- პროექტის ანგარიშების პროექტის მენეჯერთან ერთად განხილვა და გამოვლენილი ხარვეზების დროული მოწესრიგება;

 

- პროექტის მენეჯმენტისთვის თვიური ანგარიშების/ინფორმაციის მომზადება;

 

- ბიუჯეტის ზედამხედველობის უზრუნველყოფა გრანტთან დაკავშირებული დანახარჯების კონტროლის გზით;

 

- დანახარჯების ბიუჯეტის ლიმიტის ფარგლებში განხორციელების უზრუნველყოფა პროექტის ბიუჯეტის გადაჭარბებით ხარჯვის კონტროლის მიზნით;

 

- ქვეგრანტიორების ფინანსური დოკუმენტაციის/ანგარიშების რეგულარული გადახედვა ფინანსური პროცესების შიდა კონტროლის უზრუნველსაყოფად;

 

- პროექტის საბიუჯეტო ვალდებულებების მუდმივი მონიტორინგი და პროექტის მენეჯმენტისთვის რჩევების მიცემა მნიშვნელოვანი საკითხის არსებობისას;

 

- პროექტის ფარგლებში გადარიცხვების განხორციელება შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო სტანდარტების და დონორის მოთხოვნების დაცვით;

 

- პროექტის აუდიტის ფარგლებში გარე აუდიტისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის დროული მომზადება და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება პროექტის დანახარჯების შესახებ;

 

- დაინტერესებულ მხარეებთან კორესპონდენციის წარმოება;

 

- პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი შესყიდვების პროცედურის დონორისა და IDFI-ის შიდა სახელმძღვანელოებისა და პოლიტიკის შესაბამისად წარმართვის უზრუნველყოფა;

 

- IDFI-ის ფინანსურ და ადმინისტრაციულ მენეჯერთან ყველა აქტივობის კოორდინაცია;

 

- IDFI-ის აღმასრულებელ დირექტორთან და პროექტის მენეჯერთან ანგარიშგება და მათი სხვა დაკავშირებული დავალებების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

- უმაღლესი განათლება ფინანსებსა და ბუღალტერიაში;

 

- არასამთავრობო სექტორში მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;

 

- ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტებზე მუშაობის გამოცდილება. ევროკავშირის გრანტის განხორციელების ფინანსური რეგულაციების დეტალური ცოდნა;

 

- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;

 

- ბუღალტერიის საერთაშორისო სტანდარტებისა და პრინციპების ცოდნა;

 

- კომპიუტერული პროგრამები: MS Word, MS Excel, Outlook, ORIS-ის ცოდნა;

 

- ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;

 

- ორგანიზებულობა;

 

- ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;

 

- დეტალებზე ორიენტირებულობა.

  

გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ინგლისურ ენაზე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: vacancies@idfi.ge  არაუგვიანეს 2018 წლის 2 აპრილისა.

 

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ფინანსური მენეჯერი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.