კვლევითი კოორდინატორი

ზოგადი ინფორმაცია

 

PrIME - „პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზითევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინციატივაა, რომელსაც ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC) და სტუდია მონიტორთან თანამშრომლობით.

 

PrIME 26 თვიანი ინიციატივაა (14 მარტი, 2018 – 14 მაისი, 2020), რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს პროკურატურის შიდა და გარე დამოუკიდებლობის გაზრდას, საქართველოს საპროკურორო და საგამოძიებო სისტემების მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად.

 

პროექტის მიხედვით შემოთავაზებულია ყოვლისმომცველი მიდგომა, რომლისთვისაც IDFI და მისი პარტნიორები ოთხი ძირითადი მიმართულებით იმუშავებენ: მონიტორინგი, ჟურნალისტური გამოძიება, შესაძლებლობების გაძლიერება, ცნობიერების ამაღლება და ადვოკატირება.

 

პროექტის სპეციფიური მიზნები ორად იყოფა:

 

1. საქართველოს პროკურატურის ანგარიშვალდებულების გაზრდა (შიდა დამოუკიდებლობა) პროკურატურის სტრატეგიის შესრულების, საერთაშორისო და ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფისთვის;

 

2. ინსტიტუციებს შორის ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობას, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მედიასა და ფართო საზოგადოებას შორის ისე, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს პროკურატურაში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა დაცვისთვის ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით პროექტი შემდეგი შედეგების მიღწევას ისახავს მიზნად:

 

- საქართველოს პროკურატურის ანგარიშვალდებულების გაზრდა საზოგადოების წინაშე, პროკურატურის სტრატეგიის მონიტორინგის ანგარიშების მომზადების, გახმაურებული საქმეების მონიტორინგის და პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ექსპერტული დისკუსიების ჩატარების გზით;

 

- ფართო საზოგადოებისა და მედიის ინტერესისა და ცნობიერების ამაღლება პროკურატურისა და იმ საკითხების შესახებ, რომლებიც რეფორმას საჭიროებს;

 

- პროკურორების შესაძლებლობების გაძლიერება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეების სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისთვის და ასეთი დანაშაულებისთვის ზუსტი კვალიფიკაციის მინიჭებისთვის საჭიროებისამებრ;

 

- პროკურატურასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგის გაღრმავება ინსტიტუციის შიგნით არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით ღია დისკუსიების ხელშეწყობის მიზნით.

 

პოზიციის მიზანი

 

IDFI პროექტის „პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგსა და ჩართულობის გზით“ (PrIME) ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას კვლევითი კოორდინატორის პოზიციაზე, რომელიც ხელს შეუწყობს კვლევითი მასალის, მონიტორინგის ანგარიშებისა და პოლიტიკის ნარკვევების მომზადებასა და ხარისხის უზრუნველყოფას. კვლევითი კოორდინატორი იმუშავებს პროექტის მენეჯერის პირდაპირი ზედამხედველობის ქვეშ.

 

ძირითადი ვალდებულებები:

 

- პროკურატურის სტრატეგიის მონიტორინგის ალტერნატიული ანგარიშის მომზადება და ხარისხის უზრუნველყოფა;

 

- პოლიტიკის ნარკვევების მომზადება და ხარისხის უზრუნველყოფა;

 

- პროექტთან დაკავშირებული სასამართლო საქმეების შესწავლა;

 

- პროექტის პარტნიორების მიერ მომზადებული ანალიტიკური მასალის გადახედვა;

 

- პროექტის ფარგლებში მომზადებული ანალიტიკური მასალის შესახებ პრეზენტაციების მომზადება და ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა;

 

- პროექტის პარტნიორებთან და ბენეფიციარებთან კომუნიკაცია;

 

- პროექტის მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება პროექტის აქტივობების ეფექტიანი და შეუფერხებელი განხორციელების მიზნით.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:

 

- უმაღლესი განათლება (მაგისტრის ხარისხი) სამართლის მიმართულებით;

 

- სისხლის სამართლის კანონმდებლობის ცოდნა;

 

- კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობის ანალიზის მინიმუმ სამ წლიანი გამოცდილება;

 

- სამართალდამცავი სისტემის, განსაკუთრებით პროკურატურის საქმიანობისა და ფუნქციების ცოდნა;

 

- პოლიტიკის დოკუმენტების მონიტორინგის გამოცდილება;

 

- ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;

 

- კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარები;

 

- გუნდური მუშაობის უნარი;

 

- ორგანიზებულობა და მართვის უნარები, სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

 

- კომპიუტერული უნარები (Outlook, Word, Excel).

 

გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: vacancies@idfi.ge არაუგვიანეს 2018 წლის 2 აპრილისა. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: კვლევითი კოორდინატორი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.