ანალიტიკოსი/ასისტენტი

ზოგადი ინფორმაცია

 

PrIME-„პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინციატივაა, რომელსაც ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC) და სტუდია მონიტორთან თანამშრომლობით.

 

PrIME 26 თვიანი ინიციატივაა (14 მარტი, 2018 – 14 მაისი, 2020), რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს პროკურატურის შიდა და გარე დამოუკიდებლობის გაზრდას, საქართველოს საპროკურორო და საგამოძიებო სისტემების მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად.

 

პროექტის მიხედვით შემოთავაზებულია ყოვლისმომცველი მიდგომა, რომლისთვისაც IDFI და მისი პარტნიორები ოთხი ძირითადი მიმართულებით იმუშავებენ: მონიტორინგი, ჟურნალისტური გამოძიება, შესაძლებლობების გაძლიერება, ცნობიერების ამაღლება და ადვოკატირება.

 

პროექტის სპეციფიური მიზნები ორად იყოფა:

 

1. საქართველოს პროკურატურის ანგარიშვალდებულების გაზრდა (შიდა დამოუკიდებლობა) პროკურატურის სტრატეგიის შესრულების, საერთაშორისო და ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფისთვის;

 

2. ინსტიტუციებს შორის ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობას, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მედიასა და ფართო საზოგადოებას შორის ისე, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს პროკურატურაში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა დაცვისთვის ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით პროექტი შემდეგი შედეგების მიღწევას ისახავს მიზნად:

 

- საქართველოს პროკურატურის ანგარიშვალდებულების გაზრდა საზოგადოების წინაშე, პროკურატურის სტრატეგიის მონიტორინგის ანგარიშების მომზადების, გახმაურებული საქმეების მონიტორინგის და პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ექსპერტული დისკუსიების ჩატარების გზით;

 

- ფართო საზოგადოებისა და მედიის ინტერესისა და ცნობიერების ამაღლება პროკურატურისა და იმ საკითხების შესახებ, რომლებიც რეფორმას საჭიროებს;

 

- პროკურორების შესაძლებლობების გაძლიერება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეების სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისთვის და ასეთი დანაშაულებისთვის ზუსტი კვალიფიკაციის მინიჭებისთვის საჭიროებისამებრ;

 

- პროკურატურასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგის გაღრმავება ინსტიტუციის შიგნით არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით ღია დისკუსიების ხელშეწყობის მიზნით.

 

პოზიციის მიზანი

 

IDFI პროექტის „პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგსა და ჩართულობის გზით“ (PrIME) ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოს/ასისტენტის პოზიციაზე, რომელიც ხელს შეუწყობს გუნდს ანალიტიკური და ადმინისტრაციული საქმიანობით, პროექტის ხარისხიანად განხორციელების უზრუნველსაყოფად.

 

ძირითადი ვალდებულებები:

 

- პროექტის გუნდის ხელშეწყობა პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების (შეხვედრები, კონფერენციები, სამუშაო ჯგუფები, ტრენინგები, და ა.შ.) დაგეგმვასა და ორგანიზებაში;

 

- პროექტის პარტნიორებთან, დაინტერესებულ მხარეებთან და ბენეფიციარებთან კომუნიკაცია პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე;

 

- კვლევითი კოორდინატორისა და პროექტის მენეჯერისთვის დახმარების გაწევა პოლიტიკის ნარკვევების მომზადების პროცესში;

 

- პროკურატურის სტრატეგიის მონიტორინგის ალტერნატიული ანგარიშის მომზადების ხელშეწყობა;

 

- პროექტის მენეჯერის, კვლევითი კოორდინატორისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:

 

- უმაღლესი განათლება სამართლის, ან საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით;

 

- ადმინისტრაციული საქმიანობის (ოფიციალური მიმოწერა, მომსახურების მომწოდებლებთან ურთიერთობა, შეხვედრების დაგეგმვა, და ა.შ.), როგორც სამუშაოს ძირითადი ფუნქცია ან მისი ნაწილი, ერთწლიანი გამოცდილება;

 

- კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობისა მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება;

 

- სასურველია სამართალდამცავი სისტემის, განსაკუთრებით პროკურატურის საქმიანობისა და ფუნქციების ცოდნა;

 

- სასურველია პოლიტიკის დოკუმენტების მონიტორინგის გამოცდილება;

 

- ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;

 

- კომუნიკაციის უნარები და ორგანიზებულობა;

 

- კომპიუტერული უნარები (Outlook, Word, Excel).

 

გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: vacancies@idfi.ge არაუგვიანეს 2018 წლის 2 აპრილისა. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ანალიტიკოსი.

 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.