ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) არის ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში დემოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბებას.
დაარსების დღიდან, IDFI ცდილობს გააძლიეროს საზოგადოება და გახადოს იგი მეტად ინკლუზიური და ინფორმირებული. იგი მუშაობს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე, იცავს ადამიანის უფლებებს, ხელს უწყობს კარგი მმართველობის დანერგავს და ამზადებს ინფორმაციულ ანგარიშებს, ხარისხიან კვლევებსა და რეკომენდაციებს; ორგანიზაცია ასევე ადვოკატირებას უწევს ახალ ინიციატივებს და არსებული პოლიტიკის, კანონებისა და პრაქტიკის რეფორმებს. IDFI-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.idfi.ge
IDFI პროექტის „საზოგადოების გაძლიერება კარგი მმართველობის ხელშეწყობისთვის“ ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას ნახევარ განაკვეთზე მომუშავე სტაჟიორის პოზიციაზე. სტაჟირების ხანგრძლივობა - 3 თვე.
ძირითადი მოვალეობები:
- სხვადასხვა მონაცემების დახარისხება, დაჯგუფება და ექსელში გადატანა;
- ანალიტიკურ სტატიებისა და კვლევების მომზადებაში მონაწილეობა;
- წერითი და/ან ზეპირი თარგმანის შესრულება ქართულიდან ინგლისურ ენაზე და პირიქით;
- სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
განათლება და უნარები:
- სოციალური მეცნიერებების, ეკონომიკის, სახელმწიფო მართვის, სამართლის, ჟურნალისტიკის ან სხვა შესაბამისი სპეციალობის სტუდენტი;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი, დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი;
- ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი ინგლისურ ენაზე (ჩაითვლება უპირატესობად).
სტაჟირების დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი (ქართულ ენაზე) შემდეგ ელფოსტაზე: vacancies@idfi.ge არაუგვიანეს 26 თებერვლისა (2018).
წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მოხალისე სტაჟიორი. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.