სიახლეების გამოწერა

იურისტი/ანალიტიკოსი

ზოგადი ინფორმაცია

 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ევროკავშირის (EU) ფინანსური დახმარებით იწყებენ ორ წლიან პროექტს: საქართველოში სასამართლო რეფორმის ეფექტური განხორციელების ხელშეწყობა.

 

პროექტის მიზანია მხარი დაუჭიროს მართლმსაჯულების სექტორში რეფორმების განხორციელებას, მონიტორინგის და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების, სასამართლო სისტემასთან კომუნიკაციის გაზრდისა და საზოგადოებრივი ჯგუფების მობილიზაციის გზით.

 

პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები მოიცავს:


- სასაამრთლო სისტემის რეფორმის “მესამე ტალღისა” და პოლიტიკის დოკუმენტების შესრულების მონიტორინგს და დოკუმენტირებას;

 

- სასამართლოს სისტემის შესახებ საზოგადოების ინფორმირების დონის და განწყობების კვლევას;

 

- სამოქალაქო ჯგუფების სასამართლოს სისტემის რეფორმის პროცესებში აქტიურ ჩართვას.

 

IDFI პროექტის ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას იურისტ/ანალიტიკოსის პოზიციაზე, რომელიც გაეხმარება გუნდს პროექტის წარმატებით განხორციელებაში. 

 

იურისტ/ანალიტიკოსის ძირითადი ვალდებულებები მოიცავს:


- დამოუკიდებელი ინსპექტორის მუშაობის და დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის მონიტორინგი და ანგარიშების მომზადება;

 

- სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის, ასევე სხვა შესაბამისი სამოქმედმო გეგმების შესრულების მონიტორინგი და ჩრდილოვანი ანგარიშის მომზადება;

 


- მონიტორინგის შედეგების გაზიარება და განხილვა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან და სხვა რელევანტურ აქტორებთან;

 


- სხვა ფუნქციების შესრულება, რომლებიც აუცილებელია პროექტის წარმატებულად განხორციელებისთვის.

 


საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:

 


- უმაღლესი განათლება (მაგისტრის ხარისხი) სამართლის მიმართულებით;

 

- კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება;

 

- მართლმსაჯულების სისტემის საქმიანობისა და ფუნქციების ცოდნა;

 

- პოლიტიკის დოკუმენტების მონიტორინგის გამოცდილება;

 

- ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;

 

- კომპიუტერული უნარები (Outlook, Word, Excel).

 

იურისტ/ანალიტიკოსის თვიური ანაზღაურებაა 750 ევრო (GROSS) ეკვივალენტური ოდენობით ლარში. თანხა მოიცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს. 


გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: vacancies@idfi.ge არაუგვიანეს 2018 წლის 21 მაისისა.

 

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: იურისტ/ანალიტიკოსი. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.