გრაფიკული დიზაინერი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)  პროექტის „საზოგადოების გაძლიერება კარგი მმართველობის ხელშეწყობისთვის“ ფარგლებში აცხადებს კონკურსს გრაფიკული დიზაინერის თანამდებობაზე, რომლის ძირითადი მოვალეობა ინოვაციური, საინფორმაციო, საგანმანათლებლო და სარეკლამო მასალების (მათ შორის ინფოგრაფიკების) დიზაინის მომზადებაა.

 

 

ძირითადი მოთხოვნები:

 

- გრაფიკულ პროგრამებში - Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Indesign - მუშაობის გამოცდილება;

 

-ბეჭდვითი და ელექტრონული მასალების დიზაინის მომზადება და კორექტირება;

 

-სოციალური ქსელებისთვის აუცილებელი ვიზუალური მასალის შექმნა;

 

- ვებგვერდების გრაფიკული დიზაინის და ინფოგრაფიკების მომზადების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

 

-შესაბამისი უმაღლესი განათლება;

 

-ამ სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

 

 

დამატებითი მოთხოვნები:

 

- წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი;

 

- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

 

- დეტალებზე ორიენტირებული;

 

- კრეატიული და სხარტი აზროვნება;

 

- გუნდური მუშაობის უნარი;

 

- ენერგიული და შრომისმოყვარე.

 


კანდიდატის ანაზღაურება განისაზღვრება თითოეული დასრულებული პროდუქტის საფუძველზე.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ 2018 წლის 16 თებერვლამდე, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიოს ელექტრონული ბმული ელ-ფოსტით, შემდეგ მისამართზე: vacancies@idfi.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.