IDFI აცხადებს კონკურსს ანალიტიკოსის პოზიციაზე, რომლის მთავარი ფუნქცია საჯარო ფინანსებისა და სახელმწიფო შესყიდვების ეფექტურ და გამჭვირვალე განკარგვასთან დაკავშირებული საკითხების ანალიზი/შეფასებაა.
ანალიტიკოსის ფუნქციები ითვალისწინებს:
- საჯარო უწყებების მონაცემების ანალიზი და დამუშავება;
- ანალიტიკური სტატიებისა და კვლევითი ანგარიშების მომზადება შემდეგ საკითხებზე: სახელმწიფო შესყიდვები, საჯარო ფინანსების განკარგვა, სახელმწიფო პროგრამების/პროექტების მიმდინარეობა და ა.შ.;
- საჯარო მმართველობის პრობლემებთან დაკავშირებული ახალი თემების/საკვლევი მასალის მოძიება/ინიცირება;
- საჭიროების შემთხვევაში, პროექტით გათვალისწინებული სხვადასხვა ადმინისტრაციული აქტივობების შესრულება.
განათლება და უნარები:
- მაგისტრის ხარისხი შემდეგ სპეციალობებში: ჟურნალისტიკა, პოლიტიკური მეცნიერებები, ეკონომიკა, სახელმწიფო მართვა, სამართალი და/ან სამუშაოს შესაბამის სხვა სფეროში;
- ანალიტიკური/საგამოძიებო სტატიების წერის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია საჯარო უწყებების ღია მონაცემების ბაზებთან და სხვადასხვა სამთავრობო პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილების ქონა;
- მნიშვნელოვანია, კარგი წერილობითი კომუნიკაციის უნარი ინგლისურ და ქართულ ენაზე;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი;
- დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა 25 თებერვლამდე [2019] უნდა გამოაგზავნონ: CV და მაქსიმუმ 3 ანალიტიკური ნაშრომის ბმული შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancies@idfi.ge
წერილის სათაურში, გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ანალიტიკოსი. დავეკონტაქტებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
ვაკანსია გამოცხადებულია პროექტის „კარგი მმართველობის გაძლიერება საქართველოში“ (3G) ფარგლებში [2019-2021], რომელიც ხორციელდება IDFI-ის მიერ გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია Luminate-ის ფინანსური მხარდაჭერით.