ანალიტიკოსი

IDFI აცხადებს კონკურსს ანალიტიკოსის პოზიციაზე, რომლის მთავარი ფუნქცია საჯარო ფინანსებისა და სახელმწიფო შესყიდვების ეფექტურ და გამჭვირვალე განკარგვასთან დაკავშირებული საკითხების ანალიზი/შეფასებაა.

 

ანალიტიკოსის ფუნქციები ითვალისწინებს:

 

- საჯარო უწყებების მონაცემების ანალიზი და დამუშავება;

  

- ანალიტიკური სტატიებისა და კვლევითი ანგარიშების მომზადება შემდეგ საკითხებზე: სახელმწიფო შესყიდვები, საჯარო ფინანსების განკარგვა, სახელმწიფო პროგრამების/პროექტების მიმდინარეობა და ა.შ.; 

  

- საჯარო მმართველობის პრობლემებთან დაკავშირებული ახალი თემების/საკვლევი მასალის მოძიება/ინიცირება;

  

- საჭიროების შემთხვევაში, პროექტით გათვალისწინებული სხვადასხვა ადმინისტრაციული აქტივობების შესრულება.

 

განათლება და უნარები:

 

- მაგისტრის ხარისხი შემდეგ სპეციალობებში: ჟურნალისტიკა, პოლიტიკური მეცნიერებები, ეკონომიკა, სახელმწიფო მართვა, სამართალი და/ან სამუშაოს შესაბამის სხვა სფეროში;

 

- ანალიტიკური/საგამოძიებო სტატიების წერის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

 

- სასურველია საჯარო უწყებების ღია მონაცემების ბაზებთან და სხვადასხვა სამთავრობო პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილების ქონა;

 

- მნიშვნელოვანია, კარგი წერილობითი კომუნიკაციის უნარი ინგლისურ და ქართულ ენაზე;

 

- საოფისე პროგრამების ცოდნა;

 

- გუნდური მუშაობის უნარი;

 

- ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი;

 

- დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა 25 თებერვლამდე [2019] უნდა გამოაგზავნონ: CV და მაქსიმუმ 3 ანალიტიკური ნაშრომის ბმული შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancies@idfi.ge

 

წერილის სათაურში, გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ანალიტიკოსი. დავეკონტაქტებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

 

ვაკანსია გამოცხადებულია პროექტის „კარგი მმართველობის გაძლიერება საქართველოში“ (3G) ფარგლებში [2019-2021], რომელიც ხორციელდება IDFI-ის მიერ გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია Luminate-ის ფინანსური მხარდაჭერით.