ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) არის ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში დემოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბებას.
დაარსების დღიდან, IDFI ცდილობს გააძლიეროს საზოგადოება და გახადოს იგი მეტად ინკლუზიური და ინფორმირებული. იგი მუშაობს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე, იცავს ადამიანის უფლებებს, ხელს უწყობს კარგი მმართველობის დანერგავს და ამზადებს ინფორმაციულ ანგარიშებს, ხარისხიან კვლევებსა და რეკომენდაციებს; ორგანიზაცია ასევე ადვოკატირებას უწევს ახალ ინიციატივებს და არსებული პოლიტიკის, კანონებისა და პრაქტიკის რეფორმებს. IDFI-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.idfi.ge
IDFI საგრანტო პროექტის „საქართველოში ინტერნეტ თავისუფლების იურიდიული გარანტიების გაუმჯობესება” ფარგლებში ეძებს სრულ განაკვეთზე მომუშავე ინფორმაციული ტექნოლოგიების ანალიტიკოსი / პროექტის ასისტენტი. ამ ინიციატივის მიზანია საქართველოში ინტერნეტ თავისუფლების სტანდარტების გაზრდა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების გამოვლენა. პროექტის განხორციელება: თებერვალი-ივნისი, 2017.
ასისტენტის ძირითადი მოვალეობები:
-ინტერნეტ რეგულაციებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ სტატიების, ანგარიშებისა და სხვა მასალების გაცნობა, თარგმნა და მცირე ანალიზების მომზადება;
-პროექტის ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებების (სამუშაო შეხვედრები, კონსულტაციები) ორგანიზება, დასწრება და მათზე სიახლეების მომზადება (ქართულად და ინგლისურად);
-პროექტის ბენეფიციარებთან ურთიერთობა და მოხსენებითი ანგარიშების მომზადება;
-პროექტით გათვალისწინებული სხვადასხვა ადმინისტრაციული აქტივობების შესრულება.
განათლება და უნარები:
- ბაკალავრის ხარისხი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, სოციალურ მეცნიერებებში და/ან სამუშაოს შესაბამის სხვა სფეროში.
- სხვადასხვა ტიპის ღონისძიების დაგეგმვისა და ორგანიზების გამოცდილება;
- ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი ინგლისურ ენაზე;
- სტატიების წერის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი, დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელფოსტაზე: vacancies@idfi.ge არაუგვიანეს 5 თებერვლისა (2017). CV-ში აუცილებლად მიუთითეთ აქამდე დაწერილი ან გამოქვეყნებული სტატიები/პუბლიკაციები (არსებობის შემთხვევაში).
წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ინფორმაციული ტექნოლოგიების ანალიტიკოსი / პროექტის ასისტენტი. დავეკონტაქტებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.