ინფორმაციის თავისუფლების განვიტარების ინსტიტუტი (IDFI) გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია Luminate-ის ფინანსური დახმარებით [2019-2021] აცხადებს ვაკანსიას ასისტენტის/თარჯიმნის პოზიციაზე.
პროექტის ასისტენტის ფუნქციები ითვალისწინებს:
- ანალიტიკური სტატიებისა და კვლევითი ანგარიშების თარგმნა ქართულიდან ინგლისურ ენაზე და პირიქით;
- ანალიტიკური სტატიებისა და კვლევითი ანგარიშების რედაქტირება (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
- ანალიტიკური სტატიებისა და კვლევითი ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა;
- საჯარო უწყებების მონაცემების ანალიზი და დამუშავება;
- საჭიროების შემთხვევაში, პროექტით გათვალისწინებული სხვადასხვა ადმინისტრაციული აქტივობების შესრულება.
განათლება და უნარები:
- მაგისტრის ხარისხი შემდეგ სპეციალობებში: ჰუმანიტარული მეცნიერებები/ფილოლოგია, პოლიტიკური მეცნიერებები, სახელმწიფო მართვა, სამართალი, და/ან სამუშაოს შესაბამის სხვა სფეროში;
- შესაბამისი სამუშაო გამოცდილება და უნარ-ჩვევები (მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება);
- აუცილებელია, ინგლისური და ქართული ენების სრულყოფილად ცოდნა;
- ანალიტიკური/საგამოძიებო სტატიების წერის გამოცდილება;
- სასურველია, თარჯიმნად ან/და რედაქტორად მუშაობის გამოცდილების ქონა;
- სასურველია, საჯარო უწყებების ღია მონაცემების ბაზებთან და სხვადასხვა სამთავრობო პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილების ქონა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა 2019 წლის 10 ნოემბრამდე უნდა გამოაგზავნონ: CV, სამოტივაციო წერილი და ქართულიდან ინგლისურ ენაზე თარგმნილი მინიმუმ 1 დოკუმენტი შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancies@idfi.ge
წერილის სათაურში, გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - პროექტის ასისტენტი/თარჯიმანი. დავეკონტაქტებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.