ადმინისტრაციული ასისტენტი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

 


ადმინისტრაციული ასისტენტის ფუნქცია-მოვალეობები:

- სხვადასხვა ღონისძიებების, შეხვედრებისა და თათბირების ორგანიზება;
- ოფისში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი და საჭიროებისამებრ, მათი გადამისამართება;
- ორგანზიაციის საქმიანობასთან დაკავშირებული კორესპონდენციის აღრიცხვა მიღება/გაგზავნა;
- ორგანიზაციის დირექტორის საორგანიზაციო და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
- მცირე ზომის დოკუმენტების თარგმნა საჭიროების შემთხვევაში;
- საჭიროებისამებრ სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:
- უმაღლესი განათლება;
- საოფისე მომსახურების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).

 

გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: vacancies@idfi.ge არაუგვიანეს 2020 წლის, 26 თებერვლისა.

წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი.

 

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.