სტაჟირება კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულებაში

 

IDFI აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულებაში


ფუნქცია-მოვალეობები:

სტაჟიორი მონაწილეობას მიიღებს სამართალწარმოებების დაგეგმვასა და განხორციელებაში, ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე.


სტაჟიორის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები იქნება:


- საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების მომზადება და ამ მიზნით შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობის/ბიზნესპროცესის კვლევა/ანალიზი
- განცხადებების და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების პირველადი ვერსიების მომზადება;
- ადმინისტრაციულ, აგრეთვე სასამართლო განხილვებში მონაწილეობის მიღება;
- სამართალწარმოების რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების აღრიცხვა/კლასიფიკაცია.


დატვირთვის შესაბამისად, სტაჟიორს ექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს IDFI-ს მიერ დაგეგმილ სხვა აქტივობებში.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

- უმაღლესი იურიდიული განათლება ან სამართლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, ფრანგული ან გერმანული);
- კონკურსანტს უნდა შეეძლოს ძირითადი საოფისე პროგრამებისა და ელექტრონული საკომუნიკაციო სისტემების გამოყენება.

 

შეფასების კრიტერიუმები:

- ადამიანის ძირითადი უფლებების, მათ შორის, ინფორმაციის თავისუფლების, ცოდნა, მათი მნიშვნელობის გააზრება და ამ ცოდნის გამოყენების უნარი (25%);
- ანალიტიკური და სამართლებრივი აზროვნებისა და წერის უნარი (45%);
- აპლიკანტის ენთუზიაზმი და მოტივაცია არასამთავრობო სექტორში საქმიანობის მიმართ (20%);
- წინარე აკადემიური ან/და პროფესიული საქმიანობის გამოცდილება (10%).

კონკურსის ეტაპები:


- განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადა: 2024 წლის 10 მარტი ;
- განაცხადების გადარჩევა და შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება;
- წერილობითი დავალება;
- გასაუბრება;
- გამარჯვებულის გამოვლენა: 2024 წლის 31 მარტი.

ანაზღაურება: 800 ლარი (დარიცხული).


სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი (საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება შემუშავდეს სტაჟიორზე მორგებული სამუშაო გრაფიკი).


სტაჟირების ვადა: სტაჟირების ვადა - მაქსიმუმ 4 თვე.


ვადის ამოწურვის შემდგომ, სტაჟიორს მიეცემა IDFI-ში საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა თუ სტაჟირების ამოწურვის მომენტისთვის იგი მიიღებს მიმართულების მაღალ შეფასებას.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ტარას შევჩენკოს ქ. N20

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:


- CV - რეზიუმე; (გთხოვთ, CV-ს დაურთოთ ან “ლინკად” მიუთითოთ თქვენ მიერ მომზადებული ანალიტიკური/აკადემიური ნაშრომები - არსებობის შემთხვევაში);

 

- სამოტივაციო წერილი: სამოტივაციო წერილი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე (სამოტივაციო წერილი არ უნდა აჭარბებდეს 500 სიტყვას).


- აპლიკანტი არ არის შეზღუდული წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია, რომელსაც რელევანტურად მიიჩნევს საკუთარი განაცხადის გაძლიერების მიზნებისთვის. დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტები შეფასდება.


აპლიკაციის გამოგზავნის წესი:

 

კონკურსში მონაწილეობისთვის სავალდებულოა აპლიკანტმა მოთხოვნილი დოკუმენტები: რეზიუმე, სამოტივაციო წერილი, აგრეთვე, აპლიკანტის სურვილით წარმოდგენილი სხვა დამატებითი დოკუმენტაცია გამოაგზავნოს ელ-ფოსტაზე - vacancies@idfi.ge

 

Subject-ში უნდა მიეთითოს - “სტაჟირება - კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულება”.

 

დაინტერესებულმა პირებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნონ 2024 წლის 10 მარტის ჩათვლით.