პროექტის ანალიტიკოსი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, IDFI, პროექტის „საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხელშეწყობა საქართველოში მონიტორინგისა და ცნობიერების ამაღლების გზით“ ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას პროექტის ანალიტიკოსის პოზიციაზე, რომელიც ხელს შეუწყობს გუნდს ანალიტიკური და კვლევითი საქმიანობით. ანალიტიკოსის/მკვლევარი საქმიანობა გადამწყვეტი იქნება პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის. გარდა ამისა, ანალიტიკოსი მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკურ თემებზე ანგარიშების მომზადებაში.

 

ძირითადი ვალდებულებები:


- შესაფასებელი კანონპროექტებისა და რეგულაციების შერჩევაში მონაწილეობა;

 

- თითოეული შერჩეული კანონპროექტის/რეგულაციის შემთხვევაში, სავარაუდო დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირება;

 

- კანონპროექტების/რეგულაციების ავტორ უწყებებთან და დაინტერესებულ მხარეებთან დაკავშირება და ინტერვიუების დაგეგმვა/ჩატარება;

 

- საჭიროების შემთხვევაში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაბამისი უწყებებიდან;

 

- ინტერვიუებისა და მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, წინასწარ შემუშავებული მეთოდოლოგიით, დიალოგის ხარისხის ანალიზი და შეფასება;

 

- კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

 

- ცნობიერების ამაღლების საქმიანობის დაგეგმვა და მათი განხორცილების პროცესში აქტიურად ჩართვა;

 

- პროექტის პარტნიორებთან, დაინტერესებულ მხარეებთან და ბენეფიციარებთან კომუნიკაცია, პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე;

 

- პროექტს მიღმა, ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით მომუშავე გუნდის კვლევით საქმიანობაში ჩართვა. ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე ანალიზის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

 

- საორგანიზაციო საკითხებში მონაწილეობა.

 

 

ძირითადი მოთხოვნები:

 

- ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკის, პოლიტეკონომიის, ფინანსების ან სტატისტიკის მიმართულებით, მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად; 

 

- მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

 

- ინგლისური ენის კარგად ცოდნა;

 

- კანონებზე/რეგულაციებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.



დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV მეილზე "vacancies@idfi.ge" და წერილის სათაურის ველში, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "პროექტის ანალიტიკოსი".

 

 

საბუთები მიიღება არაუგვიანეს, 2022 წლის 19 ოქტომბრისა.

 

რეზიუმეების განხილვის შემდეგ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.