ღია მმართველობისა და ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) არის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნების დღიდან (2009 წელი) ხელს უწყობს ინფორმირებული საზოგადოების ჩამოყალიბებას და დემოკრატიული მმართველობის განვითარებას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

 

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) აცხადებს ვაკანსიას ღია მმართველობისა და ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

 

- ორგანიზაციის ღია მმართველობისა და ანტიკორუფციული მიმართულებით განსაზღვრული სტრატეგიული ამოცანების შესრულება. აღნიშნული ამოცანების შესრულებისთვის აუცილებელი აქტივობების დაგეგმვა და კოორდინაცია;

 

- ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მიმართულებით აქტივობების კოორდინაცია როგორც ეროვნულ, ასევე, საპარლამენტო და რეგიონულ დონეზე;

 

- ანტიკორუფციული აქტივობების, მათ შორის საგანმანათლებლო პროგრამებისა და შეხვედრების, კოორდინაცია;

 

- სახელმწიფოს ღია მმართველობისა და ანტიკორუფციული პოლიტიკის და კანონმდებლობის ანალიზი, ხარვეზების და ნაკლოვანებების გამოვლენა, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და მათი გაუმჯობესების ადვოკატირება;

 

- საქართველოს საჯარო მმართველობის რეფორმის ანალიზი, გამოწვევების გამოვლენა და რეკომენდაციების ადვოკატირება;

 

- ღია მმართველობისა და კორუფციის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება;

 

- ორგანიზაციის პარტნიორ ადგილობრივ ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და საჯარო უწყებებთან თანამშრომლობით ერთობლივი ღონისძიებების (მათ შორის კონფერენციების) დაგეგმვა და განხორციელება;

 

- სტრატეგიული მიმართულების გაძლიერების მიზნით პოტენციური დონორების მოძიება და მათთან კომუნიკაცია;

 

- ღია მმართველობისა და ანტიკორუფციული მიმართულებით ორგანიზაციის მიმდინარე პროექტების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების კოორდინაცია;

 

- დონორებთან წარსადგენი პროგრამული ანგარიშების მომზადება.

 


საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:

 


- საჯარო მმართველობის ან სამართალმცოდნეობის მაგისტრის ხარისხი (დოქტორის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად);


- უპირატესობად ჩაითვლება ღია მმართველობის, ანტიკორუფციული ან/და საჯარო მმართველობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;


- პროექტების მართვის გამოცდილება;


- აკადემიური ნაშრომები და პუბლიკაციები;


- გუნდის მართვის და მენეჯერული გამოცდილება;


- ინგლისური ენის კარგად ცოდნა;


- ანალიტიკური აზროვნების, სტრესულ სიტუაციაში მოქმედებისა და გამართულად წერის უნარები

 


გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: vacancies@idfi.ge არაუგვიანეს 2022 წლის 25 სექტემბრის.


წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "ღია მმართველობისა და ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი".