ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას კომუნიკაციების მიმართულებით.
ვაკანსიის ტიპი
სტაჟირება, სრულ განაკვეთზე (10:00 – 19:00)
მდებარეობა
თბილისი, ტ.შევჩენკოს ქ.N20.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სოციალური მედიის და ვებგვერდის მართვაში მონაწილეობის მიღება;
- სხვადასხვა ღონისძიებების და შეხვედრებისა ორგანიზებაში მონაწილეობა;
- სარეკლამო და პოლიგრაფიულ კომპანიებთან თანამშრომლობა;
- საჭიროებისამებრ სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:
- უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის ან მარკეტინგის სფეროში;
- ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
- უპირატესად ჩაითვლება შემდეგი პროგრამების საბაზისო ცოდნა: Adobe Illustrator, Adobe Photoshop
ჩვენ ვაფასებთ ყველა ჩვენს სტაჟიორს და ვმუშაობთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ მიიღებთ გამოცდილებას, რომელიც შეესაბამება თქვენს კარიერულ მიზნებს. ვიმუშავებთ თქვენთან ერთად სხვადასხვა პროექტების განხორციელებაზე სტაჟირების განმავლობაში და საშუალებას მოგცემთ მიიღოთ პრაქტიკული ცოდნა კომუნიკაციების სფეროში.
თქვენ ასევე მიიღებთ პროფესიონალურ გარემოში მუშაობის გამოცდილებას და გექნებათ შესაძლებლობა გაზარდოთ თქვენი პროფესიული კონტაქტების წრე.
ორგანიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.idfi.ge
როგორ გავაკეთოთ განაცხადი
ვაკანსიაზე განაცხადის შესატანად გთხოვთ გამოაგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი, სადაც აღნიშნული იქნება როგორ შეესაბამებით ჩვენს მოთხოვნილებებს და სად მიიღეთ პოზიციისთვის შესაბამისი გამოცდილება.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი (ქართულ ენაზე) არაუგვიანეს 2024 წლის, 19 თებერვლისა. შემდეგ მისამართზე: vacancies@idfi.ge.
წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: სტაჟირება - კომუნიკაციების მიმართულებით.
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე.
სტაჟირების ანაზღურება: 500 ლარი
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.