ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი - სრული (სამუშაო საათები 10:00-19:00)
ანალიტიკოსის ფუნქცია-მოვალეობები:
- ადგილობრივი თვითმმართველობისა და კარგი მმართველობის საკითხებზე კვლევითი სტატიების, განცხადებებისა და პოლიტიკის დოკუმენტების მომზადება;
- საჯარო და მუნიციპალური მონაცემების დამუშავება და ფაქტებზე დაფუძნებული ანალიტიკური ნაშრომების მომზადება;
- (ადგილობრივი) ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგის საშუალებებზე ტრენინგებისა და ცნობიერების ამაღლების აქტივობების ჩატარება სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისთვის;
- კონფერენციების, პრეზენტაციებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და დაგეგმვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:
- უმაღლესი განათლება (მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი) სამართლის, პოლიტიკური მეცნიერებების, საჯარო მმართველობის ან სხვა შესაბამის დარგში;
- ანალიტიკური საქმიანობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- საჯარო/ღია მონაცემებთან მუშაობის გამოცდილება;
- პრეზენტაციების, სამუშაო შეხვედრებისა და სხვა მსგავსი ღონისძიებების ორგანიზების გამოცდილება;
- ინტერესი/გამოცდილება ელექტრონული მმართველობის საკითხებზე ჩაითვლება უპირატესად;
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და პუნქტუალობა;
- გუნდური მუშაობა, თანამშრომლობა და მაღალი სამუშაო ეთიკა;
- შემჭიდროებულ ვადებსა და აქტიურ რეჟიმში სამუშაოს სრულყოფილად შესრულება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: vacancies@idfi.ge არაუგვიანეს 2023 წლის 8 ნოემბრისა.
წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ანალიტიკოსი
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნების დღიდან (2009 წელი) ცდილობს, ხელი შეუწყოს ინფორმირებული საზოგადოების ჩამოყალიბებას და დემოკრატიული მმართველობის განვითარებას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.
ჩვენი მისიაა: გავაძლიეროთ საზოგადოება და გავხადოთ იგი მეტად ინკლუზიური და ინფორმირებული. ამ მიზნით, ჩვენ ვმუშაობთ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე, ვიცავთ ადამიანის უფლებებს, ხელს ვუწყობთ კარგი მმართველობის დანერგავს და ვამზადებთ ინფორმაციულ ანგარიშებს, ხარისხიან კვლევებს და რეკომენდაციებს; ჩვენ ადვოკატირებას ვუწევთ ახალ ინიციატივებს და არსებული პოლიტიკის, კანონებისა და პრაქტიკის რეფორმებს. ორგანიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.IDFI.ge