კონკურსები

ბოლო ვადა : 11 სექტემბერი 2020

    ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდის (OSI) მხარდაჭერით, აცხადებს მიღებას კორუფციასთან ბრძოლის უფასო სასერტიფიკატო პროგრამაზე.   პროგრამის მიზანი   პროგრამის მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას ანტიკორუფციულ თემატიკასთან დაკავშირებით და შეიძენენ კორუფციის ფაქტებზე ეფექტური რეაგირების უნარ-ჩვევებს.   ვისთვის არის განკუთვნილი პროგრამა?   პროგრამა განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოში ავტორიზებული სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის, საჯარო, კერძო და არასამათავრობო სექტორში დასაქმებული პირებისთვის.   პროგრამის აღწერა და სასწავლო გეგმა   კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა არის საერთაშორისო პროგრამის ნაწილი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის საფუძველზე 2019-2020 წლების განმავლობაში წარმატებით განხორციელდა ,,კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის’’ პირველი ეტაპი. პროგრამის პირველი ეტაპი გაიარეს მკაცრი კონკურენციის საფუძველზე შერჩეულმა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა, და საჯარო და კერძო უწყებების წარმომადგენელმა პრაქტიკოსებმა.   ამჟამად, გამოცხადებულია განაცხადების მიღება კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მეორე ეტაპის ფარგლებში, რომელიც შედგება საბაკალავრო და სამაგისტრო კურსისგან.   საბაკალავრო კურსის საგნებია:   - კარგი მმართველობა და კორუფცია (შემოდგომის სემესტრი)   - კორუფცია და პოლიტიკა (გაზაფხულის სემესტრი)    საბაკალავრო საგნები განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოში ავტორიზებული სხვა უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.    სამაგისტრო კურსის საგნებია:   -  ანტიკორუფციული პოლიტიკის მართვა საჯარო და კერძო დაწესებულებებში (შემოდგომის სემესტრი)   - კორუფციასთან ბრძოლა, საერთაშორისო აქტორები, ანტიკორუფციული პლატფორმები (გაზაფხულის სემესტრი)   სამაგისტრო საგნები განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოში ავტორიზებული სხვა უმაღლესი სასწავლებლების მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, საჯარო, კერძო და არასამათავრობო სექტორში დასაქმებული პირებისთვის.   სწავლის ხანგრძლივობა: თითოეული საგნის სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს ერთ აკადემიურ სემესტრს (15 კვირა). სრული კურსის ხანგრძლივობაა ორი აკადემიური სემესტრი (28 სექტემბერი, 2020 – 15 ივლისი, 2021).   ლექციები ჩატარდება კვირაში ერთხელ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.    სწავლების ენა: ქართული (მასალების ძირითადი ნაწილი წარმოდგენილია ქართულად და ინგლისურად).   სწავლა მიმდინარეობს ინტერაქტიულ რეჟიმში, ლექცია-სემინარის ფორმატში, და მოიცავს თეორიისა და პრაქტიკის ნაზავს. მონაწილეები იმუშავებენ პრაქტიკულ შემთხვევებზე, მონაწილეობას მიიღებენ საკითხების განხილვებში და მოამზადებენ ესეებს.   ტრენერები   სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში ტრენერები იქნებიან როგორც ქართველი პრაქტიკოსი ლექტორები, ასევე მომხსენებლის სტატუსით ჩაერთვებიან ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტები.   სერტიფიკატი   პროგრამის მონაწილე, რომელიც გაივლის ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის ორივე საგანს, მიიღებს სრული კურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.   ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის  სტუდენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან სასერტიფიკატო პროგრამის ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საგნებს, სერტიფიკატთან ერთად მიიღებენ სასწავლო კრედიტს (ECTS).   პროგრამის მონაწილეების მიერ მომზადებული 10 საუკეთესო ესე, პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, გამოქვეყნდება/გავრცელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისდა IDFI-ის ვებგვერდებსა და სოციალურ გვერდებზე (Facebook და Twitter).    სტაჟირება   პროგრამის 2 საუკეთესო მონაწილე, კურსის დასრულების შემდგომ, 3 თვის განმავლობაში სტაჟირებას გაივლის IDFI-ში.    კურსდამთავრებულების ქსელი   პროგრამის დასასრულს, წარმატებულ კურსდამთავრებულებს შეეძლებათ გაერთიანდნენ კურსდამთავრებულთა ქსელში (ე.წ. Alumni Network), რომელიც აერთიანებს პროგრამის მონაწილეებს, და აკავშირებს მათ ანალოგიური პროგრამის უცხოელ კურსდამთავრებულებს. კურსდამთავრებულთა ქსელი გეგმავს საერთო კვლევებს, გაცვლით პროგრამებს და სხვა შესაბამის აქტივობებს.   პროგრამაში  რეგისტრაციისთვის დაინტერესებულმა პირებმა (სტუდენტები; საჯაროსამსახურის, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები) 2020 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ-ფოსტაზე:  corruptionhunters@idfi.ge      პროგრამის მონაწილეები საწყის ეტაპზე შეირჩევიან განაცხადის საფუძველზე.   მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას. გასაუბრების  დროს შეფასდება მონაწილეთა მზაობა, რათა ბოლომდე შეასრულონ პროგრამის მიერ წაყენებული მოთხოვნები.   შერჩევის კრიტერიუმები:   პროგრამის მონაწილეების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:   ●      მოტივაცია; ●      კომუნიკაბელურობა; ●      გუნდური მუშაობის და პრეზენტაციის უნარი; ●      სასურველია ინგლისური ენის საშუალო (Intermediate Level) დონეზე ცოდნა.   ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტები სასერტიფიკატო პროგრამით გათვალისწინებული საგნებს ირჩევენ სემესტრული სასწავლო კურსების არჩევისას არსებული პირობების დაცვით.   ინიციატივის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი (OSI). პროგრამა ხორციელდება ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) თანადაფინანსებით.   დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: დავით მაისურაძე,  კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის კოორდინატორი ტელ: 577 11 45 22  ელ-ფოსტა:  corruptionhunters@idfi.ge        

ბოლო ვადა : 1 სექტემბერი 2020

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ესეების კონკურსს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის თემაზე „საბჭოთა ტერორი საქართველოს მეხსიერებაში“.   კონკურსის მიზანია: სტუდენტებში მეხსიერებისა და საბჭოთა წარსულის კვლევების წახალისება და პოპულარიზაცია და საზოგადოებაში საბჭოთა ტერორის შესახებ ცნობიერების ამაღლება.   კონკურსში მონაწილეობის პირობები და შეფასების კრიტერიუმები:   საკონკურსო ესე უნდა ეხებოდეს საბჭოთა ტერორის შესახებ თანამედროვე ქართული საზოგადოების კოლექტიურ მეხსიერებას ან/და მასთან დაკავშირებულ მეხსიერების პოლიტიკას. ესე შესაძლებელია ფოკუსირებული იყოს საბჭოთა ისტორიის კონკრეტულ პერიოდზე ან საკითხზე, მაგალითად: სტალინური ტერორი, 1956 წლის დემონსტრაციები, 1989 წლის 9 აპრილი, ეთნიკური უმცირესობების დეპორტაცია, ტერორი რელიგიური ორგანიზაციების წინააღმდეგ და ა.შ.   ესეს ძირითადი ნაწილი უნდა იყოს საბჭოთა ტერორის შესახებ თანამედროვე საქართველოს კოლექტიური მეხსიერებისა ან/და მასთან დაკავშირებული მეხსიერების პოლიტიკის ანალიზი. ესე შესაძლოა დაფუძნებული იყოს როგორც პრესისა და მედიის, საჯარო ინფორმაციის, საარქივო მასალებისა და ღია წყაროების ანალიზზე, ასევე სოციოლოგიური ან ეთნოგრაფიული კვლევის შედეგებზე.   კონკურსში მონაწილე უნდა იყოს ბაკალავრიატის სტუდენტი, ბაკალავრი ან მაგისტრანტი.   ერთ მონაწილეს შეუძლია რამდენიმე ესეს გამოგზავნა (სხვადასხვა თემაზე).   ესე უნდა იყოს ავტორის ორიგინალური ნაშრომი და უნდა გვთავაზობდეს მის მიგნებებსა და ანალიზს.   წარმოდგენილი ესე უნდა იყოს ქართულ ენაზე.     ესეს სავარაუდო სტრუქტურაა: სათაური თავფურცელი, სადაც მითითებული იქნება პირადი ინფორმაცია (კონკურსანტის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, აკადემიური ხარისხი) შესავალი ძირითადი ნაწილი დასკვნა გამოყენებული ლიტერატურა/დანართები   ესეს ტექნიკური მახასიათებლები:   ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს MS Word დოკუმენტით სიტყვების რაოდენობა 1500-2500 სიტყვა (სიტყვების რაოდენობაში შედის Footnotes, მაგრამ არ შედის გამოყენებული ლიტერატურის სია და დანართები) ფონტი: Sylfaen, ზომა - 12 დაშორება - 1.15  გვერდის მინდორი:  Normal   ესეში მოცემული ანალიზი უნდა ეკუთვნოდეს ავტორს. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან.   არ მიიღება ნაშრომები, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია.   საკონკურსო პრიზები: I ადგილი - ₾700 II ადგილი - ₾500 III ადგილი - ₾300   საუკეთესო ესეები გამოქვეყნდება IDFI-ის ვებ (www.IDFI.ge)  და სოციალურ (Facebook; Twitter) გვერდებზე საავტორო უფლებების დაცვით. კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ნაშრომის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 1 სექტემბერი.   ნაშრომების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge. გამოგზავნისას მეილის სათაურში (Subject-ველი) მიუთითეთ „საბჭოთა ტერორი საქართველოს მეხსიერებაში“.     კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე:  ტელ: +995 32 2 921514 ელ-ფოსტა: m.kartsivadze@idfi.ge     კონკურსი იმართება შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს ფინანსური მხარდაჭერით.

ბოლო ვადა : 31 აგვისტო 2020

ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), აცხადებს ტენდერს ვებდეველოპერისა და დიზაინერის შესარჩევად.   ვებდეველოპერისა და დიზაინერის ერთობლივი მუშაობით უნდა შეიქმნას ელექტრონული მონიტორისთვის (მოდელი: Prestigio Digital Signage 43) დიზაინი და მოხდეს პროგრამული უზრუნველყოფა.   ელექტრონული მონიტორი განთავსდება საქართველოს პარლამენტის მოქალაქეთა მისაღებში. პარლამენტის ვიზიტორთა ცნობიერების გაზრდის მიზნით, ელექტრონულ მონიტორში განთავსდება ინფორმაცია მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებისა და პარლამენტის საქმიანობის შესახებ.   ელექტრონულ მონიტორს აქვს სენსორი (touch screen), რომლის დახმარებითაც მომხმარებელს შეუძლია მონიტორის ყველა ფუნქციის გამოყენება და მენიუში ოპერირება.   ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც კომპანიებს, ისე კერძო პირებს (ვებდეველოპერებსა და დიზაინერებს ცალ-ცალკე ან ერთად). კომპანიების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა იყოს გამიჯნული ვებდეველოპმენტისა და დიზაინის შექმნისთვის მოთხოვნილი თანხა.   შერჩეულ დეველოპერსა და დიზაინერს გაეგზავნება ელექტრონული მონიტორის დეტალური კონცეფცია.   გთხოვთ, სატენდერო განაცხადები გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე - contest@idfi.ge.  გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ ელექტრონული მონიტორის დიზაინი და პროგრამირება   განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2020 წლის 31 აგვისტო, 18:00 საათი.   სისტემის კოდი და საავტორო უფლებები:   სისტემის დეველოპმენტის შემდგომ, მისი საწყისი კოდი გადაეცემა აპლიკაციის მფლობელს, მესამე პირზე გადაცემის შეზღუდვის გარეშე. კოდის გადაცემისას კომპანია ვალდებულია, თან დაურთოს ტექნიკური აღწერილობა, რომელიც განსაზღვრავს კოდს და ბაზის სტრუქტურას, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, მესამე მხარეს გაუწიოს შესაბამისი კონსულტაცია.   პროექტის ხანგრძლივობა: არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა;   პროექტი უნდა მოიცავდეს: ამოცანის დეტალების ანალიზსა და გვერდის დიზაინის შეთანხმებას, დეველოპმენტს, ტესტირებასა და ToT ტრენინგს.   მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს:   1. პროექტის განხორციელების გეგმა; 2. დეტალურად აღწერილი პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა; 3. ინფორმაცია მსგავსი პროექტის განხორციელების შესახებ; 4. ინფორმაცია ინფორმაციული სისტემების პროექტების განხორციელების მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილების შესახებ; 5. სასურველია ელექტრონული მმართველობის პროექტების განხორციელების გამოცდილების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა.   პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა:   პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა უნდა განხორციელდეს უსასყიდლოდ 6 თვის განმავლობაში. მხარდაჭერა მოიცავს დეფექტების BUG-ების აღმოფხვრას და ინციდენტებზე რეაგირებას.   ინციდენტებზე რეაგირების პირობებია: ტელეფონით ან/და ელ. ფოსტით. ინციდენტებზე რეაგირების დრო 1 საათი. აღნიშნულ დროში უნდა აცნობოს სისტემის მფლობელს პრობლემის მოგვარების დროის ხანგრძლივობა (რა დროში აღმოფხვრის პრობლემას).   დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ მითითებულ ელ-ფოსტაზე.

ბოლო ვადა : 12 ივლისი 2020

  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს კონკურსს ონლაინ სტიპენდიის მისაღებად.   სტიპენდიის მიზანია, ჟურნალისტებს, ახალგაზრდა მკვლევრებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის ხელისუფლების საქმიანობის კონტროლის წახალისება და ამ მიმართულებით მათი უნარების განვითარება.    ხანგრძლივობა და ადგილმდებარეობა   სტიპენდიისა და კვლევის ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს და სტიპენდიანტი კვლევაზე/ანალიტიკურ სტატიებზე იმუშავებს პროექტის – კარგი მმართველობის გაძლიერება საქართველოში (3G) – გუნდთან ერთად დისტანციურ რეჟიმში, ყოველკვირეულად შედგენილი გეგმის მიხედვით.    ძირითადი მოვალეობები:   - საჯარო უწყებების მონაცემების ანალიზი და დამუშავება;   - ანალიტიკური სტატიისა ან/და კვლევითი ანგარიშის მომზადება შემდეგ საკითხებზე: საჯარო ფინანსების განკარგვა, სახელმწიფო პროგრამების/პროექტების მიმდინარეობა და ხარჯები,  სახელმწიფო შესყიდვები და ა.შ.   - პროექტის გუნდის დახმარება მიმდინარე ანალიტიკური ნაშრომების მომზადებისას.   - საჭიროების შემთხვევაში, პროექტით გათვალისწინებული სხვადასხვა ადმინისტრაციული აქტივობების შესრულება.   შენიშვნა: სტიპენდიის ფარგლებში, სტიპენდიანტმა უნდა მოამზადოს საკუთარი, მინიმუმ 1 ანალიტიკური სტატია/ნაშრომი ზემოთ ხსენებულ საკითხებზე. ნაშრომი გამოქვეყნდება IDFI-ის ვებგვერდზე. სტატიის თემატიკაზე შეთანხმება მოხდება სტიპენდიის დაწყებისთანავე.    კონკურსის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთი სტიპენდიანტის შერჩევა.     საკვალიფიკაციო მოთხოვნები და დამატებითი ინფორმაცია   - ბაკალავრიატის IV კურსის სტუდენტი ან ბაკალავრიატის ხარისხის მქონე პირი შემდეგ სპეციალობებში: სახელმწიფო მართვა, სამართალი, პოლიტიკური მეცნიერებები, ეკონომიკა, ჟურნალისტიკა და/ან სამუშაოს შესაბამის სხვა სფეროში;   - ანალიტიკური სტატიების წერის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;   - სასურველია, საჯარო უწყებების ღია მონაცემების ბაზებთან და სხვადასხვა სამთავრობო პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილების ქონა;   - მნიშვნელოვანია, კარგი წერილობითი კომუნიკაციის უნარი;   - საოფისე პროგრამების ცოდნა;   - გუნდური მუშაობის უნარი;   - ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი;   - დისტანციურად მუშაობის უნარი;   - დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.   თვიური ანაზღაურება: 500 ლარი (ხელზე ასაღები თანხა)   გამოსაგზავნი დოკუმენტები   დაინტერესებულმა კანდიდატებმა 12 ივლისის ჩათვლით [2020] უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები ელ-ფოსტაზე vacancies@idfi.ge:    - CV  - მოტივაციის წერილი, სადაც აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი საკითხ(ებ)ი, რომლებზე მუშაობითაც კანდიდატი არის დაინტერესებული სტიპენდიის დროს.  - მინიმუმ 1 ანალიტიკური ნაშრომი ან მისი ბმული    არ განიხილება განცხადებები, თუ ყველა ჩამოთვლილი დოკუმენტი არ იქნება წარმოდგენილი!   გამოგზავნისას, წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ კონკურსის დასახელება - ონლაინ სტიპენდია.    დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.   გისურვებთ წარმატებას!   სტიპენდია გამოცხადებულია პროექტის „კარგი მმართველობის გაძლიერება საქართველოში“ (3G) ფარგლებში [2019-2021], რომელიც ხორციელდება IDFI-ის მიერ გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია Luminate-ის ფინანსური მხარდაჭერით. 

ბოლო ვადა : 4 ივლისი 2020

    ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს მიღებას 2 დღიან ტრენინგზე - ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგის მეთოდები და მექანიზმები!   ვისთვის არის განკუთვნილი ტრენინგი?   პროგრამა განკუთვნილია რეგიონებში მცხოვრები სტუდენტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტებისთვის.    ტრენინგის მიზანი:    მონაწილეები გაიღრმავებენ ხელისუფლების საქმიანობის კონტროლისა და საჯარო სექტორში შესაძლო გადაცდომების აღმოჩენის/რეაგირების უნარ-ჩვევებს.      ძირითადი განსახილველი თემები:   - როგორ აღმოვაჩინოთ საეჭვო გარემოებები საჯარო შესყიდვებში?    - როგორ დავაკვირდეთ ხელისუფლების მიერ ბიუჯეტის განკარგვას და მის ფინანსურ საქმიანობას?    - როგორ მოვიპოვოთ ოფიციალური მონაცემები სხვადასხვა სახელმწიფო პლატფორმიდან?   - როგორ მოვითხოვოთ მთავრობაზე ზედამხედველობისთვის საჭირო საჯარო ინფორმაცია?    ტრენინგი წარიმართება ინტერაქტიულ რეჟიმში და მოიცავს თეორიისა და პრაქტიკის ნაზავს. მონაწილეები იმუშავებენ პრაქტიკულ შემთხვევებზე და მონაწილეობას მიიღებენ საკითხების განხილვებში.    ტრენინგის ადგილი და ხანგრძლივობა:    2020 წლის 17-19 ივლისი. სავარაუდო ადგილი: სასტუმრო „საირმე“ (კურორტი საირმე, ბაღდათის რეგიონი, საქართველო).    მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ განაცხადის ფორმა არაუგვიანეს 2020 წლის 4 ივლისისა და გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge   მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმებია:    - მოტივაცია და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების დასაბუთება.     დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.    ტრენინგის დასასრულს მონაწილეები მიღებენ სერტიფიკატებს!   IDFI სრულად დაფარავს შერჩეული კანდიდატების/მონაწილეების ტრანსპორტირების და სასტუმროში ყოფნის ხარჯებს.    ტრენინგი ჩატარდება მთავრობის მიერ მიღებული ახალ კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციებისა და შეზღუდვების გათვალისწინებითა და დაცვით.    გაითვალისწინეთ, ივლისში ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა მოხდეს ტრენინგის დროის, ადგილის ან ფორმატის ცვლილება.    წარმატებებს გისურვებთ!   ტრენინგი ტარდება გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია - Luminate-ის მხარდაჭერით.  

ბოლო ვადა : 10 ივნისი 2020

შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს „ორგანიზაციული მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), აცხადებს ტენდერს ვებდეველოპერისა და დიზაინერის შესარჩევად, კორუფციასთან ბრძოლის, კორუფციასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და ანტიკორუფციული აქტივობებისა და საგანმანათლებლო კურსების კოორდინირების მიზნით.   პლატფორმაზე უნდა განთავსდეს ინფორმაცია ანტიკორუფციული აქტივობების შესახებ, ასევე, შესაძლებელი უნდა იყოს ვიზუალური და საინფორმაციო პოსტების, დოკუმენტების, ვიდეოების, ფოტოების და სხვა ინფორმაციის განთავსება, რაც გამომდინარეობს პლატფორმის მიზნიდან. ინფორმაციის შენახვა შესაძლებელი უნდა იყოს, PDF, Exel, PNG და Word-ის ფორმატში. ინფორმაციის ღია ფორმატში ვიზუალური სახით გამოქვეყნებასთან ერთად, პლატფორმით უზრუნველყოფილი უნდა იყოს გარე მომხმარებლის ჩართულობა გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე კომენტარების/უკუკავშირის გაზიარების  გზით. პლატფორმას უნდა ჰყავდეს ადმინისტრატორი და შესაძლებელი უნდა იყოს მომხმარებლების სხვადასხვა დონის დაშვების განსაზღვრა.   გარე მომხმარებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობაუნაღდო ანგარიშსწორების მეშვეობით დარეგისტრირდეს საგანმანათლებლო კურსის მსმენელად, მოისმინოს კურსი, შეავსოს კურსის ბოლოს მითითებული დავალება/ტესტი და წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მიიღოს ელექტრონული სერტიფიკატი.   ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც კომპანიებს, ისე კერძო პირებს (ვებდეველოპერებსა და დიზაინერებს ცალ-ცალკე ან ერთად). კომპანიების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა იყოს გამიჯნული ვებდეველოპმენტისა და დიზაინის შექმნისთვის მოთხოვნილი თანხა.   გთხოვთ, სატენდერო განაცხადები გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე - contest@idfi.ge.  გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ Anticorruption Community.   სატენდერო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2020 წლის 10 ივნისი, 18:00 საათი.   შემოთავაზებული სისტემის ტექნიკური გადაწყვეტილება:   სისტემა დაფუძნებული უნდა იყოს Linux, Apache-ის  სასერვერო ინფრასტრუქტურაზე;   გამოყენებული უნდა იყოს  პროგრამული ენა - აუცილებელია გამოყენებული იყოს მინიმუმ PHP 5.4 ან უახლესი/მიმდინარე ვერსია.   მონაცემთა ბაზა MySQL;კლიენტის მხარეს დაცული უნდა იყოს w3c markup validation და გამოყენებული ბიბლიოთეკები უნდა იყოს ღია კოდის ლიცენზიით.   უსაფრთხოების მხრივ, დაცული უნდა იყოს მაღალი სტანდარტები (OWASP მოთხოვნები).   სისტემის კოდი და საავტორო უფლებები:   სისტემის დეველოპმენტის შემდგომ, მისი საწყისი კოდი გადაეცემა აპლიკაციის მფლობელს, მესამე პირზე გადაცემის შეზღუდვის გარეშე. კოდის გადაცემისას კომპანია ვალდებულია, თან დაურთოს ტექნიკური აღწერილობა, რომელიც განსაზღვრავს კოდს და ბაზის სტრუქტურას, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, მესამე მხარეს გაუწიოს შესაბამისი კონსულტაცია.   პროექტის ხანგრძლივობა: არაუმეტეს 60 კალენდარული დღისა;   პროექტი უნდა მოიცავდეს: ამოცანის დეტალების ანალიზსა და გვერდის დიზაინის შეთანხმებას, დეველოპმენტს, ტესტირებასა და ToT ტრენინგს.   მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს:   1. პროექტის განხორციელების გეგმა; 2. დეტალურად აღწერილი პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა; 3. ინფორმაცია მსგავსი პროექტის განხორციელების შესახებ; 4. ინფორმაცია ინფორმაციული სისტემების პროექტების განხორციელების მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილების შესახებ; 5. სასურველია ელექტრონული მმართველობის პროექტების განხორციელების გამოცდილების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა.   პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა:   პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა უნდა განხორციელდეს უსასყიდლოდ 6 თვის განმავლობაში. მხარდაჭერა მოიცავს დეფექტების BUG-ების აღმოფხვრას და ინციდენტებზე რეაგირებას.     ინციდენტებზე რეაგირების პირობებია: ტელეფონით ან/და ელ. ფოსტით. ინციდენტებზე რეაგირების დრო 1 საათი. აღნიშნულ დროში უნდა აცნობოს სისტემის მფლობელს პრობლემის მოგვარების დროის ხანგრძლივობა (რა დროში აღმოფხვრის პრობლემას).   დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ მითითებულ ელ-ფოსტაზე.     მსგავსი პლატფორმების მაგალითები: https://plusacumen.teachable.com/ https://ega.ee/project/community-tools-against-corruption/ https://faracoruptie.md/en  

ბოლო ვადა : 31 მაისი 2020
კონკურსის დასახელება : კონკურსი - პროექტის შემფასებელი

პროექტის “პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ (PrIME) ფარგლებში, ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), აცხადებს კონკურსს პროექტის შემფასებლის შესარჩევად.   პროექტის შესახებ:   PrIME ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინციატივაა, რომელსაც ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC) და სტუდია მონიტორთან თანამშრომლობით.   პროექტის სრული ბიუჯეტია EUR 333,321.64, ხოლო ხანგრძლივობა: 14 მარტი, 2018 – 14 მაისი, 2020.   PrIME-ის მიზანია საქართველოს პროკურატურის შიდა და გარე დამოუკიდებლობის გაზრდა საქართველოს საპროკურორო და საგამოძიებო სისტემების მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად.   პროექტთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ: https://idfi.ge/ge/prime_eu_idfi_project   პროექტის შემფასებლის ამოცანა:   პროექტის შემფასებლის ამოცანაა, პროექტის ინდიკატორებსა და აქტივობებზე დაყრდნობით ინგლისურ ენაზე მოამზადოს პროექტის გავლენის შეფასება - რამდენად იქნა მიღწეული პროექტის მიზნები და ამოცანები და რამდენად მდგრადია პროექტის შედეგები.   პროექტის შეფასებისას გამოყენებული იქნება სამაგიდე კვლევის მეთოდი (პროექტის ფარგლებში შემუშავებული კვლევების, ანგარიშებისა და სხვა მასალების ანალიზი), ასევე ინტერვიუები იმ პირებთან, რომლებზეც უშუალოდ აისახა პროექტის შედეგები.   ვადები:   პროექტის შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული ძირითადი სამუშაოები (მასალების ანალიზი და ინტერვიუები) უნდა დასრულდეს 7 ივნისამდე, ხოლო საბოლოო ანგარიშის წარდგენის ვადაა 18 ივნისი.   ანგარიშის სტრუქტურა:   შეფასების ანგარიში უნდა მოიცავდეს შემდეგ ნაწილებს:   - სარჩევი;   - პროექტის შინაარსის მოკლე აღწერა;   - შეფასების მეთოდოლოგიის მოკლე აღწერა;   - პროექტის მიღწევების აღწერა;   - პროექტის გამოწვევების აღწერა;   - რეკომენდაციები პროექტის მდგრადობის უზრუნველსაყოფად;   - დასკვნა/მოკლე შეჯამება.   შერჩევის კრიტერიუმები:   კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:   - კვლევითი მეთოდების ცოდნა და მათი გამოყენების მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება;   - ინგლისური და ქართული ენების სრულყოფილი ცოდნა;   - სამართალდამცავ სისტემასთან (პროკურატურა) დაკავშირებული საკითხების ცოდნა.    IDFI უპირატესობას მიანიჭებს კანდიდატებს, რომელთაც აქვთ მსგავსი შინაარსის ან/და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების შეფასების გამოცდილება.   წარსადგენი დოკუმენტაცია   კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:   - დეტალური CV;   - შესრულებული ანგარიშის ნიმუში;   - შეფასებისას გამოსაყენებელი მეთოდოლოგიის მოკლე აღწერა.   გთხოვთ, განაცხადები გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე - contest@idfi.ge .  გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ PrIME პროექტის შემფასებლის კონკურსი.     განაცხადების მიღების ბოლო ვადაა  31 მაისი.  

ბოლო ვადა : 9 აპრილი 2020

  პროექტის “PAR-ის მხარდაჭერა სამოქალაქო მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ ფარგლებში, ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), აცხადებს ტენდერს ვებდეველოპერისა და დიზაინერის შესარჩევად, საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ელექტრონული პლატფორმის (PAR Tracker) შესაქმნელად.   პლატფორმაზე უნდა მოხდეს პრაქტიკული ინფორმაციის შეტანა საჯარო მმართველობის რეფორმის შესახებ - სამოქმედო გეგმის კომპონენტები (მიმართულებები, ამოცანები, აქტივობები, ინდიკატორები, პასუხისმგებელი უწყებები, შესრულების ვადები); განხორციელებული მონიტორინგის შედეგები (ამოცანების, აქტივობების, ინდიკატორების შესრულების შეფასება განსაზღვრული კატეგორიების მიხედვით); ძირითადი მიგნებები; გამოვლენილი გამოწვევები და სხვ. პლატფორმა უნდა იძლეოდეს მასზე ატვირთული მონაცემების გაფილტვრის, კონკრეტული კომპონენტის მიხედვით დალაგების, შედარების, სტატისტიკური დამუშავების, ჩარტებად გამოტანის შესაძლებლობას. მონაცემების შენახვა შესაძლებელი უნდა იყოს, PDF, Exel, PNG და Word-ის ფორმატში. ინფორმაციის ღია ფორმატში ვიზუალური სახით გამოქვეყნებასთან ერთად, პლატფორმით უზრუნველყოფილი უნდა იყოს გარე მომხმარებლის ჩართულობა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული თემატური მიმართულების/ამოცანის/აქტივობის/ინდიკატორის შეფასებისა და გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე კომენტარების/ უკუკავშირის გაზიარების  გზით. პლატფორმას უნდა ჰყავდეს ადმინისტრატორი და შესაძლებელი უნდა იყოს მომხმარებლების სხვადასხვა დონის დაშვების განსაზღვრა.   ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც კომპანიებს, ისე კერძო პირებს (ვებდეველოპერებსა და დიზაინერებს ცალ-ცალკე ან ერთად). კომპანიების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა იყოს გამიჯნული ვებდეველოპმენტისა და დიზაინის შექმნისთვის მოთხოვნილი თანხა.   გთხოვთ, სატენდერო განაცხადები გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე - contest@idfi.ge .  გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ PAR Tracker Bid.   სატენდერო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2020 წლის 9 აპრილი, 18:00 საათი.     შემოთავაზებული სისტემის ტექნიკური გადაწყვეტილება:   სისტემა დაფუძნებული უნდა იყოს Linux, Apache-ის  სასერვერო ინფრასტრუქტურაზე;   გამოყენებული უნდა იყოს  პროგრამული ენა - აუცილებელია გამოყენებული იყოს მინიმუმ PHP 5.4 ან უახლესი/მიმდინარე ვერსია.   მონაცემთა ბაზა MySQL;   კლიენტის მხარეს დაცული უნდა იყოს w3c markup validation და გამოყენებული ბიბლიოთეკები უნდა იყოს ღია კოდის ლიცენზიით.    უსაფრთხოების მხრივ, დაცული უნდა იყოს მაღალი სტანდარტები (OWASP მოთხოვნები).   სისტემის კოდი და საავტორო უფლებები:   სისტემის დეველოპმენტის შემდგომ, მისი საწყისი კოდი გადაეცემა აპლიკაციის მფლობელს, მესამე პირზე გადაცემის შეზღუდვის გარეშე. კოდის გადაცემისას კომპანია ვალდებულია, თან დაურთოს ტექნიკური აღწერილობა, რომელიც განსაზღვრავს კოდს და ბაზის სტრუქტურას, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, მესამე მხარეს გაუწიოს შესაბამისი კონსულტაცია.   პროექტის ხანგრძლივობა: არაუმეტეს 60 კალენდარული დღისა;   პროექტი უნდა მოიცავდეს: ამოცანის დეტალების ანალიზსა და გვერდის დიზაინის შეთანხმებას, დეველოპმენტს, ტესტირებასა და ToT ტრეინინგს.   მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს:   1. პროექტის განხორციელების გეგმა;   2. დეტალურად აღწერილი პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა;   3. ინფორმაცია მსგავსი პროექტის განხორციელების შესახებ;   4. ინფორმაცია ინფორმაციული სისტემების პროექტების განხორციელების მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილების შესახებ;   5. სასურველია ელექტრონული მმართველობის პროექტების განხორციელების გამოცდილების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა.   პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა:   პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა უნდა განხორციელდეს უსასყიდლოდ 6 თვის განმავლობაში. მხარდაჭერა მოიცავს დეფექტების BUG-ების აღმოფხვრას და ინციდენტებზე რეაგირებას.    ინციდენტებზე რეაგირების პირობებია: ტელეფონით ან/და ელ. ფოსტით. ინციდენტებზე რეაგირების დრო 1 საათი. აღნიშნულ დროში უნდა აცნობოს სისტემის მფლობელს პრობლემის მოგვარების დროის ხანგრძლივობა (რა დროში აღმოფხვრის პრობლემას).   დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ მითითებულ ელ-ფოსტაზე.    მსგავსი პლატფორმების მაგალითები:  https://sdg-tracker.org   http://www.lsgindex.org  

ბოლო ვადა : 27 თებერვალი 2020

პროექტის - “ღია მმართველობის პრინციპების ხელშეწყობა საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში” ფარგლებში, ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ატარებს ფასთა გამოკითხვას ელექტრონული მონიტორის შესყიდვის მიზნით.   მონიტორის აუცილებელი მახასიათებელი: Tilted landscape Totem, Windows, Touch, PC   - DIAGONAL SIZE, INCH / RATIO არანაკლებ 43 ინჩი, 16/9, სენსორული, 3mm tempered glass - RESOLUTION / R.FREQUENCY  არანაკლებ 1920:1080, არანაკლებ 60 Hz - BRIGHTNESS  არანაკლებ 300 cd/m2 - COLOUR  არანაკლებ 16.7 მილიონი - VIEWING ANGLE არანაკლებ H178°/V178° - RESPONSE TIME არაუმეტეს 8 ms - LIFETIME / OPERATING MODE არანაკლებ 50 000 საათი - PC onboard  პროცესოირ არნაკლებ i5, ოპერატიული მეხსიერება არანაკლებ 8GB, მყარი დისკი არანაკლებ 128GB SSD - OS  Windows 10 - BUILD IN SPEAKERS არანაკლებ 2x5W - USB არანაკლებ 2x USB 2.0 და 2x USB 3.0 - WIFI / RJ45 / VGA / HDMI - UNIT DIMENSION (W*D*H), Screen body: 1015*603.5*76mm / Base stand: 988.47*510*600.94 mm - PACKAGE DIMENSION (W*D*H), 1240*840*870 mm - NET / GROSS, KG არაუმეტეს 100 კილოგრამი - HOUSING MATERIAL/COLOR / GLASS თეთრი ან ღია რუხი მეტალის, ეკრანის დაცვა: არანაკლებ 3 მილიმეტრიანი მყარი შუშის ფენა - OPERATING CONDITIONS 0℃ to 50℃ / 10% to 90% - POWER CONSUMPTION 75 W - ACCESSORY IN THE BOX AC power cable, remote control - POWER SUPPLY 100V-240V,50-60 Hz    მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს:   1.       მომსახურების ზუსტი ხარჯთაღრიცხვა; 2.       საგარანტიო წერილი (მინიმუმ 1 წელი) 3.       მოწოდების ზუსტი თარიღი 4.       ელექტრონული მონიტორის ტექნიკური მახასიათებლები (დეტალურად).   გთხოვთ შეთავაზების განაცხადები გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე - contest@idfi.ge ; გთხოვთ ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ ელექტრონული მონიტორი. განცხადების მიღება ასევე ხდება მისამართზე - ტ.შევჩენკოს ქ. N20, 0108 თბილისი, საქართველო.   განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 27 თებერვალი  

ბოლო ვადა : 11 თებერვალი 2020

  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ანალიტიკური სტატიების კონკურსს თემაზე: "მონაცემები ცვლილებებისთვის".   კონკურსის მიზანია: ღია მონაცემების დამუშავებისა და მონაცემებზე დაყრდნობით ანალიტიკური სტატიების მომზადების წახალისება.    კონკურსში მონაწილეობის პირობები და შეფასების კრიტერიუმები:    1. საკონკურსო ანალიტიკური სტატია უნდა ეხებოდეს საქართველოში საჯარო პოლიტიკისა და საჯარო ფინანსების საკითხებს, ხოლო შესაძლო თემები შეიძლება იყოს: საჯარო ფინანსების განკარგვა, საჯარო ადმინისტრირება, ადგილობრივი თვითმმართველობა, სოციალური საკითხები, ჯანდაცვა, დანაშაულის სტატისტიკა, განათლება, გარემო, ეკონომიკა, ფინანსები.   2. ერთ მონაწილეს შეუძლია რამდენიმე სტატიის გამოგზავნა (სასურველია სხვადასხვა თემებზე).   3. ანალიტიკური სტატიის ძირითადი ნაწილი უნდა ეფუძნებოდეს საჯარო მონაცემების დამუშავებასა და მათ ანალიზს.   4. ანალიტიკური სტატია საქართველოში აქტუალური საკითხების შესახებ ავტორის მიგნებას და ანალიზს უნდა გვთავაზობდეს.   5. აუცილებელია, სტატიის მომზადებისას ასევე გამოიყენოთ IDFI-ის მიერ შექმნილ საქართველოს ღია მონაცემების ლაბორატორიაზე (www.DataLab.ge) გამოქვეყნებული მონაცემთა ბაზები.   6. სასურველია სტატიაში ასევე გამოყენებული იყოს ვიზუალური ნაშრომებიც (მაგ, გრაფიკები, დიაგრამები, ინფოგრაფიკა, ა.შ.).   7. წარმოდგენილი სტატია უნდა იყოს ქართულ ენაზე.   8. სტატიის სავარაუდო სტრუქტურაა:    - სათაური - თავფურცელი, სადაც მითითებული იქნება პირადი ინფორმაცია (კონკურსანტის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი) - მთავარი მიგნებები - შესავალი - ძირითადი ნაწილი - დასკვნა - გამოყენებული ლიტერატურა/დანართები.   9. სტატიის ტექნიკური მახასიათებლებია:    - ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ვორდის დოკუმენტში - გვერდების რაოდენობა: 2-5 გვერდი (ტექსტი, გრაფიკებისა და დანართების გარეშე) - ფონტი: Sylfaen, ზომა - 12 - დაშორება - 1.15 - გვერდის მინდორი:  Normal   10. თუ ნაშრომის მოსამზადებლად გამოითხოვეთ საჯარო ინფორმაცია, სტატიას თან უნდა დაერთოს მიღებული დოკუმენტებიც.   11. სტატიაში მოცემული ანალიზი უნდა ეკუთვნოდეს ავტორს. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან.   12. არ მიიღება სტატიები, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია.   როგორ მოვიძიო ინფორმაცია ანალიტიკური სტატიისთვის?   - გაეცანი საქართველოს ღია მონაცემების პლატფორმაზე (DataLab – www.datalab.ge) მოცემულ მონაცემთა ბაზებს; - იხილე საჯარო დაწესებულებების ვებგვერდებზე გამოქვეყნებულ ინფორმაცია;  - თავად გამოითხოვე საჯარო ინფორმაცია ცალკეული საჯარო დაწესებულებიდან.    საკონკურსო პრიზები:   - I ადგილი - 1,300 ლარი; - II ადგილი - 1,000 ლარი; - III მესამე ადგილი - 800 ლარი   - საუკეთესო 3 სტატია გამოქვეყნდება IDFI-ის ვებ (www.IDFI.ge)  და სოციალურ (Facebooks; Twitter) გვერდებზე საავტორო უფლებების დაცვით.    კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2020 წლის 11 თებერვალი.   ნაშრომების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge გამოგზავნისას მეილის სათაურში (Subject-ველი) მიუთითეთ „მონაცემები ცვლილებებისთვის“.   კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე:     ტელ: +995 32 2 921514  ელ-ფოსტა: contest@idfi.ge       კონკურსი იმართება ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. 

ბოლო ვადა : 1 დეკემბერი 2019

  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ანალიტიკური და საგამოძიებო სტატიების კონკურსს თემაზე: ჟურნალისტები დემოკრატიული მმართველობისთვის.    კონკურსის მიზანია: ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ ხელისუფლების საქმიანობის კონტროლის წახალისება.   კონკურსში მონაწილეობის პირობები და შეფასების კრიტერიუმები:    1. საკონკურსო ანალიტიკური სტატია, წარმოდგენილი ქართულ ენაზე, უნდა ეხებოდეს საქართველოს საჯარო სექტორში არსებულ შესაძლო გადაცდომებსა და საეჭვო გარემოებებს. სტატიის კონკრეტული თემები შეიძლება იყოს:    - საჯარო დაწესებულებებში, მათ შორის, სახელმწიფო საწარმოებში, ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებში შესაძლო გადაცდომები;    - საჯარო ფინანსების არასწორი და უკანონო განკარგვა;    - სავარაუდო კორუფციული დანაშაულის ფაქტები;     - საჯარო მოხელეთა მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა;    - დარღვევები სახელმწიფო შესყიდვების სფეროში;     - ნეპოტიზმი და ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევები;    - საზოგადოების ინტერესების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედება.   2. ერთ მონაწილეს შეუძლია რამდენიმე სტატიის გამოგზავნა (სხვადასხვა თემებზე);   3. ანალიტიკური სტატიის ძირითადი ნაწილი უნდა ეფუძნებოდეს საჯარო მონაცემების დამუშავებასა და მათ ანალიზს;   4. ანალიტიკური სტატია საქართველოში აქტუალური საკითხების შესახებ ავტორის მიგნებას და ანალიზს უნდა გვთავაზობდეს.     5. სტატიის სავარაუდო სტრუქტურაა:    - სათაური   - თავფურცელი, სადაც მითითებული იქნება პირადი ინფორმაცია (კონკურსანტის სახელი, გვარი)   - მთავარი მიგნებები   - შესავალი   - ძირითადი ნაწილი   - დასკვნა   - გამოყენებული ლიტერატურა/დანართები.   6. სტატიის ტექნიკური მახასიათებლებია:    - ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ვორდის დოკუმენტში;   - გვერდების რაოდენობა: 2-5 გვერდი (ტექსტი, გრაფიკებისა და დანართების გარეშე);   - ფონტი: Sylfaen, ზომა - 12;   - დაშორება - 1.15;   - გვერდის მინდორი:  Normal.   7. თუ ნაშრომის მოსამზადებლად გამოითხოვეთ საჯარო ინფორმაცია, სტატიას თან უნდა დაერთოს მიღებული დოკუმენტებიც;   8. სტატიაში მოცემული ანალიზი უნდა ეკუთვნოდეს ავტორს. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან.   9. არ მიიღება სტატიები, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია.   როგორ მოვიძიო ინფორმაცია ანალიტიკური სტატიისთვის?   - იხილე საჯარო დაწესებულებების ვებგვერდებზე გამოქვეყნებულ ინფორმაცია და ანგარიშები;    - გაეცანი საქართველოს ღია მონაცემების პლატფორმაზე (DataLab – www.datalab.ge ) მოცემულ მონაცემთა ბაზებს;   - თავად გამოითხოვე საჯარო ინფორმაცია ცალკეული საჯარო დაწესებულებიდან.    საკონკურსო პრიზები:   - I ადგილი - 300 დოლარი;   - II ადგილი - 200 დოლარი;   - III მესამე ადგილი - 150 დოლარი   - საუკეთესო 3 სტატია გამოქვეყნდება IDFI-ის ვებ (www.IDFI.ge)  და სოციალურ (Facebooks; Twitter ) გვერდებზე საავტორო უფლებების დაცვით.    კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2019 წლის 1 დეკემბერი.   ნაშრომების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge გამოგზავნისას მეილის სათაურში (Subject-ველი) მიუთითეთ - სტატიების კონკურსი.    კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე:     ტელ: +995 32 2 921514 და/ან +995 599 500 137; ელ-ფოსტა: contest@idfi.ge      კონკურსი იმართება გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაციის, Luminate-ის ფინანსური მხარდაჭერით.

ბოლო ვადა : 10 ოქტომბერი 2019

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს მიღებას 2 დღიან/გასვლით ტრენინგზე - ხელისულების საქმიანობის მონიტორინგის მეთოდები და მექანიზმები!   ვისთვის არის განკუთვნილი ტრენინგი?   პროგრამა განკუთვნილია სტუდენტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტებისთვის.    ტრენინგის მიზანი:    მონაწილეები გაიღრმავებენ ხელისუფლების საქმიანობის კონტროლისა და საჯარო სექტორში შესაძლო გადაცდომების აღმოჩენის/რეაგირების უნარ-ჩვევებს.      ძირითადი განსახილველი თემები:   - როგორ აღმოვაჩინოთ საეჭვო გარემოებები საჯარო შესყიდვებში?    - როგორ დავაკვირდეთ ხელისუფლების მიერ ბიუჯეტის განკარგვას და მის ფინანსურ საქმიანობას?    - როგორ მოვიპოვოთ ოფიციალური მონაცემები სხვადასხვა სახელმწიფო პლატფორმიდან?   - როგორ მოვითხოვოთ მთავრობაზე ზედამხედველობისთვის საჭირო საჯარო ინფორმაცია?    ტრენინგი წარიმართება ინტერაქტიულ რეჟიმში და მოიცავს თეორიისა და პრაქტიკის ნაზავს. მონაწილეები იმუშავებენ პრაქტიკულ შემთხვევებზე და მონაწილეობას მიიღებენ საკითხების განხილვებში.    ტრენინგის ადგილი და ხანგრძლივობა    2019 წლის 18-20 ოქტომბერი, სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ (მესხეთის ქ. 16, ბორჯომი, საქართველო).    მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ განაცხადის ფორმა არაუგვიანეს 2019 წლის 10 ოქტომბრისა და გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge   მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმებია:    - მოტივაცია და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების დასაბუთება.     დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.    ტრენინგის დასასრულს მონაწილეები მიღებენ სერტიფიკატებს!   IDFI-სრულად დაფარავს შერჩეული კანდიდატების/მონაწილეების ტრანსპორტირების და სასტუმროში ყოფნის ხარჯებს.    დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 599 500 137   წარმატებებს გისურვებთ!   ტრენინგი ტარდება გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია - Luminate-ის მხარდაჭერით.

ბოლო ვადა : 25 სექტემბერი 2019

      ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად აცხადებს მიღებას კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამაზე.    პროგრამის მიზანი    პროგრამის მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას ანტიკორუფციულ თემატიკასთან დაკავშირებით და შეიძენენ კორუფციის ფაქტებზე ეფექტური რეაგირების უნარ-ჩვევებს.    ვისთვის არის განკუთვნილი პროგრამა?    პროგრამა განკუთვნილია საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდეტებისთვის, საჯარო, კერძო და არასამათავრობო სექტორში დასაქმებული პირებისთვის.    პროგრამის აღწერა და სასწავლო გეგმა    კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა არის საერთაშორისო პროგრამის ნაწილი. სასწავლო კურსი შემდეგი 8 მოდულისგან შედგება და ფარავს შემდეგ თემებს:    - ძირითადი იდეები, კონცეფციები, თეორიები & სოციალურ მეცნიერებათა პერსპექტივები კორუფციის შესახებ (პოლიტიკური მეცნიერება, ანთროპოლოგია, სოციოლოგია, ფსიქოლოგია);   - კორუფციის სამართლებრივი მხარე;   - ანტიკორუფციული პოლიტიკა საჯარო დაწესებულებებში, ბიზნეს & არასამთავრობო სექტორებში, კერძო კორუფცია;   - კარგი მმართველობა;   - ელ-მმართველობა კორუფციასთან ბრძოლაში;   - კორუფცია და პოლიტიკა;   - როგორ მიაღწიეს წარმატებას კორუფციასთან ბრძოლის კუთხით სხვადასხვა ქვეყნებში;   - თანამედროვე მამხილებლობა და კორუფციის ჟურნალისტური გამოძიება.   სწავლის ხანგრძლივობა: სრული კურსის ხანგრძლივობაა ორი სემესტრი (7 ოქტომბერი, 2019 - 16 ივნისი, 2020). თითო მოდულის ხანგრძლივობაა 3 კვირა (12 საათი/6 ლექცია).    ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ (სამშაბათს და ხუთშაბათს), საღამოობით 19:00-დან 22:00-მდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.     სწავლების ენა: ქართული (მასალების ძირითადი ნაწილი წარმოდგენილია ქართულად და ინგლისურად).   სწავლა მიმდინარეობს ინტერაქტიულ რეჟიმში და მოიცავს თეორიისა და პრაქტიკის ნაზავს. მონაწილეები იმუშავებენ პრაქტიკულ შემთხვევებზე, მონაწილეობას მიიღებენ საკითხების განხილვებში და მოამზადებენ ესეებს.    ტრენერები    სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში ტრენერები იქნებიან როგორც ქართველი პრაქტიკოსი ლექტორები, ასევე მომხსენებლის სტატუსით ჩაერთვებიან ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტები.    ტრენერების შესახებ დეტალური იფორმაცია იხილეთ აქ.    სერტიფიკატი   - თითოეული მოდულის დასრულების შემდეგ გაიცემა მოდულის დონის განმსაზღვრელი სეტიფიკატი.    - პროგრამის მონაწილე, რომელიც 8 მოდულიდან მინიმუმ 6 მოდულს დაესწრება, მიიღებს სრული კურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.   - პროგრამის მონაწილეების მიერ მომზადებული 10 საუკეთესო ესე, პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, გამოქვეყნდება/გავრცელდება ილიას უნივერსიტეტის და IDFI-ის ვებგვერდებსა და სოციალურ გვერდებზე (Facebook და Twitter).     - პროგრამის 2 საუკეთესო მსმენელი 3 თვის განმავლობაში სტაჟირებას გაივლის IDFI-ში.    კურსდამთავრებულების ქსელი    პროგრამის დასასრულს შეიქმნება კურსდამთავრებულთა ქსელი (ე.წ. Alumni Network), რომელიც გააერთიანებს პროგრამის მონაწილეებს, დააკავშირებს მათ ანალოგიური პროგრამის უცხოელ კურსდამთავრებულებს და დაგეგმავს საერთო კვლევებს, გაცვლით პროგრამებს და სხვა შესაბამის აქტივობებს.    პროგრამაში  რეგისტრაციისთვის   - დაინტერესებულმა პირებმა (სტუდენტები; საჯარო სამსახურის, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები) 2019 წლის 25 სექტემბრამდე უნდა შეავსონ თანდართული განაცხადის ფორმა და გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: corruptionhunters@idfi.ge   - პროგრამის მონაწილეები საწყის ეტაპზე შეირჩევიან განაცხადის საფუძველზე.    - მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას. გასაუბრების  დროს შეფასდება მონაწილეთა მზაობა, რათა ბოლომდე შეასრულონ პროგრამის მიერ წაყენებული მოთხოვნები.    შერჩეულ მონაწილეებს სრულად დაუფინანსდებათ სწავლის საფასური.    შერჩევის კრიტერიუმები   პროგრამის მონაწილეების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით. შერჩეული კანდიდატების პროგრამაში მონაწილეობის საფასურს სრულად დაფარავენ პარტნიორი ორგანიზაციები.    - მოტივაცია;   - კომუნიკაბელურობა;   - გუნდური მუშაობის და პრეზენტაციის უნარი;   - სასურველია ინგლისური ენის საშუალო (Intermediate Level) დონეზე ცოდნა.      ინიციატივის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი (OSI). პროგრამა ხორციელდება ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) თანადაფინანსებით.    დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:    დავით მაისურაძე კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის კოორდინატორი ელ-ფოსტა: corruptionhunters@idfi.ge ტელ: 577 11 45 22

ბოლო ვადა : 31 მარტი 2019

  საქართველოს პარლამენტი, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერითა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით, ატარებს „რა? სად? როდის?“ თამაშს სტუდენტებისთვის თემაზე – რა? სად? როდის? პარლამენტის შესახებ.   თამაშის მიზანია: ახალგაზრდებში საქართველოს და სხვა ქვეყნების პარლამენტების და პარლამენტარიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მათი ჩართულობის წახალისება საკანონმდებლო საქმიანობაში.    თამაშში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: საქართველოს სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებით დაკომპლექტებულ მოყვარულთა გუნდებს (ის სტუდენტები, რომლებიც არ არიან „რა? სად? როდის?“ პროფესიონალ მოთამაშეთა სიაში).   თამაშის პირობები:    1. თამაში ჩატარდება პოპულარული ინტელექტუალური თამაშის – „რა? სად? როდის?“ ფორმატით.   2. შეკითხვები შეეხება საქართველოს და მსოფლიოს ქვეყნების პარლამენტებს, პარლამენტარიზმის ისტორიას და გამოჩენილ პარლამენტარებს.    3. თითოეულ უმაღლეს სასწავლებელს შეუძლია წარმოადგინოს 6 მოთამაშით დაკომპლექტებული მხოლოდ 1 გუნდი. გუნდების/მონაწილეთა სიის წარმოდგენა უშუალოდ უმაღლესი სასწავლებლების პრეროგატივაა.   4. თამაში შედგება 2 ტურისა და 30 შეკითხვისგან [თითო ტურში 15 შეკითხვა]; 1 შეკითხვა – 1 ქულა.    5. გამარჯვებულად გამოცხადდება გუნდი, რომელიც დასმულ შეკითხვებზე ყველაზე მეტ სწორ პასუხს გასცემს.    თამაშში გამოვლინდება 3 გამარჯვებული გუნდი [I, II და  III ადგილები] და მათი წარმდგენი უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც დაჯილდოვდებიან თასით და ფასიანი საჩუქრებით.    თამაშში რეგისტრაციისთვის:      1. უმაღლესმა სასწავლებლებმა უნდა შეავსონ თანდართული ფორმა და მიუთითონ:    - სასწავლებლის დასახელება;    - გუნდის შემადგენლობა: მოთამაშის/სტუდენტის სახელი და გვარი (6 ადამიანი), მათი სწავლების საფეხური და ფაკულტეტი;   - საკონტაქტო პირის [სასწავლო დაწესებულების/აკადემიური პერსონალი] მობილურის ნომერი და ელ-ფოსტა.   2. შევსებული ფორმა, 2019 წლის 31 მარტამდე უნდა გამოგვიგზავნონ ელექტრონული ფოსტით, შემდეგ მისამართზე: contest@idfi.ge    3. გამოგზავნისას მეილის სათაურში [subject-ველი] მიუთითეთ – თამაში:  რა? სად? როდის? პარლამენტის შესახებ   თამაში ჩატარდება თბილისში [ღონისძიების ზუსტი ადგილის შესახებ მოგვიანებით ვაცნობებთ დარეგისტრირებულ/მონაწილე გუნდებს].   კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე: +995 32 2 92 15 14; +995 599 500 137  

ბოლო ვადა : 27 მარტი 2019

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს საინფორმაციო/გრაფიკული ვიდეო რგოლის დამზადებაზე.      ვიდეოს მიზანია: პროკურატურის რეფორმის/საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და პოპულარიზაცია.    ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?   კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კვალიფიციურ ორგანიზაციებსა და ინდივიდებს, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი გამოცდილება.   კონკურსის პირობები   - ვიდეო უნდა შეიცავდეს: გრაფიკას, გახმოვანებას, ინფორმაციიდან გამომდინარე ლოგიკური ბმას გრაფიკებს შორის (იხ. სცენარი)   - ვიდეო არ უნდა შეიცავდეს ძალადობის აღმნიშვნელ და შეურაცხმყოფელ ელემენტებს.   - კონკურსში შერჩევიდან 3 კვირაში უნდა მოხდეს ვიდეოს საბოლოო პროდუქტის ჩაბარება.    - შერჩეული ვიდეო რგოლის ავტორი ვალდებულია, გაითვალისწინოს ორგანიზაციის ექსპერტების მოთხოვნები და შეიტანოს ნებისმიერი ცვლილება მათ მიერ წარმოდგენილ ვერსიაში.    - ვიდეო-კლიპის შექმნის პროცესში ყველა გადაწყვეტილება/ცვლილება წინასწარ წერილობით უნდა იქნას შეთანხმებული ორგანიზაციასთან.     განაცხადის წარდგენის ვადა და პროცედურა:   განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 27 მარტი.     კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ორგანიზაციამ/პირმა უნდა გამოგზავნოს:   - ინფორმაცია განმცხადებელის შესახებ (ინდივიდის შემთხვევაში მიიღება CV) სადაც ასევე აღნიშნული იქნება საინფორმაციო თემატიკის, გრაფიკული ვიდეო რგოლების შექმნის გამოცდილება.   - საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ბიუჯეტი.   - სულ მცირე 3 ვიდეო რგოლის ნიმუშის ბმულები.    განაცხადი მიიღება ელექტრონულად შემდეგ მისამართებზე: contest@idfi.ge   სათაურში  (Subject ველი) უნდა მიუთითოთ: სოციალური ვიდეო რგოლის კონკურსი.   IDFI შეტყობინებას გაუგზავნის მხოლოდ გამარჯვებული ვიდეო რგოლის ავტორს.    კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე: +995 32 2 92 15 14; +995 599 500 137  

ბოლო ვადა : 16 სექტემბერი 2018

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) პროექტის PrIME – პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით - ფარგლებში, აცხადებს კონკურსს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონებში პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების შესარჩევად.   PrIME – ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომელსაც ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC) და სტუდია მონიტორთან თანამშრომლობით. PrIME-ის მიზანია საქართველოს პროკურატურის შიდა და გარე დამოუკიდებლობის გაზრდა, საქართველოს საპროკურორო და საგამოძიებო სისტემების მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად.   პროექტის მიზნების მისაღწევად, IDFI და მისი პარტნიორები ოთხი ძირითადი მიმართულებით მუშაობენ: მონიტორინგი, ჟურნალისტური გამოძიება, შესაძლებლობების გაძლიერება, და ცნობიერების ამაღლება და ადვოკატირება.    პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონებში არასამთავრობო ორგანიზაციების შერჩევა, პროკურატურის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ცალკეული თემატური მიმართულებების მონიტორინგის განსახორციელებლად.   საქმიანობის აღწერა:   კონკურსის შედეგად თითოეულ რეგიონში შერჩეული ორგანიზაცია პასუხისმგებელი იქნება უზრუნველყოს პროკურატურის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ცალკეული ნაწილების შესრულების მონიტორინგი ადგილობრივ დონეზე, IDFI-ის მიერ მიწოდებული მონიტორინგის მეთოდოლოგიის მიხედვით.   შერჩეული რეგიონალური არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე გაუწევენ მონიტორინგს სასამართლო სხდომებს ადგილობრივ  დონეზე, რომელიც ეხება ქალთა მიმართ ძალადობასა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს.   მონიტორინგის ანგარიშებს რეგიონალური არასამთავრობო ორგანიზაციები წარუდგენენ IDFI-ის.   პროექტი უზრუნველყოფს IDFI-ის წარმომადგენლების მიერ კონკურსში გამარჯვებულ რეგიონალურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან სტუმრობას და მათთვის ტრენინგების ჩატარებას. პროექტის განმავლობაში, IDFI გაუწევს ზედამხედველობას და საჭიროების მიხედვით გაუწევს კონსულტაციებს პარტნიორ ორგანიზაციებს.   პროექტში მონაწილეობის პირობები:   პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ რეგიონულ ორგანიზაციებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:   1. ორგანიზაციები, რომლებიც თავიანთი საქმიანობით ფარავენ სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარის რეგიონებს; სულ აირჩევა ორი ასეთი ორგანიზაცია.   2. დაფუძნებული არიან სულ მცირე 3 წლის წინ, აქვთ უწყვეტი საქმიანობის გამოცდილება მინიმუმ ბოლო ორი წლის მანძილზე (ბოლო ორი წლის მანძილზე განხორციელებული ან მიმდინარე სულ მცირე ორი პროექტი);   3. შეუძლიათ სულ მცირე ერთი ექსპერტის კანდიდატურის წარდგენა, რომელთაც აქვთ შესაბამისი საქმიანობის განხორციელების გამოცდილება;   4. გააჩნიათ სამუშაოს ჩასატარებლად საჭირო საბაზო ინფრასტრუქტურა.   უპირატესობა მიენიჭათ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ზემოხსენებულთან ერთად:   1. მუშაობენ პროკურატურის ინსტიტუციური რეფორმების საკითხებზე, ან გააჩნიათ შესაბამისი პროფილი სისხლის სამართლის კუთხით, კერძოდ, კი, აქვთ სიძულვილით მოტივირებულ ან/და ქალთა მიმართ დანაშაულებების მონიტორინგის გარკვეული გამოცდილება;   2. მათ მიერ წარმოდგენილ სპეციალისტს/ებს აქვთ პროკურატურის სტრუქტურისა და საქმიანობის, ასევე ქალთა მიმართ ძალადობისა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებებთან დაკავშირებული ნორმატიული ბაზისა და სისხლის სამართლის კოდექსის ცოდნა და საჯარო დაწესებულებების მონიტორინგის გამოცდილება;   3. აქვთ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელების გამოცდილება;   4. აქვთ ევროკავშირის მიერ (პირდაპირ ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით) დაფინანსებული პროექტების განხორციელების გამოცდილება.   ხარჯების დაფარვა მოხდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით, მიკრო გრანტის საშუალებით. რეგიონების მიხედვით მიკრო გრანტების სავარაუდო ღირებულება შეადგენს 5000 ევროს.    სააპლიკაციო პროცედურა   დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა უნდა გამოაგზავნონ შევსებული განაცხადი თანდართული ფორმის მიხედვით და სულ მცირე 2 სპეციალისტის რეზიუმე შემდეგ მისამართზე:  vacancies@idfi.ge    განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა: 2018 წლის 16 სექტემბერი.  დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:  ტელ: +995 32 92 15 14;  ელ. ფოსტა: info@idfi.ge  

ბოლო ვადა : 15 აპრილი 2018

     ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ანალიტიკური სტატიების კონკურსს თემაზე: "მონაცემები ცვლილებებისთვის".   კონკურსის მიზანია: ღია მონაცემების დამუშავებისა და მონაცემებზე დაყრდნობით ანალიტიკური სტატიების მომზადების წახალისება.    კონკურსში მონაწილეობის პირობები და შეფასების კრიტერიუმები:    1. საკონკურსო ანალიტიკური სტატია უნდა ეხებოდეს საქართველოში საჯარო პოლიტიკისა და საჯარო ფინანსების საკითხებს, ხოლო შესაძლო თემები შეიძლება იყოს: საჯარო ადმინისტრირება, ადგილობრივი თვითმმართველობა, სოციალური საკითხები, ჯანდაცვა, დანაშაულის სტატისტიკა, განათლება, გარემო, ეკონომიკა, ფინანსები, ტრანსპორტი, საზოგადოება და გეოგრაფიული მონაცემები;   2. ერთ მონაწილეს შეუძლია რამდენიმე სტატიის გამოგზავნა (სასურველია სხვადასხვა თემებზე);   3. ანალიტიკური სტატიის ძირითადი ნაწილი უნდა ეფუძნებოდეს საჯარო მონაცემების დამუშავებასა და მათ ანალიზს;   4. ანალიტიკური სტატია საქართველოში აქტუალური საკითხების შესახებ ავტორის მიგნებას და ანალიზს უნდა გვთავაზობდეს;   5. აუცილებელია, სტატიის მომზადებისას ასევე გამოიყენოთ IDFI-ის მიერ შექმნილ საქართველოს ღია მონაცემების ლაბორატორიაზე (www.DataLab.ge) გამოქვეყნებული მონაცემთა ბაზები;     6. სასურველია სტატიაში ასევე გამოყენებული იყოს ვიზუალური ნაშრომებიც (მაგ, გრაფიკები, დიაგრამები, ინფოგრაფიკა, ა.შ.);   7. წარმოდგენილი სტატია უნდა იყოს ქართულ ენაზე;   8. სტატიის სავარაუდო სტრუქტურაა:    - სათაური - თავფურცელი, სადაც მითითებული იქნება პირადი ინფორმაცია (კონკურსანტის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი) - მთავარი მიგნებები - შესავალი - ძირითადი ნაწილი - დასკვნა - გამოყენებული ლიტერატურა/დანართები.   9. სტატიის ტექნიკური მახასიათებლებია:    - ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ვორდის დოკუმენტში; - გვერდების რაოდენობა: 2-5 გვერდი (ტექსტი, გრაფიკებისა და დანართების გარეშე); - ფონტი: Sylfaen, ზომა - 12; - დაშორება - 1.15; - გვერდის მინდორი:  Normal;   10. თუ ნაშრომის მოსამზადებლად გამოითხოვეთ საჯარო ინფორმაცია, სტატიას თან უნდა დაერთოს მიღებული დოკუმენტებიც;   11. სტატიაში მოცემული ანალიზი უნდა ეკუთვნოდეს ავტორს. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან.   12. არ მიიღება სტატიები, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია.   როგორ მოვიძიო ინფორმაცია ანალიტიკური სტატიისთვის?   - გაეცანი საქართველოს ღია მონაცემების პლატფორმაზე (DataLab – www.datalab.ge ) მოცემულ მონაცემთა ბაზებს; - იხილე საჯარო დაწესებულებების ვებგვერდებზე გამოქვეყნებულ ინფორმაცია;  - თავად გამოითხოვე საჯარო ინფორმაცია ცალკეული საჯარო დაწესებულებიდან.    საკონკურსო პრიზები:   - I ადგილი - 1,600 ლარი; - II ადგილი - 1,200 ლარი; - III მესამე ადგილი - 900 ლარი - საუკეთესო 3 სტატია გამოქვეყნდება IDFI-ის ვებ (www.IDFI.ge)  და სოციალურ (Facebooks; Twitter ) გვერდებზე საავტორო უფლებების დაცვით.    კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2018 წლის 15 აპრილი.   ნაშრომების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge  გამოგზავნისას მეილის სათაურში (Subject-ველი) მიუთითეთ „მონაცემები ცვლილებებისთვის“.   კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე:     ტელ: +995 32 2 921514 და/ან +995 599 500 137 ელ-ფოსტა: contests@idfi.ge     კონკურსი იმართება ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.     

ბოლო ვადა : 31 მარტი 2018

  საქართველოს პარლამენტი, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით აცხადებს ახალგაზრდული იდეების კონკურსს - „შენი იდეა ღია პარლამენტისთვის“.      კონკურსის მიზანია: ღია პარლამენტის შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმისთვის მათ მიერ მოფიქრებული და შერჩეული ვალდებულებების ინიცირება.    კონკურსი საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს ჩაერთონ საქართველოს პარლამენტის საქმიანობაში და გაგვიზიარონ საკუთარი იდეები, თუ რა უნდა გააკეთოს პარლამენტმა, რათა იგი გახდეს უფრო ანგარიშვალდებული, მისი საქმიანობა კი უფრო გამჭვირვალე და ღია მოქალაქეთა ჩართულობისთვის.    ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება?    კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა უმაღლესი სასწავლებლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის 26 წლამდე სტუდენტს.   საკონკურსო პირობები:   1. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოგვიგზავნონ იდეები ღია პარლამენტის რიგით მესამე, 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმისთვის;   2. წარმოდგენილი იდეების/ვალდებულებების მთავარი მიზანი უნდა იყოს საკანონმდებლო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის, ანგარიშვალდებულების, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; ასევე პარლამენტის ღიაობის უზრუნველსაყოფად ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვა/გამოყენება;    3. ერთ მონაწილეს შეუძლია რამდენიმე იდეის გამოგზავნა;   4. წარმოდგენილი იდეა არ უნდა იმეორებდეს საქართველოს პარლამენტის მიერ უკვე შესრულებულ და/ან მიმდინარე ვალდებულებას. იხ. ვალდებულებების ჩამონათვალი აქ: ღია პარლამენტის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმა და ღია პარლამენტის 2017 წლის სამოქმედო გეგმა.   5. იდეა უნდა იყოს ისე ჩამოყალიბებული, რომ მკაფიოდ ასახავდეს ვალდებულების არსს და მიზანს;   6. ტექსტი უნდა იყოს ქართულ ენაზე და მისი მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 300 სიტყვას.   კონკურსის ჯილდო - უნიკალური შესაძლებლობა პირადად ჩაერთო პარლამენტის საქმიანობაში   - განაცხადების მიღების ვადის დასრულების შემდეგ,  შემოთავაზებული იდეების პირველადი გადარჩევის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს მოვიწვევთ ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრაზე საკუთარი იდეის/ების პრეზენტაციისთვის;    - განხილვების შედეგად საუკეთესო იდეა/ები  შეიძლება შევიდეს საქართველოს პარლამენტის 2018-2019 წლის სამოქმედო გეგმაში;   - იდეების ავტორს/ებს საშუალება ექნება/ათ მონაწილეობა მიიღონ ღია პარლამენტის შეხვედრებსა და ღონისძიებებში;   - 3 საუკეთესო იდეის ავტორს/ებს შესაძლებლობა ექნება დაესწროს 17-19 ივლისს თბილისში გამართულ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალურ სამიტს, რომელსაც 70 ქვეყნის, 3000-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრება.    საკონკურსო იდეების გამოგზავნა შესაძლებელია მხოლოდ 2018 წლის 31 მარტამდე, ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: contest@idfi.ge გამოგზავნისას მეილის სათაურში (subject-ველი) მიუთითეთ - „ახალგაზრდული კონკურსი“. იდეის გამოგზავნისას წერილში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტა).   ღია პარლამენტის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, 2018 წლის 26 თებერვალს, 12:00 საათზე, ფაბრიკას (ეგნატე ნინოშვილის ქ. # 8, თბილისი) საკონფერენციო დარბაზში კონკურსანტებისთვის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა.    კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე:   ელექტრონული მისამართი: contest@idfi.ge      FB მესიჯი: https://www.facebook.com/IDFI.official               ტელ: +995 32 2 92 15 14; და/ან +995 599 500 137    

ბოლო ვადა : 15 ნოემბერი 2017

პროექტის - „ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებში ელექტრონული მმართველობის განვითარება“ ფარგლებში, ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ატარებს ფასთა გამოკითხვას ქალაქ ბათუმის, ქალაქ ქუთაისის და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტების ვებგვერდების შესაქმნელად, რომელიც IDFI-ის მიერ უკვე შემუშავებული ვებგვერდის მაკეტის დუბლირების და დახვეწის შედეგად უნდა შეიქმნას.    IDFI-ს მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში, ახალი ვებგვერდების დამზადება მოხდა კახეთის რეგიონის 9 მუნიციპალიტეტისთვის, ხოლო დამატებით ვებგვერდების დუბლირება მოხდა 4 მუნიციპალიტეტისთვის. ზოგიერთი ვებგვერდი შესაძლებელია იხილოთ შემდეგ ბმულებზე:   www.telavi.gov.ge  www.signagi.gov.ge  www.kvareli.gov.ge www.lagodekhi.gov.ge  www.kazbegi.gov.ge   არსებული ვებგვერდები დამზადებულია Open Source პლატფორმა Drupal 7-ის გამოყენებით.     საპროექტო წინადადება უნდა მოიცავდეს: ვებგვერდების დუბლირებას, ვებგვერდების არსებული დიზაინის მოდიფიცირებას, არსებული ადმინისტრატორის (მართვის) პანელის გამარტივებას და ქართულ ენაზე თარგმნას - კონტენტის მართვასთან და განთავსებასთან დაკავშირებულ ნაწილებში, დუბლირებული ვებგვერდების განთავსებას დამკვეთის მიერ მითითებულ სასერვერო ინფრასტრუქტურაზე და დომეინზე, ტესტირებას და ადმინისტრატორების ტრეინინგს.   პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა:    პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა უნდა განხორციელდეს უსასყიდლოდ 6 თვის განმავლობაში. მხარდაჭერა მოიცავს ე.წ. BUG-ების აღმოფხვრას და ინციდენტებზე რეაგირებას.    შეთავაზებების მიღების ბოლო ვადაა 15 ნოემბერი, 18:00 საათამდე   პროექტის ხანგრძლივობა: არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა;    მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს:   1. პროექტის განხორციელების ვადა და მომსახურების ზუსტი ხარჯთაღრიცხვა;   2. პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერის დეტალური პირობები;   3. ინფორმაცია მსგავსი პროექტის განხორციელების შესახებ.    გთხოვთ შეთავაზების განაცხადები გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე - contest@idfi.ge ; გთხოვთ ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ Webpage Dublication Offer. განცხადების მიღება ასევე ხდება მისამართზე - ალ. გრიბოედოვის ქ. #3, 0108 თბილისი, საქართველო.    

ბოლო ვადა : 31 აგვისტო 2017

პროექტის - „საზოგადოების გაძლიერება კარგი მართველობის ხელშეწყობისთვის “ - ფარგლებში, ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), აცხადებს ტენდერს ვებ-დეველოპერისა და დიზაინერის შესარჩევად, მონაცემთა ბაზის პლატფორმის შესაქმნელად.     მონაცემთა ბაზის პლატფორმაზე უნდა გამოქვეყნდეს საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული საჯარო ინფორმაცია ღია ფორმატში (Open Data). სხვადასხვა ტიპის ფინანსური/სტატისტიკური მონაცემების ღია ფორმატში გამოქვეყნებასთან ერთად, პლატფორმაზე გარე მომხმარებლისთვის შესაძლებელი უნდა იყოს გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით მარტივი გრაფიკების აგება.    ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც კომპანიებს, ასევე კერძო პირებს (ვებ-დეველოპერებსა და დიზაინერებს ცალ-ცალკე ან ერთად). კომპანიების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა იყოს გამიჯნული ვებ-დეველოპმენტისა და დიზაინის შექმნისთვის მოთხოვნილი თანხა.   გთხოვთ სატენდერო განაცხადები გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე - contest@idfi.ge .  გთხოვთ ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ Open Data Platform Bid. განცხადების მიღება ასევე ხდება დალუქული კონვერტით მისამართზე - ალ. გრიბოედოვის ქ. #3, 0108 თბილისი, საქართველო.   სატენდერო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 31 აგვისტო, 12:00 საათი.   კომპანიის მიმართ ზოგადი მოთხოვნები    შემოთავაზებული სისტემის ტექნიკური გადაწყვეტილება:   სისტემა დაფუძნებული უნდა იყოს Linux, Apache-ის  სასერვერო ინფრასტრუქტურაზე;   გამოყენებული უნდა იყოს  პროგრამული ენა - აუცილებელია გამოყენებული იყოს მინიმუმ PHP 5.4 ან უახლესი/მიმდინარე ვერსია   მონაცემთა ბაზა MySQL;   კლიენტის მხარეს დაცული უნდა იყოს w3c markup validation და გამოყენებული ბიბლიოთეკები უნდა იყოს ღია კოდის ლიცენზიით.    უსაფრთხოების მხრივ დაცული უნდა იყოს მაღალი სტანდარტები.   სისტემის კოდი და საავტორო უფლებები:   სისტემის დეველოპმენტის შემდგომ, მისი საწყისი კოდი გადაეცემა აპლიკაციის მფლობელს, მესამე პირზე გადაცემის შეზღუდვის გარეშე. კოდის გადაცემისას კომპანია ვალდებულია, თან დაურთოს ტექნიკური აღწერილობა, რომელიც განსაზღვრავს კოდს და ბაზის სტრუქტურას, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში, მესამე მხარეს გაუწიოს შესაბამისი კონსულტაცია.   პროექტის ხანგრძლივობა: არაუმეტეს 60 კალენდარული დღისა;   პროექტი უნდა მოიცავდეს: ამოცანის დეტალების ანალიზს და გვერდის დიზაინისა შეთანხმებას, დეველოპმენტს, ტესტირებას და ToT ტრეინინგს.   მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს:   1. პროექტის განხორციელების გეგმა;   2. დეტალურად აღწერილი პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა;   3. ინფორმაცია მსგავსი პროექტის განხორციელების შესახებ;   4. ინფორმაცია ინფორმაციული სისტემების პროექტების განხორციელების მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილების შესახებ;   5. სასურველია ელექტრონული მმართველობის პროექტების განხორციელების გამოცდილების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა.   პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა:   პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა უნდა განხორციელდეს უსასყიდლოდ 6 თვის განმავლობაში. მხარდაჭერა მოიცავს დეფექტების BUG-ების აღმოფხვრას და ინციდენტებზე რეაგირებას.    ინციდენტებზე რეაგირების პირობებია: ტელეფონით ან/და ელ. ფოსტით. ინციდენტებზე რეაგირების დრო 3-4 საათი. აღნიშნულ დროში უნდა აცნობოს სისტემის მფლობელს პრობლემის მოგვარების დროის ხანგრძლივობა (რა დროში აღმოფხვრის პრობლემას).   დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ მითითებულ ელ-ფოსტაზე.    მსგავსი პლატფორმების მაგალითები:   1.      https://data.baltimorecity.gov/City-Government/Baltimore-City-Employee-Salaries-FY2015/nsfe-bg53/data   2.      http://new.datanest.sk/en/datasets/65   3.      https://mojepanstwo.pl/   4.      http://opendata.hu/   5.      http://costua.com/   6.      http://www.openbudget.in.ua/