კონკურსები

ბოლო ვადა : 8 დეკემბერი 2021

ა(ა)იპ "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" აცხადებს ტენდერს ფინანსური ანგარიშგების აუდიტის და შეთანხმებული პროცედურების შესაბამისად პროექტული აუდიტის ჩატარებისთვის აუდიტორული კომპანიის შესარჩევად.   ფინანსური ანგარიშგების აუდიტი უნდა მოიცავდეს პერიოდს 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით დასრულებული წლისთვის. იგივე პერიოდს უნდა მოიცავდეს შეთანხმებული პროცედურების შესაბამისად პროექტული აუდიტიც. როგორც ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, ისე შეთანხმებული პროცედურების შესაბამისად პროექტული აუდიტი უნდა ჩატარდეს აუდიტის საერთაშორისო სტანდარების (ასს) შესაბამისად.    სატენდერო წინადადების მომზადებისთვის ორგანიზაციის წარსულში ჩატარებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ორგანიზაციის ვებ-გვერდზე, შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3pacPJJ , აგრეთვე შეთანხმებული პროცედურების შესაბამისად ჩასატარებელი აუდიტის პირობები (დონორ ორგანიზაციასთან გაფორმებული პროექტის ხელშეკრულება და ბიუჯეტი) შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3rjD7fo   აუდიტორული კომპანია უნდა წარმოადგენდეს მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანიას და მას ასევე უნდა ჰქონდეს არაკომერციული ორგანიზაციების ოფიციალურ ფინანსურ ანგარიშებზე აუდიტორული დასკვნის მომზადების და გაცემის ავტორიზაცია.    როგორც ფინანსური ანგარიშგების აუდიტის, ისე შეთანხმებული პროცედურების შესაბამისად აუდიტის დასრულების ბოლო ვადაა 2022 წლის 20 მარტი. აუდიტორული დასკვნა უნდა გაიცეს როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე.   გთხოვთ, სატენდერო განაცხადები გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე - contest@idfi.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ ფინანსური ანგარიშგებისა და შეთანხმებული პროცედურების შესაბამისად აუდიტი.   სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის 8 დეკემბერი, 18:00 საათი.    კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: d.dolidze@idfi.ge 

ბოლო ვადა : 1 ნოემბერი 2021

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით, აცხადებს მიღებას ზამთრის სკოლისთვის „კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები“.    ზამთრის სკოლის მიზანია სტუდენტების ცოდნის გაღრმავება კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით, ასევე არსებული გამოწვევების შესახებ დისკუსიების წახალისება.   ზამთრის სკოლა ჩატარდება 9-14 დეკემბერს გუდაურში, სასტუმრო „მარკო პოლოში.“ პროგრამით გათვალისწინებულია ტრენინგების ჩატარება შემდეგ საკითხებზე:   - კანონის უზენაესობა - ცნება და ძირითადი ელემენტები;   - ინფორმაციის თავისუფლება;   - ადამიანის უფლებათა დაცვის შიდა სახელმწიფოებრივი მექანიზმები;   - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმები, ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი;   - გამოხატვის თავისუფლება.   ზამთრის სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს.   დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა გამოგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი (არა უმეტეს 500 სიტყვისა) 1 ნოემბერის ჩათვლით შემდეგ ელ. ფოსტაზე: winterschool@idfi.ge   სტუდენტები შეირჩევიან წარმოდგენილი განაცხადებისა და გასაუბრების საფუძველზე. 

ბოლო ვადა : 18 ოქტომბერი 2021

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ანალიტიკური სტატიების კონკურსს თემაზე საჯარო მმართველობის რეფორმა საქართველოში   კონკურსის მიზანია საჯარო მმართველობის რეფორმის შესახებ ცნობიერების ამაღლება და პრობლემურ საკითხებზე დისკუსიების წახალისება.    კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ პირებს, რომლებსაც აქვთ მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი საჯარო მმართველობის/ადმინისტრირების, სამართალმცოდნეობის, ფინანსების მართვის ან სხვა რელევანტური მიმართულებით.    კონკურსში მონაწილეობის პირობები და შეფასების კრიტერიუმები:    1. საკონკურსო ანალიტიკური სტატია უნდა ეხებოდეს საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის სტრატეგიული დოკუმენტებით გათვალისწინებულ საკითხებს, ხოლო შესაძლო თემები შეიძლება იყოს: საჯარო ფინანსების მართვა, პოლიტიკის შემუშავება და მონიტორინგი, ანგარიშვალდებულებსა და გამჭვირვალობა, ადგილობრივი თვითმმართველობა, საჯარო სერვისები.   2. ერთ მონაწილეს შეუძლია რამდენიმე სტატიის გამოგზავნა (სხვადასხვა თემაზე).   3. ანალიტიკური სტატია საქართველოში აქტუალური საკითხების შესახებ ავტორის მიგნებას და ანალიზს უნდა გვთავაზობდეს.   4. სასურველია, სტატიის მომზადებისას ასევე გამოიყენოთ IDFI-ის მიერ შექმნილი www.PARtracker.ge და მასზე განთავსებული ინფორმაცია (მონიტორინგის ანგარიშები)   5. სასურველია სტატიაში გამოყენებული იყოს გრაფიკები/დიაგრამები/ინფოგრაფიკა, ა.შ.   6. წარმოდგენილი სტატია უნდა იყოს ქართულ ენაზე.   7. სტატიის სავარაუდო სტრუქტურაა:    - სათაური - თავფურცელი, სადაც მითითებული იქნება პირადი ინფორმაცია (კონკურსანტის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი) - მთავარი მიგნებები - შესავალი - ძირითადი ნაწილი - დასკვნა  - გამოყენებული ლიტერატურა/დანართები.   8. სტატიის ტექნიკური მახასიათებლებია:    - ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ვორდის დოკუმენტში - გვერდების რაოდენობა: 2-5 გვერდი (ტექსტი, გრაფიკებისა და დანართების გარეშე) - ფონტი: Sylfaen, ზომა - 11 (სქოლიო 9) - დაშორება - 1.15 - გვერდის მინდორი:  Normal   9. თუ ნაშრომის მოსამზადებლად გამოითხოვეთ საჯარო ინფორმაცია, სტატიას თან უნდა დაერთოს მიღებული დოკუმენტებიც.   10. სტატიაში მოცემული ანალიზი უნდა ეკუთვნოდეს ავტორს. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან.   11. არ მიიღება სტატიები, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია.     საკონკურსო პრიზები:   - I ადგილი - 2000 ლარი; - II ადგილი - 1,500 ლარი; - III მესამე ადგილი - 1000 ლარი     - საუკეთესო 3 სტატია გამოქვეყნდება IDFI-ის ვებ (www.IDFI.ge)  და სოციალურ (Facebooks; Twitter) გვერდებზე საავტორო უფლებების დაცვით.    კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2021 წლის 18 ოქტომბერი.   ნაშრომების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge გამოგზავნისას მეილის სათაურში (Subject) მიუთითეთ სტატია საჯარო მმართველობის რეფორმაზე.   კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე:     ტელ: +995 32 2 921514  ელ-ფოსტა: contest@idfi.ge        

ბოლო ვადა : 19 სექტემბერი 2021

  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, ღია საზოგადოების მხარდაჭერის ფონდის (FPOS) მხარდაჭერით, აცხადებს მიღებას კორუფციასთან ბრძოლის უფასო სასერტიფიკატო პროგრამაზე.   პროგრამის მიზანი   პროგრამის მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას ანტიკორუფციულ თემატიკასთან დაკავშირებით და შეიძენენ კორუფციის ფაქტებზე ეფექტური რეაგირების უნარ-ჩვევებს.   ვისთვის არის განკუთვნილი პროგრამა?   პროგრამა განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოში ავტორიზებული სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის, საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებული პირებისთვის.   პროგრამის აღწერა და სასწავლო გეგმა   კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა არის საერთაშორისო პროგრამის ნაწილი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის საფუძველზე 2019-2021 წლების განმავლობაში წარმატებით განხორციელდა ,,კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის’’ პირველი და მეორე ეტაპი. პროგრამის პირველი და მეორე ეტაპი გაიარეს მკაცრი კონკურენციის საფუძველზე შერჩეულმა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა, და საჯარო და კერძო უწყებების წარმომადგენელმა პრაქტიკოსებმა.   ამჟამად, გამოცხადებულია განაცხადების მიღება კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მესამე ეტაპის ფარგლებში, რომელიც შედგება საბაკალავრო და სამაგისტრო საგნებისგან.   საბაკალავრო საფეხურის საგნებია:   - კარგი მმართველობა და კორუფცია (შემოდგომის სემესტრი)   - კორუფცია და პოლიტიკა (გაზაფხულის სემესტრი)    საბაკალავრო საგნები განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოში ავტორიზებული სხვა უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.    სამაგისტრო საფეხურის საგნებია:   -  ანტიკორუფციული პოლიტიკის მართვა საჯარო და კერძო დაწესებულებებში (შემოდგომის სემესტრი)   - კორუფციასთან ბრძოლა, საერთაშორისო აქტორები, ანტიკორუფციული პლატფორმები (გაზაფხულის სემესტრი)   სამაგისტრო საგნები განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოში ავტორიზებული სხვა უმაღლესი სასწავლებლების მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებული პირებისთვის.   სწავლის ხანგრძლივობა: თითოეული საგნის სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს ერთ აკადემიურ სემესტრს (16 კვირა). სრული კურსის ხანგრძლივობაა 2021-2022 წლების ორი აკადემიური სემესტრი.    ლექციები ჩატარდება კვირაში ერთხელ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.    სწავლების ენა: ქართული (სავალდებულო ლიტერატურა წარმოდგენილია ქართულ ენაზე, ხოლო დამატებითი-ქართულ და ინგლისურ ენებზე).   სწავლა მიმდინარეობს ინტერაქტიულ რეჟიმში, ლექცია-სემინარის ფორმატში, და მოიცავს თეორიისა და პრაქტიკის ნაზავს. მონაწილეები იმუშავებენ პრაქტიკულ შემთხვევებზე, მონაწილეობას მიიღებენ საკითხების განხილვებში და მოამზადებენ ესეებს.   ტრენერები   სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში ტრენერები იქნებიან როგორც ქართველი პრაქტიკოსი ლექტორები, ასევე მომხსენებლის სტატუსით ჩაერთვებიან ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტები.   სერტიფიკატი   პროგრამის მონაწილე, რომელიც გაივლის ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის ორივე საგანს მიიღებს სრული კურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.   ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის შესაბამისი საფეხურის სტუდენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან სასერტიფიკატო პროგრამის საგნებს, სერტიფიკატთან ერთად მიიღებენ სასწავლო კრედიტს (6 ECTS), რომელიც ჩაეთვლებათ შესაბამისი პროგრამის ნაწილად.    სტაჟირება   პროგრამის 2 საუკეთესო მონაწილე, კურსის დასრულების შემდგომ და შესაბამისი აკადემიური მოსწრების საფუძველზე, 3 თვის განმავლობაში სტაჟირებას გაივლის IDFI-ში.    კურსდამთავრებულების ქსელი   პროგრამის დასასრულს, წარმატებულ კურსდამთავრებულებს შეეძლებათ გაერთიანდნენ კურსდამთავრებულთა ქსელში (ე.წ. Alumni Network), რომელიც აერთიანებს პროგრამის მონაწილეებს, და აკავშირებს მათ ანალოგიური პროგრამის უცხოელ კურსდამთავრებულებს. კურსდამთავრებულთა ქსელი გეგმავს საერთო კვლევებს, გაცვლით პროგრამებს და სხვა შესაბამის აქტივობებს.   პროგრამაში რეგისტრაციისთვის დაინტერესებულმა პირებმა (სტუდენტები; საჯარო სამსახურის, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები) 2021 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში (Subject) მიუთითოთ „სასერტიფიკატო პროგრამა“.    პროგრამის მონაწილეები საწყის ეტაპზე შეირჩევიან განაცხადის საფუძველზე.   მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას. გასაუბრების  დროს შეფასდება მონაწილეთა მზაობა, რათა ბოლომდე შეასრულონ პროგრამის მიერ წაყენებული მოთხოვნები.   შერჩევის კრიტერიუმები:   პროგრამის მონაწილეების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:   ●      მოტივაცია; ●      კომუნიკაბელურობა; ●      გუნდური მუშაობის და პრეზენტაციის უნარი; ●      სასურველია ინგლისური ენის საშუალო (Intermediate Level) დონეზე ცოდნა.   ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტები სასერტიფიკატო პროგრამით გათვალისწინებულ საგნებს ირჩევენ სემესტრული სასწავლო ბადის დაგეგმარების შესაბამისად, ფაკულტეტზე არსებული პირობების დაცვით.   ინიციატივის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების მხარდაჭერის ფონდი (OSF).    დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: დავით მაისურაძე, კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის კოორდინატორი ტელ: 577 11 45 22  ელ-ფოსტა: contest@idfi.ge       

ბოლო ვადა : 6 სექტემბერი 2021

    ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და საქართველოს უნივერსიტეტის (UG) თანამშრომლობით, 2020-2021 წლების სასწავლოს წლის შემოდგომის სემესტრიდან დაგეგმილია ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის განხორციელება.     პროგრამა  დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა: ისტორია, თეორიები და გაბათილების საშუალებები, ორ აკადემიურ სემესტრზეა გათვლილი  და მოიცავს 6 სასწავლო კურსს. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს უნივერსიტეტის და სხვა უნივერსიტეტების სოციალურ მეცნიერებათა/ ჰუმანიტარული სკოლის დამამთავრებელი საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს, ასევე საჯარო და არასამთავრობო სექტორში მომუშავე პირებს.   საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტების შემთხვევაში სალექციო კურსები ხელმისაწვდომი იქნება ასარჩევ საგნებს შორის, ხოლო თითოეული გავლილი კურსი, 6 სასწავლო კრედიტის საპირწონეა. ყველა მონაწილე, რომელიც წარმატებით გაივლის, სულ ცოტა 4 სასწავლო კურსს, მიიღებს პროგრამის გავლის დამადასტურებელ ორენოვან სერთიფიკატს.   გარდა სტანდარტული სალექციო კურსებისა, მონაწილეები შეძლებენ ასევე საჯარო ლექციებზე, სპეციალურ სემინარებზე დასწრებასა და საერთაშორისო აკადემიურ კონფერენციაში მონაწილეობის მიღებას. მონაწილეების მიერ მომზადებული 10 საუკეთესო ესე/პროექტი, პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, გამოქვეყნდება/გავრცელდება საქართველოს უნივერსიტეტისა და IDFI-ის ვებგვერდებსა და სოციალურ გვერდებზე (Facebook და Twitter).   *სწავლების ენა: ქართული , თუმცა საკითხავი მასალისდიდი ნაწილი წარმოდგენილია ასევე ინგლისურად.     პროგრამაში რეგისტრაციისთვის დაინტერესებულმა პირებმა (სტუდენტები (გარდა საქართველოს უნივერსიტეტის); საჯარო სამსახურის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები) 2021 წლის 6 სექტემბრამდე უნდა გამოაგზავნონ აპლიკაცია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/iUqhmMQB45K7aNj29   პროგრამის მონაწილეები საწყის ეტაპზე შეირჩევიან განაცხადის საფუძველზე. მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას.   მოკლე გასაუბრების დროს შეფასდება მონაწილეთა მზაობა, რომ ბოლომდე შეასრულონ პროგრამის მოთხოვნები.   შერჩეულ მონაწილეებს სრულად დაუფინანსდებათ სწავლის საფასური.     შერჩევის კრიტერიუმები:   ·         მოტივაცია;   ·         გუნდური მუშაობის და პრეზენტაციის უნარი;   ·         სასურველია ინგლისური ენის საშუალო (Intermediate Level) დონეზე ცოდნა.   დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: n.gozalishvili@idfi.ge     პროგრამის აღწერა და ლექტორების კომპეტენცია.  

ბოლო ვადა : 5 სექტემბერი 2021

პროექტის „ღია მმართველობის პრინციპების ხელშეწყობა საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში“ ფარგლებში (რომელიც წარმოადგენს ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფართო ინიციატივის ნაწილს), ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI),  აცხადებს ტენდერს ვებდეველოპერისა და დიზაინერის შესარჩევად.   ვებდეველოპერისა და დიზაინერის ერთობლივი მუშაობით უნდა შეიქმნას ელექტრონული მონიტორისთვის (მოდელი: Prestigio Digital Signage 43) დიზაინი, პარლამენტის ოფიციალური ვებ-გვერდისგან დამოუკიდებელად ფუნქციონირებადი პროგრამა/აპლიკაცია და მოხდეს პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება.    ელექტრონული მონიტორი განთავსდება საქართველოს პარლამენტის მოქალაქეთა მისაღებში. პარლამენტის ვიზიტორთა ცნობიერების გაზრდის მიზნით, ელექტრონულ მონიტორში განთავსდება ინფორმაცია მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებისა და პარლამენტის საქმიანობის შესახებ.   ელექტრონული მონიტორი არის სენსორული ეკრანით (touch screen), რომელშიც ჩაშენებულია კომპიუტერი (Android-ის და Windows სისტემებით)  და მისი დახმარებით მომხმარებელს შეუძლია მონიტორის ყველა ფუნქციის გამოყენება და მენიუში ოპერირება.   ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც კომპანიებს, ისე კერძო პირებს (ვებდეველოპერებსა და დიზაინერებს ცალ-ცალკე ან ერთად). კომპანიების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა იყოს გამიჯნული ვებდეველოპმენტისა და დიზაინის შექმნისთვის მოთხოვნილი თანხა.   შერჩეულ დეველოპერსა და დიზაინერს გაეგზავნება ელექტრონული მონიტორის დეტალური კონცეფცია.   გთხოვთ, სატენდერო განაცხადები გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე - contest@idfi.ge.  გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ ელექტრონული მონიტორის დიზაინი და პროგრამირება   განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის 5 სექტემბერი, 18:00 საათი.   სისტემის კოდი და საავტორო უფლებები:   სისტემის დეველოპმენტის შემდგომ, მისი საწყისი კოდი გადაეცემა აპლიკაციის მფლობელს, მესამე პირზე გადაცემის შეზღუდვის გარეშე. კოდის გადაცემისას კომპანია ვალდებულია, თან დაურთოს ტექნიკური აღწერილობა, რომელიც განსაზღვრავს კოდს და ბაზის სტრუქტურას, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, მესამე მხარეს გაუწიოს შესაბამისი კონსულტაცია.   პროექტის ხანგრძლივობა: არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა;   პროექტი უნდა მოიცავდეს: ამოცანის დეტალების ანალიზსა და გვერდის დიზაინის შეთანხმებას, დეველოპმენტს, ტესტირებასა და ToT ტრენინგს.   მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს:   1. პროექტის განხორციელების გეგმა; 2. დეტალურად აღწერილი პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა; 3. ინფორმაცია მსგავსი პროექტის განხორციელების შესახებ; 4. ინფორმაცია ინფორმაციული სისტემების პროექტების განხორციელების მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილების შესახებ; 5. სასურველია ელექტრონული მმართველობის პროექტების განხორციელების გამოცდილების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა.   პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა:   პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა უნდა განხორციელდეს უსასყიდლოდ 6 თვის განმავლობაში. მხარდაჭერა მოიცავს დეფექტების BUG-ების აღმოფხვრას და ინციდენტებზე რეაგირებას.   ინციდენტებზე რეაგირების პირობებია: ტელეფონით ან/და ელ. ფოსტით. ინციდენტებზე რეაგირების დრო 1 საათი. აღნიშნულ დროში უნდა აცნობოს სისტემის მფლობელს პრობლემის მოგვარების დროის ხანგრძლივობა (რა დროში აღმოფხვრის პრობლემას).   დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ მითითებულ ელ-ფოსტაზე.  

ბოლო ვადა : 29 აგვისტო 2021

ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფარგლებში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ტენდერს აჭარის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის SCA.GE-ს ადაპტირებისთვის.   ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ, დამკვეთთან და აჭარის უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით, უნდა განახორციელოს აჭარის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის (SCA.GE) ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირების კონცეფციაზე დაყრდნობით და Web Content Accessibility Guidelines (WCAG) 2.1-ის A დონის (Level A) შესაბამისად (კონცეფცია იხ. დანართის სახით). აღნიშნული ვებგვერდი ადაპტირების შემდგომ უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:   - ვებგვერდზე განთავსებულ არატექსტური შინაარსის ინფორმაციას უნდა ჰქონდეს ტექსტური ალტერნატივის განთავსების ფუნქცია (ასეთის არარსებობის შემთხვევაში)   - ვებგვერდს  უნდა ჰქონდეს ტექსტისა და ფონის ფერის შეცვლის ფუნქცია, ფონტის ცვლილების, ტექსტისა და ვებგვერდის ზომის შეცვლის ფუნქცია   - ვებგვერდზე განთავსებულ წინასწარ ჩაწერილ მედია კონტენტის აუდიო ნაწილს უნდა ჰქონდეს სუბტიტრების დამატების (საბჭოს მხრიდან) და ჩართვის (მომხმარებლის მხრიდან) ფუნქცია.   - ვებგვერდს უნდა ჰქონდეს ტექსტის წაკითხვის ფუნქცია. კერძოდ, ვებგვერდი ადაპტირებული უნდა იყოს იმგვარად, რომ სპეციალური წამკითხველი პროგრამით შესაძლებელია ტექსტის და არატექსტური შინაარსს მედა კონტენტის წაკითხვა. ვებგვერდზე უნდა განთავსდეს წამკითხველის საინსტალაციო ფაილ(ებ)ი, რომლის ჩამოტვირთვას და დაინსტალირებას საჭიროების შემთხვევაში შეძლებს ვებგვერდის მომხმარებელი   - ვებგვერდზე ნებისმიერი ოპერაციის განხორციელება და მისი ფუნქციონალების გამოყენება შესაძლებელი უნდა იყოს როგორც მაუსის, ისე კლავიატურის ღილაკების საშუალებით   - მიმწოდებლის მიერ უნდა მომზადდეს და ვებგვერდზე განთავსდეს ვებგვერდის ხელმისაწვდომობის სარგებლობის ინსტრუქცია   - როგორც ადაპტირებით სარგებლობის ნიშნები, ისე ვებგვერდის ხელმისაწვდომობის სარგებლობის ინსტრუქცია განთავსებული უნდა იყოს ვებგვერდის თვალსაჩინო ნაწილში   - ვებგვერდი მაქსმალურად თავსებადი უნდა იყოს ყველა ძირითად ბრაუზერთან და მოწყობილობასთან (devices - როგორც პლანშეტი, ისე სმარტფონი და სხვა), აგრეთვე, ფართოდ გამოყენებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამხმარე ტექნოლოგიებთან (assistive technologies).   მსგავსი მეთოდოლოგიით ადაპტირებული ვებგვერდის მაგალითები: cesko.ge, parliament.ge.   ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს (როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთად).   გთხოვთ, სატენდეროგანაცხადებიგამოაგზავნოთელექტრონულიფოსტისსაშუალებითმისამართზე - contest@idfi.ge დაელ-ფოსტისსათაურშიმიუთითოთ SCA Web Accessibility. სატენდერო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის 29 აგვისტო   ტექნიკური მოთხოვნები:   თუ სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით აუცილებელია ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფა, მაშინ სისტემის მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი დამხმარე სისტემების ლიცენზიების მიწოდება.   უსაფრთხოების მხრივ, დაცული უნდა იყოს მაღალი სტანდარტები. მიმწოდებელმა პროექტის დასრულების შემდეგ უნდა მოახდინოს ტესტირების შედეგად გამოვლენილი სისუსტეების ფიქსირება და განმეორებითი ტესტირებისას პირველი ტესტირების შედეგად გამოვლენილი ხარვეზები უნდა იყოს აღმოფხვრილი.     საავტორო უფლებები:     სისტემის დეველოპმენტის შემდგომ, მისი საწყისი კოდი გადაეცემა აჭარის უმაღლეს საბჭოს, მესამე პირზე გადაცემის შეზღუდვის გარეშე. კოდის გადაცემისას იურიდიული/ფიზიკური პირი ვალდებულია, თან დაურთოს ტექნიკური აღწერილობა, რომელიც განსაზღვრავს კოდს და ბაზის სტრუქტურას, ასევე, მესამე მხარეს გაუწიოს შესაბამისი კონსულტაცია (სამუშაო შეხვედრის ან ტრენინგის სახით, ვებგვერდის შესაბამისი ფუნქციების მართვის თაობაზე).   პროექტის ხანგრძლივობა: 60 კალენდარული დღე   პროექტი უნდა მოიცავდეს: ამოცანის დეტალების ანალიზს, გვერდის დიზაინისა და ფუნქციონალების შეთანხმებას, დეველოპმენტს, ტესტირებასა და უმაღლესი საბჭოს შესაბამისი თანამშრომლებისთვის  საკონსულტაციო შეხვედრას.   მონაწილე იურიდიულმა/ფიზიკურმა პირმა უნდა წარმოადგინოს:   1. პროექტის განხორციელების გეგმა  2. დეტალურად აღწერილი პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა  3. ინფორმაცია მსგავსი ორი პროექტის განხორციელების შესახებ  4. ინფორმაცია ინფორმაციული სისტემების პროექტების განხორციელების მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილების შესახებ  5. სასურველია ელექტრონული მმართველობის პროექტების განხორციელების გამოცდილების შესახებინფორმაციის წარმოდგენა 6. ვებგვერდისთვის განკუთვნილი სამუშაოს ფასი დღგ-ს გარეშე.   პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა:   პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა უნდა განხორციელდეს უსასყიდლოდ 6 თვის განმავლობაში. მხარდაჭერა მოიცავს დეფექტების (BUG) აღმოფხვრას და ინციდენტებზე რეაგირებას.   ინციდენტებზე რეაგირების პირობებია: ტელეფონით ან/და ელ. ფოსტით. ინციდენტებზე რეაგირების დრო 1 საათი. აღნიშნულ დროში უნდა აცნობოს სისტემის მფლობელს პრობლემის მოგვარების დროის ხანგრძლივობა (რა დროში აღმოფხვრის პრობლემას).   დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ მითითებულ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge.   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის მისაწვდომობის კონცეფცია

ბოლო ვადა : 29 აგვისტო 2021

ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფარგლებში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ტენდერს აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის ვებგვერდის chaerte.sca.ge-ის (sca.ge დომენზე დასაშენებელი დასახელება დაზუსტდება)შესაქმნელად.   ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ, დამკვეთთან და აჭარის უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით, უნდა შექმნას ახალი ვებგვერდი chaerte.sca.ge (პირობითი სახელწოდება), რომელიც გამოქვეყნდება უკვე არსებულ sca.ge დომენზე და წარმოადგენს მოქალაქეთა ელექტრონულ მისაღებს და საბჭოსთან მოქალაქეების ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებას (მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის კონცეფცია იხ. დანართის სახით).   ვებგვერდი ადაპტირებული უნდა იყოს Web Content Accessibility Guidelines (WCAG) 2.1-ის AA დონის (Level AA) შესაბამისად. ადაპტირების დეტალები დაზუსტდება ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციას, შემსყიდველსა და უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით. აღნიშნულ ვებგვერდზე უნდა განთავსდეს ქვემოთ ჩამოთვლილი ინფორმაცია, და მოქალაქეს უნდა შეეძლოს შემდეგი მოქმედებების შესრულება (შესაბამისი ფორმების და შაბლონების მიწოდება მოხდება აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის მხრიდან):   -  საბჭოსადმი განცხადებით მიმართვა (წესი და ელექტრონული განცხადებით მიმართვის ზუსტი პროცედურის დადგენით);   - უმაღლესი საბჭოს საჯარო ინფორმაციის გვერდზე გადასვლა;   - უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის ელექტრონულ ფორმატში ჩანიშვნა (სპეციალური მოდულით);   - უმაღლესი საბჭოს შენობაში შესვლისთვის/სხდომებზე დასწრებისთვის საშვის ელექტრონულად მიღება (ზუსტი პროცედურების დადგენით);   - პეტიციის ელექტრონულად წარდგენა (სპეციალური მოდულით და  წერილობითი/ელექტრონული პეტიციის ინსტრუქციების დადგენით);   - საკანონმდებლო წინადადების წარდგენა (წესი, პროცედურები, და შესაბამისი ფორმების დადგენით);   - გამოკითხვების მოდული უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით მოქალაქეების განწყობების და მოსაზრებების შესაფასებლად;   - აჭარის ბიუჯეტის შესახებ საინფორმაციო ღილაკი;   - კანონპროექტების ველი და კანონპროექტებზე კომენტარის დატოვება (კანონპროექტების ველის შექმნით. კომენტარის დასატოვებლად საკმარისი უნდა იყოს ტელეფონის ნომრითა და სატელეფონო კოდით ავტორიზაცია და იდენტიფიკაცია. მსგავსი ფუნქციის მქონე ვებგვერდის მაგალითი: info.parliament.ge ან parliament.ge/legislation/)   ვებგვერდზე ასევე უნდა შეიქმნას შესაბამისი სივრცე შემდეგი ინფორმაციის განსათავსებლად (შესაბამისი ფორმების და შაბლონების მიწოდება მოხდება აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის მხრიდან):   - მოდული უმაღლესი საბჭოს საჯარო კონსულტაციების შესახებ (ინფორმაცია ან სხვა ტიპის მასალა, რომელსაც უმაღლესი საბჭო განათავსებს საჯარო კონსულტაციებთან დაკავშირებით);   - ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს საზედამხედველო ფუნქციების და საზედამხედველო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შესაძლებლობების შესახებ;   - უმაღლესი საბჭოს საქმიანობის შესახებ საინფორმაციო მასალების ელექტრონული ცნობარი;   - უმაღლესი საბჭოს შენობაში მოქალაქეთა მისაღების შესახებ ინფორმაცია;   - სასარგებლო ბმულების განყოფილება, სადაც განთავსდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების და სხვა საჯარო სერვისების მიმწოდებელი უწყებების ელექტრონული მისამართები;   - პარტნიორი ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განახლებადი მონაცემთა ბაზა მათი სერვისებისა და საკონტაქტო მონაცემების ჩათვლით და შესაბამისი ბმულების მითითებით.   ელექტრონული პეტიციის მოდულისთვის სასურველია შემდეგი სისტემა:   - პეტიციის წარდგენა და ხელმოწერა უნდა მოხდეს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით;   - ხელმოწერისთანავე ავტომატურად ან საბჭოს აპარატის წარმომადგენლის მიერ არაუგვიანეს კანონით დადგენილი ვადისა, პეტიციას უნდა მიენიჭოს სარეგისტრაციო ნომერი და გამოქვეყნდეს ხელმოწერების/მხარდაჭერის მოსაგროვებლად;   - მოდულში მიმდინარე და დასრულებული პეტიციები უნდა გაირჩეოდეს ვიზუალურად და უნდა იფილტრებოდეს;   - პეტიციის მხარდამჭერი პირების მიერ ხელმოწერა უნდა დაფიქსირდეს ელ.ფოსტის ან ტელეფონის ნომრით ვერიფიკაციით (მხოლოდ ერთი მომხმარებელი ერთი მითითებული ვერიფიკაციის მეთოდით);   - მხარდამჭერთა საკმარისი რაოდენობის მოგროვების შემთხვევაში (200 ხელმოწერა) პეტიცია უნდა აისახოს, როგორც „მხარდაჭერილი“, თუმცა მას უნდა შეეძლოს დამატებითი მხარდაჭერის მოგროვება შესაბამისი ვადის ამოწურვამდე.   (იხ. ელექტრონული პეტიციის მაგალითი: parliament.ge/get-involved)   შემოთავაზებული უნდა იყოს ვებ-გვერდზე ტექსტის წაკითხვის ფუნქციონალი, როდესაც ვებგვერდი ადაპტირებულია იმგვარად, რომ სპეციალური წამკითხველი პროგრამით შესაძლებელია მისი წაკითხვა. ვებგვერდზე უნდა განთავსდეს წამკითხველი პროგრამის საინსტალაციო ფაილი, რომლის ჩამოტვირთვას და დაინსტალირებას საჭიროების შემთხვევაში შეძლებს ვებგვერდის მომხმარებელი და ადაპტირებული ვებ-გვერდით სარგებლობის ინსტრუქცია,   ვებგვერდი მაქსიმალურად თავსებადი უნდა იყოს ყველა ძირითად ბრაუზერთან და მოწყობილობასთან (devices - როგორც პლანშეტი, ისე სმარტფონი და სხვა), აგრეთვე, ფართოდ გამოყენებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამხმარე ტექნოლოგიებთან (assistive technologies).   ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს (როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთად).   გთხოვთ, სატენდერო განაცხადები გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე - contest@idfi.ge და ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ chaerte.sca.ge.   სატენდერო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის 29 აგვისტო   ტექნიკური მოთხოვნები:   თუ სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით აუცილებელია ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფა, მაშინ სისტემის მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი დამხმარე სისტემების ლიცენზიების მიწოდება.   უსაფრთხოების მხრივ, დაცული უნდა იყოს მაღალი სტანდარტები. მიმწოდებელმა პროექტის დასრულების შემდეგ, ტესტირების შედეგად, უნდა გამოავლინოს ხარვეზები და განმეორებითი ტესტირებისას აღმოფხვრას ისინი.   საავტორო უფლებები:   სისტემის დეველოპმენტის შემდგომ, მისი საწყისი კოდი გადაეცემა აჭარის უმაღლეს საბჭოს, მესამე პირზე გადაცემის შეზღუდვის გარეშე. კოდის გადაცემისას იურიდიული/ფიზიკური პირი ვალდებულია, თან დაურთოს ტექნიკური აღწერილობა, რომელიც განსაზღვრავს კოდს და ბაზის სტრუქტურას, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, მესამე მხარეს გაუწიოს შესაბამისი კონსულტაცია.   პროექტის ხანგრძლივობა: 90 კალენდარული დღე   პროექტი უნდა მოიცავდეს: ამოცანის დეტალების ანალიზს, გვერდის დიზაინისა და ფუნქციონალების შეთანხმებას, დეველოპმენტს, ტესტირებასადა უმაღლესი საბჭოს შესაბამისი თანამშრომლების ტრენინგს (არანაკლებ ორჯერ, ერთი ან ორი სრული დღით, 4-6 თვის შუალედით, მათ შორის შესაძლო უკუკავშირისა და ვებგვერდის მუშაობის პროცესში დაგროვილ საკითხებთან დაკავშირებით).   მონაწილე იურიდიულმა/ფიზიკურმა პირმა უნდა წარმოადგინოს:   1. პროექტის განხორციელების გეგმა    2. დეტალურად აღწერილი პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა    3. ინფორმაცია მსგავსი ორი პროექტის განხორციელების შესახებ    4. ინფორმაცია ინფორმაციული სისტემების პროექტების განხორციელების მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილების შესახებ    5. სასურველია ელექტრონული მმართველობის პროექტების განხორციელების გამოცდილების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა   6. ვებგვერდისთვის განკუთვნილი სამუშაოს ფასი დღგ-ს გარეშე. გამიჯნული უნდა იყოს როგორც ვებგვერდის შექმნის, ადაპტირების, ასევე, შესაძლებლობის ფარგლებში ცალკეული სერვისის ინტეგრირების ფასი.   პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა:   პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა უნდა განხორციელდეს უსასყიდლოდ 1 წლის განმავლობაში. მხარდაჭერა მოიცავს დეფექტების (BUG) აღმოფხვრას და ინციდენტებზე რეაგირებას.   ინციდენტებზე რეაგირების პირობებია: ტელეფონით ან/და ელ. ფოსტით. ინციდენტებზე რეაგირების დრო 1 საათი. აღნიშნულ დროში უნდა აცნობოს სისტემის მფლობელს პრობლემის მოგვარების დროის ხანგრძლივობა (რა დროში აღმოფხვრის პრობლემას).   დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ მითითებულ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge.    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს  მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი - კონცეფცია

ბოლო ვადა : 25 აგვისტო 2021

  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ანალიტიკური სტატიების ყოველწლიურ კონკურსს თემაზე: "მონაცემები ცვლილებებისთვის".   კონკურსის მიზანია: ღია მონაცემების დამუშავებისა და მონაცემებზე დაყრდნობით ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგის წახალისება.    კონკურსში მონაწილეობის პირობები და შეფასების კრიტერიუმები:    1. საკონკურსო ანალიტიკური სტატია უნდა ეხებოდეს საქართველოში საჯარო პოლიტიკისა და საჯარო ფინანსების საკითხებს, ხოლო შესაძლო თემები შეიძლება იყოს: საჯარო ფინანსების განკარგვა, ხელისუფლების საქმიანობის შეფასება Covid-19 პანდემიასთან ბრძოლაში, საჯარო ადმინისტრირება, ადგილობრივი თვითმმართველობა, სოციალური საკითხები, ჯანდაცვა, დანაშაულის სტატისტიკა, განათლება, გარემო, ეკონომიკა, ფინანსები.   2. ერთ მონაწილეს შეუძლია რამდენიმე სტატიის გამოგზავნა (სასურველია სხვადასხვა თემებზე).   3. ანალიტიკური სტატიის ძირითადი ნაწილი უნდა ეფუძნებოდეს საჯარო მონაცემების დამუშავებასა და მათ ანალიზს.   4. ანალიტიკური სტატია საქართველოში აქტუალური საკითხების შესახებ ავტორის მიგნებას და ანალიზს უნდა გვთავაზობდეს.   5. სასურველია, სტატიის მომზადებისას ასევე გამოიყენოთ IDFI-ის მიერ შექმნილ საქართველოს ღია მონაცემების ლაბორატორიაზე (www.DataLab.ge) გამოქვეყნებული მონაცემთა ბაზები.   6. სასურველია სტატიაში ასევე გამოყენებული იყოს ვიზუალური ნაშრომებიც (მაგ, გრაფიკები, დიაგრამები, ინფოგრაფიკა, ა.შ.).   7. წარმოდგენილი სტატია უნდა იყოს ქართულ ენაზე.   8. სტატიის სავარაუდო სტრუქტურაა:    - სათაური - თავფურცელი, სადაც მითითებული იქნება პირადი ინფორმაცია (კონკურსანტის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი) - მთავარი მიგნებები - შესავალი - ძირითადი ნაწილი - დასკვნა - გამოყენებული ლიტერატურა/დანართები.   9. სტატიის ტექნიკური მახასიათებლებია:    - ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ვორდის დოკუმენტში - გვერდების რაოდენობა: 2-5 გვერდი (ტექსტი, გრაფიკებისა და დანართების გარეშე) - ფონტი: Sylfaen, ზომა - 12 - დაშორება - 1.15 - გვერდის მინდორი:  Normal   10. თუ ნაშრომის მოსამზადებლად გამოითხოვეთ საჯარო ინფორმაცია, სტატიას თან უნდა დაერთოს მიღებული დოკუმენტებიც.   11. სტატიაში მოცემული ანალიზი უნდა ეკუთვნოდეს ავტორს. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან.   12. არ მიიღება სტატიები, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია.   როგორ მოვიძიო ინფორმაცია ანალიტიკური სტატიისთვის?   - გაეცანი საქართველოს ღია მონაცემების პლატფორმაზე (DataLab – www.datalab.ge) მოცემულ მონაცემთა ბაზებს; - იხილე საჯარო დაწესებულებების ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაცია;  - თავად გამოითხოვე საჯარო ინფორმაცია ცალკეული საჯარო დაწესებულებიდან.    საკონკურსო პრიზები:   - I ადგილი - 1,300 ლარი; - II ადგილი - 1,000 ლარი; - III მესამე ადგილი - 800 ლარი     - საუკეთესო 3 სტატია გამოქვეყნდება IDFI-ის ვებ (www.IDFI.ge)  და სოციალურ (Facebooks; Twitter) გვერდებზე საავტორო უფლებების დაცვით.    კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2021 წლის 25 აგვისტო.   ნაშრომების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge გამოგზავნისას მეილის სათაურში (Subject-ველი) მიუთითეთ „მონაცემები ცვლილებებისთვის“.   კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე:     ტელ: +995 32 2 921514  ელ-ფოსტა: contest@idfi.ge       კონკურსი იმართება პროექტის -კარგი მმართველობისთვის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ბენეფიციარი მესაკუთრეების ღიაობის სტანდარტების გაუმჯობესება - ფარგლებში.პროექტი დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ, ვიშეგრადის გრანტების პროგრამით, ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების თანადაფინანსებით. ფონდის მისიაა ცენტრალურ ევროპაში მდგრადი რეგიონული იდეების წახალისება.   

ბოლო ვადა : 20 ივლისი 2021
კონკურსის დასახელება : საზაფხულო სკოლა

  „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) და სახელმწიფოინსპექტორისსამსახური, საქართველოში ნიდერლანდების საელჩოსა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მხარდაჭერით, აცხადებენ ერთობლივ საზაფხულო სკოლას თემაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვა“.   თუ ხარ:   მოტივირებული, აქტიური, საქართველოში ავტორიზებული რომელიმე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-3, მე-4 კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტი,   გაინტერესებს:    - პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა,  - პერსონალური მონაცემები,  - ადამიანის უფლებები,     მაშინ ეს პროექტი შენთვისაა.   რას გთავაზობთ?   ჩაერთე საზაფხულო სკოლაში, გაიღრმავე ცოდნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით, შეიძინე ახალი მეგობრები და გაატარე 5 დღე საინტერესო ატმოსფეროში.   როდის?   2-7 აგვისტოს   სად?   სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“, ჩაქვი   როგორ მიიღო მონაწილეობა?   გამოგზავნე CV და სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 500 სიტყვისა) 20 ივლისის ჩათვლით ელ. ფოსტაზე - summerschool@stateinspector.ge   საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტები შეირჩევიან სამოტივაციო წერილის და გასაუბრების საფუძველზე.

ბოლო ვადა : 5 ივლისი 2021
კონკურსის დასახელება : ანალიტიკოსი

ზოგადი ინფორმაცია   პროექტის სახელწოდება: საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხელშეწყობა საქართველოში მონიტორინგისა და ცნობიერების ამაღლების გზით დონორი ორგანიზაცია: Deloitte Consulting LLC, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით, ეკონომიკური მმართველობის პროგრამის (Economic Governance Program) ფარგლებში   მიზანი: პროექტის მიზანია საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის შეფასება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე (3 შერჩეული მუნიციპალიტეტი), ისევე როგორც დიალოგის შესახებ ცნობიერების ამაღლება დაინტერესებულ მხარეებსა და ფართო საზოგადოებაში. პროექტის ფარგლებში შეირჩევა შესაბამისი კანონები და რეგულაციები, რომლებიც დაექვემდებარებიან შეფასებას და განხორციელდება ცნობიერების ამაღლების აქტივობები (შეხვედრები, ტრენინგები, სემინარები) თბილისსა და რეგიონებში.   კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის შეფასება დაეფუძნება პოლიტიკის შემუშავების წინასწარ განსაზღვრულ ოთხ ეტაპს: პოლიტიკის ზოგადი მიმართულებების შემუშავების ეტაპი, კანონპროექტის ტექსტის შემუშავების ეტაპი, ინფორმაციის გავრცელება და კომენტარები საზოგადოების მხრიდან და Ex-ante რეგულირების გავლენის შეფასება. შესაბამისად საჯარო და კერძო დიალოგის შეფასების მექანიზმი მიანიჭებს რეიტინგებს შერჩეულ კანონებს და რეგულაციებს. ყოველწლიურად გაიმართება შესაბამისი ანგარიშისა და რეიტინგის პრეზენტაცია, და დაჯილდოვდებიან ის კანონპროექტები/რეგულაციები რომელთა მომზადების პროცესში ყველაზე მაღალი ხარისხით იქნება უზრუნველყოფილი კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგი.   შენიშვნა: პროექტის მიზნებისთვის კერძო სექტორში მოიაზრება ბიზნეს სექტორი, არსამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, ბიზნეს ასოციაციები და ფართო საზოგადოების დაინტერესებული ჯგუფები.   აქტივობები (აქტივობების დაწყების თარიღი 01 მაისი, 2021):   1) მოსამზადებელი პერიოდი: მეთოდოლოგიის შემუშავება და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილების გაგზავნა 2) ფოკუს ჯგუფებზე ინტერვიუების ჩატარება 3) შერჩეული სამი მუნიციპალიტეტის ანალიზი 4) პროექტის მონიტორინგი და ანგარიში მომზადება 5) საჯარო და კერძო დიალოგის ხარისხის შეფასების კვლევის მომზადება 6) საბოლოო პრეზენტაცია და სოციალური აქტივობები, მედიასთან თანამშრომლობა   პოზიციის მიზანი   IDFI პროექტის „საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხელშეწყობა საქართველოში მონიტორინგისა და ცნობიერების ამაღლების გზით“ აცხადებს ვაკანსიას პროექტის ანალიტიკოსის პოზიციაზე, რომელიც ხელს შეუწყობს გუნდს ანალიტიკური და კვლევითი საქმიანობით. ანალიტიკოსის/მკვლევარი საქმიანობა გადამწყვეტი იქნება პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.   ძირითადი ვალდებულებები:   - შესაფასებელი კანონპროექტებისა და რეგულაციების პირველადი შერჩევა და მისი შეთახმება პროექტის მენეჯერთან; - თითოეული შერჩეული კანონპროექტის/რეგულაციის შემთხვევაში, სავარაუდო დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირება. - კანონპროექტების/რეგულაციების ავტორ უწყებებთან და დაინტერესებულ მხარეებთან დაკავშირება და ინტერვიუების დაგეგმვა/ჩატარება. - აუცილებლობის შემთხვევაში საჯარო ინფომრაციის მოთხოვნის შესახებ წერილების გაგზავნა შესაბამის უწყებებში; - ინტერვიუებისა და მიღებული ინფომრაციის ანალიზის საფუძველზე, წინასწარ შემუშავებული მეთოდოლოგიით დიალოგის ხარისხის ანალიზი და შეფასება. - კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება და მათ პროექტის მენეჯერისთვის წარდგენა; - ცნობიერების ამაღლების საქმიანობის დაგეგმვა და მათი განხორცილების პროცესში აქტიური ჩართულობა. - პროექტის პარტნიორებთან, დაინტერესებულ მხარეებთან და ბენეფიციარებთან კომუნიკაცია პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე;   საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:   - უმაღლესი განათლება სამართლის, საჯარო ადმინისტრირების  ან ბიზნესის და ეკონომიკის მიმართულებით;   - ადმინისტრაციული საქმიანობის (ოფიციალური მიმოწერა, მომსახურების მომწოდებლებთან ურთიერთობა, შეხვედრების დაგეგმვა, და ა.შ.), როგორც სამუშაოს ძირითადი ფუნქცია ან მისი ნაწილი, ერთწლიანი გამოცდილება;   - კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობისა მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება;   - სასურველია პოლიტიკის დოკუმენტების მონიტორინგის გამოცდილება;   - ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;   - კომუნიკაციის უნარები და ორგანიზებულობა;   - კომპიუტერული უნარები (Outlook, Word, Excel).   გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: vacancies@idfi.ge არაუგვიანეს 2021 წლის 5 ივლისისა წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ანალიტიკოსი/მკვლევარი.   დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

ბოლო ვადა : 20 ივნისი 2021

  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს კონკურსს (ონლაინ) სტიპენდიის მისაღებად.   სტიპენდიის მიზანია, ჟურნალისტებს, ახალგაზრდა მკვლევრებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის ხელისუფლების საქმიანობის კონტროლის წახალისება და ამ მიმართულებით მათი უნარების განვითარება.    1. ხანგრძლივობა და ადგილმდებარეობა   სტიპენდიისა და კვლევის ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს და სტიპენდიანტი კვლევაზე/ანალიტიკურ სტატიებზე იმუშავებს პროექტის – კარგი მმართველობის გაძლიერება საქართველოში (3G) – გუნდთან ერთად, ყოველკვირეულად შედგენილი გეგმის მიხედვით. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციებიდან გამომდინარე, შერჩეული კანდიდატი უმეტესწილად დისტანციურ რეჟიმში იმუშავებს.    2. ძირითადი მოვალეობები:   - საჯარო უწყებების მონაცემების ანალიზი და დამუშავება;   - ანალიტიკური სტატიისა ან/და კვლევითი ანგარიშის მომზადება შემდეგ საკითხებზე: საჯარო ფინანსების განკარგვა, სახელმწიფო პროგრამების/პროექტების მიმდინარეობა და ხარჯები,  სახელმწიფო შესყიდვები, ადგილობრივი თვითმმართველობა და ა.შ.   - პროექტის გუნდის დახმარება მიმდინარე ანალიტიკური ნაშრომების მომზადებისას.   - საჭიროების შემთხვევაში, პროექტით გათვალისწინებული სხვადასხვა ადმინისტრაციული აქტივობების შესრულება.   შენიშვნა: სტიპენდიის ფარგლებში, სტიპენდიანტმა უნდა მოამზადოს საკუთარი, მინიმუმ 1 ანალიტიკური სტატია/ნაშრომი ზემოთ ხსენებულ საკითხებზე. ნაშრომი გამოქვეყნდება IDFI-ის ვებგვერდზე. სტატიის თემატიკაზე შეთანხმება მოხდება სტიპენდიის დაწყებისთანავე.    3. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და დამატებითი ინფორმაცია   - ბაკალავრიატის IV კურსის სტუდენტი ან ბაკალავრიატის ხარისხის მქონე პირი შემდეგ სპეციალობებში: სახელმწიფო მართვა, სამართალი, პოლიტიკური მეცნიერებები, ეკონომიკა, ჟურნალისტიკა და/ან სამუშაოს შესაბამის სხვა სფეროში;   - ანალიტიკური სტატიების წერის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;   - სასურველია, საჯარო უწყებების ღია მონაცემების ბაზებთან და სხვადასხვა სამთავრობო პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილების ქონა;   - მნიშვნელოვანია, კარგი წერილობითი კომუნიკაციის უნარი;   - საოფისე პროგრამების ცოდნა;   - გუნდური მუშაობის უნარი;   - ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი;   - დისტანციურად მუშაობის უნარი;   - დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.   თვიური ანაზღაურება: 500 ლარი (ხელზე ასაღები თანხა)   4. გამოსაგზავნი დოკუმენტები   დაინტერესებულმა კანდიდატებმა 20 ივნისამდე [2021] უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები ელფოსტაზე vacancies@idfi.ge:    - CV    - მოტივაციის წერილი, სადაც აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი საკითხ(ებ)ი, რომლებზე მუშაობითაც კანდიდატი არის დაინტერესებული სტიპენდიის დროს.    - მინიმუმ 1 ანალიტიკური ნაშრომი ან მისი ბმული    არ განიხილება განცხადებები, თუ ყველა ჩამოთვლილი დოკუმენტი არ იქნება წარმოდგენილი!   გამოგზავნისას, წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ კონკურსის დასახელება - (ონლაინ) სტიპენდია.    დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.   გისურვებთ წარმატებას!   სტიპენდია გამოცხადებულია პროექტის „კარგი მმართველობის გაძლიერება საქართველოში“ (3G) ფარგლებში [2019-2021], რომელიც ხორციელდება IDFI-ის მიერ გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია Luminate-ის ფინანსური მხარდაჭერით. 

ბოლო ვადა : 4 ივნისი 2021

პროექტის „ღია მმართველობის პრინციპების ხელშეწყობა საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში“ ფარგლებში (რომელიც წარმოადგენს ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფართო ინიციატივის ნაწილს), ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI),  იწვევს საქართველოში მოქმედ კვლევით ორგანიზაციებს გამოხატონ ინტერესი შემდეგი მომსახურების განსახორციელებლად:   კვლევა საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებისა და მათი ეფექტურობის შესახებ.   1. დავალების მიზანი    კვლევითი ორგანიზაცია შეირჩევა შემდეგი დავალების შესასრულებლად:   საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებისა და მათი ეფექტურობის შესახებ კვლევა მიზნად ისახავს დაადგინოს საპარლამენტო საქმიანობაში საქართველოს მოსახლეობის აქტიურობის დონე და განსაზღვროს მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების გამოყენების დინამიკა. ამავდროულად, კვლევა შეისწავლის საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამაბრკოლებელ გარემოებებსა და გამოწვევებს, რომელთა გადაჭრის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მოქალაქეთა საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულობის გაძლიერება.    კვლევა გამოავლენს და გააანალიზებს:    1. საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებულობას საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების თაობაზე;    2. საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულობის მექანიზმების გამოყენების სტატისტიკას;    3. შესაბამისი მექანიზმების გამოყენების ან/და გამოუყენებლობის მიზეზებს თითოეულ მექანიზმთან მიმართებაში;    4. ჩართულობის მექანიზმების გამოყენების დამაბრკოლებელ გარემოებებსა და გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებს;    5. ჩართულობის მექანიზმების გამოყენების შედეგებსა და აღნიშნული მექანიზმების ეფექტიანობას.     აღნიშნული საკითხების შესასწავლად გამოყენებული იქნება რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდები. მონაცემების შესწავლა მოხდება შემდეგი სამიზნე ჯგუფების შესაბამისად: 1. საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობა (როგორც თბილისში, ისე რეგიონებში); 2. მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობა; 3. ეთნიკური უმცირესობა; 4. ქალები; 5. სტუდენტები; 6. პარლამენტის წევრები; 7. პარლამენტის აპარატი; 8. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები; 9 ჟურნალისტები.   კვლევა უნდა მოიცავდეს, თუმცა არ უნდა შემოიფარგლებოდეს, შემდეგი ინფორმაციით: სამიზნე ჯგუფებში ინფორმირებულობის დონე საპარლამენტო საქმიანობასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობის მექანიზმებთან დაკავშირებით; რამდენად ხშირად სარგებლობენ კონკრეტული სამიზნე ჯგუფის წარმომადგენლები ზემოხსენებული მექანიზმებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში); როგორია გამოცდილება მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების გამოყენებასთან დაკავშირებით.   კვლევის ანგარიში გამოყენებული იქნება    - პარლამენტის მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის მიზნების, ამოცანების,  სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განსასაზღვრად და შესაბამისი საქმიანობის დასაგეგმად;    - საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების განსავითარებლად;    - პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობის/ღიაობისკენ მიმართული ღონისძიებების მხარდასაჭერად.    2. შესასრულებელი დავალება   კვლევითი ორგანიზაცია ვალდებულია, დამკვეთთან და ღია მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან შეთანხმების საფუძველზე, შეასრულოს შემდეგი დავალებები:    • განსაზღვროს რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდები;   • შეიმუშავოს კვლევის ინსტრუმენტები, მათ შორის კითხვარი;   • ჩაატაროს სულ მცირე 15 ფოკუს ჯგუფი, აქედან სულ ცოტა, ერთი ფოკუს ჯგუფი დაკომპლექტებული საქართველოს პარლამენტის წევრებით; ერთი ფოკუს ჯგუფი დაკომპლექტებული სამოქალაქო საზოგადოების და პარლამენტში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებით; ერთი ფოკუს ჯგუფი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების მონაწილეობით; ერთი ფოკუს ჯგუფი ეთნიკური უმცირესობის მონაწილეობით, ერთი ფოკუს ჯგუფი ქალების მონაწილეობით;   • მოამზადოს ინტერვიუებისა და ფოკუს-ჯგუფების კვლევის მიმოხილვითი ანგარიში;   • შეისწავლოს სამიზნე ჯგუფების ინფორმირებულობა საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების თაობაზე; ასევე დასახელებული მექანიზმების გამოყენების ან/და გამოუყენებლობის მიზეზები და ჩართულობის მექანიზმების გამოყენების დამაბრკოლებელი გარემოებები, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები; განსაზღვროს ჩართულობის მექანიზმების ეფექტიანობა;    • წარმოადგინოს მოსახლეობის მხრიდან საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებით სარგებლობის მაჩვენებლები (როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი);   • მოამზადოს კვლევის საბოლოო ანგარიში საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებით სარგებლობის შესახებ, მათ შორის, მონაცემთა ვიზუალიზაციის ინსტრუმენტების, კერძოდ, დიაგრამებისა და ინფოგრაფიკების, ასევე სხვა საშუალებების გამოყენებით.   გამარჯვებულმა ორგანიზაციამ შესასრულებელი სამუშაოების გრაფიკი უნდა შეუთანხმოს დამკვეთს.     3. კვლევის ანგარიში უნდა მომზადდეს ქართულ ენაზე; საბოლოო პროდუქტი ასევე უნდა ითარგმნოს ინგლისურ ენაზე.   4. ვადები და ხანგრძლივობა   კვლევის შესრულების საბოლოო ვადაა: 2021 წლის 30 სექტემბერი.   5. დავალების შესრულება   დავალების შესრულების  მეთოდოლოგია და სამოქმედო გეგმა წინასწარ ეგზავნება დამკვეთს, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობას.   მათვე გადაეცემათ შესრულებული სამუშაოს ამსახველი მოკლე ანგარიში დავალების თითოეული ეტაპის დასრულების შემდგომ.   შესრულების ბოლოს, შესრულებული კვლევა განსახილველად და დასამტკიცებლად გადაეცემა დამკვეთს, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს, ასევე პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობას.   6. დავალების შესრულების ინდიკატორები   კვლევითი ორგანიზაციის მიერ დავალების წარმატებით შესრულების ინდიკატორებად ითვლება:   • დამკვეთთან შეთანხმებული დავალებების გრაფიკის შესაბამისი და მაღალი ხარისხით შესრულება;   • სულ მცირე 15 ფოკუს-ჯგუფის ჩატარება;   • გამოკითხვის საშუალო ცდომილება მაქსიმუმ 5%-იანი ინტერვალით;   • კვლევის ანგარიშის მომზადება;   • კვლევის საბოლოო ანგარიშის წარდგენა დამკვეთის, პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობისა და ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსთვის.   7. ინფორმაცია განმცხადებელი კვლევითი ორგანიზაციის შესახებ    აუცილებელია, ორგანიზაციას ჰქონდეს  სულ მცირე ხუთწლიანი გამოცდილება მოსახლეობის აზრის კვლევებისა და გამოკითხვების ჩატარებაში.   კვლევითმა ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია განაცხადის გაკეთების ეტაპზე.   კანდიდატების მიერ წარსადგენი მასალები უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:    - ორგანიზაციის გამოცდილება რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევების წარმოების მიმართულებით;  - მსგავსი განხორციელებული კვლევების  ჩამონათვალი;   - კვლევის გუნდის შემადგენლობა, რომელიც მოიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება, შემდეგი გამოცდილების მქონე პირებით:   -მთავარი მკვლევარი / კვლევის კოორდინატორი: ა) კვლევითი ან/და ანალიტიკური საქმიანობის მიმართულებით მუშაობის სულ მცირე 4 წლიანი გამოცდილება; ბ) კვლევის ან/და ანალიტიკური საქმიანობის ადმინისტრირების სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;      -მკვლევარი: ა) თვისებრივი სოციოლოგიური კვლევების ჩატარების ან/და ანალიტიკური საქმიანობის მიმართულებით მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება;    -უმცროსი მკვლევარი: თვისებრივი სოციოლოგიური კვლევების ჩატარების ან/და ანალიტიკური საქმიანობის მიმართულებით სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება.   -კვლევით ორგანიზაციებს შეუძლიათ წარმოადგინონ სხვა მასალები, რომლებსაც ისინი თვლიან საჭიროდ, მათი გამოცდილების დასადასტურებლად.   8. წარმოდგენილი განცხადების შეფასება და შეთავაზება დავალების შესასრულებლად   წარმოდგენილი განაცხადები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:   - განაცხადის შინაარსობრივი აღწერა, მენეჯმენტი, გამოცდილება (60%); - ფინანსური შეთავაზება და გასაწევი ხარჯების გონივრულობა (40%).   9. ბიუჯეტის შეთავაზება   კვლევის ჩატარებასთან დაკავშირებული ფასების წარდგენა უნდა მოხდეს ეროვნულ ვალუტაში.    10. სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენა   ყველა განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.   განაცხადი უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:   1. ორგანიზაციის სახელწოდება;   2. კვლევის მიზნების შესაბამისი სრული ტექნიკური შეთავაზება, რომელიც მოიცავს განსახორციელებელი კვლევის მიზნებისთვის საპარლამენტო საქმიანობისა და ამ საქმიანობაში ჩართულობის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის მოკლე მიმოხილვას და ჩასატარებელი სამუშაოების სპეციფიკას;   3. ბიუჯეტის შეთავაზება;   4. კვლევის განსახორციელებელი აქტივობების გრაფიკი;   5. შეთავაზებული მეთოდოლოგიის აღწერა კვლევის კითხვების ჩათვლით;   6. COVID-19 პანდემიის შეზღუდვებთან დაკავშირებული უსაფრთხოების პროცედურებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება კვლევის მიმდინარეობისას.   ტენდერის ვადები კონკურსის შესახებ განცხადების გამოქვეყნება 18 მაისი, 2021 კონკურსთან დაკავშირებული შეკითხვების გამოგზავნის  ბოლო ვადა 26 მაისი, 2021 განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა 4 ივნისი , 2021, 18:00 სთ განაცხადების შეფასებისა და შედეგების გამოცხადების ვადა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ განაცხადების შეფასებისა და შედეგების გამოცხადების თარიღები შეიძლება შეიცვალოს) 11 ივნისი     კითხვები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის დასახელებაში მიუთითოთ: საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ კვლევა.   განაცხადები უნდა წარმოადგინოთ ელექტრონული სახით, შემდეგ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის დასახელებაში მიუთითოთ: „საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ კვლევა“  

ბოლო ვადა : 31 მაისი 2021

    ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხით დაინტერესებული სტუდენტებისთვის, ესეების კონკურსსა და ონლაინ კონფერენციას აცხადებენ.   სამსახური აგრძელებს სტუდენტების განვითარებაზე ზრუნვას და ესეების მორიგ კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანი პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სტუდენტების განვითარების ხელშეწყობაა.     კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში არსებულ ყველა უმაღლესი დაწესებულების, საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტს.    სტუდენტებმა ესე უნდა მოამზადონ არსებული ჩამონათვალიდან ერთ-ერთ თემაზე:   - პერსონალურ მონაცემთა დაცვა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა; - პერსონალური მონაცემების დამუშავება მედია საშუალებების მიერ; - მონაცემთა უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები; - მობილური აპლიკაციების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება; - სახის ამომცნობი სისტემების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება; - შრომით ურთიერთობებში პერსონალური მონაცემების დაცვა; - ვიდეოთვალთვალის განხორციელებისას პერსონალური მონაცემების დაცვა;   პირველ ეტაპზე კონკურსანტების შეფასება მოხდება შერჩეულ თემაზე მომზადებული აბსტრაქტების მიხედვით.   აბსტრაქტები, შესაბამისი აპლიკაციის ფორმით, 14-დან 31 მაისის ჩათვლით მიიღება შემდეგ ელ. ფოსტაზე: students@stateinspector.ge    აბსტრაქტები შეფასდება თემატიკის რელევანტურობიდან, შინაარსის მნიშვნელობიდან და  აქტუალობიდან გამომდინარე. ინფორმაცია აბსტრაქტების შეფასების შედეგების შესახებ სტუდენტებს ეცნობებათ აბსტრაქტების მიღების ვადის დასრულების შემდგომ. დადებითი პასუხის შემთხვევაში, სტუდენტებს ესეს სრული მოცულობით მოსამზადებლად განესაზღვრებათ დამატებითი ვადა და ასევე, ეცნობებათ ნაშრომის შესრულების წესებისა და სტანდარტების შესახებ. დასრულებული ესეების მომზადებაში კონკურსანტებს დახმარებას გაუწევენ სამსახურის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩები.   საკონფერენციო თემების შერჩევა მოხდება ქვემოთ მითითებული კრიტერიუმების გათვალისწინებით:   - კონკურსის თემასთან/მიზანთან შესაბამისობა; - მსჯელობა, არგუმენტაცია; - ესეს სტრუქტურა; - ინოვაციურობა/შემოქმედებითი მიდგომა; - ნაშრომის ორიგინალურობა; - ენობრივი ნორმების და აკადემიური სტანდარტების დაცვა.   ნაშრომებს შეაფასებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“-ს (IDFI) წარმომადგენლების მხრიდან დაკომპლექტებული ორმხრივი კომისია.    კონკურსის შედეგების შესაბამისად:   - შეირჩევიან საუკეთესო ესეები, რომელთა ავტორების მონაწილეობითაც ჩატარდება კონფერენცია; - კონფერენციის შემდგომ, გამოვლინდება 3 გამარჯვებული; - კონფერენციის მონაწილეებსა და გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები; - კონფერენციაზე წარმოდგენილი ესეები გამოქვეყნდება ონლაინ ჟურნალში.   კონფერენციის გამართვის თარიღთან და ზოგადად კონკურსის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას მონაწილეები მიიღებენ მათ მიერ აპლიკაციის ფორმაში მითითებულ ელ. ფოსტაზე.      ესეების კონკურსი ცხადდება პროექტის „პერსონალური მონაცემების დაცვის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მიერ. პროექტს ახორციელებს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან თანამშრომლობით.  კონკურსის ფარგლებში შექმნილი მასალის შინაარსი შეიძლება არ ასახავდეს ნიდერლანდების საელჩოს პოზიციას.   გისურვებთ წარმატებებს!  

ბოლო ვადა : 18 თებერვალი 2021

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ილუსტრაციების კონკურსს თემაზე „საბჭოთა ოკუპაცია - 100 წლის შემდეგ“.   კონკურსის მიზანია: საბჭოთა ოკუპაციის 100 წლის თავთან დაკავშირებით, საზოგადოებაში საბჭოთა ოკუპაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება.   ილუსტრაციის თემატიკა:   საკონკურსო ნამუშევარი უნდა ეხებოდეს 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის ისტორიას - ამ პერიოდის პოლიტიკურ პროცესებს, საერთაშორისო ვითარებას ან/და სამხედრო მოქმედებებს. ილუსტრაცია უნდა იყოს ორიგინალური, მარტივად აღქმადი და ინფორმატიული.   ფორმა: გრაფიკული დიზაინი, სკეტჩი, ნახატი, კომიქსი    კონკურსში მონაწილეობის მისაღებად:   1. მონაწილემ უნდა გამოაგზავნოს ერთი ან რამდენიმე ილუსტრაცია 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის თემაზე;   2. ნამუშევარი არ უნდა შეიცავდეს ძალადობის აღმნიშვნელ და შეურაცხმყოფელ ელემენტებს;   3. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას, მოხსნან კონკურსანტი  კონკურსიდან;   4. ფაილი გამოგზავნილი უნდა იყოს JPG ფორმატში;   5. ფაილი უნდა იყოს მაღალი ხარისხის;   6. თუკი ილუსტრაცია მოიცავს ტექსტებს, ტექსტი უნდა იყოს ქართულ ენაზე;   7. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, როგორც პროფესიონალს, ასევე მოყვარულს.   ამ კონკურსზე ნამუშევრის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ:   1. ფლობთ საავტორო უფლებებს, გამოგზავნილი ნამუშევარი თქვენი შექმნილია;   2. კონკურსის ორგანიზატორებს ანიჭებთ უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენონ თქვენ მიერ გამოგზავნილი ილუსტრაცია ვებგვერდზე, გამოფენაზე, პუბლიკაციასა და ნებისმიერ სხვა მასალაში (ავტორის მითითებით).   ორგანიზაციას არ აქვს ნამუშევრების კომერციული მიზნებისთვის გამოყენების უფლება.   ნამუშევრების შეფასების კრიტერიუმები:   1. კონკურსის თემასთან შესაბამისობა   2. ორიგინალურობა   3. აღქმადობა ფართო აუდიტორიისთვის   4. შინაარსის მხრივ ინფორმატიულობის ხარისხი   5. ნამუშევრის ხარისხი   საკონკურსო პრიზები:   I ადგილი - ₾1000 II ადგილი - ₾700 III ადგილი - ₾500   საუკეთესო ილუსტრაციები გამოქვეყნდება IDFI-ის ვებ (www.IDFI.ge)  და სოციალურ (Facebook; Twitter) გვერდებზე საავტორო უფლებების დაცვით.   კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 18 თებერვალი.   ილუსტრაციების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge. გამოგზავნისას მეილის სათაურში (Subject-ველი) მიუთითეთ „საბჭოთა ოკუპაცია - 100 წლის შემდეგ“.     კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე:  ელ-ფოსტა: m.kartsivadze@idfi.ge     კონკურსი იმართება შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს ფინანსური მხარდაჭერით.  

ბოლო ვადა : 18 თებერვალი 2021

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ესეების კონკურსს სტუდენტებისთვის თემაზე „საბჭოთა ოკუპაცია საქართველოს მეხსიერებაში “.   კონკურსის მიზანია: საბჭოთა ოკუპაციის 100 წლის თავთან დაკავშირებით, სტუდენტებში მეხსიერებისა და საბჭოთა წარსულის კვლევების წახალისება და პოპულარიზაცია და საზოგადოებაში საბჭოთა ოკუპაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება.   კონკურსში მონაწილეობის პირობები და შეფასების კრიტერიუმები:   საკონკურსო ესე უნდა ეხებოდეს 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის ისტორიას, ამ პერიოდის შესახებ თანამედროვე ქართული საზოგადოების კოლექტიურ მეხსიერებას ან/და მასთან დაკავშირებულ მეხსიერების პოლიტიკას.   ნაშრომის ძირითადი ნაწილი უნდა იყოს ან 1921 წლის თებერვლის პოლიტიკური, სოციალური, საერთაშორისო და სამხედრო ვითარების ისტორიული ანალიზი ან/და საბჭოთა ოკუპაციის შესახებ თანამედროვე საქართველოს კოლექტიური მეხსიერებისა და მასთან დაკავშირებული მეხსიერების პოლიტიკის ანალიზი. ესე შესაძლოა დაფუძნებული იყოს როგორც საარქივო მასალების, პრესისა და მედიის, საჯარო ინფორმაციისა და ღია წყაროების, ლიტერატურული თუ სხვა მხატვრული ნაშრომების ანალიზზე, ასევე ისტორიული, სოციოლოგიური ან ეთნოგრაფიული კვლევის შედეგებზე.   კონკურსში მონაწილე უნდა იყოს ბაკალავრიატის სტუდენტი, ბაკალავრი, მაგისტრანტი ან მაგისტრი.   ერთ მონაწილეს შეუძლია რამდენიმე ესეს გამოგზავნა (სხვადასხვა თემაზე).   ესე უნდა იყოს ავტორის ორიგინალური ნაშრომი და უნდა გვთავაზობდეს მის მიგნებებსა და ანალიზს.   წარმოდგენილი ესე უნდა იყოს ქართულ ენაზე.     ესეს სავარაუდო სტრუქტურაა: სათაური თავფურცელი, სადაც მითითებული იქნება პირადი ინფორმაცია  (კონკურსანტის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, აკადემიური ხარისხი) შესავალი ძირითადი ნაწილი დასკვნა გამოყენებული ლიტერატურა/დანართები   ესეს ტექნიკური მახასიათებლები:   ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს MS Word დოკუმენტით სიტყვების რაოდენობა 1500-2500 სიტყვა  (სიტყვების რაოდენობაში შედის Footnotes, მაგრამ არ შედის გამოყენებული ლიტერატურის სია და დანართები) ფონტი: Sylfaen/Calibri, ზომა - 12 დაშორება - 1.15 გვერდის მინდორი:  Normal   ესეში მოცემული ანალიზი უნდა ეკუთვნოდეს ავტორს. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან.   არ მიიღება ნაშრომები, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია.   ნაშრომის შეფასების კრიტერიუმები:   1. ნაშრომის შესაბამისობა კონკურსის თემასთან   2. შინაარსობრივი გამართულობა   3. არგუმენტაციისა და ანალიზის ხარისხი   4. ნაშრომის სტრუქტურა   5. ნაშრომის სტილისტური და გრამატიკული გამართულობა   საკონკურსო პრიზები:   I ადგილი - ₾700 II ადგილი - ₾500 III ადგილი - ₾300   საუკეთესო ესეები გამოქვეყნდება IDFI-ის ვებ (www.IDFI.ge)  და სოციალურ (Facebook; Twitter) გვერდებზე საავტორო უფლებების დაცვით.   კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ნაშრომის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 18 თებერვალი.   ნაშრომების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge. გამოგზავნისას მეილის სათაურში (Subject-ველი) მიუთითეთ „საბჭოთა ოკუპაცია საქართველოს მეხსიერებაში“.   გამარჯვებული და პრიზიორი ესეები გამოქვეყნდება IDFI-ს ვებგვერდებზე.   კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე:  ელ-ფოსტა: m.kartsivadze@idfi.ge     კონკურსი იმართება შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს ფინანსური მხარდაჭერით.

ბოლო ვადა : 7 თებერვალი 2021

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ეძებს ქვეყნის დამოუკიდებელ მკვლევრებს ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, მონღოლეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან და უზბეკეთიდანმონაცემების გლობალური ბარომეტრის პირველი გამოცემისთვის (2020-2021). განცხადების შემოტანა შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურ ექსპერტებს, ასევე დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებისა და კვლევით ორგანიზაციებს ამ ექვსი ქვეყნიდან.   კანდიდატს უნდა ჰქონდეს გამოცდილება შემდეგ საკითხებზე: ღია მონაცემები; ღია სამთავრობო მონაცემები; მონაცემები საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის; მონაცემთა გამოყენება საჯარო სერვისების მიწოდების მონიტორინგის ან შეფასებისთვის; ტრენინგი ან შესაძლებლობების განვითარება მონაცემთა გამოყენების შესახებ; მონაცემების გამოყენება სოციალურად ღირებული აპლიკაციების შესაქმნელად; ან ინფორმაციის გამოყენების ხელშეწყობა მთავრობების, სსო-ის, კერძო სექტორის, ტექნოლოგიური საზოგადოების ან საგამოძიებო ჟურნალისტების მიერ.   შერჩეული ეროვნული მკვლევარი ან ორგანიზაცია პასუხისმგებელი იქნება დეტალური ექსპერტული გამოკითხვის შევსებაში, რომელიც მოიცავს ისეთ, საკითხებს, როგორიცაა მონაცემების განკარგვასთან, შესაძლებლობებთან, ხელმისაწვდომობასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული პოლიტიკა, პრაქტიკა, მონაცემთა ბაზები და კვლევები.    განაცხადის სრული ტექსტი იხილეთ ინგლისურად ბმულზე.   აპლიკანტებმა განაცხადის ფორმა უნდა შეავსონ და გამოაგზავნონ 2021 წლის 7 თებერვლამდე. 

ბოლო ვადა : 4 დეკემბერი 2020
კონკურსის დასახელება : საგრანტო კონკურსი

    პროექტი „საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) მხარდაჭერა სამოქალაქო მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ საჯარო მმართველობის რეფორმის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის მონიტორინგი   საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, რეგიონულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს გიწვევთ, რეფორმის ფარგლებში ადგილობრივ დონეზე განხორციელებული აქტივობების მონიტორინგისა და რეფორმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.   პროექტს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან პარტნიორობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანს წარმოადგენს, საჯარო მმართველობის რეფორმის სამოქმედო გეგმისა და გზამკვლევის განხორციელების პროცესის ალტერნატიული მონიტორინგი ინოვაციების, სხვადასხვა აქტორებთან დიალოგისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გზით.   პროექტის - „საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) მხარდაჭერასამოქალაქო მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ - ძირითადი ამოცანებია:   - საჯარო მმართველობის რეფორმის იმპლემენტაციის მხარდაჭერა ინოვაციების, სხვადასხვა აქტორებთან დიალოგისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობის გზით და სამოქმედო გეგმისა და გზამკვლევის გადახედვა;   - საქართველოს საჯარო მმართველობის გამჭვირვალობის, განჭვრეტადობის, ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესება;   - საჯარო მმართველობის რეფორმის ზედამხედველობა.   პროექტი ხორციელდება შემდეგ რეგიონებში: თბილისი, კახეთი, ქვემო ქართლი, იმერეთი, სამეგრელო, აჭარა.     პროექტი ხორციელდება შემდეგ რეგიონებში: თბილისი, კახეთი (ახმეტა), ქვემო ქართლი (მარნეული), იმერეთი (ქუთაისი), სამეგრელო (ზუგდიდი და ფოთი), აჭარა (ბათუმი).   საგრანტო კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონულ დონეზე საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევისა და სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის ხელშეწყობას. გრანტის მიმღები ორგანიზაციები შეაფასებენ ადგილობრივ დონეზე PAR-ის რეფორმის განხორციელებას, ასევე, ყველა ადგილობრივი დაინტერესებული მხარის ჩართულობით გამართული საჯარო განხილვებისა და სამუშაო შეხვედრების საშუალებით, გამოკვეთენ გამოწვევებს და შესაძლებლობებს. ასევე ჩაერთვებიან მონიტორინგისონლაინპლატფორმის, PAR tracker-ის ფუნქციონირებაში.   წარდგენილი პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:   - ნათლად იყოს დასაბუთებული პროექტში დასმული საკითხის/პრობლემის აქტუალობა;   - ნათლად ჩანდეს, რომ განმცხადებელ ორგანიზაციას ესმის, რა გარემოში/ვითარებაში მოუწევს პროექტის განხორციელება;   - საკითხის გადასაჭრელად შემოთავაზებული სამოქმედო გეგმა იყოს კონკრეტული, რეალისტური და კარგად სტრუქტურირებული;   - პროექტის მიზნების მისაღწევად ხელი შეუწყოს არასამთავრობო სექტორს, ხელისუფლებას, მედიას, ბიზნესს, მოქალაქეებს და/ან სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობას;     - გაანალიზებული იყოს პოტენციური რისკები და მათი შემცირების/პრევენციის გზები.   - პროექტის განმახორციელებელი პირი მზად უნდა იყოს საკუთარი ან დონორებისგან მოზიდული სახსრებით დააფინანსოს დამტკიცებული ბიუჯეტის 10 პროცენტის ოდენობა.   საგრანტო პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება და კონკურსს ავტომატურად გამოეთიშება პროექტები, რომლებიც გულისხმობენ:     - რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერას ან/და ლობირებას; - რელიგიურ ღონისძიებებს (თუმცა, შესაძლოა დაფინანსდეს რელიგიური ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი განაცხადი, რომელიც არ ემსახურება რელიგიურ მიზნებს და შეესაბამება მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო პროგრამის მოთხოვნებს); - ჰუმანიტარულ საქმიანობას; - მეცნიერულ კვლევას; - ტრენინგს ორგანიზაციულ განვითარებაზე ან/და დაფინანსების ახალი წყაროების განსაზღვრაზე (ე.წ. ფანდრაიზინგზე); - ინდივიდუალურ ან/და ჯგუფურ სამოგზაურო გრანტებს; - კომერციული დანიშნულების კაპიტალურ მშენებლობას.       გრანტების გაცემა   საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება 11 პროექტი. პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს  9,500 ევროს, ხოლო ხანგრძლივობა 9 თვეს.   საგრანტო თანხების გამოყენება მხოლოდ პროექტში გაწერილი საქმიანობისთვის არის შესაძლებელი. საია იტოვებს უფლებას, დააფინანსოს ნებისმიერი წარმოდგენილი პროექტი ან არ დააფინანსოს არცერთი.    საგრანტო კონკურსში მონაწილეობის პირობები და დაფინანსების პრიორიტეტები   საჯარო მმართველობის რეფორმის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის მონიტორინგის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციას ან/და რამდენიმეს ერთად, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:    1. საქმიანობენ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ამასთანავე კარგად იცნობენ რეგიონებში არსებული გამოწვევებს საპროექტო თემის ირგვლივ; 2. აქვთ  საჯარო მმართველობის თემატიკის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება; 3. მიღებული აქვთ მონაწილეობა საია-სა და IDFI-ს მიერ განხორციელებულ ტრენინგში საჯარო მმართველობის რეფორმის საკითხებზე, ამ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს ძირითადი აპლიკანტი, თუმცა მის პარტნიორს შესაძლოა არ ჰქონდეს გავლილი ტრენინგები რაც არ წარმოადგენს შეზღუდვას;     4. საქმიანობის განხორციელების მიზნით იყენებენ ინოვაციურ მეთოდებს/ტექნოლოგიებს;  5. პროექტის განხორციელებაში სხვადასხვა გზით რთავენ მოქალაქეებს;   ორგანიზაციებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი მოთხოვნები:    -  ჰქონდეთ მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება; -  ჰქონდეთ გამჭვირვალე საბუღალტრო სისტემა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან; - არ ჰქონდეს დავალიანება. ნებისმიერი ვალი სახელმწიფოს ან სხვა პირის წინაშე უნდა იყოს ჩამოწერილი/ანაზღაურებული, ან ვალის დაფარვა უნდა მოხდეს საიას გრანტის პირველი ტრანშის მიღებამდე; - უნდა ფუნქციონირებდეს როგორც დამოუკიდებელი, აპოლიტიკური ორგანიზაცია.   საჯარო მოხელეებს, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, პარლამენტის წევრებს,  საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს და პოლიტიკური პარტიების ლიდერებს არ აქვთ უფლება, იყვნენ პროექტის დირექტორები, ან/და პროექტიდან მიიღონ ანაზღაურება.   საგრანტო განაცხადების წარდგენის პროცედურები     საგრანტო განაცხადების წარდგენა ხდება ქართულ ენაზე. განაცხადები მიიღება ელექტრონული სახით შემდეგ ელ.ფოსტაზე: gyla@gyla.ge გთხოვთ, ელ.ფოსტის გამოგზავნისას დასახელებაში მიუთითოთ „საგრანტო კონკურსი“.   საგრანტო კონკურსში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:     1.  საგრანტო განაცხადი - შევსებული სააპლიკაციო ფორმა და პროექტის ბიუჯეტი (თანდართული ფორმატის მიხედვით); 2.      ორგანიზაციის წლიური ანგარიში (ფინანსური და ტექნიკური) - ასეთის არსებობის შემთხვევაში;  3.   იმ შემთხვევაში, თუ პროექტის ფარგლებში იგეგმება სახელმწიფო ინსტიტუტებთან ან/და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა, ამ ორგანიზაციების თანხმობის წერილები; 4.      ორგანიზაციის უახლესი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ამობეჭდეთ ვებ-გვერდიდან http://www.reestri.gov.ge/);   5.      ორგანიზაციის უახლესი შედარების აქტის ასლი (ამობეჭდეთ ვებ-გვერდიდან www.rs.ge); 6.      ორგანიზაციის შიდა რეგულაციები.     წარმოდგენილი პროექტები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად: -        პროექტის აღწერა (25%) -        მენეჯმენტი და ტექნიკური შესაძლებლობა (30%) -        ხარჯების გონივრულობა (20%) -        გამოცდილება და საკითხის ცოდნა (25%)   წარმოდგენილსაგრანტო განაცხადებს საია გამოიყენებს მხოლოდ კონკურსის მიზნებისთვის და მათ არ გადასცემს სხვა ორგანიზაციებს/პირებს. გამონაკლისიმხოლოდიმშემთხვევაშიდაიშვება, თუამას მოითხოვს საქართველოსკანონმდებლობაან/და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. სხვა დონორებთან კოორდინაციის მიზნით, საგრანტო კონკურსში დაფინანსებული პროექტების შესახებ მოკლე ინფორმაცია გავრცელდება იმ ქართულ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომლებიც მხარს უჭერენ არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში.     საგრანტო პროგრამის ვადები     კონკურსის შესახებ განცხადების გამოქვეყნება 20 ნოემბერი, 2020 კონკურსთან დაკავშირებული შეკითხვების გამოგზავნის  ბოლო ვადა 25 ნოემბერი, 2020 საიას მხრიდან კითხვებზე პასუხის გაცემის  ბოლო ვადა 28 ნოემბერი, 2020 საგრანტო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა 4 დეკემბერი, 2020, 18:00 სთ საგრანტო განაცხადების შეფასებისა და შედეგების გამოცხადების ვადა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საგრანტო განაცხადების შეფასებისა და შედეგების გამოცხადების თარიღები შეიძლება შეიცვალოს) 18 დეკემბერი   საკონტაქტო ინფორმაცია   კონკურსთან დაკავშირებული შეკითხვები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელ ფოსტაზე: gyla@gyla.ge. გთხოვთ, მეილის დასახელებაში მიუთითოთ „შეკითხვა საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით“.   ___ პროექტი „საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) მხარდაჭერა სამოქალაქო მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.      

ბოლო ვადა : 27 სექტემბერი 2020

  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს მიღებას 2 დღიან ტრენინგზე - ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგის მეთოდები და მექანიზმები   ვისთვის არის განკუთვნილი ტრენინგი?   პროგრამა განკუთვნილია რეგიონებში მცხოვრები სტუდენტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტებისთვის.    ტრენინგის მიზანი:    მონაწილეები გაიღრმავებენ ხელისუფლების საქმიანობის კონტროლისა და საჯარო სექტორში შესაძლო გადაცდომების აღმოჩენის/რეაგირების უნარ-ჩვევებს.      ძირითადი განსახილველი თემები:   - როგორ აღმოვაჩინოთ საეჭვო გარემოებები საჯარო შესყიდვებში?    - როგორ დავაკვირდეთ ხელისუფლების მიერ ბიუჯეტის განკარგვას და მის ფინანსურ საქმიანობას?    - როგორ მოვიპოვოთ ოფიციალური მონაცემები სხვადასხვა სახელმწიფო პლატფორმიდან?   - როგორ მოვითხოვოთ მთავრობაზე ზედამხედველობისთვის საჭირო საჯარო ინფორმაცია?    ტრენინგი წარიმართება ინტერაქტიულ რეჟიმში და მოიცავს თეორიისა და პრაქტიკის ნაზავს. მონაწილეები იმუშავებენ პრაქტიკულ შემთხვევებზე და მონაწილეობას მიიღებენ საკითხების განხილვებში.    ტრენინგის ადგილი და ხანგრძლივობა:    2020 წლის 16-18 ოქტომბერი. სავარაუდო ადგილი: სასტუმრო ამბასადორი კაჭრეთი [გურჯაანის რ-ნი, სოფელი კაჭრეთი] (მოგვიანებით დაზუსტდება ზუსტი ადგილი).    მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა არაუგვიანეს 2020 წლის 27 სექტემბრისა და გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge   მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმებია:    - მოტივაცია და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების დასაბუთება.     დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.    ტრენინგის დასასრულს მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს!   IDFI სრულად დაფარავს შერჩეული კანდიდატების/მონაწილეების ტრანსპორტირების და სასტუმროში ყოფნის ხარჯებს.    ტრენინგი ჩატარდება მთავრობის მიერ მიღებული ახალ კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციებისა და შეზღუდვების გათვალისწინებითა და დაცვით.    გაითვალისწინეთ, ოქტომბერში ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა მოხდეს ტრენინგის დროის, ადგილის ან ფორმატის ცვლილება.    წარმატებებს გისურვებთ!   ტრენინგი ტარდება გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია - Luminate-ის მხარდაჭერით.  

ბოლო ვადა : 11 სექტემბერი 2020

    ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდის (OSI) მხარდაჭერით, აცხადებს მიღებას კორუფციასთან ბრძოლის უფასო სასერტიფიკატო პროგრამაზე.   პროგრამის მიზანი   პროგრამის მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას ანტიკორუფციულ თემატიკასთან დაკავშირებით და შეიძენენ კორუფციის ფაქტებზე ეფექტური რეაგირების უნარ-ჩვევებს.   ვისთვის არის განკუთვნილი პროგრამა?   პროგრამა განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოში ავტორიზებული სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის, საჯარო, კერძო და არასამათავრობო სექტორში დასაქმებული პირებისთვის.   პროგრამის აღწერა და სასწავლო გეგმა   კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა არის საერთაშორისო პროგრამის ნაწილი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის საფუძველზე 2019-2020 წლების განმავლობაში წარმატებით განხორციელდა ,,კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის’’ პირველი ეტაპი. პროგრამის პირველი ეტაპი გაიარეს მკაცრი კონკურენციის საფუძველზე შერჩეულმა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა, და საჯარო და კერძო უწყებების წარმომადგენელმა პრაქტიკოსებმა.   ამჟამად, გამოცხადებულია განაცხადების მიღება კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მეორე ეტაპის ფარგლებში, რომელიც შედგება საბაკალავრო და სამაგისტრო კურსისგან.   საბაკალავრო კურსის საგნებია:   - კარგი მმართველობა და კორუფცია (შემოდგომის სემესტრი)   - კორუფცია და პოლიტიკა (გაზაფხულის სემესტრი)    საბაკალავრო საგნები განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოში ავტორიზებული სხვა უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.    სამაგისტრო კურსის საგნებია:   -  ანტიკორუფციული პოლიტიკის მართვა საჯარო და კერძო დაწესებულებებში (შემოდგომის სემესტრი)   - კორუფციასთან ბრძოლა, საერთაშორისო აქტორები, ანტიკორუფციული პლატფორმები (გაზაფხულის სემესტრი)   სამაგისტრო საგნები განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოში ავტორიზებული სხვა უმაღლესი სასწავლებლების მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, საჯარო, კერძო და არასამათავრობო სექტორში დასაქმებული პირებისთვის.   სწავლის ხანგრძლივობა: თითოეული საგნის სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს ერთ აკადემიურ სემესტრს (15 კვირა). სრული კურსის ხანგრძლივობაა ორი აკადემიური სემესტრი (28 სექტემბერი, 2020 – 15 ივლისი, 2021).   ლექციები ჩატარდება კვირაში ერთხელ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.    სწავლების ენა: ქართული (მასალების ძირითადი ნაწილი წარმოდგენილია ქართულად და ინგლისურად).   სწავლა მიმდინარეობს ინტერაქტიულ რეჟიმში, ლექცია-სემინარის ფორმატში, და მოიცავს თეორიისა და პრაქტიკის ნაზავს. მონაწილეები იმუშავებენ პრაქტიკულ შემთხვევებზე, მონაწილეობას მიიღებენ საკითხების განხილვებში და მოამზადებენ ესეებს.   ტრენერები   სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში ტრენერები იქნებიან როგორც ქართველი პრაქტიკოსი ლექტორები, ასევე მომხსენებლის სტატუსით ჩაერთვებიან ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტები.   სერტიფიკატი   პროგრამის მონაწილე, რომელიც გაივლის ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის ორივე საგანს, მიიღებს სრული კურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.   ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის  სტუდენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან სასერტიფიკატო პროგრამის ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საგნებს, სერტიფიკატთან ერთად მიიღებენ სასწავლო კრედიტს (ECTS).   პროგრამის მონაწილეების მიერ მომზადებული 10 საუკეთესო ესე, პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, გამოქვეყნდება/გავრცელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისდა IDFI-ის ვებგვერდებსა და სოციალურ გვერდებზე (Facebook და Twitter).    სტაჟირება   პროგრამის 2 საუკეთესო მონაწილე, კურსის დასრულების შემდგომ, 3 თვის განმავლობაში სტაჟირებას გაივლის IDFI-ში.    კურსდამთავრებულების ქსელი   პროგრამის დასასრულს, წარმატებულ კურსდამთავრებულებს შეეძლებათ გაერთიანდნენ კურსდამთავრებულთა ქსელში (ე.წ. Alumni Network), რომელიც აერთიანებს პროგრამის მონაწილეებს, და აკავშირებს მათ ანალოგიური პროგრამის უცხოელ კურსდამთავრებულებს. კურსდამთავრებულთა ქსელი გეგმავს საერთო კვლევებს, გაცვლით პროგრამებს და სხვა შესაბამის აქტივობებს.   პროგრამაში  რეგისტრაციისთვის დაინტერესებულმა პირებმა (სტუდენტები; საჯაროსამსახურის, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები) 2020 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ-ფოსტაზე:  corruptionhunters@idfi.ge      პროგრამის მონაწილეები საწყის ეტაპზე შეირჩევიან განაცხადის საფუძველზე.   მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას. გასაუბრების  დროს შეფასდება მონაწილეთა მზაობა, რათა ბოლომდე შეასრულონ პროგრამის მიერ წაყენებული მოთხოვნები.   შერჩევის კრიტერიუმები:   პროგრამის მონაწილეების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:   ●      მოტივაცია; ●      კომუნიკაბელურობა; ●      გუნდური მუშაობის და პრეზენტაციის უნარი; ●      სასურველია ინგლისური ენის საშუალო (Intermediate Level) დონეზე ცოდნა.   ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტები სასერტიფიკატო პროგრამით გათვალისწინებული საგნებს ირჩევენ სემესტრული სასწავლო კურსების არჩევისას არსებული პირობების დაცვით.   ინიციატივის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი (OSI). პროგრამა ხორციელდება ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) თანადაფინანსებით.   დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: დავით მაისურაძე,  კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის კოორდინატორი ტელ: 577 11 45 22  ელ-ფოსტა:  corruptionhunters@idfi.ge