კონკურსი/ტენდერი აჭარის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის ადაპტირებისთვის

ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფარგლებში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ტენდერს აჭარის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის SCA.GE-ს ადაპტირებისთვის.

 

ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ, დამკვეთთან და აჭარის უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით, უნდა განახორციელოს აჭარის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის (SCA.GE) ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირების კონცეფციაზე დაყრდნობით და Web Content Accessibility Guidelines (WCAG) 2.1-ის A დონის (Level A) შესაბამისად (კონცეფცია იხ. დანართის სახით). აღნიშნული ვებგვერდი ადაპტირების შემდგომ უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

 

- ვებგვერდზე განთავსებულ არატექსტური შინაარსის ინფორმაციას უნდა ჰქონდეს ტექსტური ალტერნატივის განთავსების ფუნქცია (ასეთის არარსებობის შემთხვევაში)

 

- ვებგვერდს  უნდა ჰქონდეს ტექსტისა და ფონის ფერის შეცვლის ფუნქცია, ფონტის ცვლილების, ტექსტისა და ვებგვერდის ზომის შეცვლის ფუნქცია

 

- ვებგვერდზე განთავსებულ წინასწარ ჩაწერილ მედია კონტენტის აუდიო ნაწილს უნდა ჰქონდეს სუბტიტრების დამატების (საბჭოს მხრიდან) და ჩართვის (მომხმარებლის მხრიდან) ფუნქცია.

 

- ვებგვერდს უნდა ჰქონდეს ტექსტის წაკითხვის ფუნქცია. კერძოდ, ვებგვერდი ადაპტირებული უნდა იყოს იმგვარად, რომ სპეციალური წამკითხველი პროგრამით შესაძლებელია ტექსტის და არატექსტური შინაარსს მედა კონტენტის წაკითხვა. ვებგვერდზე უნდა განთავსდეს წამკითხველის საინსტალაციო ფაილ(ებ)ი, რომლის ჩამოტვირთვას და დაინსტალირებას საჭიროების შემთხვევაში შეძლებს ვებგვერდის მომხმარებელი

 

- ვებგვერდზე ნებისმიერი ოპერაციის განხორციელება და მისი ფუნქციონალების გამოყენება შესაძლებელი უნდა იყოს როგორც მაუსის, ისე კლავიატურის ღილაკების საშუალებით

 

- მიმწოდებლის მიერ უნდა მომზადდეს და ვებგვერდზე განთავსდეს ვებგვერდის ხელმისაწვდომობის სარგებლობის ინსტრუქცია

 

- როგორც ადაპტირებით სარგებლობის ნიშნები, ისე ვებგვერდის ხელმისაწვდომობის სარგებლობის ინსტრუქცია განთავსებული უნდა იყოს ვებგვერდის თვალსაჩინო ნაწილში

 

- ვებგვერდი მაქსმალურად თავსებადი უნდა იყოს ყველა ძირითად ბრაუზერთან და მოწყობილობასთან (devices - როგორც პლანშეტი, ისე სმარტფონი და სხვა), აგრეთვე, ფართოდ გამოყენებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამხმარე ტექნოლოგიებთან (assistive technologies).

 

მსგავსი მეთოდოლოგიით ადაპტირებული ვებგვერდის მაგალითები: cesko.ge, parliament.ge.

 

ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს (როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთად).

 

გთხოვთ, სატენდეროგანაცხადებიგამოაგზავნოთელექტრონულიფოსტისსაშუალებითმისამართზეcontest@idfi.ge დაელ-ფოსტისსათაურშიმიუთითოთ SCA Web Accessibility.

სატენდერო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის 29 აგვისტო

 

ტექნიკური მოთხოვნები:

 

თუ სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით აუცილებელია ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფა, მაშინ სისტემის მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი დამხმარე სისტემების ლიცენზიების მიწოდება.

 

უსაფრთხოების მხრივ, დაცული უნდა იყოს მაღალი სტანდარტები. მიმწოდებელმა პროექტის დასრულების შემდეგ უნდა მოახდინოს ტესტირების შედეგად გამოვლენილი სისუსტეების ფიქსირება და განმეორებითი ტესტირებისას პირველი ტესტირების შედეგად გამოვლენილი ხარვეზები უნდა იყოს აღმოფხვრილი.

 

 

საავტორო უფლებები:

 

 

სისტემის დეველოპმენტის შემდგომ, მისი საწყისი კოდი გადაეცემა აჭარის უმაღლეს საბჭოს, მესამე პირზე გადაცემის შეზღუდვის გარეშე. კოდის გადაცემისას იურიდიული/ფიზიკური პირი ვალდებულია, თან დაურთოს ტექნიკური აღწერილობა, რომელიც განსაზღვრავს კოდს და ბაზის სტრუქტურას, ასევე, მესამე მხარეს გაუწიოს შესაბამისი კონსულტაცია (სამუშაო შეხვედრის ან ტრენინგის სახით, ვებგვერდის შესაბამისი ფუნქციების მართვის თაობაზე).

 

პროექტის ხანგრძლივობა: 60 კალენდარული დღე

 

პროექტი უნდა მოიცავდეს: ამოცანის დეტალების ანალიზს, გვერდის დიზაინისა და ფუნქციონალების შეთანხმებას, დეველოპმენტს, ტესტირებასა და უმაღლესი საბჭოს შესაბამისი თანამშრომლებისთვის  საკონსულტაციო შეხვედრას.

 

მონაწილე იურიდიულმა/ფიზიკურმა პირმა უნდა წარმოადგინოს:

 

1. პროექტის განხორციელების გეგმა 

2. დეტალურად აღწერილი პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა 

3. ინფორმაცია მსგავსი ორი პროექტის განხორციელების შესახებ 

4. ინფორმაცია ინფორმაციული სისტემების პროექტების განხორციელების მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილების შესახებ 

5. სასურველია ელექტრონული მმართველობის პროექტების განხორციელების გამოცდილების შესახებინფორმაციის წარმოდგენა

6. ვებგვერდისთვის განკუთვნილი სამუშაოს ფასი დღგ-ს გარეშე.

 

პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა:

 

პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა უნდა განხორციელდეს უსასყიდლოდ 6 თვის განმავლობაში. მხარდაჭერა მოიცავს დეფექტების (BUG) აღმოფხვრას და ინციდენტებზე რეაგირებას.

 

ინციდენტებზე რეაგირების პირობებია: ტელეფონით ან/და ელ. ფოსტით. ინციდენტებზე რეაგირების დრო 1 საათი. აღნიშნულ დროში უნდა აცნობოს სისტემის მფლობელს პრობლემის მოგვარების დროის ხანგრძლივობა (რა დროში აღმოფხვრის პრობლემას).

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ მითითებულ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის მისაწვდომობის კონცეფცია