კონკურსები

ბოლო ვადა : 23 მაისი 2017

პროექტის -„მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების ხელშეწყობა საქართველოში“  ფარგლებში, ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI),  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით  აცხადებს ტენდერს ელექტრონული მონიტორინგის სისტემის შექმნაზე.    ელექტრონული მონიტორინგის სისტემა გამოყენებული უნდა იქნეს მდგრადი განვითარების მიზნების (Sustainable Development Goals), ამოცანების და ინდიკატორების შესრულების მონიტორინგისთვის.   ელექტრონული მონიტორინგის სისტემის ტექნიკური დავალება და ტენდერში მონაწილე კომპანიების მიმართ არსებული მოთხოვნები იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.   გთხოვთ სატენდერო განაცხადები გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე - contest@idfi.ge. გთხოვთ ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ EMS Bid. განცხადების მიღება ასევე ხდება დალუქული კონვერტით მისამართზე - ალ. გრიბოედოვის ქ. #3, 0108 თბილისი, საქართველო.   სატენდერო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 31 მაისი, 12:00 საათი.   კომპანიის მიმართ ზოგადი მოთხოვნები    შემოთავაზებული სისტემის ტექნიკური გადაწყვეტილება:   სისტემა უნდა იყოს რეალიზებული სამ-დონიანი ვებ-აპლიკაცია;   სისტემა დაფუძნებული უნდა იყოს MicrosoftWindows-ის  სასერვერო ინფრასტრუქტურაზე;   გამოყენებული უნდა იყოს  ASP.Net ტექნოლოგია.პროგრამულიენა C#.   მონაცემთაბაზა MS SQL SERVER 2014;   კლიენტის მხარეს დაცული უნდა იყოს w3c markup validation და გამოყენებული ბიბლიოთეკები უნდა იყოს ღია კოდის ლიცენზიით.    უსაფრთხოების მხრივ იმპლემეტირებული უნდაიყოს OWASP-ს მოთხოვნები.   სისტემის კოდი და საავტორო უფლებები:   სისტემის დეველოპმენტის შემდგომ, მისი საწყისი კოდი გადაეცემა აპლიკაციის მფლობელს, მესამე პირზე გადაცემის შეზღუდვის გარეშე. კოდის გადაცემისას კომპანია ვალდებულია, თან დაურთოს ტექნიკური აღწერილობა, რომელიც განსაზღვრავს კოდს და ბაზის სტრუქტურას, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში, მესამე მხარეს გაუწიოს შესაბამისი კონსულტაცია.   პროექტის ხანგრძლივობა: არაუმეტეს 75 კალენდარული დღისა;   პროექტი უნდა მოიცავდეს: ამოცანის დეტალების ანალიზს და გვერდის დიზაინისა შეთანხმებას, დეველოპმენტს, ტესტირებას და თოთ ტრეინინგს.   მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს:   1.პროექტის განხორციელების გეგმა;   2.დეტალურად აღწერილი პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა;   3.ინფორმაცია მსგავსი პროექტის განხორციელების შესახებ;   4.ინფორმაცია ინფორმაციული სისტემების პროექტების განხორციელების მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილების შესახებ;   5.სასურველია ელექტრონული მმართველობის პროექტების განხორციელების გამოცდილების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა.   პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა:   პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა უნდა განხორციელდეს უსასყიდლოდ 6 თვის განმავლობაში. მხარდაჭერა მოიცავს დეფექტების BUG-ების აღმოფხვრას და ინციდენტებზე რეაგირებას.    ინციდენტებზე რეაგირების პირობებია: 7/24-ზე, ტელეფონით ან/და ელ. ფოსტით. ინციდენტებზე რეაგირების დრო 2 საათი. აღნიშნულ დროში უნდა აცნობოს სისტემის მფლობელს პრობლემის მოგვარების დროის ხანგრძლივობა (რა დროში აღმოფხვრის პრობლემას).            

ბოლო ვადა : 21 მაისი 2017

  „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით აცხადებს ესეების კონკურსს თემაზე - მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველო.      კონკურსის მიზანია - საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაცია და მათი მნიშვნელობის შესახებ სტუდენტების ცნობიერების ამაღლება.   რა არის მდგრადი განვითარების მიზნები?   2015 წლის 25 სექტემბერს გაეროს 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე - „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის“. მდგრადი განვითარების მიზნების ამოცანაა, გააგრძელოს ათასწლეულის განვითარების მიზნების მიერ დაწყებული საქმე.    საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც 2015 წელს მხარი დაუჭირა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების დამტკიცებას და დაიწყო მათი დანერგვა ეროვნული პოლიტიკის დღის წესრიგში. მდგრადი განვითარების დღის წესრიგი მოიცავს 17 მიზანსა და 169 ამოცანას.    კონკურსის თემაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად, 2017 წლის 2 მაისს, 17:00, რესტორან “ლოლიტა”-ს საკონფერენციო დარბაზში (მის: ჭოველიძის N7, მე-III სართული) კონკურსანტებისთვის გაიმართება სპეციალური საინფორმაციო შეხვედრა. მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია არაუგვიანეს 2017 წლის 26 აპრილისა.   ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება?    კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა უმაღლესი სასწავლებლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს.   როგორ მივიღო მონაწილეობა კონკურსში?   1. ნაშრომი უნდა ეხებოდეს მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან მხოლოდ ერთ მიზანს;   2. ერთ მონაწილეს შეუძლია რამდენიმე ესეს გამოგზავნა სხვადასხვა მიზნის შესახებ;    3. ესეს ბოლოს მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტა), ასევე უმაღლესი სასწავლების სახელი;   4. ესეს ტექნიკური მახასიათებლები: ტექსტი უნდა იყოს ქართულ ენაზე, შრიფტი - სილფაინი, ზომა 12, ხაზებს შორის დაშორება 1.5, ტექსტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 სიტყვას, ესე არ უნდა იყოს PDF ფორმატში, ვორდის დოკუმენტს მონაწილის სახელი და გვარი უნდა ერქვას;   5. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსის ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას, მოხსნან კონკურსანტი  კონკურსიდან;   6. საკონკურსო ნაშრომის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 21 მაისი;   7. ნაშრომების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge      8. გამოგზავნისას მეილის სათაურში (subject-ველი) მიუთითეთ „ესეების კონკურსი".   შეფასების კრიტერიუმები   - თემასთან შესაბამისობა და საკითხის ორიგინალური გააზრება;   - პრობლემის ხედვა კონტექსტში;    - ლოგიკური მსჯელობა;   - ანალიზი და არგუმენტირება;   - ნაშრომის სტრუქტურა (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნითი ნაწილი);   - წერის კულტურა.     პრიზები   - I-ადგილის გამარჯვებული სტუდენტი დაჯილდოვდება ტექნიკის მაღაზიის 1000 ლარიანი სასაჩუქრე ბარათით, ხოლო II და III ადგილის მფლობელებს კი გადაეცემათ სპეციალური პრიზები მდგრადი განვითარების მიზნების საერთაშორისო ფორუმზე.    - გამარჯვებულ ნაშრომებს შეარჩევს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და IDFI-ის წარმომადგენლებისგან შემდგარი ჟიური. კონკურსის დასრულების შემდეგ, ჟიურის  მიერ შერჩეული 10 საუკეთესო ესე, ავტორის ფოტოს, სახელისა და გვარის მითითებით, განთავსდება IDFI-ის ვებ და ფეისბუქ გვერდებზე.      კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე:     ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ელექტრონული მისამართი: contest@idfi.ge    FB მესიჯი:https://www.facebook.com/IDFI.official        ტელ: +995 32 2 92 15 14; +995 599 500 137   კონკურსი იმართება პროექტის „მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში.  

ბოლო ვადა : 21 მაისი 2017

  „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით აცხადებს ვიზუალური ნაშრომების კონკურსს (ფოტო, გრაფიტი, პოსტერი) თემაზე - მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველო.   კონკურსის მიზანია - საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაცია და მათი მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.   რა არის მდგრადი განვითარების მიზნები?   2015 წლის 25 სექტემბერს, გაეროს 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე - „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის“. მდგრადი განვითარების მიზნების ამოცანაა, გააგრძელოს ათასწლეულის განვითარების მიზნების მიერ დაწყებული საქმე.    საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც 2015 წელს მხარი დაუჭირა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების დამტკიცებას და დაიწყო მათი დანერგვა ეროვნული პოლიტიკის დღის წესრიგში. მდგრადი განვითარების დღის წესრიგი მოიცავს 17 მიზანს და 169 ამოცანას.    კონკურსის თემაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად,  2017 წლის 2 მაისს, 17:00 რესტორან “ლოლიტა”-ს საკონფერენციო დარბაზში (მის: ჭოველიძის N7, მე-III სართული), კონკურსანტებისთვის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია არაუგვიანეს 2017 წლის 26 აპრილისა.   ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება?    - კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, როგორც პროფესიონალს, ასევე მოყვარულს;   - მსურველთა მონაწილეობა ასაკობრივი და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არ არის შეზღუდული.   როგორ მივიღო მონაწილეობა კონკურსში?   1. მონაწილემ უნდა გამოაგზავნოს მინიმუმ ერთი ნამუშევარი: ფოტო, პოსტერი და გრაფიტი (გრაფიტის მხოლოდ ესკიზი; და მისი კედელზე გადატანისას საჭირო/ზუსტი პარამეტრები).   2. შესაძლებელია რამდენიმე ნამუშევრის გამოგზავნაც, კატეგორიის განურჩევლად.   3. ამასთან, აუცილებელია, რომ თითო ნამუშევარი ეხებოდეს მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან მხოლოდ  ერთს. ნამუშევრები, რომლებიც შინაარსობრივად ეხება ორ ან მეტ მიზანს, არ მიიღება.   4. ნამუშევრების შინაარსობრივი მხარისადმი ესთეტიური შეზღუდვები არ არის, თუმცა ადვილად აღსაქმელი უნდა იყოს ფართო აუდიტორიისთვის;   5. ნამუშევარი არ უნდა შეიცავდეს ძალადობის აღმნიშვნელ და შეურაცხმყოფელ ელემენტებს;    6. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას, მოხსნან კონკურსანტი  კონკურსიდან;   7. კონკურსში მიიღება მაღალი რეზოლუციის ციფრული ვიზუალიზაცია. ფაილი გამოგზავნილი უნდა იყოს JPG ან PDF ფორმატში და მისი მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5 მეგაბაიტს.    საკონკურსო ნაშრომის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 21 მაისი. ნაშრომების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ მისამართებზე: contest@idfi.ge  იმეილის ტექსტში უნდა მიუთითოთ ავტორის სახელი, გვარი, ასაკი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტა) და საცხოვრებელი ადგილი (რაიონი, სოფელი, ა.შ.).  გრაფიტის ესკიზის გამოგზავნის შემთხვევაში, იმეილის ტექსტში უნდა მიუთითოთ კედელზე გადატანისას მისი ზუსტი ზომები. გამოგზავნისას, იმეილის სათაურში (შუბჯეცტ ველი) მიუთითეთ საკონკურსო ფოტო,  საკონკურსო გრაფიტი ან პოსტერი.     ამ კონკურსზე ნამუშევრის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ:    - ფლობთ საავტორო უფლებებს, გამოგზავნილი ნამუშევარი თქვენი შექმნილია;    - გრაფიტის შემთხვევაში შეძლებთ კონკურსში წარდგენილი ესკიზის ზუსტად, მითითებული პარამეტრების დაცვით გადატანას/დახატვას კედელზე;    - ნამუშევარზე გამოსახული ყველა პირი გაძლევთ უფლებას, გამოიყენოთ მისი ვიზუალი და ეთანხმება მასალის გამოქვეყნებას კონკურსის წესების გათვალისწინებით;   - კონკურსის ორგანიზატორებს ანიჭებთ უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს თქვენს მიერ გამოგზავნილი ვიზუალიზაცია ვებგვერდზე, გამოფენაზე, პუბლიკაციასა და ნებისმიერ სხვა მასალაში (ავტორის მითითებით).    ორგანიზაციას არ აქვს ნამუშევრების კომერციული მიზნებისთვის გამოყენების უფლება.     რა კრიტერიუმებით შეფასდება ნამუშევრები?    - თემასთან - „მდგრადი განვითარების მიზანი და საქართველო“ - და შერჩეულ მიზანთან შესაბამისობა;    - საკითხის ინოვაციური გამოხატვა ფოტოს, პოსტერი ან გრაფიტის (გრაფიტის ესკიზი) სახით;   - ნამუშევრის შესრულების ხარისხი;   - ნამუშევრის კომპოზიციური განაწილება;   - ფერების კომბინაცია და შეხამება.     პრიზები   - გამარჯვებულ ესეებს შეარჩევს გაეროს განვითარების ფონდის (UNDP) და IDFI-ის წარმომადგენლებისგან შემდგარი ჟიური.   - თითოეულ ნომინაციაში (ფოტო, პოსტერი, გრაფიტი) გამოვლინდება 1 გამარჯვებული და მათ/თითოს გადაეცემათ ტექნიკის მაღაზიის 1000 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი.    - გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან მდგრადი განვითარების მიზნების საერთაშორისო ფორუმზე.   - ჟიურის მიერ შერჩეული 20 ვიზუალიზაცია (10 ფოტო და 10 პოსტერი) ავტორის სახელი და გვარის მითითებით განთავსდება IDFI-ის ვებ და ფეისბუქ გვერდებზე. გამარჯვებული გრაფიტის (ესკიზი) შემთხვევაში, პროექტი უზრუნველყოფს საჭირო კედლის მოძიებას/ნებართვას რათა ავტორმა შეძლოს გრაფიტის ესკიზის გადატანა კედელზე.    - ნამუშევრები ასევე გამოიფინება თბილისში გამართულ მდგრადი განვითარების მიზნების საერთაშორისო ფორუმზე.      კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე:   ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი იმეილი: contest@idfi.ge        FB მესიჯი: https://www.facebook.com/IDFI.official   ტელ: +995 32 2 92 15 14; +995 599 500 137   კონკურსი იმართება პროექტის „მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში.  

ბოლო ვადა : 18 აპრილი 2017

  „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) პროექტის „მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში აცხადებს კონკურსს ინფორმაციული სახის, სოციალური ვიდეო რგოლის იდეასა და მის დამზადებაზე. თემა: მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველო.    პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მმართველობის რეფორმის ფონდის (GRF) მხარდაჭერით, შვედეთის მთავრობისა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური დახმარებით.      ვიდეო რგოლის მიზანია:  საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების და მათი განხორციელების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.     რა არის მდგრადი განვითარების მიზნები?   2015 წლის 25 სექტემბერს გაეროს 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე - „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის“. მდგრადი განვითარების მიზნების ამოცანაა, გააგრძელოს ათასწლეულის განვითარების მიზნების მიერ დაწყებული საქმე.    საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც 2015 წელს მხარი დაუჭირა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების დამტკიცებას და დაიწყო მათი დანერგვა ეროვნული პოლიტიკის დღის წესრიგში. მდგრადი განვითარების დღის წესრიგი მოიცავს 17 მიზანსა და 169 ამოცანას.        ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?   კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კვალიფიციურ ორგანიზაციებსა და ინდივიდებს, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი გამოცდილება.   კონკურსის პირობები   1. ვიდეო უნდა აკმაყოფილებდეს სოციალური ვიდეოს სტატუსს.    2. ვიდეო უნდა აკმაყოფილებდეს ეროვნულ ტელევიზიაში განსათავსებელ საჭირო ტექნიკურ მოთხოვნებს.    3. ქრონომეტრაჟის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 წუთს.   4. ვიდეო არ უნდა შეიცავდეს ძალადობის აღმნიშვნელ და შეურაცხმყოფელ ელემენტებს.   5. კონკურსში შერჩევიდან 3 კვირაში უნდა მოხდეს ვიდეოს საბოლოო პროდუქტის ჩაბარება.    6. შერჩეული ვიდეო რგოლის ავტორი ვალდებულია, გაითვალისწინოს პროექტის ექსპერტების მოთხოვნები და შეიტანოს ნებისმიერი ცვლილება მათ მიერ წარმოდგენილ ვერსიაში.    7. ვიდეო-კლიპის შექმნის პროცესში ყველა გადაწყვეტილება/ცვლილება წინასწარ წერილობით უნდა იქნას შეთანხმებული პროექტთან.   8. ვიდეო-კლიპებისათვის სოციალური სტატუსის მინიჭება და მათი გაშვება სატელევიზიო ეთერით არის პროექტის მოვალეობა და კლიპის შემქმნელებს ამ მხრივ ვალდებულება არ გააჩნიათ.     განაცხადის წარდგენის ვადა და პროცედურა   განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 18 აპრილი.     კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ორგანიზაციამ/პირმა უნდა გამოგზავნოს:   - ინფორმაცია განმცხადებელის შესახებ (ინდივიდის შემთხვევაში მიიღება CV) სადაც ასევე აღნიშნული იქნება საინფორმაციო, სოციალური თემატიკის ვიდეო კლიპების და სარეკლამო რგოლების შექმნის გამოცდილება;    - ვიდეო კლიპის იდეა (ვორდის დოკუმენტში) - რომელიც ნათლად გამოხატავს ვიდეოს შინაარსს და ძირითად გზავნილებს.    - საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ბიუჯეტი.   - სულ მცირე 3 ვიდეო რგოლის ნიმუშის ბმულები.    განაცხადი მიიღება ელექტრონულად შემდეგ მისამართებზე: contest@idfi.ge ელ-ფოსტის სათაურში  (Subject ველი) უნდა მიუთითოთ „სოციალური ვიდეო რგოლის კონკურსი".     შეფასების კრიტერიუმები:   - შემოთავაზებული სცენარის შესაბამისობა კონკურსის მიზანთან/თემატიკასთან;    - სცენარში გადმოცემული მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ინფორმაცია ადვილად გასაგები და დასამახსოვრებელი უნდა იყოს საზოგადოების ყველა ფენისთვის;   - სოციალური ვიდეოს ჭრილში საკითხის ინოვაციური გამოხატვა;   - სცენარის კრეატიულობა;   - სამუშაოს შესრულების მოკლე ვადა;   - განმცხადებლების გამოცდილება სოციალური ვიდეო მასალის მომზადებაში.     პროექტი შეტყობინებას გაუგზავნის მხოლოდ გამარჯვებული ვიდეო რგოლის ავტორს. თუ  თქვენ არ მიიღებთ შეტყობინებას, ჩათვალეთ, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილმა იდეამ ვერ გაიმარჯვა.    პროექტი არ იღებს ვალდებულებას, გასცეს განმარტებები განაცხადის წარუმატებლობის მიზეზებზე.    კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე:   ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი   ტელ: +995 32 2 92 15 14; +995 599 500 137        

ბოლო ვადა : 11 ნოემბერი 2016

პროექტი "ღია და ანგარიშვალდებული თვითმმართველობებისათვის - მუნიციპალიტეტების გამჭირვალობისა და მოქალაქეთა მონაწილეობის ეროვნული შეფასება" აცხადებს კონკურსს რეგიონში პარტნიორების შესარჩევად.   პროექტი "ღია და ანგარიშვალდებული თვითმმართველობებისათვის - მუნიციპალიტეტების გამჭირვალობისა და მოქალაქეთა მონაწილეობის ეროვნული შეფასება" დაფინანსებულია "ღია საზოგადოება საქართველოს მიერ" (OSGF) და ხორციელდება "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) "კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის" (CTC) და "მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის" (MSDC) მიერ. პროექტის საბოლოო მიზანია ადგილობრივ თვითმმართველობებში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდა და კორუფციის რისკების შემცირება მუნიციპალიტეტების მიერ გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრაქტიკის გაუმჯობესებით.   ამისთვის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის გამჭირვალობის და მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმებისა და პრაქტიკის შეფასების სტანდარტის კონსოლიდირება და მის საფუძველზე ერთიანი ეროვნული შეფასების დანერგვა. მუნიციპალიტეტების ერთიანი ეროვნული შეფასება განხორციელდება შერჩეული პარტნიორი ორგანიზაციების მიერ სპეციალურად შემუშავებული ინსტრუმენტით.   პროექტი გაუწევს ზედამხედველობას და საჭიროების მიხედვით მიაწოდებს კონსულტაციებს პარტნიორ ორგანიზაციებს. პარტნიორები ცალკეული მუნიციპალიტეტების შეფასების ანგარიშებს ატვირთავენ ვებპორტალზე და იმავდროულად გააგზავნიან სამიზნე მუნიციპალიტეტში. კონკურსის შედეგად თითოეულ რეგიონში შერჩეული ორგანიზაცია პასუხისმგებელი იქნება უზრუნველყოს რეგიონის მუნიციპალიტეტების შეფასება პროექტის სტანდარტისა და მეთოდოლოგიის მიხედვით. პროექტი უზრუნველყოფს სპეციალისტების გადამზადებას, მიმდინარე მხარდაჭერას და კონსულტირებას. ასევე შეფასებაზე გაწეული ხარჯების დაფარვას.   შერჩეული ორგანიზაციების წარმომადგენლებს სპეციალური ტრენინგის და შესაბამისი ტესტირების შემდეგ გადაეცემათ სერტიფიკატი და ორგანიზაცია ავტორიზებული იქნება ჩაერთოს მუნიციპალიტეტების ეროვნულ შეფასების პროცესში. თითოეულ საზოგადოებრივ ორგანიზაციას ექნება 2 თვე სამიზნე მუნიციპალიტეტებში შეფასების ჩასატარებლად.   პროექტში მონაწილეობის პირობები:   პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ რეგიონულ ორგანიზაციებს, რომლებიც შემდეგ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ:   1. ორგანიზაციები, რომლებიც საქმიანობენ საქართველოს რეგიონებში (გარდა თბილისისა);   2. დაფუძნებული არიან სულ მცირე 2 წლის წინ, აქვთ უწყვეტი საქმიანობის გამოცდილება მინიმუმ ბოლო ერთი წლის მანძილზე (ბოლო ერთი წლის მანძილზე განხორციელებული ან მიმდინარე სულ მცირე ერთი პროექტი);   3. შეუძლიათ სულ მცირე ორი ექსპერტის კანდიდატურის წარდგენა, რომელთაც აქვთ შესაბამისი საქმიანობის განხორციელების გამოცდილება;   4. გააჩნიათ სამუშაოს ჩასატარებლად საჭირო საბაზო ინფრასტრუქტურა (ოფისი, კომპიუტერი, ინტერნეტი, ტელეფონი და სხვ.).     უპირატესობა მიენიჭათ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ზემოხსენებულთან ერთად:   1. მუშაობენ ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების საკითხებზე, ან გააჩნიათ შესაბამისი პროფილი და სამოქალაქო მონიტორინგის გარკვეული გამოცდილება;   2. აქვთ აქტივობების გამოცდილება სამიზნე რეგიონის ორ და მეტ მუნიციპალიტეტში;   3. მათ მიერ წარმოდგენილ სპეციალისტებს აქვთ ადგილობრივ თვითმმართველობასთან და მონაწილეობის მექანიზმებთან დაკავშირებული ნორმატიული ბაზისა და ადმინისტრაციული კოდექსის ცოდნა და საჯარო ორგანიზაციების მონიტორინგის გამოცდილება.     ხარჯების დაფარვა მოხდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით, მიკრო გრანტის საშუალებით. რეგიონების მიხედვით მიკრო გრანტების სავარაუდო ღირებულება შეადგენს 5000 ლარს.     სააპლიკაციო პროცედურა:   დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა უნდა გამოაგზავნონ შევსებული განაცხადი თანდართული ფორმის მიხედვით და სულ მცირე 2 სპეციალისტის რეზიუმე შემდეგ მისამართზე tamar.naskidashvili@ctc.org.ge     განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა: 2016 წლის 11 ნოემბერი.   დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით თამარ ნასყიდაშვილს, პროექტის მენეჯერი, "კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი."    ტელ: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75   ელ.ფოსტა: tamar.naskidashvili@ctc.org.ge  

პირველი 1 2 3 4 ბოლო შემდეგი