სიახლეების გამოწერა

კონკურსი სოციალური ვიდეო რგოლის იდეასა და მის დამზადებაზე: მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველო

 

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) პროექტის „მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში აცხადებს კონკურსს ინფორმაციული სახის, სოციალური ვიდეო რგოლის იდეასა და მის დამზადებაზე. თემა: მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველო. 

 

პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მმართველობის რეფორმის ფონდის (GRF) მხარდაჭერით, შვედეთის მთავრობისა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური დახმარებით. 

 

 

ვიდეო რგოლის მიზანია:  საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების და მათი განხორციელების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

 

 

რა არის მდგრადი განვითარების მიზნები?

 

2015 წლის 25 სექტემბერს გაეროს 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე - „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის“. მდგრადი განვითარების მიზნების ამოცანაა, გააგრძელოს ათასწლეულის განვითარების მიზნების მიერ დაწყებული საქმე. 

 

საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც 2015 წელს მხარი დაუჭირა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების დამტკიცებას და დაიწყო მათი დანერგვა ეროვნული პოლიტიკის დღის წესრიგში. მდგრადი განვითარების დღის წესრიგი მოიცავს 17 მიზანსა და 169 ამოცანას

 

 

 

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კვალიფიციურ ორგანიზაციებსა და ინდივიდებს, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი გამოცდილება.

 

კონკურსის პირობები

 

1. ვიდეო უნდა აკმაყოფილებდეს სოციალური ვიდეოს სტატუსს. 

 

2. ვიდეო უნდა აკმაყოფილებდეს ეროვნულ ტელევიზიაში განსათავსებელ საჭირო ტექნიკურ მოთხოვნებს. 

 

3. ქრონომეტრაჟის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 წუთს.

 

4. ვიდეო არ უნდა შეიცავდეს ძალადობის აღმნიშვნელ და შეურაცხმყოფელ ელემენტებს.

 

5. კონკურსში შერჩევიდან 3 კვირაში უნდა მოხდეს ვიდეოს საბოლოო პროდუქტის ჩაბარება. 

 

6. შერჩეული ვიდეო რგოლის ავტორი ვალდებულია, გაითვალისწინოს პროექტის ექსპერტების მოთხოვნები და შეიტანოს ნებისმიერი ცვლილება მათ მიერ წარმოდგენილ ვერსიაში. 

 

7. ვიდეო-კლიპის შექმნის პროცესში ყველა გადაწყვეტილება/ცვლილება წინასწარ წერილობით უნდა იქნას შეთანხმებული პროექტთან.

 

8. ვიდეო-კლიპებისათვის სოციალური სტატუსის მინიჭება და მათი გაშვება სატელევიზიო ეთერით არის პროექტის მოვალეობა და კლიპის შემქმნელებს ამ მხრივ ვალდებულება არ გააჩნიათ.

 

 

განაცხადის წარდგენის ვადა და პროცედურა

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 18 აპრილი.  

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ორგანიზაციამ/პირმა უნდა გამოგზავნოს:

 

- ინფორმაცია განმცხადებელის შესახებ (ინდივიდის შემთხვევაში მიიღება CV) სადაც ასევე აღნიშნული იქნება საინფორმაციო, სოციალური თემატიკის ვიდეო კლიპების და სარეკლამო რგოლების შექმნის გამოცდილება; 

 

- ვიდეო კლიპის იდეა (ვორდის დოკუმენტში) - რომელიც ნათლად გამოხატავს ვიდეოს შინაარსს და ძირითად გზავნილებს. 

 

- საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ბიუჯეტი.

 

- სულ მცირე 3 ვიდეო რგოლის ნიმუშის ბმულები. 

 

განაცხადი მიიღება ელექტრონულად შემდეგ მისამართებზე: contest@idfi.ge ელ-ფოსტის სათაურში  (Subject ველი) უნდა მიუთითოთ „სოციალური ვიდეო რგოლის კონკურსი".

 

 

შეფასების კრიტერიუმები:

 

- შემოთავაზებული სცენარის შესაბამისობა კონკურსის მიზანთან/თემატიკასთან; 

 

- სცენარში გადმოცემული მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ინფორმაცია ადვილად გასაგები და დასამახსოვრებელი უნდა იყოს საზოგადოების ყველა ფენისთვის;

 

- სოციალური ვიდეოს ჭრილში საკითხის ინოვაციური გამოხატვა;

 

- სცენარის კრეატიულობა;

 

- სამუშაოს შესრულების მოკლე ვადა;

 

- განმცხადებლების გამოცდილება სოციალური ვიდეო მასალის მომზადებაში.

 

 

პროექტი შეტყობინებას გაუგზავნის მხოლოდ გამარჯვებული ვიდეო რგოლის ავტორს. თუ  თქვენ არ მიიღებთ შეტყობინებას, ჩათვალეთ, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილმა იდეამ ვერ გაიმარჯვა. 

 

პროექტი არ იღებს ვალდებულებას, გასცეს განმარტებები განაცხადის წარუმატებლობის მიზეზებზე. 

 

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე:

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

 

ტელ: +995 32 2 92 15 14; +995 599 500 137