სიახლეების გამოწერა

ტენდერი ელექტრონული მონიტორინგის სისტემის შექმნაზე

პროექტის -„მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების ხელშეწყობა საქართველოში“  ფარგლებში, ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI),  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით  აცხადებს ტენდერს ელექტრონული მონიტორინგის სისტემის შექმნაზე. 

 

ელექტრონული მონიტორინგის სისტემა გამოყენებული უნდა იქნეს მდგრადი განვითარების მიზნების (Sustainable Development Goals), ამოცანების და ინდიკატორების შესრულების მონიტორინგისთვის.

 

ელექტრონული მონიტორინგის სისტემის ტექნიკური დავალება და ტენდერში მონაწილე კომპანიების მიმართ არსებული მოთხოვნები იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.

 

გთხოვთ სატენდერო განაცხადები გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე - contest@idfi.ge. გთხოვთ ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ EMS Bid. განცხადების მიღება ასევე ხდება დალუქული კონვერტით მისამართზე - ალ. გრიბოედოვის ქ. #3, 0108 თბილისი, საქართველო.

 

სატენდერო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 31 მაისი, 12:00 საათი.

 

კომპანიის მიმართ ზოგადი მოთხოვნები

  

შემოთავაზებული სისტემის ტექნიკური გადაწყვეტილება:

 

სისტემა უნდა იყოს რეალიზებული სამ-დონიანი ვებ-აპლიკაცია;

 

სისტემა დაფუძნებული უნდა იყოს MicrosoftWindows-ის  სასერვერო ინფრასტრუქტურაზე;

 

გამოყენებული უნდა იყოს  ASP.Net ტექნოლოგია.პროგრამულიენა C#.

 

მონაცემთაბაზა MS SQL SERVER 2014;

 

კლიენტის მხარეს დაცული უნდა იყოს w3c markup validation და გამოყენებული ბიბლიოთეკები უნდა იყოს ღია კოდის ლიცენზიით.

  

უსაფრთხოების მხრივ იმპლემეტირებული უნდაიყოს OWASP-ს მოთხოვნები.

 

სისტემის კოდი და საავტორო უფლებები:

 

სისტემის დეველოპმენტის შემდგომ, მისი საწყისი კოდი გადაეცემა აპლიკაციის მფლობელს, მესამე პირზე გადაცემის შეზღუდვის გარეშე. კოდის გადაცემისას კომპანია ვალდებულია, თან დაურთოს ტექნიკური აღწერილობა, რომელიც განსაზღვრავს კოდს და ბაზის სტრუქტურას, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში, მესამე მხარეს გაუწიოს შესაბამისი კონსულტაცია.

 

პროექტის ხანგრძლივობა: არაუმეტეს 75 კალენდარული დღისა;

 

პროექტი უნდა მოიცავდეს: ამოცანის დეტალების ანალიზს და გვერდის დიზაინისა შეთანხმებას, დეველოპმენტს, ტესტირებას და თოთ ტრეინინგს.

 

მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს:

 

1.პროექტის განხორციელების გეგმა;

 

2.დეტალურად აღწერილი პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა;

 

3.ინფორმაცია მსგავსი პროექტის განხორციელების შესახებ;

 

4.ინფორმაცია ინფორმაციული სისტემების პროექტების განხორციელების მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილების შესახებ;

 

5.სასურველია ელექტრონული მმართველობის პროექტების განხორციელების გამოცდილების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა.

 

პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა:

 

პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა უნდა განხორციელდეს უსასყიდლოდ 6 თვის განმავლობაში. მხარდაჭერა მოიცავს დეფექტების BUG-ების აღმოფხვრას და ინციდენტებზე რეაგირებას. 

 

ინციდენტებზე რეაგირების პირობებია: 7/24-ზე, ტელეფონით ან/და ელ. ფოსტით. ინციდენტებზე რეაგირების დრო 2 საათი. აღნიშნულ დროში უნდა აცნობოს სისტემის მფლობელს პრობლემის მოგვარების დროის ხანგრძლივობა (რა დროში აღმოფხვრის პრობლემას).