კონკურსი/ტენდერი ელექტრონული პლატფორმის შესაქმნელად

შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს „ორგანიზაციული მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), აცხადებს ტენდერს ვებდეველოპერისა და დიზაინერის შესარჩევად, კორუფციასთან ბრძოლის, კორუფციასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და ანტიკორუფციული აქტივობებისა და საგანმანათლებლო კურსების კოორდინირების მიზნით.

 

პლატფორმაზე უნდა განთავსდეს ინფორმაცია ანტიკორუფციული აქტივობების შესახებ, ასევე, შესაძლებელი უნდა იყოს ვიზუალური და საინფორმაციო პოსტების, დოკუმენტების, ვიდეოების, ფოტოების და სხვა ინფორმაციის განთავსება, რაც გამომდინარეობს პლატფორმის მიზნიდან. ინფორმაციის შენახვა შესაძლებელი უნდა იყოს, PDF, Exel, PNG და Word-ის ფორმატში. ინფორმაციის ღია ფორმატში ვიზუალური სახით გამოქვეყნებასთან ერთად, პლატფორმით უზრუნველყოფილი უნდა იყოს გარე მომხმარებლის ჩართულობა გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე კომენტარების/უკუკავშირის გაზიარების  გზით. პლატფორმას უნდა ჰყავდეს ადმინისტრატორი და შესაძლებელი უნდა იყოს მომხმარებლების სხვადასხვა დონის დაშვების განსაზღვრა.

 

გარე მომხმარებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობაუნაღდო ანგარიშსწორების მეშვეობით დარეგისტრირდეს საგანმანათლებლო კურსის მსმენელად, მოისმინოს კურსი, შეავსოს კურსის ბოლოს მითითებული დავალება/ტესტი და წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მიიღოს ელექტრონული სერტიფიკატი.

 

ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც კომპანიებს, ისე კერძო პირებს (ვებდეველოპერებსა და დიზაინერებს ცალ-ცალკე ან ერთად). კომპანიების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა იყოს გამიჯნული ვებდეველოპმენტისა და დიზაინის შექმნისთვის მოთხოვნილი თანხა.

 

გთხოვთ, სატენდერო განაცხადები გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე - contest@idfi.ge.  გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ Anticorruption Community.

 

სატენდერო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2020 წლის 30მაისი, 18:00 საათი.

 

შემოთავაზებული სისტემის ტექნიკური გადაწყვეტილება:

 

სისტემა დაფუძნებული უნდა იყოს Linux, Apache-ის  სასერვერო ინფრასტრუქტურაზე;

 

გამოყენებული უნდა იყოს  პროგრამული ენა - აუცილებელია გამოყენებული იყოს მინიმუმ PHP 5.4 ან უახლესი/მიმდინარე ვერსია.

 

მონაცემთა ბაზა MySQL;კლიენტის მხარეს დაცული უნდა იყოს w3c markup validation და გამოყენებული ბიბლიოთეკები უნდა იყოს ღია კოდის ლიცენზიით.

 

უსაფრთხოების მხრივ, დაცული უნდა იყოს მაღალი სტანდარტები (OWASP მოთხოვნები).

 

სისტემის კოდი და საავტორო უფლებები:

 

სისტემის დეველოპმენტის შემდგომ, მისი საწყისი კოდი გადაეცემა აპლიკაციის მფლობელს, მესამე პირზე გადაცემის შეზღუდვის გარეშე. კოდის გადაცემისას კომპანია ვალდებულია, თან დაურთოს ტექნიკური აღწერილობა, რომელიც განსაზღვრავს კოდს და ბაზის სტრუქტურას, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, მესამე მხარეს გაუწიოს შესაბამისი კონსულტაცია.

 

პროექტის ხანგრძლივობა: არაუმეტეს 60 კალენდარული დღისა;

 

პროექტი უნდა მოიცავდეს: ამოცანის დეტალების ანალიზსა და გვერდის დიზაინის შეთანხმებას, დეველოპმენტს, ტესტირებასა და ToT ტრენინგს.

 

მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს:

 

1. პროექტის განხორციელების გეგმა;

2. დეტალურად აღწერილი პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა;

3. ინფორმაცია მსგავსი პროექტის განხორციელების შესახებ;

4. ინფორმაცია ინფორმაციული სისტემების პროექტების განხორციელების მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილების შესახებ;

5. სასურველია ელექტრონული მმართველობის პროექტების განხორციელების გამოცდილების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა.

 

პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა:

 

პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა უნდა განხორციელდეს უსასყიდლოდ 6 თვის განმავლობაში. მხარდაჭერა მოიცავს დეფექტების BUG-ების აღმოფხვრას და ინციდენტებზე რეაგირებას.

 

 

ინციდენტებზე რეაგირების პირობებია: ტელეფონით ან/და ელ. ფოსტით. ინციდენტებზე რეაგირების დრო 1 საათი. აღნიშნულ დროში უნდა აცნობოს სისტემის მფლობელს პრობლემის მოგვარების დროის ხანგრძლივობა (რა დროში აღმოფხვრის პრობლემას).

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ მითითებულ ელ-ფოსტაზე.

 

 

მსგავსი პლატფორმების მაგალითები:

https://plusacumen.teachable.com/

https://ega.ee/project/community-tools-against-corruption/

https://faracoruptie.md/en