კონკურსები

ბოლო ვადა : 1 სექტემბერი 2024

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, პროექტის - „ახალგაზრდების ჩართულობისა და მენტორინგისთვის საჯარო პოლიტიკის საპილოტე ინიციატივები“ - ფარგლებში, აცხადებს კარგი მმართველობის სკოლის მონაწილეთა შესარჩევ კონკურსს.    კარგი მმართველობის სკოლის მიზანი   ახალგაზრდებმა გაიღრმავონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და უნარები კარგი მმართველობის, საჯარო ადმინისტრირების, კორუფციასთან ბრძოლისა და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს გამჭვირვალობის რეფორმებთან დაკავშირებით, მათ შორის ევროინტეგრაციის ჭრილში. ასევე, გაეცნონ და პრაქტიკაში გამოიყენონ საჯარო ფინანსების განკარგვისა და ხელისუფლების საქმიანობის სამოქალაქო კონტროლისა და მონიტორინგის მექანიზმებს.     ვისთვის არის განკუთვნილი კარგი მმართველობის სკოლა?     სკოლა განკუთვნილია კარგი მმართველობის, საჯარო მმართველობის, კორუფციასთან ბრძოლისა და საჯარო ფინანსების განკარგვის მონიტორინგით დაინტერესებული ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, სტუდენტებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის.     დარგის ექსპერტები, სკოლის ფარგლებში, განიხილავენ შემდეგ საკითხებს:   - საქართველოს პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში და მონაწილეობა საერთაშორისო ინიციატივებში - ევროინტეგრაციის გზაზე მოთხოვნილი რეფორმები - კორუფციასთან ბრძოლისა და დეოლიგარქიზაციის რეფორმები - სამართლებრივი ბაზა, პრაქტიკა და მთავარი გამოწვევები - საჯარო მმართველობის  რეფორმა, კარგი მმართველობისა და საჯარო ადმინისტრირების რეფორმების კუთხით  - საზედამხედველო და დამოუკიდებელი ინსტიტუტების გაძლიერება    - ხელისუფლების მონიტორინგის მთავარი მექანიზმები - საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა და ინფორმაციის მოძიება, საჯარო ფინანსების განკარგვის მონიტორინგის მეთოდები.     რა შესაძლებლობებს სთავაზობს სკოლა მონაწილეებს?   -    სკოლის ფარგლებში მონაწილეები გაიღრმავებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას კარგი მმართველობის რეფორმების შესახებ. -    სკოლის პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ ჯგუფურ და ინდივიდუალურ დავალებებსა და პრეზენტაციებს. -    თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღებასთან ერთად, მონაწილეები იმუშავებენ საკუთარ ინდივიდუალურ მოკლე ანალიტიკურ ნაშრომზე / სტატიაზე. -    სკოლის მონაწილეები მიიღებენ მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატებს. -    სკოლის მონაწილეები მიიღებენ მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატებს. -    სკოლის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა საკუთარი ნაშრომი აქციონ ანალიტიკურ სტატიად, რომლის გამოსაქვეყნებლად შერჩევის შემთხვევაში, მიიღებენ ერთჯერად სტიპენდიას.     სად და როდის გაიმართება სკოლა?   კარგი მმართველობის 4-დღიანი სკოლა ჩატარდება 2024 წლის 16-20 სექტემბრის პერიოდში, ქალაქგარეთ. სავარაუდო ადგილი - ბორჯომი.   ხარჯები:    ორგანიზატორები სრულად დაფარავენ პროექტის ხარჯებს. კერძოდ, უზრუნველყოფილი იქნება მონაწილეების ტრანსპორტირება თბილისი-ბორჯომი და ბორჯომი - თბილისი; სასტუმროში განთავსება და კვება.      როგორ გამოგზავნოთ განაცხადი?    დაინტერესებულმა პირებმა 2024 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით უნდა შეავსონ ონლაინ აპლიკაცია.     კონკურსის ეტაპები და გამარჯვებულთა გამოვლენა:   მონაწილეების შერჩევა მოხდება შევსებული აპლიკაციისა და/ან ონლაინ გასაუბრების საფუძველზე.    - ეტაპი I: განაცხადთა შეფასება და გადარჩევა; (შეფასების კრიტერიუმებია: სკოლის მიზნებთან და თემატიკასთან კონკურსანტის კვალიფიკაციის/ინტერესების თავსებადობა; კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი განაცხადის რელევანტურობა და კანდიდატის მოტივაცია);    - ეტაპი II: გასაუბრება და გამარჯვებული კანდიდატების და სარეზერვო კანდიდატების გამოვლენა.    კითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: info@idfi.ge

ბოლო ვადა : 15 აგვისტო 2024

პროექტის - „ახალგაზრდების გაძლიერება მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებისთვის“ - ფარგლებში, IDFI  აცხადებს პოლიტიკის დოკუმენტების კონკურსს.   კონკურსი ცხადდება USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით და მისი მიზანია სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალების წახალისება, საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა საკითხზე მოამზადონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის დოკუმენტი / ანალიტიკური ნაშრომი და გააცნონ საზოგადოებას საკუთარი ხედვები კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად.   კონკურსის პირობები   ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა? პოლიტიკის დოკუმენტის წარდგენა შეუძლიათ საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის ნებისმიერი მიმართულების  სტუდენტებს, ახალგაზრდა პროფესიონალებსა და  მკვლევრებს.   რას უნდა ეხებოდეს საკონკურსო დოკუმენტი? აპლიკანტის მიერ წარმოდგენილ პოლიტიკის დოკუმენტში განხილული უნდა იყოს საჯარო პოლიტიკის ცალკეული მიმართულებებით არსებული პრობლემა და შემოთავაზებული იყოს მისი მოგვარების შესაძლო გზები/ალტერნატივები და შესაბამისი რეკომენდაციებით.     პოლიტიკის დოკუმენტი შეიძლება ეხებოდეს შემდეგ საკითხებზე საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, პროგრესსა და საჭიროებებს: ➔     კორუფციასთან  ბრძოლის პოლიტიკა და რეფორმები; ➔   კარგი მმართველობის სტანდარტების დანერგვა და საერთაშორისო ინიციატივები  (მათ შორის, ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP), ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობის სტანდარტები, მოპოვებითი მრეწველობის გამჭვირვალობის ინიციატივა (EITI),  კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფი (GRECO), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელი (OECD-ACN); ➔     საჯარო მმართველობის რეფორმა; ➔     საჯარო სერვისების რეფორმა; ➔     ღია მონაცემების გამოყენება: ➔     საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ხელისუფლების ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა ➔     ციფრული მმართველობა / ტრანსფორმაცია და კიბერუსაფრთხოება; ➔     სახელმწიფო შესყიდვები (მათ შორის, დავების განხილვის საბჭოს საქმიანობა); ➔     ევროინტეგრაცია და კარგი მმართველობის რეფორმები; ➔     ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაში საზედამხედველო ინსტიტუტების როლი.   რა უნდა გაითვალისწინოს კონკურსანტმა კარგი ნაშრომის მოსამზადებლად?  - საკითხის შერჩევისას მნიშვნელოვანია კონკურსანტი შეეხოს ხსენებული მიმართულებებიდან კონკრეტულ საკითხს ან/და რეფორმას, რათა სიღრმისეული და ფაქტებზე დაფუძნებული ანალიზის მომზადება შეძლოს.   - ანალიტიკური ნაშრომი საქართველოში აქტუალური საკითხების შესახებ ავტორის მიგნებას და ანალიზს უნდა გვთავაზობდეს.  - პოლიტიკის დოკუმენტი უნდა ეფუძნებოდეს ფაქტებს და შესაბამის სტატისტიკას, რისთვისაც კონკურსანტებს შეუძლიათ გამოიყენონ ან/და მოითხოვონ საჯარო მონაცემები.  - დოკუმენტში მოცემული ანალიზი უნდა ეკუთვნოდეს ავტორს. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან.  - არ მიიღება ანალიტიკური დოკუმენტები, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია.   პოლიტიკის დოკუმენტის მოსამზადებელი აქტივობები მაღალი ხარისხის პოლიტიკის დოკუმენტების მოსამზადებლად, საკონკურსო პერიოდში, IDFI დაინტერესებულ ახალგაზრდებს სთავაზობს ანალიტიკური უნარების გაზრდის სხვადასხვა შესაძლებლობებს:   ➔     ჯგუფური ან/და ინდივიდუალური მენტორინგ სესია / კონსულტაცია საკითხის ექსპერტებთან; ➔  ონლაინ ტრენინგები (მათ შორის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კვლევის მეთოდები, მონაცემების შეგროვება, მონაცემების ანალიზი, მონაცემების ვიზუალიზაცია, პოლიტიკის დოკუმენტის დიზაინი და ა.შ.); ➔     საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა საკითხზე საჯარო ლექციაზე დასწრება.   თუ გსურთ მიიღო ინფორმაცია მსგავს ღონისძიებებზე, გაიაროთ კონსულტაცია ნებისმიერ საკითხზე და აიმაღლოთ ანალიტიკური უნარები საკონკურსო დოკუმენტის მომზადების პროცესში, ახლავე გაიარეთ რეგისტრაცია, აღნიშნული აქტივობები დაგეგმილია ივნისიდან და რეგისტრაციის შემდეგ პერიოდულად მიიღებთ სიახლეებს: https://forms.gle/NoM7D2Z2dzocmxa89   კონკურსის გამარჯვებულთა მხარდაჭერა კონკურსში მიღებულ ნაშრომებს შეაფასებს შესარჩევი კომისია, რომელიც ცალკეულ ნაშრომს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით შეაფასებს, მათ შორის: -          ნაშრომის ტექნიკური გამართულობა -          ნაშრომის ორიგინალურობა და ავტორისეული ხედვები -          ნაშრომის ფაქტებზე დაფუძნებულობა და ანალიზის ხარისხი   კომისიის წევრების შეფასების საფუძველზე გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომელთაც პოლიტიკის დოკუმენტით გათვალისწინებული საკითხების შესწავლის გასაგრძელებლად IDFI გაუწევს ტექნიკურ მხარდაჭერას, რაც გულისხმობს ლეპტოპს, iPad-ებს და მსგავსი ტიპის მოწყობილობით აღჭურვილობას.   დამატებითი შესაძლებლობები საინტერესო ნაშრომების ავტორებისთვის   საპრიზო ადგილებზე გასული კანდიდატებისა და სხვა საინტერესო ნაშრომების ავტორებისთვის გათვალისწინებულია სხვა დამატებითი შესაძლებლობები, კერძოდ, ●      პოლიტიკის დოკუმენტის გამოქვეყნება IDFI-ის მიერ შექმნილ ონლაინ ჟურნალში;       ●      პოლიტიკის დოკუმენტის მიგნებების საფუძველზე ვიზუალური / საკომუნიკაციო მასალების მომზადებაში დახმარება და გავრცელება.       ●      კარგი მამრთველობის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა;       ●      ანაზღაურებადი სტიპენდია მოკლე ანალიტიკური ნაშრომის დასაწერად.     როგორ მიიღოთ მონაწილეობა? კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2024 წლის 15 აგვისტო.   ნაშრომების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge გამოგზავნისას მეილის სათაურში მიუთითეთ „პოლიტიკის დოკუმენტების კონკურსი".   მოსამზადებელი ანალიტიკური ნაშრომის მოთხოვნები:   ტექნიკური მოთხოვნები: -სიტყვები რაოდენობა: 3,000 – 6,000 სიტყვა; -შრიფტის ზომა -11 (Calibri); -სტრიქონებს შორის დაშორება - 1.5; -წყაროების მითითებისას გამოყენებული უნდა იყოს Chicago (Turabian)-ს სტანდარტი. -თავფურცელზე წარმოდგენილი უნდა იყოს დოკუმენტის სათაური, აპლიკანტის სახელი, გვარი და სასწავლო დაწესებულება. -დოკუმენტს თანდართული უნდა ჰქონდეს გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა.   მეთოდოლოგიური / შინაარსობრივი მოთხოვნები: დოკუმენტი რეკომენდირებულია შეიცავდეს შემდეგ ნაწილებს:   შესავალს  - მასში განხილული უნდა იყოს შესწავლილი საკითხის აქტუალურობა საქართველოსთვის, ასევე ზოგადი ინფორმაცია პოლიტიკის დოკუმენტში განხილული საკითხების შესახებ:   სიტუაციის ანალიზს, რომელშიც დეტალურად იქნება განხილული პრობლემის არსი, მისი გამომწვევი მიზეზები და უარყოფითი შედეგები (რეკომენდირებულია სიტუაციის ანალიზი განხორციელდეს პრობლემის ხის მეთოდოლოგიის გამოყენებით). მნიშვნელოვანია, როგორც პრობლემის ისე გამომწვევი ფაქტორებისა და უარყოფითი შედეგებისთვის, წარმოდგენილი იყოს შესაბამისი მტკიცებულებები.  აგრეთვე საჭიროა წარმოდგენილი იყოს დაინტერესებული მხარეები, შეფასებული იყოს მათი გავლენა და ინტერესი პრობლემური საკითხის მიმართ.   ალტერნატივების ანალიზი / პრობლემის გადაჭრის გზა - აღნიშნულ თავში განხილული უნდა იყოს პრობლემის გადაჭრის ალტერნატივები (შესაძლებლობის შემთხვევაში, მინიმუმ სამი ალტერნატივა). ალტერნატივები მნიშვნელოვანია ეფუძნებოდეს მტკიცებულებებს და დასტუდებოდეს პრობლემის გადასაჭრელად მათი რელევანტურობა.   ალტერნატივების ანალიზი უნდა შეიცავდეს მრავალფაქტორულ ანალიზს, რომელიც გამოავლენს პრობელმის გადასაჭრელად უპირატეს გზას.   რეკომენდაციები - აღნიშნულ თავში წარმოდგენილი უნდა იყოს არჩეული ალტერნატივის განსახორციელებლად საჭირო ნაბიჯები. თუ ნაბიჯები გადასადგმელი იქნება სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მიერ, მნიშვნელოვანია, თითოეულისთვის წარმოდგენილი იყოს შესაბამისი რეკომენდაცია.    როგორ დაგვიკავშირდეთ?   კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე. ელ-ფოსტა: contest@idfi.ge ტელ: +995 32 2 921514  

ბოლო ვადა : 31 მაისი 2024

             კონკურსი განცხადების მისაღებად საზაფხულო სკოლა შესაძლებლობების განვითარებისა და გაძლიერების მიზნით "საერთო ისტორია, საერთო მომავალი" 2024 წლის 17-21 ივლისი, დილიჯანი, სომხეთი     პროგრამა Confronting Memories (ბერლინი, გერმანია) და ჰაზარაშენის ეთნოლოგიური კვლევების სომხური ცენტრი აწყობენ 3-დღიან საერთაშორისო საზაფხულო სკოლას  2024 წლის 17-21 ივლისს დილიჯანში, სომხეთში, ისტორიის მასწავლებლებისა და პედაგოგებისთვის სომხეთიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან, ასევე ემიგრაციაში მყოფი რუსი და უკრაინელი მასწავლებლებისა და პედაგოგებისათვის.   სემინარისა და შესაძლებლობების გაძლიერების ტრენინგის ფარგლებში, ჩვენი მიზანია, მასწავლებლებს მივცეთ ინსტრუმენტები საგაკვეთილო მასალის შესაქმნელად, რომელიც შეიძლება შეიცავდეს მრავალ პერსპექტივას ევროპის საბჭოს დემოკრატიული კომპეტენციების სარეკომენდაციო ჩარჩოს ინტეგრირებისთვის და მოსწავლეებისთვის კრიტიკული კითხვების დასმის უნარების გამომუშავებისთვის. სემინარს გაუძღვებიან ფასილიტატორები დასავლეთ ბალკანეთიდან და ლატვიიდან, რომლებსაც აქვთ მულტიპერსპექტიული საგანმანათლებლო პრაქტიკისა და კონფლიქტების მოგვარების დიდი გამოცდილება.    განიხილება შემდეგი კითხვები:   ● როგორ შეგვიძლია ვასწავლოთ ისტორიაში არსებული კონფლიქტები რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების ფონზე? ● როგორ შეგვიძლია განვავითაროთ მოსწავლეზე ორიენტირებული ისტორიის განათლება კონფლიქტებთან დაკავშირებით დამოკიდებულებებსა და ღირებულებებზე ფოკუსირებით? ● როგორ არის წარმოდგენილი კონფლიქტები სასკოლო სახელმძღვანელოებსა და მედიაში? ● როგორ შეიძლება ისტორიით მანიპულირება და როგორ მოქმედებს დღეს საზოგადოებებზე? ● როგორ აყალიბებს პოლიტიკური ნარატივები მეხსიერებასა და მის პრაქტიკას?   გარდა ამისა, ჩვენ შევარჩევთ Confronting Memories-ის ელჩებს, რომლებიც გაივლიან ტრენინგს საზაფხულო სკოლის შემდეგ, რათა გახდნენ ტრენერები სხვა მასწავლებლებისა და პედაგოგებისათვის. ელჩები მიიღებენ მცირე გრანტს, რათა შემდგომ მოაწყონ თავიანთ რეგიონში შესაძლებლობების განვითარების სემინარი ისტორიის სხვა მასწავლებლებისა და პედაგოგებისათვის.    ჩვენ შესახებ:   კონკურსი ხორციელდება IDFI-სა და Civil Society Forum-ის თანამშრომლობით, Confronting Memories-ის პროგრამის ფარგლებში.   ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, პროგრამამ Confronting Memories  შეკრიბა 100-ზე მეტი მასწავლებელი სომხეთიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, გერმანიიდან, მოლდოვიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან, რათა ერთად იმუშაონ მულტიპერსპექტიული და კომპეტენციებზე დაფუძნებული საგაკვეთილო მასალის შესაქმნელად, რომელიც მოიცავს მეორე მსოფლიო ომიდან მიმდინარე კონფლიქტებს.  მასალები ხელმისაწვდომია პროგრამის ვებგვერდზე და ჩამოტვირთვა უფასოა. ჩვენ გთავაზობთ:   ● მაღალი დონის ტრენინგს ისტორიის მასწავლებლებისთვის, რომლებსაც ხელმძღვანელობს პროფესიონალური გუნდი მულტიპერსპექტიული და კომპეტენციებზე დაფუძნებული პროგრამით, ასევე ვიზიტებსა და კლასგარეშე აქტივობებს; ● მგზავრობას, განთავსებასა და კვება 3-დღიანი საზაფხულო სკოლის განმავლობაში; ● მონაწილეობის სერტიფიკატებს.   საზაფხულო სკოლა იქნება მნიშვნელოვანი გამოცდილება, ევროპის მასწავლებლებთან დაკავშირებისა და გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობით, ასევე, საგანმანათლებლო სასწავლო ვიზიტებში მონაწილეობის მისაღებად. ჩვენ გვჭირდება:   ● CV (მაქსიმუმ 2 გვერდი) ● სამოტივაციო წერილი (გთხოვთ, აგვიხსნათ როგორ შეძლებთ მოაწყოთ სემინარი პედაგოგებისთვის და ჩაატაროთ გაკვეთილი მოსწავლეებისთვის Confronting Memories-ის მასალების გამოყენებით და რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი მონაწილეობა, მაქსიმუმ 1 გვერდი) ● ინგლისური ან რუსული ენის თავისუფლად ფლობა   ჩვენი მიზანია ამ პროექტისთვის ისტორიის მასწავლებლებისა და პედაგოგების რეგიონული წარმომადგენლობის უზრუნველყოფა თითოეულ ქვეყანაში. გსურთ განაცხადის წარდგენა?   პროექტში მონაწილეობა შეუძლია ისტორიის აქტიურის სტატუსის მქონე მასწავლებლებსა და პედაგოგებს (ფორმალური თუ არაფორმალური განათლების სექტორი), ჩვენ არ ვახდენთ დისკრიმინაციას ასაკის, სქესის, შესაძლებლობების, რასის, სექსუალობის ან სხვაგვარი ნიშნით.   თუ გსურთ მონაწილეობა, 2024 წლის 31 მაისამდე გამოაგზავნეთ თქვენი განაცხადი ელ. ფოსტაზე - e.kalandadze@idfi.ge.   წარმატებული განაცხადები შეირჩევა ივნისის შუა რიცხვებამდე.   კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.  გთხოვთ, გაუზიარეთ საკონკურსო განაცხადი თქვენს კოლეგებსა და მეგობრებს.  ვებგვერდი: https://idfi.ge/  გამოგვყევით facebook-ზე: https://www.facebook.com/IDFI.official  გამოგვყევით X-ზე:https://twitter.com/IDFIGeorgia პროექტი მხარდაჭერილია:            

ბოლო ვადა : 30 მაისი 2024

პროექტის - „საჯარო პოლიტიკის საპილოტე ინიციატივები ახალგაზრდების ჩართულობისა და მენტორინგისთვის“ - ფარგლებში, ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), აცხადებს ტენდერს ვებ-დეველოპერისა და დიზაინერის შესარჩევად, ვებგვერდის - ანტოკორუფციული ჰაბი - გასაახლებლად.       ვებგვერდის განახლება ძირითადად მოიცავს შემდეგი გვერდების განახლებას:     ·       საგანმანათლებლო პროგრამები; ·       სახელმძღვანელო ინსტრუქციები (საჭირო იქნება ჩანაცვლება);  ·       კონკურსები     ასევე, მოიცავს, შემდეგი ახალი გვერდების/ფუნქციების დამატებას:     ·       ინფორმაცია კურსდამთავრებულების შესახებ/ კურსდამთავრებულთა ქსელი  ·       ელექტრონული ჟურნალი     ვებგვერდის განახლების შედეგად, შესაძლებელი უნდა იყოს პორტალზე განთავსდეს ინფორმაცია კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების, ასევე, კონკურსების შესახებ. კონკრეტულად, შესაძლებელი უნდა იყოს ვიზუალური და საინფორმაციო პოსტების, დოკუმენტების, ვიდეოების, ფოტოების და სხვა ინფორმაციის განთავსება, რაც გამომდინარეობს პლატფორმის მიზნიდან.      გარდა ამისა, ახლადშექმნილ ელ-ჟურნალის განყოფილებაში უნდა გამოქვეყნდეს ანალიტიკური ნაშრომები და შესაძლებელი იყოს შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა. ასევე, ატვირთული მასალები უნდა დახარისხდეს წინასწარგანსაზღვრული თემატიკის მიხედვით.  პლატფორმას უნდა ჰყავდეს ადმინისტრატორი და შესაძლებელი უნდა იყოს მომხმარებლების სხვადასხვა დონის დაშვების განსაზღვრა. დარეგისტრირებულ მომხმარებლებს უნდა ჰქონდეთ ცალკეული ფუნქციები და წვდომა მათთვის განსაზღვრულ ინფორმაციაზე.      სტუდენტად დარეგისტრირებულ მომხმარებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გაეცნოს ცალკეული კურსის ფარგლებში ატვირთულ მასალებს, შეავსოს კურსის ფარგლებში მითითებული დავალებები და ჰქონდეს კომუნიკაცია კურსის ლექტორთან.      ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც კომპანიებს, ასევე კერძო პირებს (ვებ-დეველოპერებსა და დიზაინერებს ცალ-ცალკე ან ერთად). კომპანიების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა იყოს გამიჯნული ვებ-დეველოპმენტისა და დიზაინის შექმნისთვის მოთხოვნილი თანხა.     სატენდერო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 30 მაისი, 24:00 საათი.     გთხოვთ, სატენდერო განაცხადები გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე - contest@idfi.ge.  გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ Anticorruption Hub     შემოთავაზებული სისტემის ტექნიკური გადაწყვეტილება:     სისტემა დაფუძნებული უნდა იყოს Linux, Apache-ის  სასერვერო ინფრასტრუქტურაზე;     გამოყენებული უნდა იყოს  პროგრამული ენა - აუცილებელია გამოყენებული იყოს მინიმუმ PHP 5.4 ან უახლესი/მიმდინარე ვერსია.     მონაცემთა ბაზა MySQL;კლიენტის მხარეს დაცული უნდა იყოს w3c markup validation და გამოყენებული ბიბლიოთეკები უნდა იყოს ღია კოდის ლიცენზიით.     უსაფრთხოების მხრივ, დაცული უნდა იყოს მაღალი სტანდარტები (OWASP მოთხოვნები).     სისტემის კოდი და საავტორო უფლებები:     სისტემის დეველოპმენტის შემდგომ, მისი საწყისი კოდი გადაეცემა აპლიკაციის მფლობელს, მესამე პირზე გადაცემის შეზღუდვის გარეშე. კოდის გადაცემისას კომპანია ვალდებულია, თან დაურთოს ტექნიკური აღწერილობა, რომელიც განსაზღვრავს კოდს და ბაზის სტრუქტურას, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, მესამე მხარეს გაუწიოს შესაბამისი კონსულტაცია.     პროექტის ხანგრძლივობა: არაუმეტეს 45 კალენდარული დღისა;     პროექტი უნდა მოიცავდეს: ამოცანის დეტალების ანალიზსა და გვერდის დიზაინის შეთანხმებას, დეველოპმენტს, ტესტირებასა და ToT ტრენინგს.     მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს:     1.   პროექტის განხორციელების გეგმა; 2.   დეტალურად აღწერილი პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა; 3.   ინფორმაცია მსგავსი პროექტის განხორციელების შესახებ; 4.   ინფორმაცია ინფორმაციული სისტემების პროექტების განხორციელების მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილების შესახებ; 5.   სასურველია ელექტრონული მმართველობის პროექტების განხორციელების გამოცდილების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა.     პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა:     პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა უნდა განხორციელდეს უსასყიდლოდ 6 თვის განმავლობაში. მხარდაჭერა მოიცავს დეფექტების BUG-ების აღმოფხვრას და ინციდენტებზე რეაგირებას.     ინციდენტებზე რეაგირების პირობებია: ტელეფონით ან/და ელ. ფოსტით. ინციდენტებზე რეაგირების დრო 1 საათი. აღნიშნულ დროში უნდა აცნობოს სისტემის მფლობელს პრობლემის მოგვარების დროის ხანგრძლივობა (რა დროში აღმოფხვრის პრობლემას).     დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ მითითებულ ელ-ფოსტაზე.     ტენდერით დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ გაეცნონ ვებგვერდის განახლების დეტალურ კონცეფციას თანდართულ დოკუმენტში.     AntiCorruption Hub website modification Concept  

ბოლო ვადა : 20 იანვარი 2024

  “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით, აცხადებს ზამთრის სკოლის - „კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები“ - მონაწილეთა შესარჩევ კონკურსს.    სად და როდის გაიმართება სკოლა?    ზამთრის სკოლა ჩატარდება 2024 წლის 9 თებერვლიდან 13 თებერვლის ჩათვლით, ქვიშხეთში, სასტუმრო მწერლებში.   სკოლის ფარგლებში ჩატარებული ლექციები დაეთმობა დემოკრატიულ ინსტიტუტებს, კანონის უზენაესობასა და ადამიანის ძირითად უფლებებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის (ევროკომისიის 9 დათქმის) კონტექსტში.    ვის შეუძლია მონაწილეობა?    ზამთრის სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის  ფაკულტეტების ბაკალავრიატის მე-4 კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს;  ასევე  საჯარო სამსახურში დასაქმებულ მეოთხე, მესამე და მეორე რანგის მოხელეებს.   ხარჯები:     IDFI სრულად დაფარავს ღონისძიების ხარჯებს. კერძოდ, უზრუნველყოფილი იქნება მონაწილეების ტრანსპორტირება (თბილისი-ქვიშხეთი და ქვიშხეთი-თბილისი), სასტუმროში განთავსება და კვება.    როგორ გამოგზავნოთ განაცხადი?     დაინტერესებულმა პირებმა 2024 წლის 20 იანვრის ჩათვლით უნდა შეავსონ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა. ასევე, განმცხადებლის CV (რეზიუმე) და სხვა დამატებითი დოკუმენტები უნდა გამოიგზავნოს ზამთრის სკოლის ელექტრონულ ფოსტაზე - winterschool@idfi.ge. ელექტრონული ფოსტის “subject” ველში მიუთითეთ “ზამთრის სკოლა”.     დამატებითი დოკუმენტები:    განმცხადებელი უფლებამოსილია წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია (მაგალითად, აკადემიური ნაშრომი) ან განმარტებები მოტივაციის თაობაზე (მაგალითად, სამოტივაციო წერილი), რომელიც კონკურსანტის აზრით ადასტურებს მისი კანდიდატურის  თავსებადობას ზამთრის სკოლის მოთხოვნებთან.    შენიშვნა: დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა არ არის სავალდებულო, თუმცა დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტები ჩაითვლება განაცხადის განუყოფელ ნაწილად და გამოყენებული იქნება კანდიდატის შეფასებისთვის კონკურის II ეტაპზე; დამატებითი დოკუმენტები იგზავნება მხოლოდ ზამთრის სკოლის ელექტრონულ ფოსტაზე რეზიუმესთან ერთად.    კონკურსის ეტაპები და გამარჯვებულთა გამოვლენა:   მონაწილეების შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტებისა და გასაუბრების საფუძველზე.    ეტაპი I: წარმოდგენილი განაცხადის ფორმალური შესაბამისობის შემოწმება კონკურსის მოთხოვნებთან;   ეტაპი II: განაცხადთა შეფასება და გადარჩევა; (შეფასების კრიტერიუმებია: ზამთრის სკოლის მიზნებთან და თემატიკასთან კონკურსანტის კვალიფიკაციის/ინტერესების თავსებადობა; კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი განაცხადის რელევანტურობა და კანდიდატის მოტივაცია;    ეტაპი III: გასაუბრება და გამარჯვებული კანდიდატების და სარეზერვო კანდიდატების გამოვლენა.    კონკურსის III ეტაპზე გადასულ მონაწილეებს შესაძლოა, მოეთხოვოთ CV-ში მითითებული გამოცდილების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი, ანდა ზამთრის სკოლაში მონაწილეობის შესაძლებლობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენა.    ზამთრის სკოლის წარმატებულ მონაწილეს IDFI ანაზღაურებად სტაჟირებას შესთავაზებს.    განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2024 წლის 20 იანვარი.  კითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ ზამთრის სკოლის ელ-ფოსტაზე: winterschool@idfi.ge.  

ბოლო ვადა : 8 იანვარი 2024

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ესეების კონკურსს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის შემდეგ თემებზე: - დეზინფორმაციის ევოლუცია: მე-20 საუკუნის პროპაგანდიდან 21-ე საუკუნის ყალბ ამბებამდე;   - სიმართლე ციფრულ ეპოქაში: დეზინფორმაციის გავლენა მე-20 და 21-ე საუკუნის ნარატივებზე;   - დეზინფორმაციის ეპოქა: ისტორიული ფესვები და თანამედროვე გავლენა;   - რეალობის ხელახალი ფორმირება: დეზინფორმაციის როლი ისტორიული ჭეშმარიტების დამახინჯებაში;   - ისტორიის გადაწერა: დეზინფორმაციის მემკვიდრეობა 21-ე საუკუნეებში;   - ისტორიის ანარეკლი: როგორ აყალიბებს დეზინფორმაცია წარსულის ჩვენეულ გაგებას.     კონკურსის მიზანი: სტუდენტებში მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების წახალისება, პოპულარიზაცია და საზოგადოებაში წარსულისა და თანამედროვე მოვლენების შესახებ ცნობიერების ამაღლება.   კონკურსში მონაწილეობის პირობები და შეფასების კრიტერიუმები: საკონკურსო ესე უნდა ეხებოდეს დეზინფორმაციის როლს ისტორიული მეხსიერების ჩამოყალიბებაში, აანალიზებდეს დეზინფორმაციის გავლენას საზოგადოებასა და ისტორიულ ნარატივებზე. ესე შესაძლებელია ფოკუსირებული იყოს საბჭოთა ან თანამედროვე საქართველოს ისტორიის კონკრეტულ პერიოდზე ან საკითხზე ან ზოგად პოლიტიკასა თუ ტენდენციებზე/სფეროებზე. ესე შესაძლოა დაფუძნებული იყოს როგორც პრესისა და მედიის, საჯარო ინფორმაციის, საარქივო მასალებისა და ღია წყაროების ანალიზზე, ასევე სოციოლოგიური ან ეთნოგრაფიული კვლევის შედეგებზე. კონკურსში მონაწილე უნდა იყოს ბაკალავრიატის სტუდენტი, ბაკალავრი ან მაგისტრანტი. ერთ მონაწილეს შეუძლია რამდენიმე ესეს გამოგზავნა (სხვადასხვა თემაზე). ესე უნდა იყოს ავტორის ორიგინალური ნაშრომი და უნდა გვთავაზობდეს მის მიგნებებსა და ანალიზს. წარმოდგენილი ესე უნდა იყოს ქართულ ენაზე.   ესეს სავარაუდო სტრუქტურა: - სათაური - თავფურცელი, სადაც მითითებული იქნება პირადი ინფორმაცია (კონკურსანტის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, აკადემიური ხარისხი) - შესავალი - ძირითადი ნაწილი - დასკვნა - გამოყენებული ლიტერატურა/დანართები   ესეს ტექნიკური მახასიათებლები:   - ნაშრომის ფორმატი: MS Word დოკუმენტი - სიტყვების რაოდენობა: 1500-2500 (სიტყვების რაოდენობაში შედის Footnotes, მაგრამ არ შედის თავფურცელი, გამოყენებული ლიტერატურის სია და დანართები) - ფონტი: Sylfaen/ Calibri, ზომა - 12 - დაშორება: 1.15 - გვერდის მინდორი:  Normal - ესეში მოცემული ანალიზი უნდა ეკუთვნოდეს ავტორს. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან. - არ მიიღება ნაშრომები, რომლებიც უკვე გამოქვეყნებულია.   საკონკურსო პრიზები: I ადგილი - 700 ლარი II ადგილი - 500 ლარი III ადგილი - 300 ლარი   IDFI იტოვებს უფლებას, არ გასცეს პრიზი, თუ წარმოდგენილი ესეების ხარისხი არ დააკმაყოფილებს კონკურსის მოთხოვნებს. საუკეთესო ესეები გამოქვეყნდება IDFI-ის ვებ (www.IDFI.ge)  და სოციალურ (Facebook; Twitter) გვერდებზე, საავტორო უფლებების დაცვით. კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ნაშრომის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 8 იანვარი. ნაშრომების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge . გამოგზავნისას მეილის სათაურში (Subject-ველი) მიუთითეთ "ესეების კონკურსი". კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე:    ტელ: +995 32 2 921514 ელ-ფოსტა:  e.kalandadze@idfi.ge   კონკურსი იმართება შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით.  

ბოლო ვადა : 15 დეკემბერი 2023

ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), აცხადებს კონკურსს ვებდეველოპერისა და დიზაინერის შესარჩევად. ვებდეველოპერისა და დიზაინერის ერთობლივი მუშაობით უნდა განახლდეს ორგანიზაციის არსებული ვებგვერდი www.idfi.ge .  ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც კომპანიებს, ისე კერძო პირებს (ვებდეველოპერებსა და დიზაინერებს ცალ-ცალკე ან ერთად). კომპანიების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა იყოს გამიჯნული ვებდეველოპმენტისა და დიზაინის შექმნისთვის მოთხოვნილი თანხა. ვებ დიზაინერმა უნდა შეასრულოს შემდგომი სამუშაო: - განაახლოს ვებგვერდის სანავიგაციო სისტემა, რაც გულისხმობს კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების განახლებას და გამარტივებას. - შექმნას ძირითადი გვერდის და ყველა ქვეგვერდის განახლებული UX/UI დიზაინი - შექმნას ვებგვერდზე მოცულობითი ტექსტური მასალების ვიზუალი რომელიც მოიცავს სხავდასხვა ემელემტებს: ჩარტები, გრაფიკები, დიდ ტექსტში ნავიგაცია. ტექსტი და ვიზუალური მასალები გამოქვეყნდება ღია/ HTML ფორმატში. - შექმნას ვებგვერდის მობილური ვერსიის დიზიანი   ვებდეველოპერმა უნდა შეასრულოს შემდგომი სამუშაო: - უნდა განაახლოს ვებგვერდის php ვერსია (ამჟამად www.idfi.ge იყენებს  PHP Version 5.4.37 - ს.  ეს ვერსია უნდა შეიცვალოს  PHP 7.4.33.) შესაბამისად უნდა განახლდეს Database server - ის და phpMyAdmin - ის ვერსიები. - ააწყოს ვებგვერდი  განახლებული დიზაინის მიხედვით და განაახლოს მართვის პანელი. - გაამარტივოს ვებგვერდზე ძებნის ფუნქცია   პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა:    პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა უნდა განხორციელდეს 6 თვის განმავლობაში. მხარდაჭერა მოიცავს ე.წ. BUG-ების აღმოფხვრას და ინციდენტებზე რეაგირებას.      პროექტის ხანგრძლივობა:არაუმეტეს 60 კალენდარული დღისა     მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს:   1. პროექტის განხორციელების ხედვა, გეგმა და ვადები 2. მომსახურების ზუსტი ხარჯთაღრიცხვა; 2. პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერის დეტალური პირობები; 3. ინფორმაცია მსგავსი პროექტის განხორციელების შესახებ.     გთხოვთ, სატენდერო განაცხადები გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე - contest@idfi.ge.    კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე (+995 32 2 921514); (m.patiashvili@idfi.ge)   გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ IDFI-ის ვებგვერდის განახლება     შეთავაზებების მიღების ბოლო ვადაა 15 დეკემბერი, 19:00 საათამდე    

ბოლო ვადა : 1 დეკემბერი 2023

ა(ა)იპ "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" აცხადებს ტენდერს ფინანსურიანგარიშგების აუდიტის ჩატარებისთვის აუდიტორული კომპანიის შესარჩევად.     ფინანსური ანგარიშგების აუდიტი უნდა მოიცავდეს პერიოდს 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით დასრულებული წლისთვის. ფინანსური ანგარიშგების აუდიტი უნდა ჩატარდეს აუდიტის საერთაშორისო სტანდარების (ასს) შესაბამისად.      სატენდერო წინადადების მომზადებისთვის ორგანიზაციის წარსულში ჩატარებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ორგანიზაციის ვებ-გვერდზე, შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3pacPJJ.      აუდიტორული კომპანია უნდა წარმოადგენდეს მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანიას დამას ასევე უნდა ჰქონდეს არაკომერციული ორგანიზაციების ოფიციალურ ფინანსურ ანგარიშებზე აუდიტორული დასკვნის მომზადების და გაცემის ავტორიზაცია.      აუდიტორული დასკვნა უნდა გაიცეს როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე.     გთხოვთ, სატენდერო განაცხადები გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართებზე - contest@idfi.ge და n.vepkhvadze@idfi.ge      გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ ფინანსური ანგარიშგების აუდიტი.     სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 1 დეკემბერი, 18:00 საათი.      კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: n.vepkhvadze@idfi.ge    

ბოლო ვადა : 10 ოქტომბერი 2023

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, აცხადებს მიღებას კორუფციასთან ბრძოლის უფასო სასერტიფიკატო პროგრამაზე.   პროგრამის მიზანი   პროგრამის მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას ანტიკორუფციულ თემატიკასთან დაკავშირებით და შეიძენენ კორუფციის ფაქტებზე ეფექტური რეაგირების უნარ-ჩვევებს.   ვისთვის არის განკუთვნილი პროგრამა?   პროგრამა განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოში ავტორიზებული სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის, საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებული პირებისთვის.   პროგრამის აღწერა და სასწავლო გეგმა   კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა არის საერთაშორისო პროგრამის ნაწილი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის საფუძველზე 2019-2022 წლების განმავლობაში წარმატებით განხორციელდა ,,კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის’’ პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ეტაპი. პროგრამა გაიარეს მკაცრი კონკურენციის საფუძველზე შერჩეულმა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა, და საჯარო და კერძო უწყებების წარმომადგენელმა პრაქტიკოსებმა.   ამჟამად, გამოცხადებულია განაცხადების მიღება კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მეხუთე ეტაპის ფარგლებში, რომელიც შედგება საბაკალავრო და სამაგისტრო საგნებისგან.    საბაკალავრო საფეხურის საგნებია:    - კარგი მმართველობა და კორუფცია (შემოდგომის სემესტრი)    - კორუფცია და პოლიტიკა (გაზაფხულის სემესტრი)   საბაკალავრო საგნები განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოში ავტორიზებული სხვა უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.    სამაგისტრო საფეხურის საგნებია:   - ანტიკორუფციული პოლიტიკის მართვა საჯარო და კერძო დაწესებულებებში (შემოდგომის სემესტრი)   - კორუფციასთან ბრძოლა, საერთაშორისო აქტორები, ანტიკორუფციული პლატფორმები (გაზაფხულის სემესტრი)   სამაგისტრო საგნები განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოში ავტორიზებული სხვა უმაღლესი სასწავლებლების მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებული პირებისთვის.   სწავლის ხანგრძლივობა: თითოეული საგნის სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს ერთ აკადემიურ სემესტრს (15 კვირა). სრული კურსის ხანგრძლივობაა 2023-2024 წლების ორი აკადემიური სემესტრი.   ლექციები ჩატარდება კვირაში ერთხელ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.     სწავლების ენა: ქართული (სავალდებულო ლიტერატურა წარმოდგენილია ქართულ ენაზე, ხოლო დამატებითი-ქართულ და ინგლისურ ენებზე).   სწავლა მიმდინარეობს ინტერაქტიულ რეჟიმში, ლექცია-სემინარის ფორმატში, და მოიცავს თეორიისა და პრაქტიკის ნაზავს. მონაწილეები იმუშავებენ პრაქტიკულ შემთხვევებზე, მონაწილეობას მიიღებენ საკითხების განხილვებში და მოამზადებენ ესეებს.   ტრენერები   სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში ტრენერები იქნებიან როგორც ქართველი პრაქტიკოსი ლექტორები, ასევე მომხსენებლის სტატუსით ჩაერთვებიან ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტები.   სერტიფიკატი   პროგრამის მონაწილე, რომელიც გაივლის ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის ორივე საგანს მიიღებს სრული კურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.   ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის შესაბამისი საფეხურის სტუდენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან სასერტიფიკატო პროგრამის საგნებს, სერტიფიკატთან ერთად მიიღებენ სასწავლო კრედიტს (6 ECTS), რომელიც ჩაეთვლებათ შესაბამისი პროგრამის ნაწილად.   სტაჟირება   პროგრამის საუკეთესო მონაწილე (მონაწილეები), კურსის დასრულების შემდგომ და შესაბამისი აკადემიური მოსწრების საფუძველზე, 3 თვის განმავლობაში სტაჟირებას გაივლის (გაივლიან) IDFI-ში.   კურსდამთავრებულების ქსელი   პროგრამის დასასრულს, წარმატებულ კურსდამთავრებულებს შეეძლებათ გაერთიანდნენ კურსდამთავრებულთა ქსელში (ე.წ. Alumni Network), რომელიც აერთიანებს პროგრამის მონაწილეებს, და მომავალში შესთავაზებს საერთო ინიციატივებსა და ცოდნის გაღმავებისა და პაქტიკაში გამოყენების სხვადასხვა შესაძლებლობებს.   პროგრამაში რეგისტრაციისთვის დაინტერესებულმა პირებმა (სტუდენტები; საჯარო სამსახურის, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები) 2023 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში (Subject) მიუთითოთ „სასერტიფიკატო პროგრამა“.   პროგრამის მონაწილეები საწყის ეტაპზე შეირჩევიან განაცხადის საფუძველზე.   მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას. გასაუბრების  დროს შეფასდება მონაწილეთა მზაობა, რათა ბოლომდე შეასრულონ პროგრამის მიერ წაყენებული მოთხოვნები.   შერჩევის კრიტერიუმები:   პროგრამის მონაწილეების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:   ●      მოტივაცია; ●      კომუნიკაბელურობა; ●      გუნდური მუშაობის და პრეზენტაციის უნარი; ●      სასურველია ინგლისური ენის საშუალო (Intermediate Level) დონეზე ცოდნა.     Teona       კურსები დაიწყება 2023 წლის ოქტომბრის ბოლოს  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტები სასერტიფიკატო პროგრამით გათვალისწინებულ საგნებს ირჩევენ სემესტრული სასწავლო ბადის დაგეგმარების შესაბამისად, ფაკულტეტზე არსებული პირობების დაცვით.   დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:  ტელ: +995 32 2 921514   ელ-ფოსტა: contest@idfi.ge    

ბოლო ვადა : 7 სექტემბერი 2023

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს აპლიკაციების მიღებას ეროვნული მკვლევრის პოზიციაზე შემდეგი ქვეყნებიდან: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, მოლდოვა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უკრაინა და უზბეკეთი პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის (GIRAI) პროექტისთვის, რომლის ფარგლებში შეიქმნება გაზომვადი ინდიკატოერები, ქვეყნების მიერ პასუხისმგებლიანი AI პრინციპების განხორციელების შესაფასებლად.    ქვეყნის მკვლევარი დიდ როლს ითამაშებს მის ქვეყანაში პასუხისმგებლიანი AI ვალდებულებებისა და პროგრესის შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და შეფასებაში, რაც ხელს შეუწყობს გლობალურად ანგარიშვალდებული და უფლებებზე დაფუძნებული AI პრინციპების განვითარებას.   განაცხადის სრული ტექსტი იხილეთ ინგლისურად ბმულზე.    ქვეყნის მკვლევარის პოზიციაზე განაცხადის შემოსატანად, გთხოვთ 2023 წლის 7 სექტემბრამდე შეავსეთფორმა. 

ბოლო ვადა : 23 ივლისი 2023

  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ანალიტიკური სტატიების ყოველწლიურ კონკურსს თემაზე: "მონაცემები ცვლილებებისთვის"   კონკურსის მიზანია: ღია მონაცემების დამუშავებისა და მონაცემებზე დაყრდნობით ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგის წახალისება.    კონკურსში მონაწილეობის პირობები და შეფასების კრიტერიუმები:    1. საკონკურსო ანალიტიკური სტატია უნდა ეხებოდეს საქართველოში საჯარო პოლიტიკისა და საჯარო ფინანსების საკითხებს, ხოლო შესაძლო თემები შეიძლება იყოს: საჯარო ფინანსების განკარგვა, ხელისუფლების საქმიანობის შეფასება ევროკავშირის წევრის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად, საჯარო ადმინისტრირება, ადგილობრივი თვითმმართველობა, სოციალური საკითხები, ჯანდაცვა, დანაშაულის სტატისტიკა, განათლება, გარემო, ადგილობრივი თვითმმართველობა, ეკონომიკა, ფინანსები და ა.შ.   2. ერთ მონაწილეს შეუძლია რამდენიმე სტატიის გამოგზავნა (სასურველია სხვადასხვა თემებზე).   3. ანალიტიკური სტატიის ძირითადი ნაწილი უნდა ეფუძნებოდეს საჯარო მონაცემების დამუშავებასა და მათ ანალიზს.   4. ანალიტიკური სტატია საქართველოში აქტუალური საკითხების შესახებ ავტორის მიგნებას და ანალიზს უნდა გვთავაზობდეს.   5. სასურველია, სტატიის მომზადებისას ასევე გამოიყენოთ IDFI-ის მიერ შექმნილ საქართველოს ღია მონაცემების ლაბორატორიაზე (www.datalab.ge) გამოქვეყნებული მონაცემთა ბაზები.   6. სასურველია სტატიაში ასევე გამოყენებული იყოს ვიზუალური ნაშრომებიც (მაგ, გრაფიკები, დიაგრამები, ინფოგრაფიკა, ა.შ.).   7. წარმოდგენილი სტატია უნდა იყოს ქართულ ენაზე.    8. სტატიის სავარაუდო სტრუქტურაა:    - სათაური - თავფურცელი, სადაც მითითებული იქნება პირადი ინფორმაცია (კონკურსანტის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი) - მთავარი მიგნებები - შესავალი - ძირითადი ნაწილი - დასკვნა - გამოყენებული ლიტერატურა/დანართები.   9. სტატიის ტექნიკური მახასიათებლებია:    - ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ვორდის დოკუმენტში - გვერდების რაოდენობა: 2-5 გვერდი (ტექსტი, გრაფიკებისა და დანართების გარეშე) - ფონტი: Calibri, ზომა - 12 - დაშორება - 1.15 - გვერდის მინდორი: Normal   10. თუ ნაშრომის მოსამზადებლად გამოითხოვეთ საჯარო ინფორმაცია, სტატიას თან უნდა დაერთოს მიღებული დოკუმენტებიც.    11. სტატიაში მოცემული ანალიზი უნდა ეკუთვნოდეს ავტორს. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან.   12. არ მიიღება სტატიები, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია.   როგორ მოვიძიო ინფორმაცია ანალიტიკური სტატიისთვის?   - გაეცანი საქართველოს ღია მონაცემების პლატფორმაზე (DataLab – www.datalab.ge) მოცემულ მონაცემთა ბაზებს;   - იხილე საჯარო დაწესებულებების ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაცია;    - თავად გამოითხოვე საჯარო ინფორმაცია ცალკეული საჯარო დაწესებულებიდან.    საკონკურსო პრიზები:   - I ადგილი - 1,200 ლარი; - II ადგილი - 1000 ლარი; - III მესამე ადგილი - 800 ლარი   - საუკეთესო 3 სტატია გამოქვეყნდება IDFI-ის ვებ (www.IDFI.ge)  და სოციალურ (Facebook; Twitter) გვერდებზე საავტორო უფლებების დაცვით.    კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2023 წლის 23 ივლისი.   ნაშრომების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge გამოგზავნისას მეილის სათაურში მიუთითეთ „მონაცემები ცვლილებებისთვის".   კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე:    ტელ: +995 32 2 921514  ელ-ფოსტა: contest@idfi.ge     კონკურსი იმართება პროექტის - ღია მონაცემების სტანდარტების ამაღლება და გამოყენების წახალისება საქართველოში - II ეტაპი - ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო მედიის მხარდაჭერის (IMS - International Media Support)) მიერ.

ბოლო ვადა : 23 ნოემბერი 2022

ა(ა)იპ "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" აცხადებს ტენდერს ფინანსური ანგარიშგების აუდიტის და შეთანხმებული პროცედურების შესაბამისად პროექტული აუდიტის ჩატარებისთვის აუდიტორული კომპანიის შესარჩევად.   ფინანსური ანგარიშგების აუდიტი უნდა მოიცავდეს პერიოდს 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით დასრულებული წლისთვის. შეთანხმებული პროცედურების შესაბამისად პროექტული აუდიტი უნდა მოიცავდეს პერიოდს 2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით. როგორც ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, ისე შეთანხმებული პროცედურების შესაბამისად პროექტული აუდიტი უნდა ჩატარდეს აუდიტის საერთაშორისო სტანდარების (ასს) შესაბამისად.    სატენდერო წინადადების მომზადებისთვის ორგანიზაციის წარსულში ჩატარებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ორგანიზაციის ვებ-გვერდზე, შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3pacPJJ, აგრეთვე შეთანხმებული პროცედურების შესაბამისად ჩასატარებელი აუდიტის პირობები (დონორ ორგანიზაციასთან გაფორმებული პროექტის ხელშეკრულება და ბიუჯეტი) შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3rjD7fo   აუდიტორული კომპანია უნდა წარმოადგენდეს მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანიას და მას ასევე უნდა ჰქონდეს არაკომერციული ორგანიზაციების ოფიციალურ ფინანსურ ანგარიშებზე აუდიტორული დასკვნის მომზადების და გაცემის ავტორიზაცია.    აუდიტორული დასკვნა უნდა გაიცეს როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე.   გთხოვთ, სატენდერო განაცხადები გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე - contest@idfi.ge გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ ფინანსური ანგარიშგებისა და შეთანხმებული პროცედურების შესაბამისად აუდიტი.   სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2022 წლის 23 ნოემბერი, 18:00 საათი.    კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: n.vepkhvadze@idfi.ge  

ბოლო ვადა : 21 ნოემბერი 2022

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით, აცხადებს ზამთრის სკოლის „კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების“ მონაწილეთა შესარჩევ კონკურსს.      სად და როდის გაიმართება სკოლა?   ზამთრის სკოლა ჩატარდება 2022 წლის 10-15 დეკემბრის პერიოდში, გუდაურში, სასტუმრო მარკო პოლოში. IDFI სრულად დაფარავს ზამთრის სკოლის ხარჯებს.      დარგის ექსპერტები, სკოლის ფარგლებში,  განიხილავენ შემდეგ საკითხებს:   - კონსტიტუციონალიზმი:  ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და ადამიანის უფლებები;   - ადამიანის უფლებათა დაცვის საზედამხედველო დამოუკიდებელი სამართლებრივი ინსტრუმენტები;    -ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული და საერთაშორისო სასამართლოები: სამართლიანი სასამართლოს უფლება;   - პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, პერსონალური მონაცემები და გამოხატვის თავისუფლება;   - მედიის თავისუფლება საქართველოში: პრაქტიკული და სამართლებრივი გამოწვევები;   - ფარული ელექტრონული თვალთვალის ტექნიკური და სამართლებრივი სისტემა საქართველოში.     ვის შეუძლია მონაწილეობა?   ზამთრის სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების  იურიდიული, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის  ფაკულტეტების ბაკალავრიატის მე-4 კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს;  ასევე  საჯარო სამსახურში დასაქმებულ მეოთხე და მესამე და მეორე რანგის მოხელეებს.     ხარჯები:    IDFI სრულად დაფარავს პროექტის ხარჯებს. კერძოდ, უზრუნველყოფილი იქნება მონაწილეების ტრანსპორტირება თბილისი-გუდაური და გუდაური თბილისი; სასტუმროში განთავსება და კვება.      როგორ გამოგზავნოთ განაცხადი?    დაინტერესებულმა პირებმა 2022 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით უნდა შეავსონ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა. ასევე, განმცხადებლის CV (რეზიუმე) უნდა გამოიგზავნოს ზამთრის სკოლის ელექტრონულ ფოსტაზე - winterschool@idfi.ge.   შენიშვნა: ზამთრის სკოლის შესარჩევი კონკურსის ფარგლებში IDFI-სთან კომუნიკაცია უნდა მოხდეს ელექტრონულ სარეგისტრაციო ფორმაში მითითებული ელექტრონული ფოსტით.      დამატებითი დოკუმენტები:    განმცხადებელი უფლებამოსილია წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია (მაგ. აკადემიური ნაშრომი) ან განმარტებები მოტივაციის თაობაზე (მაგალითად: სამოტივაციო წერილი) რომელიც კონკურსანტის აზრით ადასტურებს მისი კანდიდატურის  თავსებადობას ზამთრის სკოლის მოთხოვნებთან.    შენიშვნა: დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა არ არის სავალდებულო, თუმცა დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტები ჩაითვლება განაცხადის განუყოფელ ნაწილად და გამოყენებული იქნება კანდიდატის შეფასებისთვის კონკურის II ეტაპზე; დამატებითი დოკუმენტები იგზავნება მხოლოდ ზამთრის სკოლის ელექტრონულ ფოსტაზე რეზიუმესთან ერთად.      კონკურსის ეტაპები და გამარჯვებულთა გამოვლენა:   მონაწილეების შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტებისა და გასაუბრების საფუძველზე.    - ეტაპი I: წარმოდგენილი განაცხადის ფორმალური შესაბამისობის შემოწება კონკურსის მოთხოვნებთან;   - ეტაპი II: განაცხადთა შეფასება და გადარჩევა; (შეფასების კრიტერიუმებია: ზამთრის სკოლის მიზნებთან და თემატიკასთან კონკურსანტის კვალიფიკაციის/ინტერესების თავსებადობა; კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი განაცხადის რელევანტურობა და კანდიდატის მოტივაცია;    - ეტაპი III: გასაუბრება და გამარჯვებული კანდიდატების და სარეზერვო კანდიდატების გამოვლენა.      კონკურსის III ეტაპზე გადასულ მონაწილეებს შესაძლოა მოეთხოვოთ CV-ში მითითებული გამოცდილების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი, ანდა ზამთრის სკოლაში მონაწილეობის შესაძლებლობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენა.      განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 21 ნოემბერი.  ელექტრონული ფოსტის “subject” ველში მიუთითეთ “კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ზამთრის სკოლა”.      კითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ ზამთრის სკოლის ელ-ფოსტაზე: winterschool@idfi.ge.

ბოლო ვადა : 7 ნოემბერი 2022

  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ანალიტიკური სტატიების ყოველწლიურ კონკურსს თემაზე: "მონაცემები ცვლილებებისთვის".   კონკურსის მიზანია: ღია მონაცემების დამუშავებისა და მონაცემებზე დაყრდნობით ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგის წახალისება.    კონკურსში მონაწილეობის პირობები და შეფასების კრიტერიუმები:    1. საკონკურსო ანალიტიკური სტატია უნდა ეხებოდეს საქართველოში საჯარო პოლიტიკისა და საჯარო ფინანსების საკითხებს, ხოლო შესაძლო თემები შეიძლება იყოს: საჯარო ფინანსების განკარგვა, ხელისუფლების საქმიანობის შეფასება/ხარჯები Covid-19 პანდემიასთან ბრძოლაში, საჯარო ადმინისტრირება, ადგილობრივი თვითმმართველობა, სოციალური საკითხები, ჯანდაცვა, დანაშაულის სტატისტიკა, განათლება, გარემო, ადგილობრივი თვითმმართველობა, ეკონომიკა, ფინანსები და ა.შ.   2. ერთ მონაწილეს შეუძლია რამდენიმე სტატიის გამოგზავნა (სასურველია სხვადასხვა თემებზე).   3. ანალიტიკური სტატიის ძირითადი ნაწილი უნდა ეფუძნებოდეს საჯარო მონაცემების დამუშავებასა და მათ ანალიზს.   4. ანალიტიკური სტატია საქართველოში აქტუალური საკითხების შესახებ ავტორის მიგნებას და ანალიზს უნდა გვთავაზობდეს.   5. სასურველია, სტატიის მომზადებისას ასევე გამოიყენოთ IDFI-ის მიერ შექმნილ საქართველოს ღია მონაცემების ლაბორატორიაზე (www.DataLab.ge) გამოქვეყნებული მონაცემთა ბაზები.   6. სასურველია სტატიაში ასევე გამოყენებული იყოს ვიზუალური ნაშრომებიც (მაგ, გრაფიკები, დიაგრამები, ინფოგრაფიკა, ა.შ.).   7. წარმოდგენილი სტატია უნდა იყოს ქართულ ენაზე.   8. სტატიის სავარაუდო სტრუქტურაა:    - სათაური - თავფურცელი, სადაც მითითებული იქნება პირადი ინფორმაცია (კონკურსანტის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი) - მთავარი მიგნებები - შესავალი - ძირითადი ნაწილი - დასკვნა - გამოყენებული ლიტერატურა/დანართები.   9. სტატიის ტექნიკური მახასიათებლებია:    - ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ვორდის დოკუმენტში - გვერდების რაოდენობა: 2-5 გვერდი (ტექსტი, გრაფიკებისა და დანართების გარეშე) - ფონტი: Calibri, ზომა - 12 - დაშორება - 1.15 - გვერდის მინდორი:  Normal   10. თუ ნაშრომის მოსამზადებლად გამოითხოვეთ საჯარო ინფორმაცია, სტატიას თან უნდა დაერთოს მიღებული დოკუმენტებიც.   11. სტატიაში მოცემული ანალიზი უნდა ეკუთვნოდეს ავტორს. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან.   12. არ მიიღება სტატიები, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია.   როგორ მოვიძიო ინფორმაცია ანალიტიკური სტატიისთვის?   - გაეცანი საქართველოს ღია მონაცემების პლატფორმაზე (DataLab – www.datalab.ge) მოცემულ მონაცემთა ბაზებს; - იხილე საჯარო დაწესებულებების ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაცია;  - თავად გამოითხოვე საჯარო ინფორმაცია ცალკეული საჯარო დაწესებულებიდან.    საკონკურსო პრიზები:   - I ადგილი - 1,000 ლარი; - II ადგილი - 800 ლარი; - III მესამე ადგილი - 600 ლარი     - საუკეთესო 3 სტატია გამოქვეყნდება IDFI-ის ვებ (www.IDFI.ge)  და სოციალურ (Facebooks; Twitter) გვერდებზე საავტორო უფლებების დაცვით.    კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2022 წლის 7 ნოემბერი.   ნაშრომების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge გამოგზავნისას მეილის სათაურში (Subject-ველი) მიუთითეთ „მონაცემები ცვლილებებისთვის“.   კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე:     ტელ: +995 32 2 921514  ელ-ფოსტა: contest@idfi.ge       კონკურსი იმართება პროექტის -ღია მონაცემების სტანდარტების ამაღლება და გამოყენების წახალისება საქართველოში - ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო მედიის მხარდაჭერის (IMS - International Media Support) მიერ. 

ბოლო ვადა : 14 სექტემბერი 2022

   ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და საქართველოს უნივერსიტეტის (UG) თანამშრომლობით, 2022-2023 წლების სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან დაგეგმილია ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის “დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა: ისტორია, თეორიები და გაბათილების საშუალებების” გაგრძელება.   მთლიანობაში, პირველი წლის განმავლობაში სასერთიფიკატო პროგრამა  13 სტუდენტმა გაიარა, ხოლო 4 სტუდენტი სხვადასხვა მიზეზის გამო კურსს სექტემბერში გაივლის. გარდა 17 სტუდენტისა,  პროგრამაში საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართვის მაჩვენებელი  მაღალი იყო: 20 -ზე მეტა სტუდენტმა აირჩია მოდულები, როგორც საგნები, ხოლო იმავე რაოდენობის სტუდენტი დაესწრო კურსის ფარგლებში შემოთავაზებულ სემინარებსა და კონფერენციებს.   აკადემიური პროგრამა - დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა: ისტორია, თეორიები და გაბათილების საშუალებები, რომელიც არის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და საქართველოს უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი, 2021 წლის 20 სექტემბრიდან დაიწყო. Სულ პროგრამაში მონაწილეობის სურვილი 78 აპლიკანტმა გამოთქვა . Რეზიუმეებისა და სამოტივაციო წერილების განხილვის საფუძველზე 35 აპლიკანტი გადავიდა გასაუბრების ეტაპზე, რომელიც 13-15 სექტემბერს გაიმართა. Საბოლოოდ პროგრამაში მონაწილეობისთვის 19 სტუდენტი იქნა შერჩეული საქართველოს უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებებისა და მედიის სკოლის სტუდენტებთან ერთად, თუმცა ორმა მათგანმა პირადი მიზეზების გამო კურსზე დასწრება ვერ შეძლო და პირველ წელს კურსი 17-მა სტუდენტმა დაასრულა. Მონაწილეები წარმოადგენდნენ სხვადასხვა ქართულ უნივერსიტეტს, ადგილობრივ მედია საშუალებას, სამოქალაქო საზოგადოებას და საჯარო სამსახურს. გარდა ამისა, პროგრამაში ჩართული იყვნენ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები, რომელთაც საშუალება ჰქონდათ მოეგროვებინათ 6 აკადემიური კრედიტი სხავდასხვა მოდულის არჩევისა და გავლის საშუალებით. მთლიანობაში, სხვადასხვა მოდული 20-ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა.   აკადემიური პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს ორი სემესტრის განმავლობაში საშუალება მიეცათ დასწრებოდნენ  6 მოდულს და რამდენიმე მოკლე ტრენინგ-სემინარს დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევის, ისტორიის, მისი საჯარო ზემოქმედებისა და გაუქმების გზებზე. მონაწილეებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა შეემუშავებინათ კვლევითი პროექტები და წარედგინათ ისინი საერთაშორისო აკადემიურ კონფერენციაზე, რომელიც გაიმართა 2022 წლის 3-4 ივლისს.     პროგრამა  დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა: ისტორია, თეორიები და გაბათილების საშუალებები, ორ აკადემიურ სემესტრზეა გათვლილი  და მოიცავს 6 სასწავლო კურსს. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს უნივერსიტეტის და სხვა უნივერსიტეტების სოციალურ მეცნიერებათა/ ჰუმანიტარული სკოლის დამამთავრებელი საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს, ასევე საჯარო და არასამთავრობო სექტორში მომუშავე პირებს, ისევე როგორც მედიის წარმომადგენლებს.   საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტების შემთხვევაში სალექციო კურსები ხელმისაწვდომი იქნება ასარჩევ საგნებს შორის, ხოლო თითოეული გავლილი კურსი, 6 სასწავლო კრედიტის საპირწონეა. ყველა მონაწილე, რომელიც წარმატებით გაივლის, სულ ცოტა 4 სასწავლო კურსს, მიიღებს პროგრამის გავლის დამადასტურებელ ორენოვან სერთიფიკატს.   გარდა სტანდარტული სალექციო კურსებისა, მონაწილეები შეძლებენ ასევე საჯარო ლექციებზე, სპეციალურ სემინარებზე დასწრებასა და საერთაშორისო აკადემიურ კონფერენციაში მონაწილეობის მიღებას. მონაწილეების მიერ მომზადებული 10 საუკეთესო ესე/პროექტი, პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, გამოქვეყნდება/გავრცელდება საქართველოს უნივერსიტეტისა და IDFI-ის ვებგვერდებსა და სოციალურ გვერდებზე (Facebook და Twitter).   *სწავლების ენა: ქართული, თუმცა საკითხავი მასალის დიდი ნაწილი წარმოდგენილია ინგლისურად.     პროგრამაში რეგისტრაციისთვის დაინტერესებულმა პირებმა (სტუდენტები (გარდა საქართველოს უნივერსიტეტის); საჯარო სამსახურის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები) 2022 წლის 14 სექტემბრამდე უნდა გამოაგზავნონ აპლიკაცია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/pcacP7H4o1pQaK8X8      პროგრამის მონაწილეები საწყის ეტაპზე შეირჩევიან განაცხადის საფუძველზე. მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას.   მოკლე გასაუბრების დროს შეფასდება მონაწილეთა მზაობა, რომ ბოლომდე შეასრულონ პროგრამის მოთხოვნები.   შერჩეულ მონაწილეებს სრულად დაუფინანსდებათ სწავლის საფასური.     შერჩევის კრიტერიუმები:     მოტივაცია (30);   გუნდური მუშაობის და პრეზენტაციის უნარი (30);    ინგლისური ენის საშუალო (Intermediate Level) დონეზე ცოდნა (25).   კურსის საკუთარ საქმიანობაში ასახვის გეგმა/შესაძლებლობა (15)     დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: n.gozalishvili@idfi.ge

ბოლო ვადა : 31 აგვისტო 2022

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) “ორგანიზაციული მხარდაჭერის” გრანტის ფარგლებში, აცხადებს მიღებას კორუფციასთან ბრძოლის უფასო სასერტიფიკატო პროგრამაზე.   პროგრამის მიზანი   პროგრამის მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას ანტიკორუფციულ თემატიკასთან დაკავშირებით და შეიძენენ კორუფციის ფაქტებზე ეფექტური რეაგირების უნარ-ჩვევებს.   ვისთვის არის განკუთვნილი პროგრამა?   პროგრამა განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოში ავტორიზებული სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის, საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებული პირებისთვის.   პროგრამის აღწერა და სასწავლო გეგმა   კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა არის საერთაშორისო პროგრამის ნაწილი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის საფუძველზე 2019-2022 წლების განმავლობაში წარმატებით განხორციელდა ,,კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის’’ პირველი, მეორე და მესამე ეტაპი. პროგრამა გაიარეს მკაცრი კონკურენციის საფუძველზე შერჩეულმა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა, და საჯარო და კერძო უწყებების წარმომადგენელმა პრაქტიკოსებმა.   ამჟამად, გამოცხადებულია განაცხადების მიღება კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მეოთხე ეტაპის ფარგლებში, რომელიც შედგება საბაკალავრო და სამაგისტრო საგნებისგან.    საბაკალავრო საფეხურის საგნებია:    - კარგი მმართველობა და კორუფცია (შემოდგომის სემესტრი)    - კორუფცია და პოლიტიკა (გაზაფხულის სემესტრი)   საბაკალავრო საგნები განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოში ავტორიზებული სხვა უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.    სამაგისტრო საფეხურის საგნებია:   - ანტიკორუფციული პოლიტიკის მართვა საჯარო და კერძო დაწესებულებებში (შემოდგომის სემესტრი)   - კორუფციასთან ბრძოლა, საერთაშორისო აქტორები, ანტიკორუფციული პლატფორმები (გაზაფხულის სემესტრი)   სამაგისტრო საგნები განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოში ავტორიზებული სხვა უმაღლესი სასწავლებლების მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებული პირებისთვის.   სწავლის ხანგრძლივობა: თითოეული საგნის სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს ერთ აკადემიურ სემესტრს (15 კვირა). სრული კურსის ხანგრძლივობაა 2022-2023 წლების ორი აკადემიური სემესტრი.   ლექციები ჩატარდება კვირაში ერთხელ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.   დღეს არსებული მდგომარეობით, ლექციები ჩატარდება დასწრებული ფორმით, თუმცა კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე, შესაძლებელია მოხდეს პროგრამის გაგრძელება ელექტრონული ან ჰიბრიდული ფორმითაც.   სწავლების ენა: ქართული (სავალდებულო ლიტერატურა წარმოდგენილია ქართულ ენაზე, ხოლო დამატებითი-ქართულ და ინგლისურ ენებზე).   სწავლა მიმდინარეობს ინტერაქტიულ რეჟიმში, ლექცია-სემინარის ფორმატში, და მოიცავს თეორიისა და პრაქტიკის ნაზავს. მონაწილეები იმუშავებენ პრაქტიკულ შემთხვევებზე, მონაწილეობას მიიღებენ საკითხების განხილვებში და მოამზადებენ ესეებს.   ტრენერები   სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში ტრენერები იქნებიან როგორც ქართველი პრაქტიკოსი ლექტორები, ასევე მომხსენებლის სტატუსით ჩაერთვებიან ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტები.   სერტიფიკატი   პროგრამის მონაწილე, რომელიც გაივლის ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის ორივე საგანს მიიღებს სრული კურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.   ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის შესაბამისი საფეხურის სტუდენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან სასერტიფიკატო პროგრამის საგნებს, სერტიფიკატთან ერთად მიიღებენ სასწავლო კრედიტს (6 ECTS), რომელიც ჩაეთვლებათ შესაბამისი პროგრამის ნაწილად.   სტაჟირება   პროგრამის საუკეთესო მონაწილე (მონაწილეები), კურსის დასრულების შემდგომ და შესაბამისი აკადემიური მოსწრების საფუძველზე, 3 თვის განმავლობაში სტაჟირებას გაივლის (გაივლიან) IDFI-ში.   კურსდამთავრებულების ქსელი   პროგრამის დასასრულს, წარმატებულ კურსდამთავრებულებს შეეძლებათ გაერთიანდნენ კურსდამთავრებულთა ქსელში (ე.წ. Alumni Network), რომელიც აერთიანებს პროგრამის მონაწილეებს, და აკავშირებს მათ ანალოგიური პროგრამის უცხოელ კურსდამთავრებულებს. კურსდამთავრებულთა ქსელი გეგმავს საერთო კვლევებს, გაცვლით პროგრამებს და სხვა შესაბამის აქტივობებს.   პროგრამაში რეგისტრაციისთვის დაინტერესებულმა პირებმა (სტუდენტები; საჯარო სამსახურის, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები) 2022 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში (Subject) მიუთითოთ „სასერტიფიკატო პროგრამა“.   პროგრამის მონაწილეები საწყის ეტაპზე შეირჩევიან განაცხადის საფუძველზე.   მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას. გასაუბრების  დროს შეფასდება მონაწილეთა მზაობა, რათა ბოლომდე შეასრულონ პროგრამის მიერ წაყენებული მოთხოვნები.   შერჩევის კრიტერიუმები:   პროგრამის მონაწილეების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:   ●      მოტივაცია; ●      კომუნიკაბელურობა; ●      გუნდური მუშაობის და პრეზენტაციის უნარი; ●      სასურველია ინგლისური ენის საშუალო (Intermediate Level) დონეზე ცოდნა.   ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტები სასერტიფიკატო პროგრამით გათვალისწინებულ საგნებს ირჩევენ სემესტრული სასწავლო ბადის დაგეგმარების შესაბამისად, ფაკულტეტზე არსებული პირობების დაცვით.   ინიციატივის ფინანსური მხარდამჭერია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida).   დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: დავით მაისურაძე, კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის კოორდინატორი. ტელ: 577 11 45 22 ელ-ფოსტა: contest@idfi.ge                      

ბოლო ვადა : 17 ივლისი 2022

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ილუსტრაციების კონკურსს თემაზე- "ომის მეხსიერება ქალაქში".   კონკურსის მიზანია: 2008 წლის ომთან დაკავშირებით, შიდა ქართლში, ახალგაზრდა თაობის მეხსიერებისა და ემოციების გაზიარების საშუალებით, ზოგადი ცნობიერების ამაღლება. ქალაქ გორის გარშემო ფიზიკურ სივრცეში ახალგაზრდების შექმნილი ნამუშევრის დატანით, ომის მეხსიერების თემაზე ჯანსაღი და ინფორმირებული დისკუსიის წახალისება.    გამარჯვებული ილუსტრაციის საფუძველზე შეიქმნება გრაფიტი, რომელიც განთავსდება ქალაქ გორში.    ილუსტრაციის თემატიკა: საკონკურსო ნამუშევარი უნდა ეხებოდეს 2008 წლის ომის თემატიკასა და მეხსიერებას. ნამუშავარი შესაძლოა ასახავდეს მოგონებებს, სოლიდარობის მაგალითებს ადგილობრივებს შორის, მოსახლეობის გადაადგილებას და მსგავსი შინაარსის სხვა თემებს.  ილუსტრაცია უნდა იყოს ორიგინალური, მარტივად აღქმადი და ინფორმატიული.   ფორმა: გრაფიკული დიზაინი, სკეტჩი, ნახატი, კომიქსი    კონკურსში მონაწილეობის მისაღებად:   მონაწილემ უნდა გამოაგზავნოს ერთი ან რამდენიმე ილუსტრაცია 2008 წლის ომის თემაზე.    ნამუშევრები უნდა იყოს შესრულებული ვერტიკალურ ფორმატში (4x6).   კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ გორში ან გორის რაიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს (მოსწავლე/სტუდენტი/ახალი კურსდამთავრებული).   ნამუშევარი არ უნდა შეიცავდეს ძალადობის აღმნიშვნელ და შეურაცხმყოფელ ელემენტებს;   პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას, მოხსნან კონკურსანტი  კონკურსიდან;   ფაილი გამოგზავნილი უნდა იყოს JPG ფორმატში;   ფაილი უნდა იყოს გარჩევადობის მაღალი ხარისხით;   თუკი ილუსტრაცია მოიცავს ტექსტებს, ტექსტი უნდა იყოს ქართულ ან ქართულ და ინგლისურ ენაზე;   კონკურსში მონაწილეობა შეუძლია, როგორც პროფესიონალს, ასევე მოყვარულს;    საკონკურსო პრიზები:   კონკურსის ორი შერჩეული ილუსტრაციის ავტორი მიიღებს ჯილდოს ₾600 და ₾400 ლარის ოდენობით. პირველ ადგილზე გასული კონკურსანტის მიერ შექმნილი ილუსტრაცია კი განთავსდება ქალაქ გორში, გრაფიტის სახით.    საუკეთესო ილუსტრაციები ასევე გამოქვეყნდება IDFI-ის ვებ (www.IDFI.ge)  და სოციალურ (Facebook; Twitter) გვერდებზე საავტორო უფლებების დაცვით.   ამ კონკურსზე ნამუშევრის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ:   1. ფლობთ საავტორო უფლებებს, გამოგზავნილი ნამუშევარი თქვენი შექმნილია;   2. კონკურსის ორგანიზატორებს ანიჭებთ უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენონ თქვენ მიერ გამოგზავნილი ილუსტრაცია ვებგვერდზე, გამოფენაზე, პუბლიკაციასა და ნებისმიერ სხვა მასალაში (ავტორის მითითებით).   ორგანიზაციას არ აქვს ნამუშევრების კომერციული მიზნებისთვის გამოყენების უფლება.   ნამუშევრებს შეაფასებს თემაზე მომუშავე კომპეტენტური ადამიანების ჯგუფი,  შეფასების შემდეგი კრიტერიუმებით:   1. კონკურსის თემასთან შესაბამისობა 2. ორიგინალურობა 3. აღქმადობა ფართო აუდიტორიისთვის 4. შინაარსის მხრივ ინფორმატიულობის ხარისხი 5. ნამუშევრის ხარისხი   კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის  17 ივლისი.   ილუსტრაციების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge. გამოგზავნისას მეილის სათაურში (Subject-ველი) მიუთითეთ: "ომის მეხსიერება ქალაქში"     კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე:  ელ-ფოსტა: n.gozalishvili@idfi.ge    კონკურსი იმართება  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და Zinc Network-ის მხარდაჭერილი პროექტის: “ახალი იდენტობა ქალაქ გორისთვის” ფარგლებში. ასევე, კონკურსის მხარდამჭერია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო, Sida. 

ბოლო ვადა : 10 ივნისი 2022

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) პროექტების “მდგრადი ადამიანური რესურსების განვითარება კორუფციასთან საბრძოლველად“ და “ორგანიზაციული მხარდაჭერა“ ფარგლებში აცხადებს პროექტების კონკურსს საქართველოს მოქალაქეებით დაკომპლექტებული ჯგუფებისგან საპროექტო განაცხადების მისაღებად.    კონკურსის მიზანია კორუფციასთან მებრძოლი საინიციატივო ჯგუფების მხარდაჭერა საქართველოში ანტიკორუფციული რეფორმის ხელშეწყობის მიზნით.   კონკურსში მონაწილეობის პირობები: კონკურსის ფარგლებში განაცხადის შემოტანა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებისგან დაკომპლექტებულ ჯგუფებს (თითოეული ჯგუფი უნდა შედგებოდეს მინიმუმ ორი პირისგან), რომლის წევრებიც რეგისტრირებული არიან კორუფციასთან ბრძოლის ჰაბის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://anticorruptionhub.net/.   წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:   - უკავშირდებოდეს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შემოწმების, შევსების ან მართვის უკეთესი პრაქტიკის დანერგვის საკითხებს; აფასებდეს ადგილობრივ დონეზე ანტიკორუფციულ გარემოს, მათ შორის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნების შესაბამისად ადგილობრივ დონეზე კორუფციული შემთხვევების გამოვლენისა და მასზე რეაგირების ფაქტებს; აანალიზებდეს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის საჭიროებას და ასეთი სააგენტოს შექმნის შემთხვევაში მის შესაძლო გავლენას საქართველოზე ან/და განიხილავდეს საქართველოში ანტიკორუფციული რეფორმის/პოლიტიკის სახელმწიფო დონეზე კოორდინაციის საკითხს;   - ნათლად იყოს დასაბუთებული პროექტში დასმული საკითხის/პრობლემის აქტუალობა და გამოკვეთილი იყოს არსებული გამოწვევები;    - საკითხის გადასაჭრელად შემოთავაზებული სამოქმედო გეგმა/აქტივობები იყოს კონკრეტული, რეალისტური და კარგად სტრუქტურირებული.   პროექტების შერჩევა   პროექტების კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება 3 პროექტი. თითოეული პროექტის განხორციელებისათვის გაიცემა 3000 (სამი ათასი) ლარი. პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.   საპროექტო განაცხადების წარდგენა ხდება ქართულ ენაზე. განაცხადები მიიღება ელექტრონული სახით შემდეგ ელ.ფოსტაზე: contest@idfi.ge. გთხოვთ, ელ.ფოსტის გამოგზავნისას დასახელებაში მიუთითოთ „პროექტების კონკურსი“.   პროექტების კონკურსში მონაწილე ჯგუფებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:    - საპროექტო განაცხადი  - გუნდის წევრთა რეზიუმეები (CV).   საპროექტო განაცხადში მითითებული უნდა იყოს შემდეგი საკითხები:   - მონაწილეთა სახელი და გვარი, საკონტაქტო ელ-ფოსტა, პროექტის სახელწოდება.   - პრობლემის აღწერა (მოკლედ აღწერეთ რა საკითხზე/პრობლემაზე აპირებთ მუშაობას პროექტის ფარგლებში? რატომ არის მნიშვნელოვანი ამ პროექტის განხორციელება? რა გაკეთებულა დღემდე ამ საკითხის მოსაგვარებლად?).    - განსახორციელებელი აქტივობების მიზანი და ამოცანები, აქტივობების აღწერა (მოკლედ აღწერეთ თქვენი ძირითადი მიდგომა და მეთოდები, რომელთა საშუალებითაც გეგმავთ დასახული მიზნის და ამოცანების შესრულებას. რა აქტივობები გაქვთ დაგეგმილი პროექტის ფარგლებში?).    - აქტივობების განმახორციელებელი გუნდი (ჩამოთვალეთ გუნდის წევრები. მიუთითეთ მათი მოკლე ბიოგრაფია).   კონკურსში გამარჯვებული ჯგუფები ვალდებულები იქნებიან პროექტის განხორციელების შემდეგ წარმოადგინონ პროექტის განხორციელების შედეგად შექმნილი, არაუმეტეს 10 გვერდის მოცულობის მქონე, პუბლიკაცია, სადაც მითითებული იქნება კვლევის მიგნებები.   პროექტის შედეგად შექმნილი პუბლიკაცია გამოქვეყნდება „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) და კორუფციასთან ბრძოლის ჰაბის ოფიციალურ ვებგვერდებზე.   წარმოდგენილი საპროექტო განაცხადები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:   - პროექტის აღწერა და დასახული მიზნები (60%) - გუნდის გამოცდილება (40%)   წარმოდგენილ საპროექტო განაცხადებს IDFI გამოიყენებს მხოლოდ კონკურსის მიზნებისთვის და მათ არ გადასცემს სხვა ორგანიზაციებს/პირებს. გამონაკლისი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ ამას მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობა ან/და პროექტების დამფინანსებელი დონორი ორგანიზაციები. სხვა დონორებთან კოორდინაციის მიზნით, პროექტების კონკურსში დაფინანსებული პროექტების შესახებ მოკლე ინფორმაცია გავრცელდება იმ ქართულ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომლებიც მხარს უჭერენ არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში.    კონკურსის ვადები   კონკურსის შესახებ განცხადების გამოქვეყნება: 27 მაისი, 2022 საპროექტო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 10 ივნისი, 2022   საკონტაქტო ინფორმაცია    კონკურსთან დაკავშირებული შეკითხვები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ელ ფოსტაზე: contest@idfi.ge.   

ბოლო ვადა : 7 თებერვალი 2022
კონკურსის დასახელება : კონკურსი - პროექტის შემფასებელი

პროექტის „PAR-ის მხარდაჭერა სამოქალაქო მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ ფარგლებში, ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს კონკურსს პროექტის შემფასებლის შესარჩევად.   პროექტის შესახებ:   „PAR-ის მხარდაჭერა სამოქალაქო მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინციატივაა, რომელსაც ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად.    პროექტის ხანგრძლივობა: 10 ოქტომბერი 2019 – 10 იანვარი 2022.   პროექტის მიზანი: ხელი შეუწყოს საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებას, PAR-ის სამოქმედო გეგმის მონიტორინგისა და გადახედვის პროცესში ინოვაციების, შესაძლებლობების გაძლიერების, დაინტერესებულ მხარეთა დიალოგისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გზით.   პროექტთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ.   პროექტის შემფასებლის ამოცანა:   პროექტის შემფასებლის ამოცანაა, პროექტის ინდიკატორებსა და აქტივობებზე დაყრდნობით ინგლისურ ენაზე მოამზადოს პროექტის გავლენის შეფასება - რამდენად იქნა მიღწეული პროექტის მიზნები და ამოცანები და რამდენად მდგრადია პროექტის შედეგები.   პროექტის შეფასებისას გამოყენებული იქნება სამაგიდე კვლევის მეთოდი (პროექტის ფარგლებში შემუშავებული კვლევების, ანგარიშებისა და სხვა მასალების ანალიზი), ასევე ინტერვიუები იმ პირებთან, რომლებზეც უშუალოდ აისახა პროექტის შედეგები.    ვადები:   პროექტის შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული ძირითადი სამუშაოები (მასალების ანალიზი და ინტერვიუები) უნდა დასრულდეს 7 მარტამდე, ხოლო საბოლოო ანგარიშის წარდგენის ვადაა 30 მარტი.    ანგარიშის სტრუქტურა:   შეფასების ანგარიში უნდა მოიცავდეს შემდეგ ნაწილებს:   - სარჩევი;   - პროექტის შინაარსის მოკლე აღწერა;   - შეფასების მეთოდოლოგიის მოკლე აღწერა;   - პროექტის მიღწევების აღწერა;   - პროექტის გამოწვევების აღწერა;    - რეკომენდაციები პროექტის მდგრადობის უზრუნველსაყოფად;   - დასკვნა/მოკლე შეჯამება.     შერჩევის კრიტერიუმები:   კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:   - კვლევითი მეთოდების ცოდნა და მათი გამოყენების მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება;   - ინგლისური და ქართული ენების სრულყოფილი ცოდნა;   - საჯარო სამართლის რეფორმასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნა.   IDFI უპირატესობას მიანიჭებს კანდიდატებს, რომელთაც აქვთ მსგავსი შინაარსის ან/და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების შეფასების გამოცდილება.   წარსადგენი დოკუმენტაცია   კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:   - დეტალური CV;   - შესრულებული ანგარიშის ნიმუში;   - შეფასებისას გამოსაყენებელი მეთოდოლოგიის მოკლე აღწერა.   გთხოვთ, განაცხადები გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე - contest@idfi.ge .  გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ PAR პროექტის შემფასებლის კონკურსი.     განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 7 თებერვალი.  

ბოლო ვადა : 30 იანვარი 2022

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ანალიტიკური სტატიების კონკურსს თემაზე: "მამხილებლები კორუფციის წინააღმდეგ“     კონკურსის მიზანია: საჯარო მონაცემების დამუშავებისა და გამოყენების გზით საჯარო დაწესებულებებში მამხილებლების ქმედებების წახალისება კორუფციის რისკების პრევენციის მიზნით.   კონკურსში მონაწილეობის პირობები და შეფასების კრიტერიუმები:   1. საკონკურსო ანალიტიკური სტატია უნდა ეხებოდეს საქართველოში, საჯარო სამსახურში არსებულ მხილების არხებს, მხილების ფორმებს და მამხილებლების დაცვის შესაბამის ფორმალურ თუ მატერიალურ შესაძლებლობებს.    2. კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა აქვთ არანაკლებ ორი ან მეტი ადამიანისგან შემდგარ პირთა ჯგუფებს. სტატიის ავტორები, სტატიის წარდგენის დროს დარეგისტრირებული უნდა იყვნენ კორუფციასთან ბრძოლის ჰაბის ოფიციალურ ვებგვერდზე: anticorruptionhub.net   3. სასურველია, სტატიის ძირითადი ანალიტიკური ნაწილი ეფუძნებოდეს მხილებასთან დაკავშირებული საჯარო მონაცემების დამუშავებასა და მათ ანალიზს.   4. ანალიტიკური სტატია უნდა გვთავაზობდეს საქართველოში აქტუალური საკითხების შესახებ ავტორების მიგნებას, ანალიზსა და რეკომენდაციას.   5.სასურველია, სტატია შეიცავდეს ავტორების ინოვაციურ მიგნებას მხილების ინსტიტუტის ცნობადობის გაზრდისათვის.   6.სასურველია, მონაცემთა დამუშავების მიზნით, ვიზუალური გრაფიკული სიმბოლოების (დიაგრამები, ფოტოები, ა.შ.) გამოყენება.   7. ანალიტიკური სტატია დაწერილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.   8. სტატიის სავარაუდო სტრუქტურა:   -  სათაური - თავფურცელი, სადაც მითითებულ იქნება პირადი ინფორმაცია (კონკურსანტის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, სტატიის მომზადების    თარიღი). - ავტორთა მთავარი მიგნებები - შესავალი - ძირითადი ნაწილი - დასკვნა - გამოყენებული ლიტერატურა/დანართები   9. სტატიის ტექნიკური მახასიათებლები:   -ნაშრომი წარმოდგენილ უნდა იყოს ვორდის დოკუმენტით -გვერდების საშუალოდ რაოდენობა: 4-7 გვერდი (სრული ტექსტი, გრაფიკებისა და დანართების გარეშე) -ფონტი: Sylfaen, ზომა - 11 - დაშორება 1,15 - გვერდის სტრუქტურა: Normal   10. იმ შემთხვევაში, თუ სტატიის მოსამზადებლად მონაწილეებმა გამოითხოვეს საჯარო ინფორმაცია, სტატიას თან უნდა დაერთოს მიღებული დოკუმენტები, დანართების სახით.   11. სტატიაში მოცემული მოსაზრებები და ანალიზი უნდა ეკუთვნოდეს ავტორებს. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან.   12. უკვე გამოქვეყნებული სტატიები არ მიიღება.     როგორ მოვიძიო ინფორმაცია ანალიტიკური სტატიისთვის?   - გაეცანით საქართველოს ღია მონაცემების პლატფორმაზე (DataLab – www.datalab.ge) გამოქვეყნებულ მონაცემთა ბაზებს; - იხილეთ საჯარო დაწესებულებების ვებგვერდებზე გამოქვეყნებული და ხელმისაწვდომი ინფორმაცია; - გამოითხოვეთ საჯარო ინფორმაცია ცალკეული (კონკრეტული) საჯარო დაწესებულებიდან.   საკონკურსო პრიზები:   - 1-ლი ადგილი - 2000 ლარი - მე-2 ადგილი - 1500 ლარი - მე-3  ადგილი - 1000 ლარი   - საუკეთესო სამი სტატია გამოქვეყნდება IDFI-ის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.IDFI.ge), ანტიკორუფციული ჰაბის ოფიციალურ ვებგვერდზე (anticorruptionhub.net) და სოციალურ გვერდებზე (Facebooks; Twitter) საავტორო უფლებების სრული დაცვით.   კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2022 წლის 30 იანვარი.   ნაშრომების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge. გამოგზავნისას ელ-ფოსტის სათაურში (Subject-ველი) მიუთითეთ „მამხილებლები კორუფციის წინააღმდეგ“.   კონკურსი ტარდება პროექტის - მდგრადი ადამიანური რესურსების განვითარება კორუფციასთან საბრძოლველად - ფარგლებში   კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე:    ტელ: +995 32 2 921514  ელ-ფოსტა: contest@idfi.ge    

პირველი წინა 1 2 3 4 ბოლო