კონკურსი დიზაინერისა და ვებდეველოპერის შესარჩევად

ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), აცხადებს კონკურსს ვებდეველოპერისა და დიზაინერის შესარჩევად.

ვებდეველოპერისა და დიზაინერის ერთობლივი მუშაობით უნდა განახლდეს ორგანიზაციის არსებული ვებგვერდი www.idfi.ge .  ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც კომპანიებს, ისე კერძო პირებს (ვებდეველოპერებსა და დიზაინერებს ცალ-ცალკე ან ერთად). კომპანიების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა იყოს გამიჯნული ვებდეველოპმენტისა და დიზაინის შექმნისთვის მოთხოვნილი თანხა.

ვებ დიზაინერმა უნდა შეასრულოს შემდგომი სამუშაო:

- განაახლოს ვებგვერდის სანავიგაციო სისტემა, რაც გულისხმობს კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების განახლებას და გამარტივებას.

- შექმნას ძირითადი გვერდის და ყველა ქვეგვერდის განახლებული UX/UI დიზაინი

- შექმნას ვებგვერდზე მოცულობითი ტექსტური მასალების ვიზუალი რომელიც მოიცავს სხავდასხვა ემელემტებს: ჩარტები, გრაფიკები, დიდ ტექსტში ნავიგაცია. ტექსტი და ვიზუალური მასალები გამოქვეყნდება ღია/ HTML ფორმატში.

- შექმნას ვებგვერდის მობილური ვერსიის დიზიანი

 

ვებდეველოპერმა უნდა შეასრულოს შემდგომი სამუშაო:

- უნდა განაახლოს ვებგვერდის php ვერსია (ამჟამად www.idfi.ge იყენებს  PHP Version 5.4.37 - ს.  ეს ვერსია უნდა შეიცვალოს  PHP 7.4.33.) შესაბამისად უნდა განახლდეს Database server - ის და phpMyAdmin - ის ვერსიები.

- ააწყოს ვებგვერდი  განახლებული დიზაინის მიხედვით და განაახლოს მართვის პანელი.

- გაამარტივოს ვებგვერდზე ძებნის ფუნქცია

 

პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა: 

 

პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა უნდა განხორციელდეს 6 თვის განმავლობაში. მხარდაჭერა მოიცავს ე.წ. BUG-ების აღმოფხვრას და ინციდენტებზე რეაგირებას. 

 

 

პროექტის ხანგრძლივობა:არაუმეტეს 60 კალენდარული დღისა

 

 

მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს:

 

1. პროექტის განხორციელების ხედვა, გეგმა და ვადები

2. მომსახურების ზუსტი ხარჯთაღრიცხვა;

2. პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერის დეტალური პირობები;

3. ინფორმაცია მსგავსი პროექტის განხორციელების შესახებ.

 

 

გთხოვთ, სატენდერო განაცხადები გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე - contest@idfi.ge

 

კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე (+995 32 2 921514); (m.patiashvili@idfi.ge)

 

გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ IDFI-ის ვებგვერდის განახლება

 

 

შეთავაზებების მიღების ბოლო ვადაა 15 დეკემბერი, 19:00 საათამდე