IDFI გიწვევთ კარგი მმართველობის ფორუმზე

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 30 სექტემბერი 2020

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე კარგი მმართველობის ფორუმი 2020 (GG Forum 2020).

 

თარიღი: 2 ოქტომბერი
დრო: 13:00-18:00 (UTC/GMT+4)
ადგილი: Zoom, live stream IDFI-ს Facebook გვერდზე

 

კონფერენციის მიზანია პოლიტიკური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ინოვაციური და ეფექტური მიდგომების განხილვა, განსაკუთრებით 2020 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ფონზე. ამ მიზნით, ღონისძიება გეგმავს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისა და დაინტერესებული პირების ჩართულობით გამართოს დისკუსიები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: საარჩევნო კანონმდებლობა და პრაქტიკა, პოლიტიკური შემოწირულობები და პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, საარჩევნო კამპანიის დროს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, ლობიზმი და გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტები.


ფორუმი ორგანიზებულია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ ღია მმართველობის პარტნიორობასთან (OGP) თანამშრომლობით, გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაციის Luminate-ის მხარდაჭერით.

სამუშაო ენა: ინგლისური
უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული ქართული თარგმანი.

 

გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ (არაუგვიანეს 2020 წლის 1 ოქტომბრისა) შემდეგ ბმულზე. ფორუმში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის გავლა სავალდებულოა. რეგისტრაციის გავლის შემდეგ მიიღებთ კონფერენციის ბმულს.

 

/public/upload/GG/GGF_Guide_2020_V07_FINAL VERSION-min.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024