საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ციფრული ტრანსფორმაცია: წინმსწრები ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე“

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 29 აპრილი 2022

28 აპრილს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ციფრული ტრანსფორმაცია: წინმსწრები ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე“ გამართა.

 

კონფერენციისას განიხილეს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით საჯარო სექტორის მოდერნიზაციისა და ტრანსფორმაციის მიმართულებით კარგი პრაქტიკები, მთავარი ტენდენციები, ასევე, გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოსთვის.

 

საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: საჯარო სერვისების გაციფრულება და გამოყენება; ციფრული ტრანსფორმაციისთვის ხელსაყრელი პირობების/გარემოს შექმნა; საერთაშორისო ტენდენციები ციფრული მმართველობისა და ტრანსფორმაციის მიმართულებით, ასევე, საქართველოს შესაძლებლობები და გამოწვევები საჯარო სექტორის მოდერნიზაციის კუთხით.

 

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა.

 

“სახელმწიფო სექტორის მოდერნიზაცია და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ევროპული ინტეგრაციისა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების კუთხით. კორონავირუსის პანდემიამ ასევე აჩვენა ამ კუთხით რეფორმის საჭიროება. საჯარო სექტორის ეფექტურობისა და მოქნილობის გასაზრდელად მნიშვნელოვანია ციფრული ტრანსფორმაციის შემდგომი გაძლიერება. ამ პროცესში აუცილებელია სხვა ქვეყნების გამოცდილების და კარგი პრაქტიკის გათვალისწინება.” – აღნიშნა გიორგი კლდიაშვილმა

 

კონფერენციის ბოლო ნაწილში, ქართველი ექსპერტების ჩართულობით გაიმართა დისკუსია, სადაც მომხსენებლებმა ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებისა და მიმდინარე/დაგეგმილი რეფორმების ჭრილში, საქართველოს ელ-მმართველობისა და ციფრული ტრანსფორმაციის  მთავარი საჭიროებები, გამოწვევები და შესაძლებლობები განიხილეს.

 

„ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა კარგი მმართველობისა და საჯარო სერვისების გაუმჯობესების კუთხით. ამჟამად, საჭიროა კიდევ უფრო ამბიციური რეფორმები, რაც დააჩქარებს საჯარო სექტორის მოდერნიზაციას, განსაკუთრებით რეგიონებში და კიდევ უფრო გაუმჯობესდება ონლაინ სერვისების მიწოდება“ - განაცხადა IDFI-ის ადგილობრივი მმართველობის, ინტერნეტისა და ინოვაციების მიმართულებების ხელმძღვანელმა, თეონა ტურაშვილმა.

 

კონფერენცია ორგანიზებული იყო ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, ღია მმართველობის პარტნიორობასთან (OGP) თანამშრომლობითა და გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაციის, Luminate-ის მხარდაჭერით.

 

ღონისძიების ჩანაწერს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: პირველი და მეორე პანელი, მესამე პანელი.

 

კონფერენციის პროგრამას გაეცანით აქ.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ეკონომიკური ზრდა ნეგატიური პერსპექტივით (Fitch შეფასება)

04.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024