IDFI-ის რეკომენდაციები ახალ ანტიკორუფციულ სტრატეგიასა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით

სიახლეები | კორუფციასთან ბრძოლა | პუბლიკაციები | პოლიტიკის დოკუმენტები 13 მაისი 2019

IDFI მიესალმება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს მიერ ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების დაწყებას და იმედოვნებს, რომ ახალი სამოქმედო გეგმა კორუფციის პრევენციის მიმართულებით ყველა მნიშვნელოვან ამოცანას გაითვალისწინებს.


საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ კორუფციასთან მებრძოლ არსებულ უწყებებში მათი დამოუკიდებლობის საკითხია ყველაზე პრობლემური. არსებული ანტიკორუფციული სისტემის ხარვეზების შესახებ IDFI უკვე დიდი ხანია საუბრობს სხვადასხვა ფორმატში.


როგორც წინა, ისე მოქმედი ხელისუფლების პირობებში „ელიტური კორუფციის“ შემთხვევების გამოუძიებლობა ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელია არსებული სისტემის რეფორმირება, რადგან ის ვერ ახდენს მაღალი დონის კორუფციის შემთხვევებზე ეფექტურ რეაგირებას, რაც საზოგადოებაში აჩენს შეკითხვებს და ნეგატიურად აისახება საჯარო დაწესებულებების მიმართ საზოგადოების ნდობაზე. მეტიც, შესაძლო სამოხელეო დანაშაულის გამოუძიებელი შემთხვევები უფრო მეტად ახალისებს სამოხელეო დანაშაულს და ზიანს აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.


აქედან გამომდინარე, IDFI აუცილებლად მიიჩნევს ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით ისეთი დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნის გათვალისწინებს, რომელსაც ექნება საზოგადოების ნდობა, დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და შესაბამისი კვალიფიკაცია იმისათვის, რომ გამოიძიოს მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები და პასუხი გასცეს საზოგადოებაში დაგროვილ ლეგიტიმურ შეკითხვებს.


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წინა სამოქმედო გეგმის შესრულების შეფასების ანგარიში არ იძლევა გეგმით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების მიღწევის დონის განსაზღვრის შესაძლებლობას, რადგან ანგარიშს აკლია შეფასების კომპონენტი და მხოლოდ ცალკეული ღონისძიებების შესრულების მონიტორინგს წარმოადგენს. წინა სამოქმედო გეგმის შესრულების ბუნდოვანება ართულებს ახალ სამოქმედო გეგმაში გასათვალისწინებელი მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წლის პირველი კვარტლის მიწურულს ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს ჯერ არ წარმოუდგენია ახალი სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია და ის ამოცანები და ღონისძიებები, რომელთა შეტანას გეგმავს ახალ სამოქმედო გეგმაში. შესაბამისად, IDFI ეყრდნობა ორგანიზაციის ხელთ არსებულ ინფორმაციასა და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ მიმართულებებში კორუფციის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ.


ზოგადი კომენტარის სახით უნდა აღინიშნოს, რომ წინა სამოქმედო გეგმა მხოლოდ ერთეულ მნიშვნელოვან ღონისძიებებს ითვალისწინებდა და გადატვირთული იყო მრავალი ტექნიკური და უმნიშვნელო ღონისძიებებითა და აქტივობებით. სამოქმედო გეგმაში ახალი ქვეთავი და ღონისძიება ძალიან მცირე რაოდენობით გვხვდებოდა და ძირითადად წინა სამოქმედო გეგმის კომპონენტები იყო გადმოტანილი. გარდა ამისა, წინა სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული ამოცანები ხშირ შემთხვევაში ძალიან ზოგადი ან ზედმეტად კონკრეტული იყო, ხოლო ინდიკატორები არ აკმაყოფილებდა “SMART” კრიტერიუმებს, რის გამოც, მათზე დაყრდნობით სამოქმედო გეგმის შესრულების შეფასება შეუძლებელია. აგრეთვე, მიუხედავად OECD-ACN-ის რეკომენდაციისა, წინა სამოქმედო გეგმა გავლენის შეფასების ინდიკატორებს არ ითვალისწინებდა. შესაბამისად, წინა სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, ახალ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით IDFI-ის ზოგადი რეკომენდაციებია, რომ:


1. სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის თითოეული თავისთვის მომზადდეს სიტუაციის ანალიზი, რომელზე დაყრდნობით განისაზღვრება პრობლემები/გამოწვევები და შესაბამისი ამოცანები;


2. სამოქმედო გეგმის ამოცანების განსაზღვრისას ყურადღება მიექცეს ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა მნიშვნელოვნობა, გაზომვადობა, საკმარისად კონკრეტულობა და რელევანტურობა;


3. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული იქნეს გავლენის და ამოცანის ინდიკატორები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ““SMART” ” კრიტერიუმებს.

 

გარდა აღნიშნული ზოგადი რეკომენდაციებისა, IDFI ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს სთავაზობს კონკრეტულ ამოცანებსა და ღონისძიებებს ახალ ანტიკორუფციული სტრატეგიისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმაში გათვალისწინების მიზნით.

 

 

/public/upload/IDFI_2019/General/IDFI_proposals_for_Anti_Corruption Action_Plan_GEO.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის გაზაფხულის სემესტრი დაიწყო

14.03.2023

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2022

10.03.2023

IDFI- მ საბჭოთა ოკუპაციისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საჯარო ლექცია და ფილმის ჩვენება გამართა

01.03.2023

“დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა” - 2023 წლის გაზაფხულის სემესტრი იწყება

22.02.2023
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისა და სხვა დარღვევებთან დაკავშირებით მიმართავს

13.03.2023

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის შეჩერების შესახებ

10.03.2023

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

09.03.2023

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი

21.02.2023
ბლოგპოსტები

ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისები

20.12.2022

რუსული დეზინფორმაციის ტაქტიკა 2008 წლის ხუთდღიანი ომის კონტექსტში

03.11.2022

ქაოტური მშენებლობები ბათუმში ახალ მასშტაბებს იძენს

18.10.2022

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და უფლება სამართლიან სასამართლოზე

11.07.2022