IDFI-ის ტრენინგი სტუდენტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტებისთვის

სიახლეები | ტრენინგები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 21 ოქტომბერი 2019

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ ორგანიზებულ ორდღიან პრაქტიკულ ტრენინგში მონაწილეობა 15-მა მსმენელმა მიიღო. მონაწილეებმა ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგის მექანიზმები და მეთოდები შეისწავლეს.

 

ტრენინგი გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია- Luminate-ის მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს მთელი საქართველოს მასშტაბით ღია კონკურსის შედეგად შერჩეულმა სტუდენტებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და ჟურნალისტებმა.

 

ტრენინგის მონაწილეებს IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მან ინსტიტუტის მიმდინარე პროექტის - „კარგი მმართველობის გაძლიერება საქართველოში“ (რომლის ფარგლებშიც ჩატარდა აღნიშნული ტრენინგი) ფარგლებში განხორციელებული აქტივობების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

„განხილულ საკითხებს შორის, ჩემთვის, ყველაზე საინტერესო საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებული საკითხების საფუძვლიანად შესწავლა იყო. აგრეთვე, საინტერესოა მონაცემთა ვიზუალიზაციის შესახებ მიღებული რჩევები, რომელსაც პრაქტიკაში აქტიურად გამოვიყენებ,“ - აღნიშნა ტრენინგის ერთ-ერთმა მონაწილემ.

 

„ტრენინგის მიმდინარეობისას სტატიების კონკურსის შესახებ შევიტყვე, ვფიქრობ აქ მიღებული ცოდნა საკონკურსო ნაშრომის მომზადებაშიც დამეხმარება. უფრო მეტიც, როგორც საგამოძიებო საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტი, ვაპირებ გავითვალისწინო ის ნიუანსები და „ხრიკები“, რომლის შესახებ სწორედ ამ ტრენინგის მეშვეობით გავიგე. ყოველივე ეს დამეხმარება საჯარო შესყიდვებში საეჭვო გარემოებების აღმოჩენასა და ბიუჯეტთან და მთავრობის ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებაში,“ - აცხადებს ტრენინგის კიდევ ერთი მონაწილე.


„როგორც სტუდენტს, მრავალ ტრენინგში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ ამ ტრენინგით, შეიძლება ითქვას, რომ აღვფრთოვანდი. საკითხების აქტუალობიდან, აგრეთვე კვალიფიციური ტრენერებიდან გამომდინარე, ორი დღის განმავლობაში ტრენინგის პროცესში სრულად ჩავერთე. გარდა ამისა, ეს იყო ერთადერთი ტრენინგი, სადაც სტუდენტები, აქტივისტები, მოქმედი და დამწყები ჟურნალისტები ერთ მაგიდასთან ვისხედით და აქტუალურ საკითხებს ერთად განვიხილავდით. ამ პროცესმა მომცა იმის საშუალება, რომ პრაქტიკოსი ადამიანებისგან პირადად მომესმინა რეალური მაგალითების შესახებ. ამ ყოველივეს კი ემატება თეორიული ცოდნა, რაც ტრენინგის ერთ ნაწილში მივიღეთ“.

 

ტრენინგს უძღვებოდნენ IDFI-ის მედიის, ინტერნეტისა და ტელეკომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელი, თეონა ტურაშვილი; IDFI-ის ანალიტიკოსი, მარიამ გოგიაშვილი და IDFI-ის ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, გოგა თუშურაშვილი.

 

მონაწილეთა შერჩევის კონკურსი 2019 წლის 26 სექტემბრიდან - 10 ოქტომბრამდე მიმდინარეობდა, რომლის შედეგად IDFI-მ სულ 200 განაცხადი მიიღო. მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმებს შორის იყო მოტივაცია და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების დასაბუთება. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024