კარგი მმართველობის ფორუმი 2021: მთავარი გზავნილები და შედეგები

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 17 დეკემბერი 2021

2021 წლის 6 დეკემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) კარგი მმართველობის საკითხებზე საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია, სახელწოდებით „ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა: გამჭვირვალობის როლი, გაკვეთილები და მომავალი გეგმები” გამართა. ფორუმი IDFI-ის ორგანიზებითა და გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაციის, Luminate-ის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. ეს იყო კარგი მმართველობის ფორუმების (GG ფორუმი) რიგით მესამე სერია, რომელიც საქართველოში ყოველწლიურად, 2019 წლიდან ტარდება. კონფერენცია მიზნად ისახავს საერთაშორისო ექსპერტების, მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით, კარგი მმართველობის რეფორმის დღის წესრიგის გარშემო ცნობიერების ამაღლებას, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და დისკუსიის წახალისებას.

 

2021 წელს გამართული კონფერენციის მიზანს ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის, ბენეფიციარი მესაკუთრეებისა და მოპოვებითი მრეწველობის გამჭვირვალობის საკითხებზე საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებისა და დებატების წახალისების გზით დემოკრატიული მმართველობის რეფორმების ხელშეწყობა წარმოადგენდა. ამ მიზნით, ღონისძიებაზე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისა და დაინტერესებული პირების ჩართულობით დისკუსიები გაიმართა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა, კარგი მმართველობის პრინციპები ენერგეტიკის სექტორში, საქართველოს პერსპექტივები ბენეფიციარი მესაკუთრეებისა და მოპოვებითი მრეწველობის პრინციპების დანერგვისა და ქალთა ხმების გასაძლიერებლად. 

 

კონფერენციაზე მოხსენებები გააკეთეს ამ საკითხებზე მომუშავე წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებმა, მათ შორის, ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP), მოპოვებითი მრეწველობის გამჭვირვალობის ინიციატივა (EITI), გამოაქვეყნე რასაც იხდი (PWYP), საერთაშორისო გამჭვირვალობა (TI), ენერგეტიკული გამჭვირვალობის ასოციაცია, ბუნებრივი რესურსების მართვის ინსტიტუტი და ა.შ.

 

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და კონფერენციას მოდერაცია გაუწია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა.

 

„დემოკრატიული მმართველობის გარეშე სოციალური პროგრესის მიღწევა წარმოუდგენელია. ეკონომიკის მსხვილი ნაწილი ბუნებრივი რესურსების მოპოვებაზე დგას. ამ პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა და სწორად მართვა გადამწყვეტ როლს თამაშობს მდგრადი განვითარებისა და ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესების პროცესში. ბუნებრივი რესურსებით მდიდარი არაერთი ქვეყნის ეკონომიკას სწორედ სუსტი ინსტიტუტების, კორუფციის, კონფლიქტებისა და მმართველობის ცუდი პრაქტიკის არსებობა აფერხებს. EITI და PWYP იმ საერთაშორისო მექანიზმებს წარმოადგენენ, რომლებიც ღია მონაცემების პრაქტიკის დახვეწის, ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გამჭვირვალობისა და ზოგადად, დემოკრატიული მმართველობის გზით ხელს უწყობენ ბუნებრივი რესურსების მართვის გაუმჯობესებას“, - აღნიშნა გიორგიმ მისასალმებელ სიტყვაში.

 

პირველ პანელს, სახელწოდებით ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა: სინერგიები, პრინციპები და წარმატებული მაგალითები - მოდერაციას უწევდა მოპოვებითი მრეწველობის გამჭვირვალობის ინიციატივის (EITI) აღმასრულებელი დირექტორი, მარკ რობინსონი. პანელისტებს შორის იყვნენ:

 

-  გალიბ ეფენდიევი - ევრაზიის ოფისის დირექტორი, ბუნებრივი რესურსების მართვის ინსტიტუტი 

-  ჯოზეფ ფოტი - უფროსი კვლევითი ოფიცერი, ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP)

-  ოლენა პავლენკო - გლობალური საბჭოს თავმჯდომარე, გამოაქვეყნე რასაც იხდი (PWYP)

-  სუზანა ვიენკი - მმართველი კომიტეტის წევრი, ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP)

-  ფერდიან იაზიდი - პროექტის კოორდინატორი, ანგარიშვალდებული მოპოვებითი მრეწველობა, საერთაშორისო გამჭვირვალობა ინდონეზია

 

 

 

პანელური დისკუსიის ფარგლებში მომხსენებლებმა ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის საკითხები, კერძოდ სინერგიები, ძირითადი პრინციპები და წარმატებული მაგალითები მომოიხილეს. გადაჭრის გზებზე საუბრისას მომხსენებლების მხრიდან ენერგეტიკის გარდამავალ მნიშვნელობასა და აღნიშნულ პროცესში EITI-ის როლს მნიშვნელოვნად გაესვა ხაზი. აღინიშნა, თუ რამდენად კრიტიკულია პროცესის მიღმა არ დარჩნენ სამოქალაქო საზოგადოების წევრები, რათა გაუზიარონ ცოდნა და ექსპერტიზა შესაბამის გადაწყვეტილების მიმღებებ პირებს. გარდა ამისა, პანელისტებმა სამოქალაქო საზოგადოების ხელთ არსებულ სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვან მექანიზმებსაც გაუსვეს ხაზი.

 

პანელური დისკუსიის ფარგლებში განხილულ იქნა სლოვაკეთის გამოცდილება, როგორც ბენეფიციარ მესაკუთრეთა გამჭვირვალობის კუთხით, ასევე რეფორმების მხარდასაჭერად მრავალმხრივი თანამშრომლობის კარგი მაგალითი. ბოლოს, ხაზი გაესვა მოპოვებითი მრეწველობის გამჭვირვალობის როლს, ასევე EITI-ისა და Publish What You Pay-ის ძალისხმევას კორუფციასთან ბრძოლაში.

 

მეორე პანელის საკითხს წარმოადგენდა ბუნებრივი რესურსების მართვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: მიმდინარე ტენდენციები, პერსპექტივები და სამომავლო გეგმები. პანელს უძღვებოდა ოლიანა ვალიგურა, EITI-ის სამდივნოს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონური დირექტორი. პანელისტებს შორის წარმოდგენილნი იყვნენ:

 

- ემილ ომაროვი - წევრების ჩართულობის მენეჯერი აზია-წყნარი ოკეანის, ევრაზიისა და MENA-ს რეგიონებში, გამოაქვეყნე რასაც იხდი (PWYP) 

- ოლექსი ორლოვსკი - დემოკრატიული პრაქტიკის პროგრამის დირექტორი, საერთაშორისორენესანსის ფონდი

- ლუსინე ტოვმასიანი - EITI სომხეთის ეროვნული კოორდინატორი

 

 

 

მეორე პანელი ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის კუთხით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებულ გამოწვევებს, ასევე წარმატებულ მაგალითებს დაეთმო. მომხსენებლებმა განსაკუთრებული ყურადღება სომხეთის მაგალითზე გაამახვილეს, რამდენადაც ის აქტუალურია საქართველოს კონტექსტისთვის და შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ისე პოლიტიკოსებისა და სამთავრობო უწყებებისთვის. 

 

პანელის მიმდინარეობისას ხაზგასმით აღინიშნა პანდემიისგან გამოწვეული შეზღუდვების გავლენა, როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ისე EITI-ის გამართულ ფუნქციონირებაზე. მიუხედავად ამისა, აღინიშნა ის პროგრესიც, რომელიც  შეზღუდვების ფონზე ახალი ელექტრონული მექანიზმების შექმნამ განაპირობა.

 

დასკვნით პანელს თემაზე: ქსელების/კოალიციების როლი ბუნებრივი რესურსების მდგრადმმართველობაში და საქართველო - მოდერაციას უწევდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი, მარიამ მაისურაძე. პანელისტებს შორის იყვნენ:

 

- დანილა ბექტურგანოვი - საზოგადოებრივი ფონდის "სამოქალაქო ექსპერტიზა” დირექტორი

- ილჰამ ჰუსეინლი - ასოცირებული პროფესორი, აზერბაიჯანის EITI / PWYP ეროვნული კოალიციის კოორდინატორი

- ოლგა ხაულიაკი - ენერგეტიკული გამჭვირვალობის ასოციაციის ხელმძღვანელი.

 

 

პანელური დისკუსიის ფარგლებში ხაზი გაესვა სახელმწიფო ორგანიზაციების გამჭვირვალობის გაძლიერებისა და კომერციული სუბიექტების სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდის კონტექსტში სამოქალაქო საზოგადოების  კოორდინირებული მიდგომის, გაზიარებული პასუხისმგებლობისა და ერთიანი ადვოკატირების კამპანიის მნიშვნელობას. პანელის მონაწილე საერთაშორისო ექსპერტებმა ისაუბრეს ადგილობრივ კოალიციებსა და ქსელებზე, რამდენადაც ისინი ახდენენ საზოგადოებრივი მხარდაჭერის მობილიზებას კონკრეტული რეფორმებისადმი. ამავდროულად, სწორედ ისინი უზრუნველყოფენ სხვადასხვა დაინტერესებული მხარის პროცესებში ჩართულობას. მომხსენებლებმა ასევე იმ  გამოწვევებზეც ისაუბრეს, რომლებსაც კოალიციები და ორგანიზაციები ადგილობრივ დონეზე აწყდებიან.

 

დისკუსია ასევე მიეძღვნა  საქართველოს EITI-ში გაწევრიანების აუცილებლობას და ხაზი გაესვა ამ მიმართულებით პოლიტიკური ნების საჭიროებას. პანელის მომხსენებლებმა რჩევის სახით ინფორმაცია გაუზიარეს ქართველ კოლეგებს, რამდენადაც საქართველოში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები ენერგეტიკის სექტორში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების გასაუმჯობესებლად პროცესების დაჩქარებას და ადვოკატირების კამპანიების გაძლიერებას უფრო აქტიურად გეგმავენ.



1. GG Forum 2021 მისასალმებელი სიტყვა

2. I პანელი: ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა: სინერგიები, პრინციპები და წარმატებული მაგალითები

3. II პანელი: ბუნებრივი რესურსების მართვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: მიმდინარე ტენდენციები, პერსპექტივები და სამომავლო გეგმები

4. III პანელი: ქსელების/კოალიციების როლი ბუნებრივი რესურსების მდგრად მმართველობაშიდა საქართველო

5. GG Forum 2021 საბოლოო შეფასებები

 

GG Forum 2021 სრული პროგრამა იხილეთ აქ.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024