IDFI-იმ ახალი პროექტის „კარგი მმართველობის გაძლიერება საქართველოში“ განხორციელება ჟურნალისტების ტრენინგით დაიწყო

სიახლეები | ტრენინგები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | სტატია 4 თებერვალი 2019

IDFI-მ ახალი პროექტის „კარგი მმართველობის გაძლიერება საქართველოში“ (3G) განხორციელება ჟურნალისტების ტრენინგით დაიწყო. 22-მდე ბეჭდვითი, ონლაინ და სამაუწყებლო მედიის წარმომადგენელს, საშუალება ქონდათ გაეგოთ მეტი სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ფუნქციონირებისა და საჯარო ტენდერებში საეჭვო გარემოებების აღმოჩენის შესახებ.

 

ფართომასშტაბიანი პროექტის მიზანია კარგი მმართველობის გაძლიერება საქართველოში. პროექტი დაფინანსებულია გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია Luminate-ის მიერ, რომლის მიზანია ადამიანებისა და ინსტიტუციების გაძლიერება ერთიანი და სამართლიანი საზოგადოების შექმნის მიზნით.

 

სამწლიანი ინიციატივა მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსტიტუტების საზოგადოებრივი ზედამხედველობის გაძლიერებას და საქართველოს მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას. პროექტის ფარგლებში IDFI დააკვირდება, რამდენად ეფექტური, გამჭვირვალე, ეთიკური და ანგარიშვალდებულია საჯარო მმართველობასა და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობა, მოამზადებს საგამოძიებო და ანალიტიკურ ნაშრომებს, და გაზრდის ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და აქტივისტების სადამკვირვებლო და ანალიტიკური უნარებს.

 

ლევან ავალიშვილი, IDFI-ის პროგრამების დირექტორი - „უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში მიღწეული გარკვეული პროგრესის მიუხედავად, კარგი მმართველობის სტანდარტები და ხარისხი კვლავაც პრობლემად რჩება საქართველოში. არ არსებობს საბიუჯეტო ხარჯებისა და სახელმწიფო შესყიდვების საქმიანობის სისტემური საჯარო ზედამხედველობა. ამის გამო, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია საქართველოში სახელმწიფო ფინანსების განკარგვის სისტემატური მონიტორინგის გაძლიერება, განსაკუთრებით ჟურნალისტების, ბიზნესის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების და აქტივისტების ჩართულობით. ამ გზით, ჩვენ მივაღწევთ პროექტის მიზანს და გავზრდით საზოგადოების მონაწილეობას ქვეყანაში კარგი მმართველობის დამკვიდრების პროცესში.“

 

ოლენა ბოიცუნ, ინვესტიციების დირექტორი, Luminate-ის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში - „ეს არის ჩვენი პირველი პირდაპირი ჩართულობა საქართველოში. Luminate-ის მიზანია გლობალურ დონეზე გაზარდოს გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და მოქალაქეთა მონაწილეობ საჯარო ფინანსების გამოყენებაში. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ეს პროექტი დაეხმარება საქართველოს ინსტიტუტებს, კანონის უზენაესობას და ქვეყნის მომავალ განვითარებას.“

 

პროექტი „კარგი მმართველობა საქართველოში“ დაიწყო 2019 წლის დეკემბერში და დასრულდება 2021 წლის დეკემბერში. თავდაპირველად, პროექტი იმუშავებს თბილისის მასშტაბით, შემდეგ კი თანდათან მოიცავს მთელ ქვეყანას მეორე და მესამე წლის განმავლობაში.

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

ყადაღებისა და რეპრესიების მიუხედავად ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქმიანობას გავაგრძელებთ

27.08.2025

საქართველოს ნავთობის ბაზარი და მსოფლიო აშშ-ს ტარიფების მოლოდინში

11.08.2025

ნარატივი, როგორც საზღვარი: რუსეთის ფსიქოლოგიური ოპერაციების სტრატეგიის შეფასება

08.08.2025

დამალული სასამართლო სტატისტიკა

04.08.2025
განცხადებები

ყადაღებისა და რეპრესიების მიუხედავად ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქმიანობას გავაგრძელებთ

27.08.2025

უვიზო მიმოსვლისათვის საფრთხის შექმნაზე პასუხისმგებელი სრულად ივანიშვილის ხელისუფლებაა

16.07.2025

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024