IDFI გიწვევთ კარგი მმართველობის ფორუმზე 2021

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 4 დეკემბერი 2021

 

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე კარგი მმართველობის ფორუმი 2021 (GG Forum 2021).

 

თარიღი: დეკემბერი 6, 2021

დრო: 17:00-20:30 (UTC/GMT+4)

ღონისძიების ადგილი: Zoom, პირდაპირი ტრანსლირება IDFI-ის Facebook გვერდზე

 

კონფერენციის საკითხია: ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა: გამჭვირვალობის როლი, გაკვეთილები და მომავალი გეგმები. ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს დემოკრატიული მმართველობის რეფორმებს ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის, ბენეფიციარი მესაკუთრეებისა და მოპოვებითი მრეწველობის გამჭვირვალობის საკითხებზე საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას და დებატების წახალისებას. ამ მიზნით, ღონისძიება გეგმავს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისა და დაინტერესებული პირების ჩართულობით გამართოს დისკუსიები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მოპოვებითი მრეწველობის გამჭვირვალობის ინიციატივა (EITI), ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა, გამოაქვეყნე რასაც იხდი (PWYP)საერთაშორისო ქსელი, და პერსპექტივები საქართველოს მიერ ბენეფიციარი მესაკუთრეებისა და მოპოვებითი მრეწველობის პრინციპების დანერგვისა და ქალთა ხმების გასაძლიერებლად.

 

კონფერენცია ორგანიზებულია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაციის, Luminate-ის მხარდაჭერით.

 

სამუშაო ენა: ინგლისური

უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული ქართული თარგმანი.

 

გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ მითითებულ ბმულზე: https://cutt.ly/KT86ILI  

 

ფორუმში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის გავლა სავალდებულოა. რეგისტრაციის გავლის შემდეგ მიიღებთ კონფერენციის ბმულს.

 

/public/upload/Luminate/GGF_Guide_2021_compressed-compressed-min (1).pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024