ინფორმაციის თავისუფლების საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია აღრევანში (სომხეთი)

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 31 აგვისტო 2010

11-14 ივლისს, აღრევანში (სომხეთი) გაიმართა ინფორმაციის თავისუფლების საკითხებისადმი მიძღვნილი მეორე საერთაშორისო კონფერენცია.პირველი ასეთი საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა 2009 წლის მაისში თელავში (http://www.idfi.ge/?cat=news&topic=50⟨=ka). კონფერენციის ორგანიზატორი იყო “ეროვნული უსაფრთხოების არქივი” (შეერთებული შტატები), ხოლო მასპინძელი ორგანიზაცია – “გამოხატვის თავისუფლების დაცვის კომიტეტი” (სომხეთი).
 
საქართველოდან კონფერენციაზე მიწვეულნი იყვნენ ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, აგრეთვე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამართველოს წარმომადგენლები. კონფერენციაზე მოხდა აშშ-ის, რუსეთის ფედერაციის, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მედიისა და არასამთავრობო სექტორში დაგროვილი გამოცდილების და პრაქტიკის ურთიერთგაცვლა. მომხსენებლებმა დეტალურად მიმოიხილეს მონაწილე ქვეყნებში ინფორმაციის თავისუფლების თემასთან დაკავშირებულ ვითარება.


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, კოლეგებს გააცნო ინსტიტუტის მიერ ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა და დაგეგმილი პროექტები. ინსტიტუტის პროექტების ხელმძღვანელმა, ლევან ავალიშვილმა, წარმოადგინა მოხსენება საქართველოში ელექტრონული დემოკრატიის განვითარებისა და პერსპექტივების შესახებ.

კონფერენციის მონაწილეებმა გადაწყვიტეს კიდევ უფრო გაეაქტიურებინათ თანამშრომლობის ის კოალიციური ფორმატი, რომელიც დამკვიდრდა თელავის შეხვედრის შემდგომ. კოალიციური საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დაიგეგმა ინფორმაციის თავისუფლების საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და სპეციალური კურსების მომზადება უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისთვის (ასეთი პრაქტიკა უკვე რამდენიმე წელი წარმატებით ხორციელდება სომხეთში). მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე ინტერნეტ-მონიტორინგის საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების საკითხი. ამერიკელმა პარტნიორებმა გამოთქვეს სურვილი მომხდარიყო რუსეთში, საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში აპრობირებული, სამთავრობო ოფიციალური ვებ-სივრცის მონიტორინგის პარამეტრების უნიფიცირება. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ელ-მთავრობის მონიტორინგი საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებისათვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

კონფერენციის მონაწილეთა გადაწყვეტილებით შეიქმნა კოალიციური საქმიანობის საკოორდინაციო საბჭო,საქართველოდან საბჭოს წევრი "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" წარმომადგენელი იქნება.

 



 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024